COMMSCHOOL-ის ლექტორების გუნდს ოთო მიქაძე შეუერთდა!

blog-detail-img

“სარეკლამო მესიჯები და ვიზუალები ყოველთვის მიზიდავდა, მიკვირდა ხოლმე როგორ შეიძლება ასე ზუსტად ხვდებოდეს ხალხი ჩემს გრძნობებს – რისი გაგონება ან წაკითხვა მჭირდება დროისა თუ სივრცის გარკვეულ მონაკვეთში. ბილბორდზე ერთ-ერთი მესიჯი დღემდე მახსოვს “იღბალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ის ვინც იღბალი შექმნა” – ეს იყო “მარტინის” კამპანიის ნაწილი, რამაც მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.” – ოთო მიქაძე

ოთო მიქაძე

აქვე გკითხავ, შენზე შთაბეჭდილება  ბოლოს რომელმა ეტიკეტმა, პოსტმა, ბილბორდმა ან თუნდაც ლოგომ მოახდინა? ალბათ, ოთოს მსგავსად შენც გაიხსენებ რამეს. ბლოგში სწორედ მას გაგაცნობ, Commschool-ის გრაფიკული დიზაინის ლექტორს, რომელიც თავის გამოცდილებასა და ხედვებს გაგვიზიარებს.

როგორც ოთო ამბობს, ხატვას ბავშვობიდან გატაცებული ჰყავდა, კომიქსის გმირებს იხატავდა ან სულაც ახლებს იგონებდა. რვეულის უკანა ფურცლები სკეჩებით ჰქონდა სავსე, რის გამოც არაერთი შენიშვნაც მიუღია – “ყოველდღიურად 10-ობით სკეჩს ვაკეთებდი, ფანქრით, კალმით მარკერით, ყველაფრით, რაც ხელში მომყვებოდა.

"დაახლოებით 19 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ გრაფიკულ დიზაინს გავყოლოდი, თავისუფალ დროს სრულად დიზაინის შესასწავლად ვიყენებდი და მგონი მაგ დროისთვის არსებული ყველა Youtube ტუტორიალი ვნახე"

ოთოს კარიერა მრავალფეროვანი მიმართულებების კომპანიებთან თანამშრომლობისა და მსხვილ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას აერთიანებს. ამ გზის დასაწყისი კრეატიულ სააგენტო Holmes & Watson-ში დიჯითალ დიზაინერად სტაჟირების დაწყება იყო:

“თავიდან სხვა დიზაინერებისგან განცალკავებულად ვიჯექი, მაგრამ ავდიოდი ხოლმე, ვუჯდებოდი და საათობით ვუყურებდი როგორ მუშაობდნენ, როგორ განსხვავებულად იყენებდა ერთსა და იმავე თულებს სხვადასხვა დიზაინერი, ვესწრებოდი ბრეინშტორმინგებს და ვაკვირდებოდი, თუ როგორ ფიქრებდნენ იდეაზე და მის გაშლებზე

ოთო მალევე შეუერთდა კრეატივის გუნდს, სადაც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე იმუშავა, მათ შორის იყო თიბისის კამპანია “შენ”, თიბისი დაზღვევის “ახალი წელი მოსულა”, აისი, თბილისის კომუნიკაციის სკოლა და სხვა. 

ბოლო პერიოდში ოთო Senior Graphic Designer-ის პოზიციას იკავებდა საქართველოს ბანკში – “პირველივე დღიდან გამოწვევებით სავსე პროექტებზე ვმუშაობდი, სადაც დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენების მაქსიმალური საშუალება მომეცა, როგორც ციფრულ, ასევე ბეჭდურ მედიაში.” საქართველოს ბანკში 3 წელი იმუშავა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა “არ გაჩერდე”, “შესაძლებლობები უსაზღვროა”, “გავშლით ფრთებს”, “update”, “500 Startups Georgia”

ოთოს აზრით, კარიერის დასაწყისში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

• დავალების სწორად მიღება, პრობლემის პოვნა და განსაზღვრა – პრობლემა არის ამომავალი წერტილი, საიდანც იწყებ ფიქრის.

• მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგად გქონდეს გრაფიკული რედაქტორი ათვისებული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კონცეპტი და კონცეპტუალურად ფიქრი.

• პრეზენტაციის სწორად აწყობა, სადაც გვერდებს და მათ კონტენტს ლოგიკური ბმა აკავშირებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გადმოსცე თუ როგორ მიხვედი ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე.

მრავალფეროვანი გამოცდილების შედეგად ოთოს სხვებისთვის გასაზიარებლადაც ბევრი რამ დაუგროვდა, ახლა უკვე მზად არის, საკუთარი გამოცდილება სხვებს გადასცეს და მათ ისევე შეაყვაროს ეს პროფესია, როგორც თავად უყვარს. 

დიზაინი არ შემოიფარგლება მხოლოდ გამოსახულებით - ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი, რომელიც დგას ამა თუ იმ გრაფიკის უკან, ის, თუ რაზეა დაფუძნებული ვიზუალური გამოსახულება

ალბათ, გაინტერესებს, რის მოცემას შეძლებს შენთვის ეს კურსი ოთოსთან ერთად. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ინტენსიური შრომა მოგიწევს, ყველა ლექციას პრაქტიკული დავალება მოყვება, სამაგიეროდ 14 სამსაათიანი ლექციის ბოლოს ყველა ის უნარი გექნება, რომელიც დიზაინის ტექნიკურად, შინაარსობრივად და სტილისტურად გამართვას სჭირდება. 

ასევე გეტყვი, რომ თეორიის პრაქტიკაში გამოყენება პროგრამის დასრულების შემდეგაც შეგიძლია განაგრძო. Commschool-ის ნებისმიერი წარმატებული კურსდამთავრებული Alumni Club-ის წევრი ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე ექსკლუზიურ წვდომას იღებს.

დაბოლოს, თუ ახლა იწყებ  ამ პროფესიის დაუფლებას, ოთოსგან რამდენიმე რჩევასაც გიტოვებთ პოსტერების სახით: 

ამდენად, თუ მზად ხარ, ბევრი იშრომო და დიზაინის სამყაროში შეაბიჯო, კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება