Python

  • 5.0 შეფასება

  • 20 ლექცია

  • 60 საათი

  • 10 კვირა

დღესდღეობით Python ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული პროგრამირების ენაა. Google, Dropbox, Spotify, Amazon, Facebook, Instagram – იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სერვისების მნიშვნელოვანი კომპონენტები სწორედ Python-ის გამოყენებითაა შექმნილი. მას გააჩნია დეველოპერების აქტიური, გლობალური კომუნა და ერთ-ერთი ყველაზე მეტი ღია წყაროს ბიბლიოთეკა, რაც ხელს უწყობს ამ სფეროში გლობალურ მასშტაბზე საქმიანობასა და ენის განვითარებას.

Python ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Back-end დეველოპმენტის, მანქანური სწავლების, მონაცემთა ინჟინერიისა და ღრუბლოვანი სერვისებისთვის. სწორედ ამიტომ, მისი შესწავლა კარგი სტარტია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნება აინტერესებს.

კურსის განმავლობაში გავივლით კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს, შევისწავლით Python-ის პროგრამირების ენას და ავაწყობთ ვებ სერვისს Django-სა და Flask-ის framework-ებით, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს გადადგან შემდეგი კარიერული ნაბიჯები Back-end Development-ში, რადგან მათ Github პორტფოლიოში უკვე იქნება კურსის ფარგლებში შესრულებული ინდივიდუალური პროექტი.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: Django, Flask, Vscode, FastAPI.

  • IDE-ს (vscode) სამუშაო გარემოს გამართვა & პროექტებზე მუშაობა

  • პროექტის მართვა ვერსიის კონტროლის გამოყენებით

  • პროექტის სუფთად & ლოგიკურად ორგანიზება

  • Python ყველაზე პოპულარული web framework-ების გამოყენება

  • Python Back-end Deployment & რეკომენდირებული მიდგომების გამოყენება

  • Python პროექტის ფუნქციონალის ტესტირება

  • Python პროექტისთვის დოკუმენტაციის მომზადება

  • OOP მიდგომების გამოყენება ამოცანების გადასაწყვეტად

  • Python პროექტში პაკეტების მართვა & მუშაობა

  • Python პოპულარული პაკეტების გამოყენება ჩაშენებული ბიბლიოთეკიდან

  • Python პოპულარული open-source პაკეტების გამოყენება

  • Python-ის გამოყენებით მონაცემთა ბაზებთან მუშაობა

  • Python-ის გამოყენებით ინფორმაციის შეგროვება & საბაზისო დონეზე გასუფთავება

  • Python-ის გამოყენებით სერვისებთან ინტეგრაცია / ინტერაქცია

  • Python-ის Framework-ების (Django, Flask, FasAPI) დამოუკიდებლად გამოყენება

  • Python-ის პროგრამირების ენის გამოყენებით შემდგომი კარიერული განვითარება რამდენიმე მიმართულებით (web development, data science, data analytics, web scraping)

14 მარტი 1400₾

ორშ-ხუთშ 20:00-23:00

14 აპრილი 1400₾

ორშ-ხუთშ, 19:30-22:30

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

ნულიდან დამწყებთათვის

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს Back-end Development-ის, კონკრეტულად Python-ის შესწავლა 0-დან, რათა დაიწყონ ვებ აპლიკაციების ან/და ვებ სერვისების წერა.

პროგრამისტებისთვის

კურსი შეესაბამება ისეთ პირებსაც, ვისაც უკვე ჰქონია შეხება პროგრამირების სხვა ენებთან და ახლა Python-ის შესწავლა უნდა.

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები
Python-ის ჭრილში პროგრამირების ისტორიის ზოგადი მიმოხილვა
Python პროგრამირების ენის ამჟამინდელი სტატუსი
Python-ის სამუშაო გარემოს გამართვა
კურსისა და მიღებული გამოცდილების აღწერა
კურსის განმავლობაში სწავლის რეკომენდირებული მიდგომები
Python-ის სინტაქსის მიმოხილვა
Python-ის ინტერპრეტატორი
Python-ის კოდის რეზერვირებული სიტყვები
დამატებითი წყაროების გაცნობა ცოდნის გაღრმავებისთვის
Python-ის საბაზისო მონაცემთა ტიპები
ტიპებისა & მათი ანოტაციის შესავალი
ცვლადები
მონაცემთა ტიპებზე ოპერაციების მიმოხილვა
პროგრამის შესრულების თანმიმდევრობა
პრაქტიკული დავალება
Python პროგრამის გაშვება & მასთან დაკავშირებული დეტალები
პროგრამის შესრულების თანმიმდევრობა
ბლოკები
პირობითი ოპერატორები
ციკლები
პრაქტიკული დავალება

სტრიქონები და მასთან დაკავშირებული ოპერაციები
list, tuple & მასთან დაკავშირებული ოპერაციები (ნაწილი 1)
Mutable & Immutable ტიპების განხილვა
პრაქტიკული დავალება
ტესტი
set & მასთან დაკავშირებული ოპერაციები
dict & მასთან დაკავშირებული ოპერაციები
datetime გარჩევა დროსთან & თარიღთან სამუშაოდ
სხვადასხვა კოლექციის ტიპები მეტად სპეციფიკური შემთხვევებისთვის
კოლექციებთან სამუშაო ფუნქციების განხილვა (itertools მოდული)
ანონიმური ფუნქციები
პრაქტიკული დავალება

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: Python სარგებლობს პოპულარობით თავისი სიმარტივით, რაც იდეალურს ხდის დამწყები პროგრამისიტებისთვის. იგი ფართოდ გამოიყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვებ განვითარება, მონაცემთა მეცნიერება და AI. მიუხედავად იმისა, რომ ეს კურსი ყურადღებას ამახვილებს C#, პითონის სწავლებას შეუძლია გააძლიეროს თქვენი ცოდნა და გახსნას ფართო კარიერული შესაძლებლობები სხვადასხვა ინდუსტრიებში.
A: Python გაძლევთ მრავალ კარიერულ შესაძლებლობას სხვადასხვა ინდუსტრიაში. ის ხშირად გამოიყენება ისეთი როლებისთვის, როგორიცაა ვების განვითარება, მონაცემთა მეცნიერება, მანქანური სწავლების ინჟინერია, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, ავტომატიზაციის სპეციალისტი და DevOps ინჟინერია. Python-ის მრავალმხრივობა ასევე საჭიროა ხელოვნურ ინტელექტში, ფინანსურ ანალიზში, კიბერუსაფრთხოებაში და ვიდეო თამაშების განვითარებაში. Python-ის ფართო გამოყენების გამო, როგორც ტექნოლოგიურ სტარტაპებში, ასევე დიდ კომპანიებში, მისი ცოდნა მაღალ მოთხოვნაშია და გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სტაბილური კარიერული პერსპექტივა.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად