Commschool-დან Leavingstone-ში - კურსდამთავრებულის კარიერული განვითარების ისტორია

blog-detail-img

Commschool-ში გრაფიკული დიზაინის კურსზე თუ შემოიჭყიტები, ერთ ძალიან კარგ და ამაღელვებელ ამბავს გაიგებ: ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, ტოპ სამი კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის წამყვან კრეატიულ სააგენტოებში.

გიორგი უშარაული ჩვენი კურსდამთავრებულია, რომელიც მოხვდა სამ ტოპ სტუდენტს შორის. მან უკვე მიიღო სამუშაო შემოთავაზება ლივინგსტონისგან. სანამ გრაფიკულ დიზაინს შეისწავლიდა, ჩვენთან Motion Design-ის პროგრამა გაიარა. მისი თქმით, იმდენად კმაყოფილი იყო პირველი გამოცდილებით, რომ გადაწყვიტა, Commschool-თან ერთად ახალ სფეროსაც შეჭიდებოდა:

მოუშენ დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ, ჩავთვალე, რომ გრაფიკული დიზაინის სწავლისთვის სწორი დრო იყო. კურსი, როგორც მოველოდი, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ფოტოშოფთან და ილუსტრატორთან თითქმის შეხება არ მქონია, მხოლოდ გართობის მიზნით ვიყენებდი, მაგრამ ორი თვე სრულიად საკმარისი იყო აღნიშნული პროგრამების იმ დონეზე შესასწავლად, რომ პროფესიული განვითარება ამ კუთხითაც გავგარძელო.

აქვე გადახედე გიორგის ფინალურ პროექტს Motion Design-ის კურსისთვის 👇

გიორგი უშუალოდ კურსის მსვლელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლექტორის რეკომენდაციების მოსმენა, როგორც საკუთარ, ასევე თანაკურსელების ნამუშევრებზე, მისთვის ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა, რომელიც განვითარებაში დაეხმარა. 

სწავლის პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და სასიამოვნო იყო. მომეწონა ის, რომ დავალებები არ იყო შაბლონური, ყველა სტუდენტს შეეძლო, ლექციაზე ახსნილი მეთოდებით, თავისი ინდივიდუალური ვიზუალი შეექმნა. დავალებების განხილვა, ლექციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორი ინდივიდუალურად აფასებს 10-15 განსხვავებულ დავალებას, ყოველ მათგანზე სათითაოდ გასცემს რეკომენდაციებს და შენიშვნებს. შესაბამისად, გამოცდილებასა და პროფესიულ რჩევებს იღებ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თანაკურსელების ნამუშევრებზე დაყრდნობითაც.

ჩვენთან, რამდენადაც ინტენსიურია კურსი, იმდენად საინტერესოა პროცესი: დავალებების კეთებისას სტუდენტებს სრული თავისუფლება ეძლევათ, ნასწავლი მეთოდებით შეუძლიათ, ნებისმიერ იდეას ხორცი შეასხან. პროგრამა სამ ნაწილად იყოფა – ფოტოშოფის შესწავლა,  ილუსტრატორის შესწავლა და რებრენდინგის გაკეთება.

პროგრამაზე გაივლი სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, გაეცნობი ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლი გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ. შედეგად, სულ რაღაც 14 ლექციაში, თავისუფლად შეგეძლება:

კურსის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა კი ფინალური პროექტია. იგი მაქსიმალურადაა დამსგავსებული რეალურ პროექტს, რაც საშუალებას გაძლევს, საკუთარი თავი წინასწარ გამოსცადო გამოწვევების წინაშე. გიორგის ფინალური პროექტის თემას წარმოადგენდა Georgian Drift Series-ს რებრენდინგი. მისი თქმით, ლოგოს ინსპირაცია ბორბლების ისეთი მიმართულება იყო, როგორიც მანქანას აქვს დრიფტის დროს. ლოგოს მყარი ფონტით, ბრენდის მკვეთრი წითელი ფერით, 4 ზოლით, რომელიც დრიფტ მანქანის ნაკვალევის ასოციაციას იწვევს, შეეცადა, გამოეხატა დრიფტის აგრესიული და უხეში ხასიათი. 

ფინალური პროექტის ფარგლებში უნდა აგვერჩია რომელიმე ქართული კომპანია და გაგვეკეთებინა მისი რებრენდინგი. ბევრი ფიქრის შემდეგ Georgian Drift Series ავირჩიე. მიზნად დავისახე, რომ ბრენდი გამეხადა უფრო სახასიათო, აგრესიული და სპორტული. ფინალურ პროექტზე მუშაობა ჩემთვის საკმაოდ საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. გავიაზრე, თუ რადენად ბევრი ფიქრი და სიფრთხილე სჭირდება ნებისმიერი დეტალის სწორად შერჩევას, რომ საერთო სტილიდან არ ამოვარდე ან საბოლოო მიზნიდან არ გადაუხვიო.

ზემოთ წაიკითხავდი, რომ გიორგის უკვე დაუკავშირდნენ ლივინგსტონიდან, სადაც გააგრძელებს კიდეც კარიერულ განვითარებას. ეს და სხვა ბენეფიტები ჩვენს კურსდამთავრებულებს ენიჭებათ Alumni Club-ის ფარგლებშიც. თუ არ იცოდი, გეტყვი, რომ ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში.

ლივინგსტონში ქომსქულიდან მოვხვდი. კურსის დასრულების შემდეგ მალევე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოს უნდოდა ჩემი სტაჟიორად აყვანა. როცა გავიგე, რომ ეს სააგენტო ლივინგსტონი იყო, ორმაგად გამიხარდა, რადგან, ჩემი კარიერული განვითარებისთვის უკეთეს ადგილს ვერც კი წარმოვიდგენდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უმაგრეს გუნდს ვუერთდები.

გიორგის შემთხვევა მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ Commschool-ში შეგიძლია 0-იდან შეისწავლო კონკრეტული სფერო, ან უკეთ განვითარდე სასურველ საქმიანობაში. როგორც თავად გიორგი გეტყოდა:

ყველას, ვისაც გრაფიკული დიზაინი აინტერესებს, ნამდვილად ვურჩევ ქომსქულში ჩაბარებას. აქ ლექტორები, ისევე როგორც ადმინისტრაცია, გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და ამასთან, ქმნიან ძალიან მეგობრულ და სწავლისათვის კომფორტულ გარემოს.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება. ასევე, იცოდე, რომ კურსზე ისეთი შემოქმედებითი უნარები, როგორებიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და ა.შ. სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი.

ასე რომ, თუ მოგწონს გრაფიკული დიზაინის სამყარო და გინდა, მისი წევრი გახდე, შენი გზის დასაწყებად Commschool-ზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვი. წარმატებები, ქვემოთ ბმულს გიტოვებ!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება