გრაფიკული დიზაინის კურსიდან PSP-ში - თორნიკე გორდეზიანის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

“ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადადგმული ნაბიჯი იყო Commschool. თქვენთან მიღებული ცოდნით ვარ დღეს იქ, სადაც ვარ და ყველგან სიამაყით ვიტყვი, რომ ვარ “ქომსქულელი”” – თორნიკე გორდეზიანი გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია, რომელიც ტოპ კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა და შედეგად კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში გარანტირებული სტაჟირება JWT Metro-ში გაიარა.

Commschool-ში კურსდამთავრებულთა კლუბი ფუქნციონირებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სკოლის ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან მიიღებენ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, JWT Metro, Redberry და სხვა. შეგიძლია, აქვე, სხვა კურსდამთავრებულების წარმატების ისტორიებიც იხილო.

თორნიკემ Motion design-ის მიმართულებითაც გადაწყვიტა განვითარება – კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი საბოლოოდ PSP-ს გუნდს შეუერთდა:

“Commschool-ში უკვე რიგით მეორე კურსის – მოუშენ დიზაინის დასრულების შემდეგ, დავიწყე ვაკანსიების თვალიერება. ფეისბუქზე წავაწყდი “PSP”-ს პოსტს, რომ ეძებდნენ დიზაინერს. ძირითადად მაინც სოც-მედია ვიზუალებზე იყო აქცენტი. ყველაზე ნაკლები გამოცდილება ზუსტად მაგ კუთხით მქონდა, თუმცა ბედი ვცადე და გავაგზავნე პორტფოლიო, სადაც ვერცერთ მსგავს ნამუშევარს ვერ ნახავდით. ჩემდა გასაკვირად, პასუხიც მომივიდა. 
ისე აღმოჩნდა, რომ ორ თვეში, საკმარისად კარგად მასწავლეთ, რამაც დიდი გასაქანი მომცა დავალების ხარისხიანად შესრულებისთვის. 30-მდე დიზაინერიდან არჩევანი ჩემზე შეჩერდა“.

თორნიკე დიზიაინის სფეროში თავისი კარიერული გზის დასაწყისზეც მოგვიყვება:

“გრაფიკული დიზაინის დასრულების მერე, ძირითადად კერძო შეკვეთებს ვიღებდი, თან JWT Metro-მ ამიყვანა სტაჟირებაზე და ცალკე არც მიძებნია რაიმე. პროექტების მხრივ, ძირითადად, ლოგოებზე ვმუშაობდი. მაგალითად, ბიუთი და ბოტანიკის თემატიკებზე”. 

თოკოს თქმით, სტაჟირებამ მის პროფესიულ ზრდას ხელი შეუწყო:

“სტაჟირების პერიოდშიც მაძლევდნენ გარკვეულ რჩევებს დიზაინზე, თუ სად შეიძლებოდა მეძებნა ინსპირაციები ან რა კუთხით მივდგომოდი საკითხს, რაც ასევე დამეხმარა ჩემი ნამუშევრების დახვეწაში და პორთფოლიოც ივსებოდა სათანადო ვიზუალებით”.

თოკო ამბობს, რომ Commschool-მა მისი იმედები გაამართლა, რადგან კურსებზე მიღებული ცოდნით აგრძელებს კარიერულ განვითარებას:

“რაც მთავარია, კურსის დასრულების შემდეგაც არ მომკლებია ყურადღება თქვენი მხრიდან. ცხადია, ყველას ვურჩევ გახდეს “ქომსქულელი””.

აქვე გეტყვი, რომ Commschool-ში Motion Design-ის პროგრამაზე სტუდენტებს რეალურ ბრიფებზე მუშაობა უწევთ, რაც დამკვეთებისგან მიღებული პროექტების შესრულებას გაუმარტივებთ. ასევე, კურსის გავლის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობაც სულ 2 თვეა და მაქსიმალურად პრაქტიკაზეა ორიენტირებული, კურსდამთავრებულები შეძლებენ After Effects-ში სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლებას, სარეკლამო რგოლების შექმნას, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას და სხვა მრავალს 

ასე რომ, თუ გინდა, შემდეგი წარმატების ისტორია შენზე დაიწეროს, გინდა, რომ მიიღო ხარისხიანი ცოდნა პროფესიონალურ გარემოში და რეალური დასაქმების შესაძლებლობა, დარეგისტრირდი პროგრამაზე და შენც გახდი “ქომსქულელი”!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება