COMMSCHOOL-ის ლექტორების გუნდს მარიამ აქულაშვილი შეუერთდა!

blog-detail-img

“გრაფიკული დიზაინი დღესდღეობით ვიზუალური ენის ყველაზე აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. ის, ნებისმიერი ენის მსგავსად, ძალიან ცოცხალია, იხვეწება, მარტივდება, ასიმილირდება და თან მაინც მიილტვის ინდივიდუალურობისკენ, ორიგინალურობისკენ” – მარიამ აქულაშვილი

სწორედ ასე აღწერს პროფესიას, რომლის ინტერესის გამოც სავარაუდოდ ახლა ამ ბლოგს კითხულობ,  გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი ლექტორი მარიამ აქულაშვილი. მარიამი Commschool-ის ლექტორების გუნდს შეუერთდა და ვანო საგინაშვილთან ერთად გაუძღვება გრაფიკული დიზაინის პროგრამას. ბლოგში მის გამოცდილებასა და ხედვებს გაგიზიარებ, ასევე შენთვის საინტერესო სხვა საკითხებსაც შეიძლება წააწყდე.

“მე პროფესიულად მოუსვენარი ადამიანი ვარ და არ მომწონს საკუთარი თავის ერთი მიმდინარეობის ფარგლებში ჩასმა და შემოსაზღვრა. თავიდან პროფესიად სახვითი ხელოვნება ავირჩიე, შემდეგ გრაფიკული დიზაინით დავკავდი. დიზაინერობას მოჰყვა არტ დირექტორობა, თუმცა არც თავდაპირველი საქმიანობების მიტოვება გამომდის”

ინტერესთა ამგვარი მონაცვლეობის ფონზე, მარიამის კარიერაც მრავალფეროვანი მიმართულებების კომპანიებთან თანამშრომლობისა და მსხვილ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას აერთიანებს. თუმცა დიდი გზის დასაწყისი, როგორც ის გვიყვება, გრაფიკულ დიზაინერად სააგენტოში სტაჟირება იყო:

“გრაფიკულ დიზაინთან პირველი შეხება სააგენტო Betterfly DDB-სთან მომიწია, რომლის სტუდენტური კონკურსის გამარჯვებული გავხდი და იქ სტაჟირების უფლება მივიღე. პირველად იქ გავაცნობიერე, რომ ეს საქმიანობა ძალიან მომწონდა.”

ამგვარ დასაწყისს კი მარიამის ისეთ კომპანიებთან ურთიერთობა მოჰყვა, როგორიც თიბისი ბანკი, სფეის ნეო ბანკი თუ Holmes&Watson არიან:

“როცა თიბისი ბანკის დიზაინერი გავხდი, ვიმუშავე ისეთ პროექტებზე, რომლებზეც ჩემი იმდროინდელი გამოცდილებით ვერც კი ვიოცნებებდი”

 TBC Insurance-ის “შეცდომები მოსულა”, თიბისის #წერექართულად და “შენ”, ის კამპანიებია, რომლებთანაც მარიამმა ითანამშრომლა.

სწორედ Holmes & Watson-ში მიღებულ გამოცდილება აღმოჩნდა მარიამის კარიერაში ერთ-ერთი მთავარი მომენტი:

“Holmes&Watson-ში ბევრად აქტიური კრეატიული პროცესები მიმდინარეობდა. აღმოვჩნდი ჩემი სფეროს პროფესიონალებში, რამაც უკეთესად მასწავლა არამხოლოდ გრაფიკული დიზაინი, არამედ იდეების გენერირება, ბრიფზე მუშაობა, ნამუშევრის პრეზენტირება. იქ შესრულდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდინგი – თავად Commschool-ის ბრენდინგი.”


Holmes&Watson-შივე იმუშავა მარიამმა ისეთ გრანდიოზულ პროექტზე, როგორიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებული ბრენდიგია:

“გავიხსენებ იაპონიაში ჩატარებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებულ ბრენდინგს- #შეერკინემსოფლიოს. ამ პროექტისთვის შევქმენი სპეციალური შრიფტი და ასევე ვიმონაწილევე ანიმაციის შექმნაში, როგორც არტ დირექტორმა. ამ პროექტმა ჩემი ბევრი სხვადასხვა ინტერესი გააერთიანა.”

Previous slide
Next slide

მრავალფეროვანი გამოცდილების შედეგად მარიამს სხვებისთვის გასაზიარებლადაც ბევრი რამ დაუგროვდა:

“დღემდე ჩემი აღმოჩენები და ერთგვარი “ილეთები” დამიგროვდა სხვებისთვის გასაზიარებლად, რომლებიც ძალიან მაინტერესებს, მათში როგორ ტრანსფორმირდება.”

ალბათ, გაინტერესებს, რის მოცემას შეძლებს შენთვის ეს კურსი მარიამთან ერთად. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ინტენსიური შრომა მოგიწევს, სამაგიეროდ 14 სამსაათიანი ლექციის ბოლოს შენ დამწყები გრაფიკული დიზაინერის უნარები გექნება:

არამხოლოდ Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში მუშაობის ტექნიკურ დეტალებს დაეუფლები, არამედ: ვიზუალს ბრენდინგის პრინციპების დაცვით შექმნი, დიზაინს სტილისტურად და შინაარსობრივად გამართავ, შეასრულებ სკეჩებსა და დრაფტებს. ამასთან, შეიძენ კლიენტთან ურთიერთობის, ბრიფის ანალიზისა და დიზაინ-პროექტის დაგეგმვის უნარებს.

ასევე გეტყვი, თეორიის პრაქტიკაში გამოყენება პროგრამის დასრულების შემდეგაც შეგიძლია განაგრძო. Commschool-ის ნებისმიერი წარმატებული კურსდამთავრებული Alumni Club-ის წევრი ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე ექსკლუზიურ წვდომას მიიღებ. 

რჩევები, რომელსაც მარიამი დამწყებ გრაფიკულ დიზაინერებს აძლევს, როგორც კურსის მომავალ სტუდენტს, შენც გამოგადგება:

“ჩემი დაკვირვებით, დამწყებ დიზაინერებს ორი რამ უშლით ხელს. ერთია სულსწრაფობა - ხშირად დამწყებებს ჰგონიათ რომ დიზაინს ერთბაშად დაეუფლებიან და როდესაც ეს არ ხდება, ხალისს კარგავენ. სინამდვილეში, პროფესიონალ დიზაინერად ფრთების გაშლა ბევრ მუშაობას მოითხოვს”


მეორე კი, მარიამის აზრით, ინსპირაციის წყაროების არასაკმარისი მრავალფეროვნებაა:

“ვინაიდან აურაცხელი ნამუშევრებია ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოდან, ეს ინფორმაცია გაუვარჯიშებელი გონების სრულ ოკუპაციას ახდენს და აქვეითებს კრეატიულ ხედვას. ამიტომ საჭიროა, ბევრ ვიზუალურ მასალას გავეცნოთ, არა მხოლოდ გრაფიკული დიზაინის ტრენდებს, არამედ სხვა ხელოვნების დარგებს და შევქმნათ ნიადაგი ახალი იდეების აღმოსაცენებლად”

ამდენად, თუ მზად ხარ, ბევრი იშრომო და დიზაინის სამყაროში მარიამთან ერთად შეაბიჯო, კურსზე რეგისტრაცია ახლავე შეგიძლია.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება