Commschool-ის ლექტორების გუნდს თამარ ცინცაძე შემოუერთდა

blog-detail-img

Სააგენტოში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, სხვადასხვა ინდუსტრიის, სიდიდის და გეოგრაფიის მქონე ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობაა.

თუ შენც სხვა მარკეტერების მსგავსად მოუთმენლად ხსნი საყვარელი ბრენდების ახალ კამპანიებს, სიამოვნებით უყურებ კანის ლომებზე წარდგენილ რეკლამებს ან უბრალოდ თვალს ადევნებ მარკეტინგში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Creative Advertising-ის ლექტორი, თამარ ცინცაძე გაგაცნო, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის კულისებს მიღმა არსებულ უამრავ დეტალს გაგვაცნობს.

თამარს სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის დიდი ნაწილი კი კრეატიულ სააგენტო Windfor’s-ში გაატარა. სხვადასხვა წლებში ამ კომპანიის თბილისისა და კიევის ფილიალებში ის Account Planner-ის, Senior Account Manager-ისა და კლიენტების მომსახურების დირექტორის ფუნქციას ასრულებდა.

გარდა ამისა, პროექტები, რომლებზეც თამარი სააგენტოში გუნდთან ერთად მუშაობდა, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია ისეთ სარეკლამო ფესტივალებზე როგორებიცაა: Cannes Lions, Epica Awards, Eurobest, ADC*E, KIAF, Ad Black Sea და ა.შ.

Ჯილდოები არც ჩემთვის და არც იმ გუნდისთვის ვისთან ერთადაც ვმუშაობდი მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა, მაგრამ ეს არის ძალიან სასიამოვნო დაგვირგვინება იმ წარმატების, რასაც ძალიან ბევრი შრომის შედეგად მიაღწია კონკრეტულმა პროექტმა.

2016 წლიდან კი თამარი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ “Ad Black Sea”-ს ხელმძღვანელია. თამარის თქმით ეს მისთვის განსაკუთრებული პროექტია, რადგან ამ პროექტს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაში. 

შეიძლება შენც გიოცნებია კრეატიულ სააგენტოში მუშაობაზე და გიფიქრია, რომ ამ სფეროში მუშაობა ძალიან სახალისო და გასართობია, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც იცოდე, რეალობა როგორია. კრეატივის გუნდს დღის განმავლობაში სხვადსხვა ინდუსტრიის ბრენდებზე უწევთ ფიქრი, მაგალითად დილით შეიძლება ნაყინის კამპანიაზე მუშაობდე, შუადღეს საბანკო პროდუქტზე, საღამოს კი სამშენებლო კომპანიისთვის გქონდეს პრეზენტაცია მოსამზადებელი, ტვინის ასეთი სწრაფი გადართვა ერთი საკითხიდან მეორეზე კი ტვინების გადაღლას იწვევს, რაც საკმაოდ სტრესტული, მაგრამ საინტერესო პროცესია.

განსხვავებულ პროექტებზე მუშაობა ყოველდღიურობას მრავალფეროვანს და არამოსაწყენს ხდის. თუმცა მეორეს მხრივ სწორედ ეს მრავალფეროვნება მოითხოვს სააგენტოში მომუშავე ადამიანებისგან მრავალმხრივ ცოდნას და საკითხებში სწრაფად გარკვევის უნარ-ჩვევებს.

თამარსაც ამ სფეროში მუშაობის განმავლობაში ისეთ პროექტებზე უმუშავია, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა ფორმატებით, სტრუქტურით, შესრულების სირთულით, მათ შორის რამდენიმე შესაძლოა შენც შეგხვედრია სოციალურ ქსელში ან ტელევიზორშიც კი გინახავს, მაგალითად:

Dze_Georgian Project

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაკეთებული მე-6 მემილიონე ტურისტის კამპანია

ყველა ამ პროექტის უკან, დგას ძალიან რთული გზა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დამკვეთის და სააგენტოს ურთიერთობა.

Საქართველოში Სარეკლამო ინდუსტრია საკმაოდ ახალგაზრდაა. მიუხედავად ამისა, ბოლო 10 წლის მანძილზე, ქართულმა სააგენტოებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენთანაც იქმნება ისეთი ხარისხის პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანია გლობალურ დონეზე.

Ამ კამპანიამ კანის პირველი შორთლისთი მოუტანა ჩვენს სააგენტოს, მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ამ პროექტში ჩემთვის კლიენტის ნდობა და გაბედულობა იყო.

Windfor’s, Leavingstone, JWT Metro, Redberry – ეს ის სააგენტოებია, ვისაც წლების მანძილზე ძალიან ბევრი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი აქვს ჩადებული საკუთარი თავის ზრდასა და ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე გამოჩენაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში შექმნილი ახალი სააგენტოების რიცხვიც მუდმივად მზარდია.

ჩვენი ინდუსტრია გამოწვევებითაა სავსე. Მუდმივი მოძრაობა და განვითარებაა საჭირო, რადგან თუ ფეხი ვერ აუწყვე, შეიძლება ერთ კვირაში დაკარგო რელევანტურობა. ამიტომ ისე სჭირდება ახლა მას ახალი ენერგია, როგორც არასდროს. ინდუსტრია განიცდის პროფესიონალი კადრების კატასტროფულ ნაკლებობას, სხვათაშორის არა მარტო საქართველოში.

თამარის აზრით, ამ დარგის საუკეთესო წლები ჯერ წინაა, რომლისთვისაც ბუნებრივია, ახალი ენერგია და პროფესიონალებია საჭირო, რომლებმაც საფუძველი სწორედ ახლა უნდა მოიმზადონ და ‘მომავალიც იმისაა, ვინც სწრაფად ადაპტირდება ახალ რეალობაში‘.

ამიტომ თუ შენც ახლა ირჩევ პროფესიას და გაინტერესებს სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობა ან უბრალოდ ამ მიმართულებით გსურს პროფესიის შეცვლა Creative Advertising-ის კურსი შენთვისაა. 

გარდა ამისა, პროგრამა შენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება თუ დამწყები მარკეტერი, ბრენდის/პროექტის მენეჯეტი ან ექაუნთ მენეჯერი ხარ, ან შესაძლოა სტარტაპერი ხარ, რომელსაც შენი კომპანიის სამართავად ზოგადი ცოდნა გჭირდება კომუნიკაციისა და სააგენტოსთან მუშაობის შესახებ.

ბევრს ვისაუბრებთ კრეატივის ძალაზე და როლზე კომუნიკაციაში. ზოგადად, რეკლამაში მომუშავე ადამიანების მთავარი თვისება კრეატიულობა და ცნობისმოყვარეობა უნდა იყოს. ოღონდ კრეატიულობა/შემოქმედობითობა არ უნდა გავიგოთ როგორც მაინც და მაინც ხატვის ან წერის ნიჭი, არამედ როგორც ბიზნეს და მარკეტინგული ამოცანების, მენეჯერული საკითხების შემოქმედებითად, არასტანდარტულად გადაჭრის უნარი. ვფიქრობ ეს ცოდნა ერთნაირად სასარგებლო იქნება სააგენტოში და დამკვეთის მხარეს მომუშავე ადამიანებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ კი შეგეძლება:

  • ბრიფის შედგენა
  • სარეკლამო კამპანიის მიზნების დასმა და დაგეგმვა
  • საკომუნიკაციო არხების შერჩევა კამპანიის მიზნებიდან და სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე
  • კრეატიულ, მედია და ფროდაქშენ სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • ბრენდინგისთვის საჭირო რესურსის განსაზღვრა და პროცესის მართვა
  • კამპანიების ეფექტურობის შეფასება
  • ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკების გამოყენება
გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება