Sense of Illustration-ის ლექტორის, ანანო მიმინოშვილის პორტფოლიო

blog-detail-img

ხატეთ ბევრი, არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. ხატვის გარდა, განვითარების სხვა გზა არ არსებობს.

ექსპერიმენტების ჩატარება ცხოვრების ყველა ეტაპზე აუცილებელია; განსაკუთრებით მაშინ თუ ისეთ სფეროში მოღვაწეობ, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ვითარდება. ანანო ფიქრობს, რომ სწორედ ექსპერიმენტის დროს პოულობ იმას, რაც მოგწონს. 

IMG_1380-1-348x403

ანანო მიმინოშვილი ქომსქულის ახალ ქრეშ კურსს – Sense of Illustration-ს გაუძღვება. მრავლწლიანი გამოცდილება, რომლის განმავლობაშიც მან The New York Times, Chanel, FILA, Airbnb, Meta, Adobe და მრავალ სხვა კომპანიასთან ითანამშრომლა, ანანოს პორტფოლიოსა და ხელწერას განსაკუთრებულსა და საინტერესოს ხდის. 

 ამაში შეგიძლია თავად დარწმუნდე:

ნამუშევრების ყდა The New York Times-ის ‘At Home’ განყოფილებისთვის. 

ანანოსთვის გაზაფხული ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება. ამ ნამუშევარში კი სწორედ ამის განსახიერება სცადა – ახალი დასაწყისის იმედისა და ახალი სიხარულის პოვნის ენთუზიაზმის.

Bulgari’s Serpenti Collection Celebrates 75 Years

“მქონდა სიამოვნება, მემუშავა NUVO Magazine-თან მათი სარედაქციო სიუჟეტისთვის Bulgari’s Serpenti Collection-ის შესახებ, რომელიც 2023 წელს  75 წლის იუბილეს აღნიშნავს.”

“Diary of a Misfit” –
The New York Times-ის ყდაზე.

საშობაო საჩუქარი: ისტორიები კავშირების ძიების შესახებ

2020 წელს ანანოს ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა რამდენიმე ილუსტრაციაზე The Washington Post-ის საშობაო ნომრისთვის. ამ ილუსტრაციებში, განშორების ერთი წლის განმავლობაში არსებული კავშირის ისტორიებია – ვიდეო ბმულით, ძლიერი ჟინით, ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

The Hollywood Reporter

‘The Hollywood Reporter’ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟურნალია, რომელთანაც თანამშრომლობისას ანანომ შექმნა ილუსტრაცია სტატიისთვის, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწე ქალ კომპოზიტორებს ეძღვნებოდა.

ანანოს ბოლოდროინდელი წარმატებების სიაშია ასევე FILA-ს 2022 წლის საზაფხულო კოლექციაზე მუშაობა, რომელიც მოიცავს მოისურებსა და ქუდებს – პრინტებითა და ნაქარგებით.

Chaos69 Issue 7 x CHANEL

ანანომ 2 ილუსტრაცია შექმნა Chaos SixtyNine-ის მე-7 გამოცემისთვის, რომელიც ეძღვნება შანელის სუნამოების სამყაროს.

ილუსტრაცია კანის ფესტივალის მაგიურობაზე – The Hollywood Reporter-ში.

განვლილი გზის გადახედვის შემდეგ, ანანო ფიქრობს : “ვხედავ, რომ მომემატა გამოცდილება, ცოდნა, მაგრამ მგონია, რომ იგივე ნარატივი მოსდევს, ბუნებრივია, სხვა ხარისხში.” და თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ილუსტრაციასაც გვიზიარებს, რომელიც მზიურში შექმნა: 

აქვე გეტყვი, რომ პორტფოლიო ყველა ილუსტრატორისთვის მნიშვნელოვანია, მისი შესაძლებლობების სარკეა. ასე რომ, თუ გრაფიკული დიზაინი გაინტერესებს, ამ მიმართულებით განვითარება გინდა, ინტენსიური მუშაობისთვისა და ეფექტური პორტფოლიოს შექმნისთვის მზად ხარ, Sense of Illustration-ის კურსი სწორედ შენთვისაა. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება