გაიცანი გრაფიკული დიზაინის ლექტორი - გვანცა ჩიჯავაძე

blog-detail-img

მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ მოინდომონ და ყველაფერი გამოუვათ. მეც მაქსიმალურად ვეცდები, რომ იგივე ენერგია ჩავდო სწავლებაში და დავეხმარო მათ განვითარებაში.

გრაფიკული დიზაინი Commschool-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსია. მის პოპულარობას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: დასაქმების მაჩვენებელი, კურსდამთავრებულთა კმაყოფილების დონე (100%), ლექტორების მრავალწლიანი გამოცდილება და ა.შ. მის ფარგლებში გაივლი სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, გაეცნობი ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლი გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ.

ამ ყველაფერთან ერთად, შენთვის სიახლეც მაქვს: ამიერიდან, ზემოთ ხსენებულ პროგრამაზე მომავალ ქომსქულელებს მენტორობას გრაფიკული დიზაინის ახალი ლექტორი, გვანცა ჩიჯავაძე გაუწევს.

გვანცა თავის კარიერულ ცხოვრებაზე, გრაფიკული დიზაინის სამყაროში ფეხის მოკიდების ისტორიაზე გვიყვება. მისი თქმით, თავიდან არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და თავისი პროფესია ძალიან უყვარდა, ინტერიერის დიზაინერად მუშაობის გამოცდილებაც დააგროვა. გრაფიკულ დიზაინზე თავიდან სრულიად განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა, თუმცა პრაქტიკულმა გამოცდილებამ ბევრი ასწავლა:

გრაფიკული დიზაინის სამყაროში შემთხვევით აღმოვჩნდი. თავიდან ეს საქმე მარტივი მეგონა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ რთული და საკმაოდ საინტერესო სფეროა. პირველი სამსახური იყო სარეკლამო სააგენტო Windfor's, სადაც 3 წელი ვიმუშავე. ძალიან კარგი იყო სწავლისა და გარემოს მხრივ. გამორჩეული პროექტი იყო 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის ბრენდინგის მომზადება. შემდეგ გადავედი საქართველოს ბანკში, სადაც წელიწადნახევარი ვიმუშავე. ესეც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან პირველად მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც იერარქია ძალიან იგრძნობოდა და სისტემაც მაქსიმალურად სიზუსტით იყო გამართული. საქართველოს ბანკში გამოვყოფდი პროექტს, რომლის ფარგლებშიც სიცოცხლის ხის ლოგო შევქმენი. შემდეგ ვმუშაობდი რამდენიმე კომპანიაში, 2019 წლის ბოლოს კი მე და ჩემმა კოლეგამ დამოუკიდებელი დიზაინის სტუდია შევქმენით - მას შემდეგ განვაგრძნობ აქტიურ ჩართულობას ამ სფეროში.

Previous slide
Next slide

გვანცა თავად სფეროსა და მის აქტუალურობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერ პროდუქტს შესაბამისი შეფუთვა სჭირდება, სწორი მესიჯის გადმოსაცემად, გრაფიკულ დიზაინერს კი სწორედ ამ ვიზუალური მხარის განსაზღვრა აკისრია. 

გრაფიკული დიზაინი დღესდღეობით აქტუალური იმიტომ არის, რომ ადამიანები მივხვდით, რაღაცას როცა ვქმნით, ამას სჭირდება ვიზუალური სახე. ამასთან ერთად, პროექტების შექმნისას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვეთის როლს. შედეგიც მაშინ გამოდის განსაკუთრებით სასიამოვნო, როცა დამკვეთი "გემრიელად" მოგყვება და იცის, თუ რა უნდა.

თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დიზაინერის კომპეტენტურობა. სწორედ ამიტომ, თუ გაინტერესებს, როგორ შეგიძლია, რამდენიმე ლექციაში 0-დან შეისწავლო გრაფიკული დიზაინერისათვის აუცილებელი უნარები, გირჩევ, ჩვენს კურსზე შემოიხედო.

პროგრამა ფაქტობრივად, სამ ნაწილად იყოფა – ფოტოშოფის შესწავლა, ილუსტრატორის შესწავლა და რებრენდინგის გაკეთება. მისი მთავარი ღირებულება კი ინტენსიურობაა – ყველა ლექციას დავალება მოჰყვება. თუმცა, ამან არ შეგაშინოს. შთაგონების უნარით შეიარაღდი და სულ რაღაც 14 ლექციაში თავისუფლად შეგეძლება:

Previous slide
Next slide

გვანცა ამბობს, რომ თვითნასწავლია, თუმცა მენტორის რჩევები კარიერის დასაწყისში ძალიან ეხმარებოდა ზრდასა და წინსვლაში. მისი თქმით, დიზაინერისათვის ძალიან დიდი როლი აქვს ფიგურას, რომელიც მზადაა, გასწავლოს ის, რაც შენ გაინტერესებს. სწორედ ამიტომ, ლექტორის ამპლუაში გადასვლა მისთვისაც ძალიან ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო გამოცდილებაა. 

მინდა, რომ ჩემი ცოდნა გადავცე ადამიანებს, რადგან ამაზე მეტის მიცემა ერთმანეთისთვის არაფრის შეგვიძლია. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, არასდროს ვიღლები შექმნის პროცესში, და იმედი მაქვს, სტუდენტებსაც გავუზიარებ ამ ენთუზიაზმს.

ალბათ გაგიჩნდებოდა კითხვა: ვისთვის არის პროგრამა? კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება. ამასთან, კურსზე ისეთი შემოქმედებითი უნარი, როგორიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და ა.შ. სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი.

როგორც გვანცა ამბობს, წინასწარი გამოცდილების ქონა საერთოდ არ არის ამ კურსზე მოსასვლელად გადამწყვეტი. მთავარია გაბედო, დაიწყო და ბოლომდე არ მოეშვა.

როდესაც რაღაცის გაკეთების მოტივაცია გაქვს, ყოველთვის ჩნდება დასაწყისში ეჭვი, რთულია დაწყება, რადგან წინ დიდი გზაა გასავლელი. მაგრამ ამ გზის გავლა არ უნდა დაგეზაროს, დასაწყისშივე მთელი გულით უნდა მოეკიდო. არცერთი საქმე, მათ შორის, გრაფიკული დიზაინი, არ გპატიობს უგულო დამოკიდებულებას. თუ გულით მოეკიდები, მიყვები, ძალიან სასიამოვნო იქნება ეს პროცესი და შედეგითაც კმაყოფილი იქნები.

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა მომავალ სტუდენტებს, გვანცას პასუხი შემდეგია: მოინდომონ და ყველაფერი გამოუვათ. მიუხედავად იმისა, რომ სფერო ძალიან მრავალფეროვანია, შრომისა და შემოქმედებითობის წყალობით, თვითრეალიზაციას აუცილებლად მოახერხებენ.

გრაფიკულ დიზაინში სხვადასხვა სახის მიმართებებია. არსებობენ კრეატიული დიზაინერები, ასევე არსებობენ შემსრულებლები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ პროგრამულად ნამუშევარს და ა.შ... ამ სფეროს უამრავი განხრა აქვს, თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენი თავი იპოვო, განსაზღვრო, თუ რომელ მიმართულებაში ხარ. ამასთან ერთად, უნდა ეცადო და ძალიან ბევრი იმუშავო შენს თავზე.

ჩემი რჩევაც იქნება, არ დაიშურო ძალისხმევა –  მოდი Commschool-ში და მაქსიმალურად გამოიყენე პროგრამის ბენეფიტები. არ დაგავიწყდეს, კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, ტოპ სამი კურსდამთავრებული გაივლის სტაჟირებას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში.

ალბათ, მეტი შეგულიანება აღარ გჭირდება. ისღა დამრჩენია, ქვემოთ გაწევრიანების ბმული დაგიტოვო და შენი ოცნების კარიერულ გზაზე წარმატებები გისურვო!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება