თბილისის კომუნიკაციის სკოლა Touch 2022-ის პარტნიორია

blog-detail-img

Touch Platform, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენცია კავკასიის რეგიონში, დაბრუნდა! თბილისის კომუნიკაციის სკოლა კი Touch 2022-ის პარტნიორია.

ღონისძიება 7-8 დეკემბერს გაიმართება რუსთაველის ტეატრში და უმასპინძლებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიებაზე დამსწრეები მიიღებენ ქინოუთ სესიებით, ვორქშოფებით, პანელური დისკუსიებით, ინსპირაციებით, გამოცდილების გაზიარებებითა და ნეთვორქინთით სავსე 2 დღიან გამოცდილებას.

სამიტზე კი ისაუბრებენ ისეთი კომპანიის წარმომადგენელი სპიკერები, როგორებიცაა: Google, Revolut, Meta, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcruch, Media.monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ა.შ.

თუ ვორქშოფებით ხარ დაინტერესებული, მაშინ გეტყვი, რომ ღონისძიებაზე 4 ვორქშოფი ჩატარდება, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი. გაითვალისწინე ისიც რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. 

Designing a Custom Product Workshop

დასარეგისტრირებლად მიყევი ბმულს: bit.ly/touchworkshop1

Introduction into Reverse Engineering and iOS Security

დასარეგისტრირებულად მიყევი ბმულს: bit.ly/touchworkshop2

How to increase the effectiveness of your marketing through 9 key principles of behavioural science

დასარეგისტრირებლად მიყევი ბმულს: bit.ly/touchworkshop3

Focus on distractions. How to maintain focus in a world full of distractions

დასარეგისტრირებლად მიყევი ბმულს: bit.ly/touchworkshop5 

სპიკერებზე დამატებით ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო ვიდეოში 👇🏼

Play Video

გარდა ამისა, შენთვის კარგი ამბავიც გვაქვს, თუ Commschool-ის სტუდენტი ხარ, შეგიძლია ისარგებლო 10%-იანი ფასდაკლებით. პრომოკოდის მისაღებად, მოგვწერე 📩

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება