ქეთი ფაღავა: ჩანაწერები UX Design-ის სწავლებიდან

blog-detail-img

ქეთი ფაღავა Commschool-ის ლექტორების გუნდს გასულ წელს შემოუერთდა. მას ციფრული პროდუქტის დიზაინის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი პროდუქტის დიზაინის გუნდის ლიდერია Adjarabet-ში.  ქეთი სერტიფიცირებულია Nielsen Norman Group-ისგან  UX კვლევასა და UX მენეჯმენტში და აქვს ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხი.

ამ ბლოგში სწორედ ქეთის გამოცდილებაზე მოგიყვები, რომელიც UX Research & Design-ის კურსის სწავლებისას მიიღო.

როგორც ქეთი ამბობს, ლექტორობასა და საკუთარი კურსის შექმნაზე არასდროს უფიქრია, თუმცა იმ დროისთვის, ის იყო UX ლიდერი, რაც მოიცავდა დიზაინერების მხარდაჭერას, ხელმძღვანელობასა და მათთვის რჩევების მიცემას. სწორედ ამ გამოცდილებამ გადააწყვეტინა მას ახალ გამოწვევასთან შეჭიდებაც.

კურსის შექმნისა და კვლევის პროცესში, ქეთისთვის მთავარი რეალურ პროცესებსა და პროექტებზე ყურადღების გამახვილება გახდა, რაც მის კურსს ყველა სხვა კურსისგან განასხვავებდა. ქეთიმ ჩვენთან თანამშრომლობით შექმნა სილაბუსი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო ინფორმაციას, კვლევითი საქმიანობიდან მის ტესტირებამდე. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი საკმაოდ დატვირთული და ინფორმაციული აღმოჩნდა. UX Research & Design-ის კურსის მიმდინარეობისას, სტუდენტებმა ჩაატარეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა, შექმნეს და გაავრცელეს გამოკითხვები, ჩაატარეს ინტერვიუები პოტენციურ მომხმარებლებთან. მათ გააანალიზეს თავიანთი კვლევითი შეხედულებები, შექმნეს პერსონები, ჩამოაყალიბეს იდეები თავიანთი პროდუქტების შესახებ. გაიგეს, ვისთვის ქმნიდნენ დიზაინს, შექმნეს მომხმარებლის მოგზაურობის რუკა მათი პერსონებისთვის, შეაფასეს შესაძლო ფუნქციები, დაადგინეს პრიორიტეტები და ,მთლიანობაში, შექმნეს მყარი საფუძველი თავიანთი პროექტებისთვის.

სტუდენტებმა შექმნეს პროტოტიპები Figma-ს გამოყენებით. გაიარეს ყველა ხელსაწყო და ტექნიკა, რომელთა გამოყენებაც მაკეტების გასაცოცხლებლად არის საჭირო. 

შედეგად, სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ და ითანამშრომლონ ნებისმიერი პროდუქტის შექმნის პროცესის ყველა ეტაპზე.

როგორც ქეთი ამბობს, მისი მთავარი აქცენტი ის იყო, რომ საკუთარი გამოცდილება, ყველასთვის გასაგებ ენაზე გაეზიარებინა და რაც მთავარია, გამოეყვანა სტუდენტები საკუთარი კომფორტის ზონიდან, რათა თითოეულს დახმარებოდა საკუთარი პოტენციალის დანახვაში.

ასე რომ, თუ წარმატების მისაღწევად გამოწვევებთან შეჭიდება და კომფორტის ზონიდან გამოსვლას არ უშინდები, ეძებ ადგილს სადაც გასცემ და მიიღებ მაქსიმუმს, გადმოდგი პირველი ნაბიჯი და აირჩიე UX Research & Design-ის კურსი.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება