Commschool-ის ლექტორების გუნდს ბექა საზუაშვილი შეუერთდა!

blog-detail-img

“უნივერსიტეტის დასრულებისას ვფიქრობდი Back-end-ს გავყოლოდი ინტერნად თუ QA-ს მიმართულებით წავსულიყავი უფრო მაღალ საფეხურებზე, ბოლოს კი QA-ზე შევჯერდი, რადგან ის უფრო ახალი და კონკურენტუნარიანი სფერო იყო ციფრული სამყაროსთვის და შესაბამისად უფრო მარტივი იქნებოდა ფეხის მოკიდება, დამკვიდრება და სამსახურის ცვლილება.” – ბექა საზუაშვილი.

ამ ბლოგში მინდა Digital Product Testing & QA-ის ლექტორი, ბექა საზუაშვილი გაგაცნო, რომელიც ამ სფეროში საკუთარი გამოცდილებების შესახებ გვესაუბრება.

ბექა ამჟამად Digital Area-ს QA Team-ის ხელმძღვანელია, თუმცა ბუნებრივია, ამ საფეხურამდე გრძელი და საინტერესო გზა გაიარა: “რა თქმა უნდა ჩემ მიერ განვლილი გზა ცოტა ეკლიანი იყო, რადგან QA ზუსტად იმ წლებში ვითარდებოდა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორიო ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ  best practice-ები ფაქტობრივად არ არსებობდა.

მისი კარიერული გზა adjarabet.com-ში იწყება, სადაც იგი IT მონიტორინგის ოფიცრის პოზიციას იკავებდა და უზრუნველყოფდა Live გარემოს დასაპორტებას, ტესტირებასა და დამონიტორინგებას.

Ამ დროს გავიგე ზოგადად რა იყო ტესტირება, რას ისახავდა მიზნად და რა ცოდნა უნდა დამეგროვებინა თვითგანვითარებისთვის. მონიტორინგთან ერთად პარალელურ რეჟიმში ვსწავლობდი როგორც manual ტესტირებას, ისე automation ტესტირების tool-ებსა და framework-ებს

მას შემდეგ კი, რაც ტესტირების ნაწილში საკმარისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დააგროვა, ბექას გზა იმ დროისთვის ინოვაციურ ციფრულ ბანკთან Space-თან გადაიკვეთა, სადაც  მის ხელში გამოიარა განვადებების დანერგვის პროცესმა. ახლა კი როგორც უკვე გითხარი, Bank of Georgia-ს შვილობილ კომპანია, Digital Area-შია QA გუნდის ხელმძღვანელი.

Digital Area-ში ყოფნის პერიოდში დავწერეთ რამდენიმე ახალი პროდუქტი, რომლის სრულ ტესტირება-დეველოპმენტში ვიყავი ჩართული. მათ შორის არის სხვადასხვა სტილის პროდუქტები, უძრავი ქონება, საერთაშორისო საინტეგრაციო სისტემები, მარაგების აღრიცხვის და მართვის სისტემა, სადისტრიბუციო და მიტანის სერვისის სისტემები, ასევე კომპანიის შიგნით არსებული პროცესებისთვის შიდა ინტეგრაციები და შიდა სოფტები.

როგორც იცი, დიდებული ნაბიჯები მოტივაციას საჭიროებს, ამიტომ ბექა გვიზიარებს 3 მიზეზს თუ რატომ უნდა აირჩიო QA ტესტერის პროფესია შენი სამომავლო საქმიანობისთვის :

1. სფერო არის ახალი, გარემო კი კონკურენუნარიანი, რაც თავის დამკვიდრების საშუალებას იძლევა ციფრულ სამყაროში.

2. ის რომ კონკურენტუნარიანი პროფესიაა,  ანაზღაურებაზე აისახება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო ბაზარზე, მაგალითად, საქართველოში QA ტესტერის ანაზღაურება საშუალოდ 3000 ლარია!

3. შესაძლებლობა გაქვს განვითარდე ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: Product owner, Business analyst,  Project Manager, Portfolio Manager და კიდევ სხვა ნებისმიერი რგოლი, რომელიც Agile გარემოშია ტექნიკური მიმართულებით.

დამატებით კი ბექა გირჩევს, რომ განივითარო ისეთი უნარები, როგორებიცაა: დეტალებზე ორიენტირება, კრეატიული აზროვნება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან წარმატებული QA ტესტერი აუცილებლად უნდა ფლობდეს მათ!

აქვე გეტყვი, რომ თუ Digital Product Testing & QA სწორედ ის პროფესიაა, სადაც განვითარება გსურს, კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

მანამდე კი გეტყვი, რომ დღევანდელ სწრაფად განვითარებად და ცვალებად სამყაროში გადაწყვეტილებების მიღება დაკვირვებულად და დროულად გვმართებს, ამიტომ თუ QA ტესტერობაზე ერთხელ მაინც გიფიქრია, გირჩევ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩაეწერო უფასო კონსულტაციაზე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება