Commschool-ის ლექტორების გუნდს ანანო მიმინოშვილი შემოუერთდა

blog-detail-img

ტექნოლოგიების ეპოქაში ცხოვრებას ბევრი დადებითი ეფექტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი – სწრაფი განვითარებაა. იმისათვის რომ ფეხი აუწყო ახალ ტენდენციებსა და პროფესიულ სტანდარტებს, ქომსქული გთავაზობს პირველ ქრეშ კურსს დიზაინის მიმართულებით. Sense of Illustration-ის კურსის მთავარი პრინციპია მცირე დროში, ინტენსიური ლექციებით – მაქსიმალური შედეგის მიღება. 

თუ გაქვს მინიმალური გამოცდილება დიზაინის ან/და ილუსტრაციის მიმართულებით და გსურს ახალი ტექნიკების აღმოჩენა, უნარების განვითარება, ინდუსტრიაზე და Freelancing-ზე მეტი ინფორმაციის მიღება, ან უბრალოდ გამბედაობის მოკრება გჭირდება ახალი ნაბიჯის გადასადგმელად ამ სფეროში, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა ჩვენი ახალი ქრეშ-კურსის, Sense of Illustration-ის ლექტორი, ანანო მიმინოშვილი გაგაცნო. 

ანანო უკვე მე-5 წელია ფრილანს ილუსტრატორია და მუშაობს ისეთ კლიენტებთან, როგორიცაა: The New York Times, Chanel, FILA, Adobe, Meta, Airbnb, The Washington Post, The New Yorker და მრავალი სხვა. კომერციული პროექტების გარდა, ანანო დიდ დროს უთმობს პერსონალურ ნამუშევრებსა და ჩანახატებს. ის არის Young Guns 19-ის ფინალისტი და Communication Arts Excellence Award 2022-ისა და Communication Arts Excellence Award 2023-ის მფლობელი

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში ილუსტრაცია საკმაოდ ახალი ინდუსტრიაა, ბევრს ამ პროფესიაზე არასწორი შეხედულება აქვს. ანანოს თქმით ეს გზა საკმაოდ შრომატევადია და მოითხოვს იმაზე მეტ მუშაობას საკუთარ თავზე ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც თანმიმდევრულობაა.

აქვე გეტყვი რომ თანმიმდევრულობასთან ერთად მნიშვნელოვანია გქონდეს ინდივიდუალური ნიშა და შეგეძლოს ბაზარზე საკუთარი თავის სწორი პოზიციონირება – კურსის მიზანიც სწორედ ესაა. არსებული ხელსაწყოებისა და ცოდნის სავიზიტო ბარათად გადაქცევა. 

ილუსტრატორს რაც შეეხება, ხატვის ტექნიკურ უნარებთან ერთად, კომუნიკაციის უნარებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, არტ დირექტორებთნ ურთიერთობისას ბრიფის და დავალების სწორად გაგება, ნამუშევრის ჩაბარება დედლაინის შესაბამისად, სამუშაო პროცესის გამჭვირვალობა, კონცეფციების მოფიქრების უნარი და აშ.

ანანოს თქმით, თითქმის ყველა პროექტი კლიენტთან შეხვედრით იწყება და ასეთი კომუნიკაცია ყოველთვის უფრო ამარტივებს პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომერციული ილუსტრაცია შედარებით ახალი ინდუსტრიაა, მსოფლიოში პირიქით, საკმაოდ მოძველებული პრინციპებით მუშაობს. ამ სფეროს ბევრი პროფესიონალი, როგორც ილუსტრატორი, ისე არტ დირექტორი, ცდილობს შეცვალოს ეს მიდგომები და ნელ-ნელა უკეთესი სამუშაო პირობები იქმნება.

როგორც თითქმის სხვა ყველაფერი, სამწუხაროდ, არც ილუსტრატორობაა უმტკივნეულო პროფესია. განვითარება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, მათ შორის, პირველ რიგში, სურვილსა და შრომასთან, იმაზე მეტ შრომასთან, ვიდრე ამის კითხვისას წარმოგიდგენიათ, ასევე გამართლებაც დიდ როლს თამაშობს და საკუთარ თავზე მუშაობა, სოციალური, კომუნიკაციის უნარები.

 

 ასე რომ თუ შენც ფიქრობ, რომ კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმისთვის მზად ხარ, გინდა ფრილანსის დაწყება და არ იცი ეს ყველაფერი როგორ გააკეთო, მაგალითად შეიძლება გიჭირდეს ბიუჯეტების შედგენა და კლიენტებთნ პირობებზე საუბარი, ან უბრალოდ სურვილი გაქვს, უკეთესი წარმოდგენა შეგექმნას ამ ინდუსტრიაზე, მაშინ Sense of Illustration შენთვისაა.

 

კურსის დასრულების შემდეგ კი შეგეძლება: 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება