გრაფიკული დიზაინის ლექტორის, დავით მსახურაძის პორტფოლიო

blog-detail-img

მომხმარებლის დამოკიდებულებასა და ერთგულებას ბრენდის მიმართ ხშირად პირველი შეხება და მისგან მიღებული შთაბეჭდილება განსაზღვრავს. ამიტომ, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია დაამყაროს – მათ შორის პირველი შეხება სწორედ ვებ-გვერდების, აპლიკაციების, ბუკლეტების, შეფუთვისა თუ ბიზნეს ბარათის საშუალებით ხდება. შესაბამისად, გრაფიკული დიზაინი ბიზნესის წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მიმართულებაა.

თუ გსურს, რომ ციფრული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო და სწავლა 0-დან დაიწყო, აუცილებლად გაეცანი ამ ბლოგს. დავით მსახურაძე, Graphic Design-ის კურსის ლექტორი, გაგაცნობს გრაფიკული დიზაინის სფეროს და მოგიყვება კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

18 წლის რომ ვიყავი და მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო, ვერ ვპასუხობდი. არც ვიცოდი, კონკრეტულად რა ერქვა იმ პროფესიას, რაც უნდა ამერჩია. თუმცა ის ვიცოდი, რომ ხატვა და ვიზუალური ხელოვნება უნდა ყოფილიყო იმ საქმის ნაწილი, რომელსაც დიდ დროს სიამოვნებით დავუთმობდი.

დავითი გრაფიკოს-დიზაინერი და ილუსტრატორია, რომელსაც ამ სფეროში უკვე 8 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პროფესიის მიმართ ინტერესი პატარაობიდან ჰქონდა, რაც ვიდეო-თამაშების დიდი ზეგავლენის შედეგი იყო. მათი ეფექტური და საინტერესო გრაფიკა და ინტერფეისი მის ყურადღებას ძალიან იქცევდა.

მისი პირველი კარიერული ნაბიჯები 2014 წლიდან დაიწყო და იგი კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ს უკავშირდება. მუშაობის პარალელურად მუდმივად სწავლობდა თანამშრომლებისგან, წიგნებიდან, გამოფენებიდან თუ ინტერნეტ-რესურსებიდან.

ამჟამად დავითი უფროსი გრაფიკოს-დიზაინერის როლს იკავებს კრეატიულ სააგენტო Windfor’s-ში. მის დამკვეთებს შორის არიან საერთაშორისო კრეატივის ფესტივალი Ad Black Sea, Coca-Cola, EU for Energy, Canada Fund for Local Initiatives, Bank of Georgia, Terabank, Tbilisi Mall, Veli.Store და ა.შ.

დავითი ორიენტირებულია, ნამუშევრები გრაფიკული დიზაინისა და ილუსტრაციის ერთობლივი გამოყენებით შექმნას, სადაც ილუსტრაცია არა დამხმარე, არამედ ნამუშევრის ძირითადი ნაწილია. მთავარი მიმართულებები, რომელზეც ის აქტიურად მუშაობს, არის ლოგო, გრაფიკული ილუსტრაცია, პერსონაჟების დიზაინი, ვიზუალური იდენტობა, ლეთერინგი და პოსტერის დიზაინი.

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერის მთავარ ამოცანად და მიზნად დავითი გამოსახულებების დახმარებით აზრის მაქსიმალურად ეფექტურად და მარტივად გადმოცემას მიიჩნევს. აქვე აღნიშნავს, რომ მართალია, დიზაინი უნდა ამარტივებდეს ადამიანების ცხოვრებას, თუმცა დღეს გრაფიკულ დიზაინსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის უკვე იმდენად ბუნდოვანია საზღვრები, რომ დიზაინერები რიგ შემთხვევებში აპრიორიტეტებენ ვიზუალურ მხარეს და არა სიმარტივეს.

წლების განმავლობაში ხვდები, რომ გრაფიკული დიზაინი ცხოვრების წესს გიცვლის და შენს პროფესიაზე ბევრად მეტია. ყურადღებას აქცევ ისეთ დეტალებს, რომლებსაც ადრე ვერ ან არ შენიშნავდი. აკვირდები მენიუს ტიპოგრაფიას და განლაგებას, წარწერებს აბრებზე, მანქანის მარკებს, ტანსაცმელზე ლოგოს ადგილმდებარეობას, წარწერების ზომას... ღიზიანდები ყველა წამლის შეფუთვის დიზაინზე, აღარ გჯერა გამოთქმის, რომ წიგნი ყდით არ უნდა განსაჯო; აანალიზებ სხვა დიზაინერების გამოქვეყნებულ ნამუშევრებს და ა.შ.

დავითი არ ემხრობა იმ გავრცელებულ აზრს, რომ შემოქმედებითობა ნიჭია და ან გაქვს, ან არა. მისი აზრით, ზოგადად ნიჭის კონცეფცია სადაოა, მაგრამ ეს თემა დიზაინს ბევრად ცდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს დიზაინი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია. მისი დაკვირვებით, განსაკუთრებული შიშით ხატვას უყურებენ ხოლმე. მართალია, მარტივი არ არის ხატვის უნარის გამომუშავება. მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ყველა, ვინც კარგად ხატავს, ამ უნარის დახვეწას წლებს ანდომებს და შედეგიც ამიტომ აქვთ. სწორედ ამიტომ, დიზაინერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვითგანვითარებაა; უნარი, რომელზეც სულ მუშაობს და დროთა განმავლობაში პროფესიულად ახალ საფეხურზე ადის. მეორეს მხრივ, დავითი აღნიშნავს, რომ ამ პროფესიაში დიდი გამოწვევაა დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია და პროცესის შემუშავება.

რაც შეეხება პროფესონალებზე მოთხოვნას, დასაქმების ბაზარზე იგი წლების განმავლობაში იზრდება. შესაბამისად, კონკურენციაც იმატებს. ყველა ბრენდი ცდილობს, ვიზალურად ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდეს. ამისთვის ბევრ არხს იყენებენ, იქნება ეს დაპრინტული პანერი, პოსტერი თუ სოციალური მედია. შედეგად, ბრენდები ან ფრილანსერებს უკავშირდებიან, ან დიზაინერს თავიანთ კომპანიაში ასაქმებენ.

კარიერული შესაძლებლობები გრაფიკული დიზაინის სფეროში

როგორც დავითი ამბობს, ამ პროფესიის შესწავლა ბევრ წინაღობასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ლოგოს და ტიპოგრაფიის ნიუანსები, ბრენდ გაილდლაინის სწორად აწყობა, დამკვეთთან ურთიერთობა, რელევანტური ფასების განსაზღრა და ა.შ. მართალია, ყველას შეუძლია ინტერნეტის რესურსით ძირითადი მასალის სწავლა, თუმცა ამისთვის ბევრად მეტი დრო და ენერგია დაჭირდება.

სწორედ ამ მიზეზით Commschool-ის 2 თვიანი კურსი ამ სფეროში ორიენტაციისთვის ძალიან დაეხმარება დამწყებ დიზაინერებს. სტუდენტები ისწავლიან დიზაინის პრინციპებს და არა უბრალოდ პროგრამებს. გარდა ამისა, პირდაპირი უკუკავშირი ექნებათ გამოცდილი დიზაინერისგან, რაც განვითარების ყველაზე სწრაფი გზაა.

გრაფიკული დიზაინერის კარიერული გზა კი ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ეს დამოკიდებულია სპეციალიზაციაზე, რომელსაც დამწყები დიზაინერი აირჩევს. მაგალითად, ერთი შეიძლება პოსტერ დიზაინმა გაიტაცოს, მეორე ტიპოგრაფიის დიზაინმა, მესამე ბრენდის იდენტობამ და ა.შ. შესაბამისად, თითქმის ყველა სახის კომპანიაში შეიძლება დასაქმდნენ – კრეატიულ სააგენტოში, ნებისმიერი სახის მარკეტინგის გუნდში, ბანკში, სტამბაში, NGO-ში, ვიდეო თამაშების მწარმოებელ კომპანიაში და ა.შ.

გრაფიკული დიზაინერების ყოველდღიური საქმიანობაც ყოველთვის საინტერესო გამოწვევებითა და პროექტებით სავსე იქნება. დავითისთვის გამორჩეული პროექტი საქართველოს ბანკის sCool App-ის პერსონაჟების დიზაინისა და ფონების ილუსტრაციის შექმნა აღმოჩნდა. ამ შეთხვევაში ვიზუალური რეფერენსი ძალიან ახლოს იყო მისი ხატვის სტილთან, ხოლო სპეციფიკური დავალებებისა და შემოქმედებითი თავისფლების ბალანსი მუშაობის პროცესს სასიამოვნოს ხდიდა. შედეგიც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

გრაფიკული დიზაინი: კურსის შესახებ

თუკი ამ პროფესიით დაინტერესდი და საბაზისო უნარების დაუფლება გადაწყვიტე, ამის შესაძლებლობა დავითის დახმარებით Commschool-ში გექნება.

კურსის განმავლობაში შეისწავლი:

  • თეორიულ მასალას (გრაფიკული დიზაინის მოკლე ისტორია, დიზაინის მიმართულებები, წესები),
  • პროგრამების გამოყენებას სხვადასხვა ტიპის ვიზუალების შესაქმნელად.
  • მიიღებ ტექნიკური თუ შემოქმედებითი ტიპის დავალებებს, რომლებიც ბრიფის სახით უნდა შესრულდეს (დამკვეთებთან სწორედ ამ სახით მოგიწევს ურთიერთობა).
  • ლექტორსა და სტუდენტებთან ერთად გაარჩევ შესრულებულ სავარჯიშოს, საჭიროების შემთხვევაში, ახსნით, რა იყო შეცდომა და როგორც ჯობდა კონკრეტული დიზაინის პრობლემის გადაჭრა.

ყურადღება მიაქციეთ დიზაინის პროცესს და ეცადეთ, არ მიეჯაჭვოთ შექმნილ ნამუშევარს. ეს შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებს ახასიათებს და ბუნებრივიცაა, როცა ერთ რამეში ამდენ დროსა და ენერგიას დებ. ძირითად შემთხვევებში თქვენი ყოველი შემდეგი ნამუშევარი წინაზე უკეთესი იქნება.

აქვე გეტყვი, რომ პროგრამის განმავლობაში Commschool-სგან კარიერულ მხარდაჭერასაც მიიღებ და წვდომა გექნება პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და სტაჟირებებთან. ხოლო საუკეთესო კურსდამთავრებული პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში გარანატირებულ სტაჟირებას გაივლის.

ამიტომ, არ გადადო თვითგანვითარება და გამოიყენე ეს შესაძლებლობა. შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება