ტექ რეკრუტირების 10 სტრატეგია

blog-detail-img

ტექ რეკრუტირება არის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების სხვადასხვა პოზიციაზე მოზიდვისა და დასაქმების პროცესი. იგი ამ სფეროს პროფესიონალებზე მოთხოვნის ზრდის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. კომპანიები, რომელთაც სურთ, რომ თანამედროვე ტენდენციებს ფეხი აუწყონ და კონკურენცია გაუწიონ სხვა ბიზნესებს, ტექ რეკრუტირების პროცესს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ..

დღესდღეობით ტექ პროფესიონალების მოძიების, შერჩევისა და დასაქმების მიმართულებით შესაძლოა მრავალ გამოწვევას გადააწყდე. თუ ამ სფეროში მუშაობ ან გსურს კარიერის გაგრძელება, გაეცანი ბლოგს. აქ მოგიყვები იმ 10 გამოწვევაზე, რომელსაც ტექ რეკრუტერები აწყდებიან მუშაობის პროცესში და რა სტრატეგიებს მიმართავენ მათ გადასალახად.

1. ტალანტების სიმცირე

ვაკანტური ადგილების რაოდენობა ტექნოლოგიურ სფეროში საკმაოდ დიდია, რაც პროფესიონალებზე მზარდ მოთხოვნას განაპირობებს. რეკრუტერებსაც დასაქმების ბაზარზე შესაბამისი და საკმარისო ოდენობის კანდიდატების მოსაძიებლად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ამის მიზეზი დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი უნარებისა და სამსახურის მაძიებლების უნარებს შორის არსებული შეუსაბამობაა. ამიტომ, საუკეთესო ტალანტების მოზიდვა და ორგანიზაციაში აყვანა ტექ რეკრუტერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მისი გადაწყვეტის გზა სტრატეგიის ცვლილებაა. რეკრუტერებმა კადრები უნდა მოიძიონ სამსახურის არა აქტიურ, არამედ პასიურ მაძიებლებს შორის. მათ უნდა გამონახონ ახალი გზები, რათა ამ უკანასკნელთ დაუკავშირდნენ. ისინი შესაძლოა არ ეძებდნენ ახალ სამსახურს, თუმცა ღია იყვნენ ახალი შესაძლებლობებისა და განსხვავებული შემოთავაზების მიმართ. ასეთი კადრები გლობალური სამუშაო ძალის 70%-ს შეადგენენ და დამსაქმებლებისთვის მრავალფეროვანი და მათთვის საჭირო უნარების შეთავაზება შეუძლიათ.

2. პასიური ტალანტების მოძიება

პასიური ტალანტების მოზიდვა ნამდვილად რთული გამოწვევაა, რადგან ისინი დასაქმებულები არიან და გამოცხადებულ ვაკანსიებსა და ტრადიციულ რეკრუტირების მეთოდებს უპასუხოდ ტოვებენ. თუმცა მათი ყურადღების მიქცევა შეგიძლია შენი, როგორც დამსაქმებლის, კარგი რეპუტაციის შექმნით. ამ გზით შეძლებ, რომ გამორჩეული კადრები დააინტერესო კონკრეტული კომპანიით.

ATS-ის (Applicant Tracking System) გამოყენებით რეკრუტერებს შეუძლიათ თვალი ადევნონ მათი კამპანიების HR ანალიტიკას. ეს მათი სტრატეგიების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს პასიური ტალანტების ეფექტურად მოზიდვას. ATS დაგეხმარება კომუნიკაციაშიც: ინდივიდუალური მეილების გაგზავნა, ინტერვიუების დაგეგმვა, კანდიდატის პროფილის განახლება. ასევე, შეუძლია AI რეკომენდაციების გაცემა, რათა რეკრუტერებს დაეხმაროს კომპანიის შესაბამისი კადრების სწრაფად მოძიებაში მათ უნარებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

3. კონკურენცია დასაქმების ბაზარზე

გარდა კანდიდატებისა, ტექ რეკრუტერებმა კონკურენცია უნდა გაუწიონ ტექნოლოგიური სფეროს სხვა წამყვან კომპანიებს. სამსახურის მაძიებლები ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებამდე ორგანიზაციის კულტურას, ღირებულებებსა და რეპუტაციას აქცევენ ყურადღებას. ისინი ეძებენ ისეთ დამსაქმებლებს, რომლებიც სთავაზობენ კარიერულ წინსვლას, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს და მეგობრულ, პოზიტიურ სამუშაო გარემოს.

იმისთვის, რომ დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყვნენ და მოიზიდონ გამოცდილი და პროფესიონალი ტალანტები, ტექ რეკრუტერებმა დამსაქმებლის ძლიერი და გამორჩეული “ბრენდი” უნდა შექმნას. ამისთვის ერთ-ერთი გზა კომპანიის დასაქმების ვებ-გვერდის შემუშავებაა. აქ პოტენციურ თანამშრომლებს მოუყვები ორგანიზაციისა და მისი კულტურის შესახებ. მისცემ შესაძლებლობას, ვებ-გვერდიდანვე შეავსონ აპლიკაცია ვაკანსიაზე.

4. ანაზღაურება და სხვა უპირატესობები

დამსაქმებლებმა ტექ ტალანტებს უნდა შესთავაზონ მაღალი ანაზღაურება და სხვადასხვა სარგებლით სავსე პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, განათლების დაფინანსება, საპენსიო გეგმა. თუმცა, პატარა ბიზნესებისთვის მსგავსი პირობების შეთავაზება რთული და ხარჯიანია – მათ შეზღუდული რესურსები და ბიუჯეტი აქვთ. ამას გარდა, კანდიდატები განსხვავებულ შეთავაზებებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, საბონუსე სისტემა, მოქნილი გრაფიკი, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა და სხვა. ამიტომ, რეკრუტერებისთვის გამოწვევაა ვაკანსიის მორგება თითოეული კადრის საჭიროებებსა და სურვილებზე.

5. შიდა მობილობა კომპანიაში

შიდა მობილობაში იგულისხმება თანამშრომლის დაწინაურება ან სხვა დეპარტამენტში გადასვლა. კომპანიები, რომლებიც ამ პროცესზე არიან ორიენტირებულნი, უფრო მეტ ტექ ტალანტს მოიზიდავენ, რადგან თანამშრომლებს კარიერული ზრდისა და განვითარებისაკენ მიმავალ გზას უკვალავენ. ტექნოლოგიურ სფეროში ეს მიდგომა განსაკუთრებით მომგებიანია – მოთხოვნა პროფესიონალებზე მაღალია, კონკურენცია მათ დასაქირავებლად კი – რთული და შრომატევადი.

თუმცა შიდა მობილობა ტექ რეკრუტერებისთვის გამოწვევაცაა. როცა თანამშრომლებს კომპანიაში მაღალ პოზიციებზე აწინაურებენ, რთულდება მათი უნარების, კვალიფიკაციისა თუ გამოცდილების თვალყურის მიდევნება. ამან შესაძლოა შეუსაბამობა გააჩინოს ვაკანტურ ადგილებსა და კანდიდატებს შორის, რაც დროისა და რესურსების არაეფექტური ხარჯვაა. ამიტომ, ტექ ტალანტების ეფექტურად სამართავად მნიშვნელოვანია ისეთი საჭირო ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა ATS.

როგორ დაგეხმარება ATS რესკრუტინგის პროცესში?

  • ვაკანსიისთვის შესაბამისი კანდიდატების აღმოჩენა კომპანიის თანამშრომლებს შორის მათი ცოდნის, უნარების, გამოცდილებისა და პრიორიტეტების მიხედვით. ამასთან, სისტემა დაგეხმარება მათ ინფორმირებაში ორგანიზაციის შიგნით ახალი შესაძლებლობების გაჩენის შესახებ, რაც მათ წაახალისებს.
  • შიდა მობილობის კულტურის წახალისება, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების კარიერულ ზრდასა და განვითარებას. ATS დაგეხმარება, შეაფასო მათი საქმიანობის ხარისხი, პოტენციალი, მისწრაფებები და მიაწოდო უკუკავშირი.
  • შეამცირებ რეკრუტინგის ხარჯსა და დროს და აღარ მოგიწევს კადრების ძიება ორგანიზაციის გარეთ. ATS გაამარტივებს განაცხადის გაკეთების, აპლიკაციების გადარჩევის, გასაუბრების ჩატარების პროცესს. ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს ორიენტაციისა და ტრენინგის საჭიროებასაც.

6. ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებები ბაზრის მოთხოვნებზეც ახდენს გავლენას. შესაძლოა გარკვეული უნარები და კვალიფიკაცია დაძველებული და ნაკლებად გამოსადეგი გახდეს მომდევნო ათწლეულში. ამიტომ, ტექ რეკრუტერებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მენეჯერებთან, რათა სწორად განსაზღვრონ ის უნარები, რომლებიც საჭირო არის დღეს და იქნება მომავალშიც. ამის მიხედვით კი უნდა შეარჩიონ ის კანდიდატები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და ასევე, შესაძლებლობა, შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, მოერგონ ცვლილებებს და გადაჭრან რთული პრობლემები.

7. სწორი კადრის შერჩევა

შემდეგი გამოწვევა იმის განსაზღვრაა, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის კადრი ორგანიზაციას. ამისთვის რეკრუტერმა უნდა გაითვალისწინოს არა მარტო მათი უნარები და კვალიფიკაცია, არამედ მათი პიროვნულობის, ღირებულებების, კულტურის შესაბამისობა კომპანიასთან. ამის დადგენა შესაძლებელი გახდება, თუ მას კარგად ეცოდინება ორგანიზაციის ხედვა, მისია, მიზნები, ასევე, მენეჯერთა მოლოდინები და უპირატესობები. ამ პროცესშიც საკმაოდ გამოსადეგია ATS – იგი აჩვენებს, აპლიკანტის რეზიუმე რამდენად ერგება პოზიციის მოთხოვნებს.

8. წინასწარი განწყობის თავიდან არიდება ტექ რეკრუტირების პროცესში

კანდიდატების გადარჩევის პროცესში მათ შესახებ წინასწარ შექმნილმა განწყობამ და წარმოდგენებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს რეკრუტინგის პროცესზე. შედეგად, ეს ხდება დისკრიმინაციის წყარო, რომელიც სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება დაეფუძნოს (ასაკი, სქესი, რასა). ეს უარყოფითად აისახება კანდიდატის გამოცდილებასა და რეპუტაციაზე და ორგანიზაციის საქმიანობაზეც.

ამ შემთხვევაშიც ATS დიდ დახმარებას გაგიწევს და კანდიდატებს ობიექტურ და მონაცემებზე დაფუძნებული კრიტერიუმით შეაფასებს. ასევე, წინასწარი განწყობის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია მიმართო ანონიმურობის სტრატეგისაც. სისტემა საშუალებას გაძლევს, დაფარო კანდიდატის პირადი ინფორმაციის დეტალები (სახელი, ასაკი, ფოტოსურათი და ა. შ.) და შეაფასო ისინი მხოლოდ მათი კვალიფიკაციის მიხედვით.

9. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება

რეკრუტერებს ნათლად უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც აპირებენ კანდიდატის შერჩევას. ამასთან ერთად, უნდა გაზომონ და აკონტროლონ რეკრუტმენტის პროცესი და შედეგები. კერძოდ, მასზე გაწეული დრო და ხარჯი, ხარისხი, კანდიდატის კმაყოფილების დონე.

10. რეკრუტმენტის პროცესის დაჩქარება

რეკრუტინგის ტრადიციული მეთოდები დასაქმების პროცესის ნელა მიმდინარეობას, შანსისა და შესაძლებლობების დაკარგვას განაპირობებს. ამიტომ, საუკეთესო ტალანტების დასაქირავებლად და შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ სამსახურში აყვანის პროცესის თითოეული ეტაპი სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს. ამაში კი ახალი ტექნოლოგიები და ხელსაწყოები დაგეხმარება.

როგორც ხედავ, ტექ რეკრუტინგი საკმაოდ მრავალი გამოწვევითაა სავსე, რომელთა გადაჭრაც ტექნიკური ცოდნისა და საჭირო ხელსაწყოების გამოყენებითაა შესაძლებელი. თუ გსურს, რომ აითვისო ის ცოდნა, სტრატეგიები, ტექნიკები, რომლებიც ამ პროცესში დაგეხმარება, შენთვის კარგი ამბავი მაქვს. Commschool-ში უკვე შესაძლებელია [Tech] Talent Acquisition კურსის გავლა, სადაც შეისწავლი ტექ რეკრუტინგის სრულ პროცესს დარგის სპეციალისტ ლექტორთან ერთად. ამიტომ, აუცილებლად გაეცანი პროგრამის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება