AI გრაფიკულ დიზაინში - გაეცანი კურსის ლექტორის, ჯონი კვეზერელის პორტფოლიოს

blog-detail-img

ხელოვნური ინტელექტი (AI) თანდათან ყველა სფეროში იმკვიდრებს თავს და ადამიანებს მარტივი ოპერაციების სწრაფად გადაწყვეტაში ეხმარება. ეს კი მათ საშუალებას აძლევს, დაზოგილი დრო უფრო ეფექტიანად გამოიყენონ. ამიტომ შრომის ბაზარზე AI ხელსაწყოების ცოდნა უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ უნარად ითვლება. ხელოვნურმა ინტელექტმა კრეატიულ სფეროშიც შეაბიჯა და AI გრაფიკულ დიზაინში საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობებს აჩენს – შრომატევადი და რუტინული საქმისთვის დახარჯული დროის შემცირება და კრეატიული ფიქრისთვის დროის გაზრდა.

არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე Commschool-ში ახალი კურსი შევიმუშავეთ – AI გრაფიკულ დიზაინში, რომელსაც ჯონი კვეზერელი გაუძღვება. გაეცანი ბლოგს და გაიგე, რა პერსპექტივები არსებობს ხელოვნური ინტელექტის გრაფიკულ დიზაინში ინტეგრირების მიმართულებით.

AI გრაფიკულ დიზაინში - ლექტორის, ჯონი კვეზერელის პორტფოლიო

ჯონის კარიერა კინორეჟისურით დაიწყო – მას ყოველთვის აინტერესებდა ვიზუალზე მუშაობა და დაკვირვება იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ხელოვნება ადამიანებზე. მისი პირველი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში იყო, სადაც უკეთ გაეცნო, თუ როგორ ხდება მომხმარებლის საჭიროებების და სურვილების გათვალისწინება და იდეების რეალიზაცია. უფრო მეტი დამოუკიდებლობისა და კრეატიული თავისუფლებისთვის ჯონიმ ფრილანსერის კარიერა დაიწყო. ამ გზით შესაძლებლობა ჰქონდა, ემუშავა სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც მისი უნარ-ჩვევების დახვეწასა და საკუთარი სტილის შექმნაში ეხმარებოდა.

შემდგომ ჯონის ინტერესმა გრაფიკულ დიზაინში გადაინაცვლა.მას ბავშვობიდანვე ხიბლავდა ვიზუალური ხელოვნება და მისი შემოქმედებითი პროცესები. ყოველთვის ხატავდა, ქმნიდა და ეძებდა ახალ საშუალებებს მისი იდეების უკეთ გამოსახატად. ამჯერად იგი Redberry-ში მუშაობს. პარალელურად კი გატაცებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიზუალურ ხელოვნებაში.

ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ საქმიანობაში

მას შემდეგ, რაც 2018-2019 წლებში ვიზუალის დასაგენერირებლად ბაზარზე პრიმიტიული მოდელები გაჩნდა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯონის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდა.

ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვიოცნებია ისეთ აბსტრაქტულ ხელსაწყოებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, ნაფიქრი ან გააზრებული ვიზუალი ფურცელზე მარტივად გადმოგვეტანა. სწორედ ეს ბავშვური ოცნება გახდა რეალობა, როდესაც პირველად დავაგენერირე ფოტო, რომელიც იყო 200 პიქსელი 200 პიქსელზე. თითქმის შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, თუ რა ეხატა ვიზუალზე. თუმცაღა, აშკარა იყო, რომ ცოტა მეტი დახვეწის შემდეგ ეს ხელსაწყოები გახდებოდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

პირველი რიგში, ჯონიმ დაიწყო Stable Diffusion-ის და სხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც შესაძლებელს ხდიდა ვიზუალური მასალების ავტომატურ გენერირებასა და მოდიფიკაციას. თავდაპირველად, ეს იყო მხოლოდ მცდელობა, გაეგო, რამდენად შეიძლებოდა ამ ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინში. დროთა განმავლობაში კი შეამჩნია, რომ AI ხელსაწყოები არა მხოლოდ ამარტივებდნენ მუშაობას, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებდნენ შედეგებს და ტოვებდნენ დიდ დროს კრეატიული ფიქრისთვის.

ხელოვნური ინტელექტი მან წარმატებით გამოიყენა ერთ-ერთ საინტერესო ქართულ პროექტზე მუშაობისას. ჯონიმ საქართველოს ფოსტისთვის Stable Diffusion-ის გამოყენებით შექმნა AI-ის მიერ დაგენერირებული პირველი საფოსტო მარკა საქართველოში. პროექტის სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ საჭირო იყო უკვე არსებული ვიზუალების სინთეზი და რაღაც ახლის მიღება, რისი გაკეთებაც რთულია ბაზარზე არსებული ხელსაწყოებითაც კი.

AI გრაფიკულ დიზაინში

8 ლექცია | 24 საათი | 4 კვირა

Reddit-ი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც AI ტექნოლოგიების შესახებ ვკითხულობ სიახლეებს და დისკუსიებს. იქიდან ხშირად ვიღებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მეხმარება, გავიგო, როგორ იყენებენ სხვები AI ტექნოლოგიებს და როგორ შეიძლება ეს მიდგომები ჩემს სამუშაო პროცესში გამოვიყენო.

YouTube, Pinterest, Behance, Reddit – ეს იმ პლატფორმების ჩამონათვალია, რომლებსაც ჯონი შთაგონებისთვის მიმართავს. მისი აზრით, გარშემო უსაზღვრო რესურსები არსებობს, რის დანახვასაც ხანდახან ვერ ვახერხებთ. ინსპირაციის წყაროები კი უსაზღვროა, თუ მას სწორად ეძებ. მნიშვნელოვანია, რომ რეფერენსებს ეძებდე ყველგან, სადაც შესაძლებელია – იქნება ეს მუზეუმი, ბუნება, არქიტექტურა, თუ ყოველდღიური ცხოვრება.

რატომ გახდა საჭირო AI-ის გამოყენება გრაფიკულ დიზაინში?

როგორც ჯონი აღნიშნავს, გრაფიკული დიზაინერების საქმიანობაში AI-ის გამოყენების საჭიროება წარმოიშვა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

დროის ეკონომია და ეფექტურობა: დიზაინის პროცესები ხშირად მოითხოვს დიდ დროსა და შრომას, განსაკუთრებით, დეტალური სამუშაოებისთვის. AI-ის ინსტრუმენტები ავტომატიზაციას უკეთებენ ამ პროცესებს, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს, დროისა და რესურსების ეკონომია გააკეთონ და უფრო ეფექტურად შეასრულონ დავალებები.

ხარისხის გაუმჯობესება: AI-ის მეშვეობით შესაძლებელია ვიზუალური მასალების უფრო მაღალი ხარისხით შექმნა. AI ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ზუსტი და დეტალური ნამუშევრების წარმოებას, რაც ზრდის დიზაინერების ნამუშევრების პროფესიონალიზმსა და ხარისხს.

კრეატიულობის გაფართოება: AI-ის ინსტრუმენტები დიზაინერებს საშუალებას აძლევს, შექმნან ახალი და უნიკალური ვიზუალური იდეები, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით, შესაძლოა, ძალიან რთული ან შრომატევადი იყოს; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრეინშტორმინგის პროცესში ხარ და გინდა დატესტო ყველა შესაძლო ვარიანტი. ეს ზრდის დიზაინერების შემოქმედებითობასა და ინოვაციურობას.

შთაგონების წყარო: AI-ს შეუძლია შექმნას მრავალფეროვანი ვიზუალური კონტენტი, რომელიც დიზაინერებს აძლევს ინსპირაციასა და იდეებს ახალი პროექტებისთვის. ეს ტექნოლოგიები ხელს უწყობენ ახალი სტილებისა და ტექნიკების აღმოჩენას.

უნდა გვახსოვდეს, რომ AI არის ხელსაწყო რომელიც ჩვენი იდეების გარეშე უბრალოდ ცარიელი კოდია. ამიტომაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისწავლო დიზაინის პრინციპები, მუშაობის მეთოდები და მათი სწორად შერჩევა.​

AI ხელსაწყოები გრაფიკულ დიზაინში

Generative AI-ის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტი Stable Diffusion-ია, რომელიც სხვადასხვა ფუნქციონალით გამოირჩევა. Stable Diffusion-ი საშუალებას იძლევა, რომ ვიზუალური გამოსახულებები და ნიმუშები შექმნა მაღალი ხარისხითა და დეტალებით. ასევე გქონდეს უსაზღვროდ დიდი კონტროლი ვიზუალზე, რის შესაძლებლობასაც არ გაძლევს სხვა AI ხელსაწყოები. Stable Diffusion-ს შეუძლია დაამუშაოს როგორც ფოტოები, ასევე გრაფიკული გამოსახულებები. იგი გამოირჩევა სწრაფი და ეფექტური ალგორითმებით, რაც პროცესის ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.

Stable Diffusion-ის გამოყენების დაწყება შეიძლება უმჯობესი იყოს მისი ძირითადი ფუნქციების შესწავლითა და პრაქტიკული მაგალითებით. ამ ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებისათვის საჭიროა გააცნობიერო მისი ინტერფეისი და შესაძლებლობები. რადგანაც Stable Diffusion-ი მრავალფეროვანი და მოქნილი ინსტრუმენტია, შეგიძლია დაიწყო ძირითადი ფუნქციების, როგორიცაა გამოსახულებების გენერირება, ხარისხის გაზრდა, კონცეფციების შექმნა, მანიპულაცია და  სხვა.

AI ინსტრუმენტები დიზაინერებს აძლევენ შესაძლებლობას, სცადონ ახალი ტექნიკები და სტილები, რითაც მათი პროფესიული განვითარება და კრეატიულობის ხარისხი იზრდება. კოლაბორაციული შესაძლებლობების გამარტივებით AI ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, რაც უფრო მრავალფეროვან და ინოვაციურ ნამუშევრებს ქმნის. ამგვარად, AI ხელსაწყოები არა მხოლოდ არ ზღუდავს, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს დიზაინერების შემოქმედებითობას, რაც მათ ნამუშევრებს უფრო მაღალ დონეზე აყენებს.

AI ხელსაწყოები ნამდვილად ზრდის დიზაინერების შემოქმედებითობას. პირველ რიგში, ავტომატიზაციის საშუალებით ისინი ზოგავენ დროსა და რესურსებს, რაც დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო და ენერგია მოახმარონ კრეატიულ პროცესებს. AI ტექნოლოგიები ასევე უზრუნველყოფენ ინსპირაციის წყაროს, აგენერირებენ უნიკალურ იდეებს და ხელს უწყობენ ახალი მიმართულებების აღმოჩენას. ეს ტექნოლოგიები რთული და კომპლექსური დავალებების შესრულებასაც აადვილებენ, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს, უფრო თამამი და ამბიციური პროექტები განახორციელონ.

AI გრაფიკულ დიზაინში - კურსის შესახებ

როგორც უკვე გითხარი, Commschool-ში ახალი კურსის აღმოჩენა შეგიძლია, რომელიც იქნება ერთგვარი გზამკვლევი გრაფიკული დიზაინერებისთვის, თუ როგორ გამოიყენონ AI მათ საქმიანობაში. ჯონის თქმით, კურსი იქნება საკმაოდ პრაქტიკული და ინტენსიური, რათა სტუდენტებმა მაქსიმალურად აითვისონ AI ტექნოლოგიების გამოყენების უნარები გრაფიკულ დიზაინში. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს, რათა მონაწილეებმა შესწავლილი თეორიული საფუძვლები პრაქტიკულად გამოცადონ რეალურ პროექტებზე.

კურსის ფარგლებში გაეცნობი ძირითად თეორიულ კონცეფციებს AI-ისა და გრაფიკული დიზაინის შესახებ. შეისწავლი AI ინსტრუმენტების მუშაობის პრინციპებს, მაგალითად, როგორ მუშაობს Stable Diffusion და როგორ შეგიძლია მისი გამოყენება დიზაინში. იმუშავებ რეალურ ბრიფებსა და პროექტებზე, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა დიზაინერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. შექმნი სხვადასხვა ვიზუალურ მასალებს, რომლებიც შეიძლება იყოს პოსტერი, ლოგო, სოციალური მედიის პოსტები და ა.შ. თითოეული პროექტი შემუშავებული იქნება რეალური ბრიფის მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემს, უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს AI ინსტრუმენტები პრაქტიკულ გარემოში.

ჩემი აზრით, კურსის დასრულების შემდეგ ამ ადამიანებს ექნებათ უნარი, დამოუკიდებლად გაიკვლიონ გზა AI სამყაროში; მარტივად შეძლებენ მოსაწყენი და განმეორებადი დავალებების შესრულებას, რის გამოც მეტი დრო დარჩებათ სწავლისთვისა და კრეატიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.

აქვე გაგიზიარებ ჯონის მიერ რეკომენდებულ YouTube არხებს, სადაც საინტერესო ინფორმაციებს გაეცნობი ხელოვნური ინტელექტისა და გრაფიკული დიზაინის შესახებ:

  • Two Minute Papers” – წარმოადგენს AI-ისა და ტექნოლოგიების უახლეს კვლევებსა და მიღწევებს მარტივი და გასაგები ფორმატით;
  • The Futur” – ფოკუსირებულია დიზაინზე, მარკეტინგსა და კრეატიულობაზე და ხშირად განიხილავს AI-ის გამოყენებას ამ სფეროებში.

თუკი გრაფიკული დიზაინის სფეროში მოღვაწეობ და შენს საქმიანობაში AI-ის დანერგვა გსურს, ეს კურსი შენთვისაა. აუცილებლად გამოიყენე ეს შესაძლებლობა და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება