IT Project Management - ია მიქაბერიძე პროფესიისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ

blog-detail-img

ციფრული და ტექნოლოგიური სამყარო კომპანიებს არაერთ გამოწვევას სთავაზობს. იმისთვის, რომ ამგვარ სიახლეებს ფეხი აუწყონ და მომხმარებლებისთვის საინტერესო ციფრული პროდუქტები შექმნან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება IT Project Management-ს. ეს მიმართულება უზრუნველყოფს IT პროექტების წარმატებით განხორციელებასა და ორგანიზაციების ტექნოლოგიური კუთხით განვითარებას.

IT პროექტების მენეჯერი მომავლის პროფესიაა. გამოგვყევი და გაიგე უფრო მეტი მის შესახებ ია მიქაბერიძისგან, რომელიც Commschool-ში IT პროექტების მართვის პროგრამას გაუძღვება.

იას საქართველოს წამყვან საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერის პირველი ეტაპი დაიწყო და ეყრდნობა პროექტების მართვის გამოცდილებას. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის იკავებდა ფილიალის მმართველის, ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციებს, რომლის პარალელურად იყო მენტორი და ბიზნეს სკოლის ტრენერი. ბოლო წლებია ის IT Program Manager-ის პოზიციას იკავებს საქართველოს ბანკში. იას პორტფელში მრავალფეროვანი და საინტერესო ტექნოლოგიური, ციფრული და ბიზნეს პროექტებია, რომელიც უკავშირდება ახალი პროდუქტების შექმნასა და განვითარებას.

მსურდა, თავი გამომეცადა ისეთ პოზიციაზე, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა, პროცესები უკვე სხვა თვალით დამენახა. მექნებოდა საშუალება, თავად ვყოფილიყავი ახალი პროდუქტების, პროცესების ცვლილებების, ტრანსფორმაციების შექმნაში ჩართული და გავმხდარიყავი მათი ნაწილი.

რატომ IT პროექტების მართვა?

იას აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს პროექტების მართვას, არის ის, რომ ყველა პროექტს აქვს დასაწყისი და დასასრული. მათი დასრულებისას კი გეძლევა შესაძლებლობა, დაინახო ახალი პროდუქტი, სერვისი და ა.შ. ეს ყოველ ჯერზე ზრდის მოტივაციას, რაც იას თქმით, ამ პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლია. ამ დროისთვის მის პორტფელში საკმაოდ მრავალფეროვანი პროექტებია: ციფრული, ტექნოლოგიური, ტრანსფორმაციული და თითოეული მათგანი ქმნის ახალ, ხელშესახებ გამოცდილებას.

IT პროექტის მენეჯერზე და პროექტის სწორ მართვაზე დიდწილად არის დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება პროექტი

ზოგადად, პროექტის მენეჯმენტი, ჩემთვის ორკესტრის დირიჟორობას ჰგავს, IT პროქტის მენეჯერზე და მართვის სწორ მეთოდოლოგიაზე დიდწილად არის დამოკიდებული პროექტის წარმატება

პროექტების მენეჯერის პასუხისმგებლობაა გუნდის შეკვრა და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველამ იცოდეს პროექტში თავისი როლი და პასუხისმგებლობა. IT პროექტის მენეჯერი უზრუნველყოფს, რომ პროექტი დროულად და შეთანხმებულ ბიუჯეტში დასრულდეს, ხოლო დამკვეთი მიიღებს სწორედ იმას, რაც შეუკვეთა.

იმაზე, თუ რატომ სარგებლობს IT პროექტების მართვა პოპულარობით, ია მიუთითებს ტექნოლოგიურ პროგრესზე. ამ ეპოქაში ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მათზე დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო იზრდება. ბიზნესებიც როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამან განაპირობა მოთხოვნის ზრდა კარგად მართულ IT პროექტებზე; იქნება ეს ციფრული ტრანსფორმაციები, კიბერუსაფრთხოების ინიციატივები თუ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პროექტის წარმატებისთვის საჭიროა გამოცდილი პროექტის მენეჯერები.

კარგად დაგეგმილმა და შესრულებულმა IT პროექტმა შეიძლება უზარმაზარი ღირებულება მოუტანოს ორგანიზაციას, გაზრდილი ეფექტურობიდან და შემცირებული ხარჯებიდან დაწყებული, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდამდე. IT პროექტის მენეჯერები კი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ პროცესში. შესაბამისად, ბაზარზე მაღალი მოთხოვნა კვალიფიციური კადრების მიმართ მაღალ ინტერესს იწვევს IT პროექტების მართვის კურსებზეც, მათ შორის, საქართველოშიც.

IT პროექტების მართვისთვის საჭირო უნარები და ტექნიკები

ტექნიკური ცოდნა, ლიდერული და რბილი უნარები – სწორედ ამ უნარების შერწყმას მოითხოვს IT პროექტების მენეჯმენტი. იას აზრით, წარმატებული პროექტის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია ისეთი უნარები, როგორიცაა კარგი კომუნიკაციის უნარი, ლიდერობა და გუნდის მართვა. ასევე, ისეთი უნარები, როგორებიცაა multi-tasking (ბევრი ამოცანის და პარალელური პროექტების პირობებში ვადების, რესურსების, რისკების მენეჯმენტი და მართვა), რისკების დროულად იდენტიფიცირების და მათზე სწორი და დროული რეაგირების უნარი, სწრაფი ადაპტირება ცვლილებებთან, დროის მენეჯმენტი, პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. გარდა ამისა, აუცილებელია უწყვეტი სწავლა, რადგან ის გარემო, სადაც IT PM მუშაობს, მუდმივად ვითარება და მათგანაც მოითხოვს ფეხის აწყობას.

წარმატებული პროექტის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია ისეთი უნარები, როგორიცაა კარგი კომუნიკაციის უნარი, ლიდერობა და გუნდის მართვა.

დღევანდელ დღეს საკმაოდ ბევრი და საინტერესო ხელსაწყოა, რომელიც ეხმარება პროექტის მენეჯერებს პროექტების წარმატებულად მართვაში. მათგან ია გამოყოფს ClickUp-ს, Trello-ს, Jira-ს, Miro-ს. ხოლო ტექნიკებიდან Agile-სა და Scrum-ს, რომლებსაც სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან კურსის ფარგლებში. თითოეული მათგანი ხელს უწყებს, ერთი მხრივ, პროექტის წარმატებას, ხოლო, მეორე მხრივ, უფრთხილდება და ზოგავს PM-ის დროსა და რესურსს.

ეს სფერო გამორეულია დინამიკურობითა და გამოწვევებითაც. მაგალითად, ისეთი რამ, როგორიცაა Scope-ის ცვლილება/გაზრდა. ეს ხდება, როცა პროექტში ისეთი ფუნქციების დამატების წინაპირობა ჩნდება, რაც არ იყო თავდაპირველი პროექტის ნაწილი. ეს ხშირად გამოწვეულია კლიენტის მოთხოვნების ცვლილებით ან არასწორი/არასაკმარისი კომუნიკაციით. ამან კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პროექტის ვადებს, ბიუჯეტს ან ორივეს ერთად. ასევე ტექნიკური სირთულეები, რაც გამოწვეულია ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით. რადგან IT პროექტები შეიძლება მოიცავდეს რთულ და ხშირად უცნობ ტექნიკურ ელემენტებს, ეს ასევე იწვევს ვადების არასწორად შეფასებას, არასწორი მოლოდინების შექმნასა და შესაბამისად, ვადებში აცდენას.

IT Project Management - კურსის შესახებ

როგორც უკვე გითხარი, ია Commschool-ში IT პროექტების მართვის კურსს გაუძღვება. პროგრამის განმავლობაში ის სტუდენტებს შეასწავლის პროექტის მართვის იმ მეთოდოლოგიებსა და ინსტრუმენტებს (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro), რომლებიც ამჟამად გამოიყენება IT ინდუსტრიაში. მიმოიხილავს პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომას, თუმცა ძირითად აქცენტ გააკეთებს Agile მეთოდოლოგიის Scrum Framework-ზე. სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას სალექციო ვორქშოფებსა და სიმულაციებში, რომელიც მისცემთ საშუალებას, პრაქტიკაზე დაფუძნებით შეხვდნენ სამომავლო კარიერულ გამოწვევებს.

მთელი ჩემი პროფესიული მოგზაურობის განმავლობაში, ყოველთვის მჯეროდა უწყვეტი სწავლის ძალის და უსაზღვრო შესაძლებლობის.

PM-ის პროფესიაში, იას გამოცდილებით, ყოველი პროექტის ინიციირების ფაზა სტრესულია მანამ, სანამ პროექტს „რელსებზე“ დააყენებ. ყველა პროექტი განსხვავებულია და ერთი მხრივ, ახალ გამოწვევებს აჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას გძენს. ეს კი იასთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა ამ პროფესიაში. ეს სწორედ ისაა, რაც არ გაძლევს მოწყენის საშუალებას შენს საქმეში – ყოველ ჯერზე ახალ გამოწვევბთან და სიახლეებთან გიწევს გამკლავება. ასე რომ, თუ სიახლეებითა სავსე მუშაობის პროცესი გიზიდავს, ეს პროფესია ნამდვილად არ მოგაკლებს მსგავს გამოცდილებას.

რეკომენდაციები

აქვე დაგიტოვებ იას მიერ რეკომენდირებულ მასალებს, რომლებიც დაგეხმარება ცოდნის გაღრმავებაში და ამ სფეროს უკეთ გაცნობაში:

პოდკასტი: People and Projects Podcast
წიგნი: Making Things Happen: Mastering Project Management – Scott Berkun
YouTube არხი: Ricardo Vargas

მე კი მხოლოდ იმას დავამატებ, რომ აუცილებლად უნდა გაეცნო კურსის სილაბუსს. მიიღე ეს საინტერესო გამოწვევა, შემოგვიერთდი და დაეუფლე მომავლის პროფესიას!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება