თბილისის კომუნიკაციის სკოლა DataFest Tbilisi 2024-ის პარტნიორია

blog-detail-img

თბილისის კომუნიკაციის სკოლისა და DataFest თბილისის პარტნიორობა გრძელდება. წელს Community პარტნიორობასთან ერთად, მთავარ სცენაზე Data-Driven მარკეტინგის ლექტორი – გიორგი ბერეჩიკიძე ისაუბრებს მონაცემების მნიშვნელობაზე მარკეტინგში.

Commschool x DataFest Tbilisi 2024

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია. იგი ყოველწლიურად მასპინძლობს იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მონაცემებთან. ესენი არიან დიზაინერები,  დეველოპერები, მარკეტერები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები,  ჟურნალისტები თუ სამოქალაქო აქტივისტები. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა.

2024 წელს DataFest Tbilisi 19-21 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება. ამჯერად ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. ორგანიზატორები 900-მდე სტუმარსა და  ათობით სპიკერს ელიან . ფესტივალი უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, სიღრმისეულ ვორქშოფებს, სტარტაპების გამოფენას, გამოფენებს, ინსტალაციებსა და ნეთვორქინგ სესიებს.

Commschool-თან პარტნიორობის ფარგლებში მთავარ სცენაზე ჩვენი ლექტორი, გიორგი ბერეჩიკიძე ისაუბრებს. ამჟამად გიორგი წამყვანი ელექტრონული კომერციის VELI.store-ის ციფრული მარკეტინგის დირექტორია. მისი როლი მოიაზრებს კომპანიის ზრდის ხელშეწყობას ინოვაციური ციფრული სტრატეგიების დანერგვით.

გიორგი Commschool-ში Data-Driven მარკეტინგის კურსს უძღვება, სადაც სტუდენტებს ციფრულ მარკეტინგში, ანალიტიკასა და პროექტების მართვაში მის მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში გიორგი  ციფრული მარკეტინგის სფეროში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს, მათ შორის, ხელმძღვანელის როლსაც. მას უმუშავია არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთანაც, რომლებსაც დახმარებას უწევდა ციფრული ტრანსფორმაციისა და მარკეტინგული სტრატეგიების კუთხით.

Inside the Data that Drives Marketing Decisions

ფესტივალზე გიორგის სასაუბრო თემა იქნება ‘Inside the Data that Drives Marketing Decisions’. იგი დეტალურად ისაუბრებს მონაცემებით მართული მარკეტინგის შესახებ. განხილავს მონაცემების ტიპებს, რომლებსაც მარკეტერები იყენებენ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. გაიგებ, თუ როგორ აანალიზებენ ისინი დიდი რაოდენობით ინფორმაციას და დგამენ ინფორმირებულ ნაბიჯებს. გიორგისთან ერთად აღმოაჩენ, თუ როგორ განსაზღვრავს მონაცემები გადაწყვეტილების მიღებისა და სტრატეგიების დაგეგმვის პროცესს, რაც წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიებში აისახება.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება