IT Project Management - მარიამ სალია პროფესიის, პროექტის მართვის მეთოდოლოგიებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ

blog-detail-img

ტექნოლოგიური სფეროს განვითარების პარალელურად კომპანიები ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და აითვისონ ციფრული არხები და პლატფორმები. ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი სერვისები და პროდუქტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით იყოს მიწოდებული. ამას უზრუნველყოფს სწორედ IT Project Management-ის მიმართულება, რომელიც მოიცავს IT პროექტის დაგეგმვას, ორგანიზებასა და განხორციელებას.

თუკი ტექნოლოგიური სფერო გიზიდავს და მართვისა და ლიდერობის უნარებით გამოირჩევი, ეს ბლოგი დაგაინტერესებს. მარიამ სალია, Commschool-ის IT Project Management-ის კურსის ლექტორი, უფრო ახლოს გაგაცნობს ამ მიმართულებას და მოგიყვება მის გამოწვევებსა და კარიერულ პერსპექტივებზე.

მარიამი IT ინდუსტრიაში სტუდენტობის პერიოდში აღმოჩნდა და მალევე მიხვდა, რომ სწორ ადგილას იყო. ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე რამდენიმე წლიანი მუშაობის პერიოდში ხშირად პროექტების მენეჯერის მოვალეობასაც ითავსებდა. როგორც აღნიშნავს, ეს მიმართულება მის პიროვნებასთან და ინტერესებთან უფრო ახლოს აღმოჩნდა, რამაც პროფესიის შეცვლა გადააწყვეტინა. ასე შეუდგა მარიამი პროექტების მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას. თავდაპირველად, პატარა, ერთთვიანი პროექტებით შემოიფარგლებოდა, რაც მაშინ რთულად ეჩვენებოდა, დღეს კი საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის სტრატეგიულ პროგრამებს ხელმძღვანელობს.

პროექტი შეიძლება 4-5 წელი გრძელდებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შედეგი ამ პერიოდის განმავლობაში არ დგება. არსებულ მონაცემებსა და შედეგებს მუდმივად ზომავ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ ძალიან დიდ მიზნამდე, რაც ძალიან საინტერესო და მამოტივირებელია.

რას მოიცავს IT Project Management?

IT Project Management არის სპეციალიზებული დისციპლინა, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების შემცველი პროექტების მართვაზე. განსხვავებები ტრადიციული პროექტის მენეჯმენტისგან, პირველ რიგში, გამომდინარეობს ტექნიკური სირთულისგან, სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებებისგან, მოქნილობისგან, მოქნილი მეთოდოლოგიებიდან, დისციპლინური გუნდებიდან, უნიკალური რისკებიდან, ინტეგრაციის გამოწვევებით, ხარისხის უზრუნველყოფითა და მომხმარებლის ჩართულობით, რომლებიც თან ახლავს IT პროექტებს.

IT პროექტების მენეჯმენტი ტექნოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მარიამისთვის განსაკუთრებულად საინტერესო პროექტები სწორედ ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება. ასეთი იყო, მაგალითად, OCR (Optical Character Recognition) და Face Recognition ტექნოლოგიების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის მომხმარებლებისთვის დისტანციური იდენტიფიკაციის გავლის შესაძლებლობა შექმნეს.

პროექტების მართვის მეთოდოლოგიები

IT project management mariam salia

პროექტის მართვის მეთოდოლოგიებზე საუბრისას მარიამი აღნიშნავს, რომ არსებობს რამდენიმე მიმართულება და თითოეულს აქვს საკუთარი მიდგომა და პრინციპების ნაკრები. მეთოდოლოგიის არჩევანი დამოკიდებულია პროექტის ბუნებაზე, ორგანიზაციის კულტურაზე და პროექტის გუნდის პრეფერენციებზე. დამწყებებისთვის მარიამი რეკომენდაციას უწევს ორ მეთოდოლოგიას, რომლებიც უზრუნველყოფენ მყარ საფუძველს და ფართოდ გამოიყენება. ესენია:

Waterfall მეთოდოლოგია: ეს არის წრფივი და თანმიმდევრული მიდგომა, სადაც პროექტის თითოეული ეტაპი უნდა დასრულდეს შემდეგზე გადასვლამდე. იგი შეეფერება პროექტებს კარგად განსაზღვრული მოთხოვნებით და მინიმალური ცვლილებებით, რომლებიც მოსალოდნელია განვითარების დროს.

Agile მეთოდოლოგია: Agile არის განმეორებადი და ინკრემენტული მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია თანამშრომლობაზე, მოქნილობაზე და პროექტის მცირე, ფუნქციონალური ნამატების მიწოდებაზე მოკლე ციკლებში, სახელწოდებით “სპრინტები”. Scrum და Kanban არის პოპულარული ჩარჩოები Agile მეთოდოლოგიაში.

გარდა ამისა, IT პროექტ მენეჯერს აუცილებლად სჭირდება სხვადასხვა ხელსაწყო და ტექნიკა, რათა ეფექტურად დაგეგმოს და მართოს პროექტი. დღეს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს. მათგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულსა და საჭიროს მარიამთან ერთად კურსის განმავლობაშიც გაივლი, როგორიც არის JIRA, Trello, Lucidchart, Confluence, Clickup.

კარიერული პერსპექტივები IT Project Management-ში

IT პროექტ მენეჯერებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რადგან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. კომპანიებს სჭირდებათ, რომ ფეხი აუწყონ ამ განვითარებას, რათა იყვნენ მოწინავეები და გაუძლონ კონკურენციას. შესაბამისად, ყოველთვის იქნება საჭირო ადამიანი, რომელიც IT ცვლილებების განხორციელებაში ჩართულ ძალიან ბევრ მხარეს გაუწევს ორკესტრირებას.

მარიამის აზრით, პროექტების მენეჯერს განვითარების საკმაოდ ფართო არეალი აქვს, რასაც პროექტის ზომები და მასშტაბურობა განაპირობებს. პროექტების მართვას შეძლებს ის, ვისაც აქვს ადამიანებისა და პროცესების მენეჯმენტის უნარი. IT პროექტ მენეჯერი ამ უნარებს ამატებს თეორიულ ცოდნას იმ სფეროს შესახებ, რომელსაც კონკრეტული პროექტი ეხება. IT PM-ების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მარიამი აღნიშნავს:

IT პროექტების მენეჯერი ყოველდღიურად ძალიან ბევრ გამოწვევას აწყდება და არაერთი გადაწყვეტილების მიღება უწევს. თუმცა, ჩემი გამოცდილებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლო scope-ის დაცვა, მოთხოვნების ცვლილებებთან გამკლავება, რისკების დროული/სწორი იდენტიფიკაცია და სამოქმედო გზების დასახვა.

IT პროექტების მართვის კურსის შესახებ

როგორც უკვე გითხარი, მარიამი Commschool-ში IT Project Management-ის კურსის ლექტორია. მისთვის ლექცია საინტერესო მაშინ არის, როდესაც ინტერაქციულია, რასაც, მისი აზრით, მიაღწიეს კიდეც. განვლილი კურსების მანძილზე სტუდენტები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული სწავლის პროცესში. თეორიული მასალის გაცნობისას საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ დანარჩენებს, ასევე, პრაქტიკული დავალების ნაწილშიც, სადაც სტუდენტები 100%-ით არიან ჩართული, ლექტორი კი ფასილიტატორია.

მომავალ სტუდენტებს მარიამი ურჩევს, რომ მიუხედავად საღამოს საათებისა, ეცადონ, მხოლოდ მოსმენის რეჟიმში არ იყვნენ და იაქტიურონ, დასვან კითხვები, რათა არცერთი საკითხი ბუნდოვნად არ დატოვონ.

ასე რომ, თუკი მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას ტექნოლოგიურ სფეროში, Commschool-ში საინტერესო კურსს აღმოაჩენ. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება