Commschool-ის ლექტორების გუნდს სოფო გოგიშვილი შეუერთდა!

blog-detail-img

“ინტერფეისზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, შესაბამისად მნიშვნელოვანია დიზაინერს ჰქონდეს თვითდისციპლინა და მზაობა თავად გაწეროს სამუშაო პატარა სპრინტებად, სწორად განსაზღვროს სამუშაო განრიგი და დათქმულ ვადებში შეძლოს პროდუქტის სრულყოფა, ამიტომაც  UI დიზაინერის სამუშაოს ნაკლებად ახასიათებს რუტინა.” – სოფო გოგიშვილი

აქვე მინდა გაიხსენო თუ  საიტისა და მობილური აპლიკაციის ესთეტიურ მხარეზე ყურადღება ერთხელ მაინც გაგიმახვილებია, რადგან თუ ასეა, შესაძლოა Web დიზაინის მიმართულებით მუშაობა შენთვისაც ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც სოფოსთვისაა. ამ ბლოგში კი სწორედ UI Design-ის ლექტორს, სოფო გოგიშვილს გაგაცნობ.

სოფოს ამ სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში კი უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: Visa, Netflix, Microsoft, Siemens, H&M, Leavingstone, BB Agency და სხვა. ამჟამად კი ის Lead Digital Product Designer-ია TBC Pay-ში.

ჩემი გამოცდილება მოიცავს ლეიაუთის, ბრენდინგთან და გრაფიკულ დიზაინთან მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მეტად ორიენტირებული ვარ UI & UX დიზაინზე

სოფო ამ სფეროთი რამდენიმე მიზეზის გამო დაინტერესდა: “მ პროფესიას რეალური, ხელშესახები გავლენა აქვს საზოგადოებაზე და ეს ფაქტორი პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, საჭიროებს ლოგიკურ, დათვლად, რაციონალურ მიდგომებს და ამავდროულად აღიარებს შემოქმედებითი და ესთეტიური ნაწილის საჭიროებასაც.

თუ არ იცი აქვე გეტყვი, რომ ინტერფეისის დიზაინერის პროფესია გულისხობს ადამიანის ქცევის მოდელების შესწავლას, შემდეგ ამ ყველაფრის ვიზუალურ გამოსახულებაში თარგმნას და ისეთი პრაქტიკების შემუშავებას, რომლებიც იქნება მეტად ინტუიციური და მომხმარებელზე მაქსიმალურად კარგად მორგებული.

ახლა კი მინდა სოფოს ნამუშევარი გაგიზიარო, რომელიც გრიდის სისტემების კვლევას ეხება და რომელიც ცნობილ საერთაშორისო ბლოგზე, Abuzeedo-ზეა გამოქვეყნებული.

გარდა ამისა, სოფოს სამი პროექტი XD და UI.UX კატეგორიაში Behance-ის ჟიურიმ გამოარჩია.

აქვე მინდა ის სამი უნარიც გაგიზიარო, რომელიც სოფოს აზრით, UI Design-ის მიმართლებით კარიერულ გზაზე აუცილებლად დაგეხმარება:

 ემპათია, რადგან UI დიზაინერს მომხმარებლის პერსპექტივიდან უწევს პრობლმების დანახვა

 კომუნიკაციის უნარი, რადგან მას აქვს ურთიერთობა როგორც თავის გუნდის წევრებთან, ისე მომხმარებლებთან

 ვიზუალური ესთეტიკისა და სტილისტიკის აღქმა

უმთავრესი გამოწვევაა პროდუქტის ინტერფეისზე მუშაობისას მხედველობაში მივიღოთ მომხმარებლის საჭიროებები თავისი სოციო-კულტურული, ეკონომიკური თუ ფიზიკური საჭიროებებით

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ დღეს ყველაფრის გაციფრულების  პროცესში ვართ, შესაბამისად მზარდი საჭიროება ჩნდება ისეთი პროდუქტების, სისტემებისა და სერვისების შექმნის, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან ინტერაქციას გაუმარტივებს. ამ პროცესს კი UI დიზაინერი წარმართავს, ამიტომ მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ყველაფერთან ერთად ეს სფერო არც ვიწრო სპეციფიკის არაა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარება სხვადასხვა გზით შეგიძლია:

ამ პროფესიის ადამიანებიც ძალაუნებურად ინტერესებიდან და უნარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა განხრით გაიწვრთნებიან ხოლმე: Ზოგს დეშბორდები უკეთ გამოსდის, სხვებს საიმიჯო ლენდინგ საიტები, ნაწილი ვებით ინტერესდება, მეორე ნაწილი აპლიკაციით და Რიგ შემთხვევებში ზოგი სულაც არაგრაფიკულ ინტერფეისზე მუშაობს. Ასე რომ, კარიერული გზა ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ასე და ამგვარად, თუ უფრო მეტად დარწმუნდი, რომ UI Design-ის მიმართულებით განვითარება სოფოსთან ერთად შენთვის საინტერესო იქნება, გეტყვი, რომ 14 ლექციის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტის სპეციფიკის, ვიზუალური სტრატეგიისა და კონცეფციის განსაზღვრას, ასევე შეძლებ სხვადასხვა გრაფიკულ მოწყობილობაზე მორგებული დიზაინ სისტემის შემუშავებას, პროტოტიპის შექმნასა და პროდუქტის ტესტინგს.

სოფოს პორტფოლიოს სრულად სანახავად კი შეგიძლია ეწვიო ბმულს: https://www.behance.net/sofometqi

ამდენად, თუ მზად ხარ, ბევრი იშრომო და დიზაინის სამყაროში შეაბიჯო, კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება