Motion Design-ის კურსის ლექტორი, საბა ხურციძე პროფესიის შესახებ

blog-detail-img
motion design saba khurtsidze blog

მოძრავი გრაფიკა ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად და მათთვის სასურველი გზავნილის გადასაცემად. იგი გამოიყენება ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და მომხმარებელთა ცნობისმოყვარეობის გასაზრდელად, რაც, ძირითადად, ემოციური კავშირის დამყარებით მიიღწევა. ამიტომ, Motion Design არის ყველგან – სოციალურ ქსელებში, სარეკლამო რგოლებში, სატელევიზიო შოუებსა თუ პრომო ვიდეოებში.

თუ დიზაინის სფერო გაინტერესებს და გინდა მეტი გაიგო მოძრავი გრაფიკისა და ანიმაციის სამყაროს შესახებ, სწორ ადგილას მოხვედი. საბა ხურციძე, Commschool-ის ლექტორი, ამ ბლოგში საუბრობს პროფესიის, გამოწვევებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ.

საბამ თავისი პროფესიული კარიერა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით დაიწყო. თავდაპირველად ეს უბრალოდ ჰობი და გართობა იყო. 17-18 წლის ასაკში დამოუკიდებლად დაიწყო Adobe-ის პროგრამების (Photoshop, Illustrator, After Effects) სწავლა. ამის მიზანი კი უბრალოდ სამეგობრო წრეში გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის მონტაჟი და გრაფიკულად გაფორმება იყო. ამ პერიოდში კი ჰობი თანდათან პროფესიად გადაიქცა. შეიცვალა მისი სწავლის მეთოდები და დამოკიდებულება. შედეგად, უკვე 10 წელია, რაც დიზაინის სფეროში საქმიანობს.

motion design კურსის ლექტორი საბა ხურციძე

Motion დიზაინის სწავლის პარალელურად საბამ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობა კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ში დაიწყო. საფუძვლიანად ეცნობოდა Adobe After Effects-ს და 3D გრაფიკის მიმართულებითაც პირველი ნაბიჯები გადადგა. ითანამშრომლა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Space Neo Bank, Slick, Admirals, TBC, Bank of Georgia, Bolt Georgia, Terabank, Tbilisi Mall, Veli.Store, Attirance Georgia, Windfor’s Tbilisi, Casino Rolletto, JWT Metro, BetterFly DDB. ამჟამად კი უფროსი Motion დიზაინერის პოზიციას იკავებს კომპანია Finyard-ში (Innovative FinTech Software Solutions). მთავარი მიმართულებები, რომლებზეც საბა აქტიურად მუშაობს, არის 2D/3D სარეკლამო ტიპის მოძრავი დიზაინი და ციფრულ პროდუქტებში მოძრავი გრაფიკის ინტეგრირება.

სამუშაო დღე იწყება ახალი ნამუშევრების აღმოჩენითა და ამ სფეროში სიახლეების გაცნობით. ვცდილობ, ყოველდღიურად აღმოვაჩინო ის ახალი პროექტები და ნამუშევრები, რომლებისგანაც შეიძლება რაღაც ახლის სწავლა ან/და ინსპირაციის მიღება.

ახალი ნამუშევრების და არტისტების აღმოსაჩენად საბა აქტიურად იყენებს Instagram-ს, Behance-ს და LinkedIn-ს. როგორც აღნიშნავს, LinkedIn-ის დახმარებით ბევრი არტისტისა თუ სტუდიის საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი უნახავს, რომლებიც პირველად სწორედ ამ პლატფორმაზე აღმოაჩინა.

პროფესია - Motion დიზაინერი

საბას აზრით, მოძრავი დიზაინის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებაში. მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის გამოსახულების გაცოცხლება და რაც მთავარია, სათქმელის სამიზნე აუდიტორიამდე ბევრად მარტივად მიტანა. შესაბამისად, ნებისმიერი ციფრული პროდუქტის თუ კონტენტის შექმნისას შეიძლება მოძრავი გრაფიკის გამოყენება.

ყველა ბრენდსა და კომპანიას სურს, რომ ეფექტური კონტენტი შექმნას სხვადასხვა ციფრული არხებისთვის. Motion დიზაინერი კი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია, მათი პროდუქტი ან სერვისი სწორი და ეფექტური გზით მიიტანოს აუდიტორიამდე.

Motion დიზაინი, როგორც მიმართულება, ყოველდღიურად ვითარდება და პოპულარული ხდება. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა კომპანიების მხრიდანაც დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. საბას თქმით, ისინი ეძებენ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე კადრებს ან ფრილანსერებს.

ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია არის ახლაც და იქნება მომავალშიც. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ციფრული ინდუსტრიის ყველა პროფესია განიცდის ცვლილებებსა და განახლებებს. მთავარია, ამ პროცესს არ ჩამოვრჩეთ და ჩვენც მასთან ერთად განვვითარდეთ.

საჭირო უნარები და კარიერული პერსპექტივები

საბა მიიჩნევს, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სფეროს შესახებ თავიდანვე სწორი წარმოდგენა გქონდეს. ეს მიმართულება არის ერთ-ერთი იმ პროფესიებს შორის, სადაც სწავლა და ახალი ინფორმაციის მიღება უმნიშვნელოვანესია. ეს კი არასდროს სრულდება და მუდმივად მიმდინარეობს. Motion დიზაინი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ აქვს საკმაოდ ბევრი მიმართულება და ამოუწურავი შესაძლებლობები. ამასთანავე, აუცილებელია დაკვირვების უნარიც – ჩვენ ირგვლივ, ყოველდღიურობაში საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ ხდება. ამიტომ, უნდა ეცადო, რომ ამ ყველაფერს დააკვირდე. გაიგო, როგორ მოძრაობს სხვადასხვა ობიექტი, შეისწავლო მათი ქცევა და ხასიათი. ეს ყველაფერი კი შემდეგ შენს საქმიანობაშიც დაგეხმარება.

ბოლოს, თვისება, რომელიც ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, არის შეუპოვრობა და დანებებაზე უარის თქმა:

Motion Design-ის კურსი

N1 კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიულ სააგენტოში

ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა რაღაც ისე არ გამოდის, როგორც მას წარმოუდგენია. განსაკუთრებით კი მათ, ვინც შემოქმედებით სფეროში მუშაობს. შეიძლება მომენტალურად რაღაც გარემოებამ გაფიქრებინოს, რომ არასწორად აირჩიე ეს სფერო. მაგრამ მსგავსი მომენტები ყველასთან არის და დროებითმა “შემოქმედებითმა კრიზისმა” ამ სფეროზე უარი არ უნდა გათქმევინოს. რამდენიმე საათიანი ან ზოგჯერ რამდენიმე დღიანი შესვენება ყოველთვის არის გამოსავალი.

Motion Design: კურსის შესახებ

რაც შეეხება კურსს, მომავალ სტუდენტებს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამა სრულად არის დაფუძნებული პრაქტიკულ სამუშაოებზე. ყოველ ლექციაზე საბასთან ერთად შეისწავლი აუცილებელი თეორიულ მასალასა და საჭირო ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, რომლებსაც ანიმაციის შექმნისას გამოიყენებ. ლექტორისგან კი მუდმივად მიიღებ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

კურსის დანიშნულებაა, სტუდენტს Motion დიზაინის განსხვავებულ მიმართულებებში პროგრამის სხვადასხვა შესაძლებლობები აჩვენოს. შედეგად, მისი ცოდნა იქნება ფართო და შეძლებს სხვადასხვა მიმდინარეობისა და სირთულის პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობას.

ასე რომ, თუ მზად ხარ კრეატიულ სამყაროს შეუერთდე Motion დიზაინის მიმართულებით, ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენე. დეტალურად გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება