Motion Design ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც აქტიურად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში, სატელევიზიო შოუებსა თუ პრომო ვიდეოებში, მხატვრულ თუ დოკუმენტური ფილმებში. ასევე, სოციალურ ქსელებში (ციფრული ბანერები, პოსტები, სთორი, ა.შ).
კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება, არამხოლოდ After Effect-ის ტექნიკური ცოდნის მიღებაზე, არამედ ანიმაციის იმ პრინციპებზე, მეთოდებსა და ხელსაწყოებზე, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები სხვადასხვა სირთულის პროექტის შესაქმნელად.
Პროგრამა სრულად დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის ანიმაციის შექმნა რეალური პროექტებიდან და ბრიფიდან გამომდინარე. რაც ყველაზე მთავარია, მიიღებენ ჯანსაღ კრიტიკასა და რჩევებს გაუმჯობესებისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: Adobe After Effects
-
გააცოცხლო სხვადასხვა სტილისა და სირთულის გრაფიკული ნამუშევარი ან/და შექმნა მოძრავი კომპოზიცია 0-დან;
-
სარეკლამო რგოლების შექმნა, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, ფონების, ლოგოს, აიქონების და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიკური ანიმაცია, ციფრული პროდუქტების UI ანიმაცია;
-
ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effects-ში;
-
3D ეფექტის შექმნა After Effects-ში;
-
მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალის და ანიმაციის შექმნა;
-
დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულის და ბიუჯეტის განსაზღვრა, ორგანიზებულად მუშაობა;
-
გამოიყენო მოუშენ დიზაინის ძირითადი პრინციპები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მარტივი თუ კომპლექსური პროექტისთვისაა საჭირო;
-
რილსის და პორტფოლიოს შექმნა.
სამ-შაბ 20:00-23:00, 12:00-15:00
სამ-შაბ 20:00-23:00, 12:00-15:00
ვისთვის არის კურსი
კრეატორებისთვის
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც Motion Design სწავლა სურს და ერთხელ მაინც უცდია ამ მხრივ, თუნდაც ტელეფონში, მასალის დამუშავება. ვისაც უკვე დაწყებული აქვს ამ სფეროს სწავლა, თუმცა უჭირს მხოლოდ ონლაინ რესურსით განვითარება.
შემოქმედებით სფეროს წამომადგენლებისთვის
ასევე გრაფიკული დიზაინერებისთვის, ვიდეო მემონტაჟეებისთვის ან/და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული შეხება აქვს სხვა მსგავს პროფესიებთან და სურთ Motion დიზაინის შესწავლა.
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან. ასევე Motion Design-ის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც გულისხმობს გარანტირებულ სტაჟირებებსა და გასაუბრებებს.
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსდამთავრებულები
სილაბუსი
აარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
საბა ხურციძე
Motion Design
საბა ხურციძე
Motion Design
საბა 2D/3D მოუშენ დიზაინერია, რომელსაც ამ სფეროში უკვე 8 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში უმუშავია ისეთ კომპანიებსა და სააგენტოებში, როგორებიცაა Leavingstone, Space Neo Bank, Slick, Admirals, ხოლო ამჟამად სენიორ მოუშენ დიზაინერის პოზიციას იკავებს კომპანია Finyard-ში (Innovative FinTech Software Solutions). უთანამშრომლია შემდეგ კომპანიებთან TBC, Bank of Georgia, Bolt Georgia, Terabank, Tbilisi Mall, Veli.Store, Attirance Georgia, Windfor’s Tbilisi, Casino Rolletto, JWT Metro, BetterFly DDB და ა.შ. მთავარი მიმართულებები, რომლებზეც საბა აქტიურად მუშაობს, არის 2D/3D სარეკლამო ტიპის მოუშენ დიზაინი და ციფრულ პროდუქტებში მოუშენ დიზაინის ინტეგრირება.
Behanceხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულადMotion გრაფიკოსისთვის საჭირო უნარები
Graduate Works : Motion Design ალბათ დაუკვირვებელ თვალსაც კი არ გამორჩებოდა, რომ თანამედროვე ციფრული სამყარო სავსეა ხარისხიანი მოძრავი ეფექტებით, რომელზეც სწორედ მოუშენ დიზაინერი ზრუნავს. მოუშენ დიზაინერი პასუხისმგებელია გააცოცხლოს გრაფიკული ელემენტი და ფლობდეს საკმარის კრეატიულობას იმისთვის, რომ მარტივი თეორიული იდეა კომპიტერის ეკრანზე მომხიბვლელ მოძრავ ელემენტად აქციოს. თუმცა საკმარისია კი კრეატიული აზროვნება იმისთვის, რომ წარმატებული მოუშენ დიზაინერი გახდე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მინდა გესაუბრო 5 ძირითად უნარზე, რომელიც მოუშენ დიზაინერს გამოარჩევს! 1.გრაფიკული დიზაინის ცოდნა იმისათვის, რომ კარგი მოუშენ გრაფიკოსი გახდე მნიშვნელოვანია კარგად ერკვეოდე გრაფიკული დიზაინის ისეთ ხელსაწყოებში, როგორებიცაა: ● Adobe Photoshop ● Adobe Illustrator მათი ცოდნა დაგეხმარება, თავად შექმნა შენთვის მომხიბვლელი გრაფიკები, რომელთა გაცოცხლებასაც After Effects-ში შეძლებ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანიმაციის აწყობის პროცესში ფერების და მიმზიდველი დიზაინის შექმნაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ. 2.ტიპოგრაფია - მიმზიდველი ბეჭდური ტექსტი ალბათ დამეთანხმები, რომ კონტენტს მიმზიდველს არამხოლოდ ლამაზი გრაფიკების ანიმაცია, არამედ ტექსტის შრიფტი და სწორად განაწილებაც ხდის. ამიტომ მნიშვნელოვანია დამკვეთისგან, მაგალითად მარკეტერისგან მოწოდებული საკვანძო სიტყვები (სლოგანი, კამპანიის სახელი და სხვა) სწორად და ლამაზად გადაანაწილო და აამოძრავო, ამგვარად შეძლებ მომხმარებლამდე ადვილად მიიტანო სათქმელი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოუშენ დიზაინერს ჰქონდეს უნარი შექმნას მარტივი, უნიკალური და თვალისთვის მიმზიდველი ბეჭდური ტექსტი. 3. კრეატიული აზროვნება რადაგან ამდენი ვისაუბრეთ მიმზიდველ კონტენტეზე, ვფიქრობ, არ გაგიკვრიდება თუ გეტყვი, რომ მოუშენ დიზაინერისთვის აუცილებელია კრეატიული აზროვნების უნარი. კრეატივი მოუშენ გრაფიკოსს ეხმარება: ● შექმნას ახალი ვიზუალი ● უჩვენოს მას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები ● შესძინოს ინდივიდუალიზმი,რაც ნამდვილად არის დიდი წარმატების საწინდარი ამ სფეროში! 4. 3D დიზაინისა და ფერების ცოდნა ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად 3D დიზაინი უფრო და უფრო ექცევა ყურადღების ცენტრში, რადგან მას აქვს ისეთი უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს/ სწორედ ამიტომ მოუშენ გრაფიკოსმა უნდა იცოდეს: ● როგორ გადაადგილდებიან ობიექტები 3D განზომილებაში ● როგორ უკავშირდებიან ობიექტები ერთმანეთს ● ფერების თეორია, რათა შექმნას დადებითი განწყობა მომხმარებელში 5. კარგი კომუნიკაციის უნარი დღევანდელ სამყაროში გასაკვირი არ არის, რომ ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა აუცილებლად მოითხოვს კარგი კომუნიკაციის ქონას და მათ რიცხვში ბუნებრივია, მოუშენ გრაფიკოსიც შედის. ეფექტიანი კომუნიკაციის არსებობა განსაკუთრებით მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც დიზაინერს უწევს ტექნიკურად "არადიზაინერ" დამკვეთთან საუბარი, რა დროსაც მისი ვალდებულებაა მარტივად და გასაგებად მიიტანოს დამკვეთამდე შესაბამისი კონტენტ ვიზუალი. Motion Design-ის პროგრამა 15 ლექცია I 45 საათი I 8 კვირა იხილე კურსის დეტალები ასე და ამგვარად, იმედი მაქვს შენთვის სრულად ამოვწურეთ ინფორმაცია Motion გრაფიკოსისა და მისთვის საჭირო უნარების შესახებ. აქვე გეტყვი, რომ თუ Motion Design-ის სწავლა გსურს, შემოგვიერთდი, კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. წარმატებული კურსდამთავრებულები კი Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირებას გაივლიან ჩვენს პარტნიორ კომპანიებში: Maverik, Burtula, Redberry. ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე
კურსდამთავრებულების ნამუშევრები - Motion Design
თანამედროვე ციფრული სამყარო დაწყებული სოციალური ქსელებიდან დამთავრებული სატელევიზიო შოუებითა და მხატვრული ფილმებით, წარმოუდგენელია Motion გრაფიკოსის გარეშე, რადგან ვიზუალურად გამართული და ხარისხიანი კონტენტი (ფილმის თრილერი, რილსი, კომერციული ვიდეო) არის ის რაც კონტენტს ყურებადს ხდის. შენ კი თუ დიზაინის სფეროში განვითარება გსურს, გეტყვი, რომ Motion Design ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სფეროა. მაგალითად, საქართველოში Motion გრაფიკოსის საშუალო ხელფასი 2500 ლარია, ხოლო თუ ფრილანს საიტებზე შევიჭყიტებით, ვნახავთ, რომ საათობრივი ანაზღაურება $28-$58 შორის მერყეობს.ამ ბლოგში კი მინდა Motion Design-ის ყველაზე საინტერესო მხარეზე, პროექტებზე გიამბო. როგორც Commschool-ის ლექტორმა, გურიკა ჩოხელმა გვითხრა "ყველა პროექტი უნიკალურია, შესაბამისად მათთან გამკლავების ერთადერთი გზა მუდმივად ახალი რაღაცების სწავლაა". Motion Design: ფინალური პროექტები ახლა კი მინდა ჩვენი სტუდენტების პროექტები გაგიზიარო, რათა უკეთესად აღიქვა თითოეული პროექტის უნიკალურობა.https://www.youtube.com/watch?v=IrB1AulO6xo&list=PL-gE3cnzObb2G_ghfPidoW1My2DsSlOm4&index=10 ორივე პროექტი რასაც უყურებ ვაჟა დესპოტაშვილის შესრულებულია. პირველი ვიდეო ლოგოს, აიქონებისა და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიური ანიმაციაა.მეორე ვიდეოში კი მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალი და ანიმაციაა შექმნილი. თუმცა მთელ ამ პროცესში არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მთავარია, საქმისადმი ისეთი სიყვარული და მხიარული განწყობა, როგორიც ვაჟას პროექტია.https://www.youtube.com/watch?v=QvoKCSwET-o&list=PL-gE3cnzObb2G_ghfPidoW1My2DsSlOm4&index=16 აქვე გეტყვი, რომ Motion Design-ის კურსის ბოლოს სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პრეოქტებზე, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო ტიპის ვიდეორგოლს ქმნიან. ეს კი ერეკლე სოსელიას ფინალური პროექტია, რომელზე მუშაობასაც ერეკლე ასე იხსენებს: "ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თითქმის ყველა იმ საკითხის გავლა გიწევს გონებაში, რაც აქამდე გისწავლია. ფიქრობ როგორ მიუდგე და როგორი სტილით გააკეთო - იყოს ძალიან მარტივი და სადა თუ დატვირთო მოძრაობებით."https://www.youtube.com/watch?v=liSknGaUQ6w&list=PL-gE3cnzObb2G_ghfPidoW1My2DsSlOm4&index=12 ეს კი რეზიკო თოხაძის ფინალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც მან აპლიკაციის ფრომოუშენზე იმუშავა. რეზიკო ვიდეოედიტორია, გარდა ამისა, კურსის გავლამდე Digital Art-ში უკვე მოღვაწეობა, რამდენიმე Software-იც მაღალ დონზე იცის, ამიტომ ფიქრობდა, რომ შემდეგი ნაბიჯი After Effects-ის შესწავლა უნდა ყოფილიყო.https://www.youtube.com/watch?v=jyPG9NAi8fE&list=PL-gE3cnzObb2G_ghfPidoW1My2DsSlOm4&index=1 კურსის გავლის შემდეგ კი რეზიკო გვიზიარებს, რომ: "თუ აქამდე, ვიდეოსთვის საჭირო გრაფიკულ სთოქებს სხვადასხვა საიტებზე ვეძებდი და ხშირად არ იყო ისეთი, როგორიც მინდოდა, ახლა უკვე თავად შემიძლია შევქმნა საჭირო გრაფიკა." Motion Design: კურსის შესახებ ვფიქრობ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კურსდამთავრებულებს მსგავსი კომპლექსური ხასიათის ფინალური პროექტების შექმნა სულ რაღაც 15 ლექციაში შეუძლიათ. აქვე გეტყვი, რომ Motion Design-ის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ:გააცოცხლო ნებისმიერი გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია ან/და სხვა ვიზუალური მასალასარეკლამო რგოლების შექმნა, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, ფონების, ლოგოს, აიქონების და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიკური ანიმაცია, მობილური აპლიკაციის UI ანიმაცია, HUD ელემენტების ანიმაცია.ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effects ში3D ეფექტის შექმნა After Effects-ში ფოტოებით და გრაფიკული ილუსტრაციებითმარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალის და ანიმაციის შექმნადამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულის და ბიუჯეტის განსაზღვრა, ორგანიზებულად მუშაობაგამოიყენო მოუშენ დიზაინის ძირითადი პრინციპები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მარტივი თუ კომპლექსური პროექტისთვისაა საჭირო.რილსის და პორტფოლიოს შექმნა Motion Design-ის პროგრამა 15 ლექცია 45 საათი 8 კვირა გაიგე მეტი კურსის შესახებ თუ კურსდამთავრებულების სხვა ნამუშევრებიც გაინტერესებს, ბმულს გიტოვებ, სადაც უფრო მეტ საინტერესო რამეს აღმოაჩენ. მანამდე კი გეტყვი, რომ დღევანდელ სწრაფად განვითარებად და ცვალებად სამყაროში გადაწყვეტილებების მიღება დაკვირვებულად და გააზრებულად გვმართებს, ამიტომ თუ Motion გრაფიკოსობაზე ერთხელ მაინც გიფიქრია, გირჩევ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩაეწერო უფასო კონსულტაციაზე კონსულტაციაზე ჩაწერა 1 600 ₾ What you'll learn ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება პროტოტიპის შექმნა პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა ციფრული პროდუქტის გუნდში მუშაობა UX Research & Design პროგრამა გათვლილია დამწყები UX... 22 ლექცია 66 საათი 1 100 ₾ What you'll learn როგორ დაგეგმო სწორად დიზაინ-პროექტები ჩამოგიყალიბდება ხედვა თუ როგორი უნდა იყოს გამართული დიზაინი გექნება Adobe Photoshop და Adobe Illustrator-ის აუცილებელი ტექნიკური ცოდნა გეცოდინება რა პრინციპები უნდა გაითვალისწინო მუშაობის პროცესში, რათა მარტივი და მოკლე გზებით მოახერხო დავალების შესრულება Graphic Design For Beginners პროგრამა მათთვის, ვისაც... 14 ლექცია 42 საათი 1 200 ₾ What you'll learn გააცოცხლო ნებისმიერი გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია ან/და სხვა ვიზუალური მასალა სარეკლამო რგოლების შექმნა, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, ფონების, ლოგოს, აიქონების და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიკური ანიმაცია, მობილური აპლიკაციის UI ანიმაცია, HUD ელემენტების ანიმაცია. ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effects-ში 3D ეფექტის შექმნა After Effects-ში ფოტოებით და გრაფიკული ილუსტრაციებით მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალის და ანიმაციის შექმნა დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულის და ბიუჯეტის განსაზღვრა, ორგანიზებულად მუშაობა გამოიყენო მოუშენ დიზაინის ძირითადი პრინციპები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მარტივი თუ კომპლექსური პროექტისთვისაა საჭირო რილსის და პორტფოლიოს შექმნა Motion Design მათთვის, ვინც ზუსტად იმ ღილაკს... 15 ლექცია 45 საათი
მოუშენ დიზაინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია
ანიმაციის შექმნაზე და გრაფიკის გაცოცხლებაზე, ალბათ, ერთხელ მაინც გიოცნებია. ამ მხრივ სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ მოუშენ დიზაინი, dribbble-ის დიზაინის საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად, დიზაინის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის აღმოჩნდა! მოუშენ დიზაინი სულ უფრო მზარდი და მოთხოვნადი პროფესია ხდება და Commschool-იც არ აყოვნებს, რომ მოუშენ დიზაინის შესწავლის საშუალება მოგცეს. მოუშენ გრაფიკა მოძრავ, ციფრულ ანიმაციას მოიცავს, შესაბამისად, მოუშენ დიზაინი გრაფიკული დიზაინის პრინციპების, ანიმაციისა და ეფექტების, ვიდეო-პროდუქტში გამოყენებას გულისხმობს. https://vimeo.com/426000873 Motion Design- ის ლექტორის, ბექა იჩქითის ნამუშევრები მოუშენ დიზაინერი დიზაინს ქმნის როგორც ინტერნეტ, ისე სატელევიზიო სივრცისა და ფილმებისთვის: სარეკლამო რგოლები, მუსიკალური კლიპები, სატელევიზიო შოუები თუ პრომო ვიდეოები, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, სოციალურ ქსელებში ციფრული ბანერები, პოსტები და ა.შ - მოუშენ დიზაინერის სამუშაო არეალი მთელ ამ სფეროს მოიცავს; ამდენად, გასაკვირი არც არის, რომ ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტის განვითარებასთან ერთად, მოუშენ დიზაინერებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. ამასთან, ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია: საქართველოში ის საშუალოდ 2000 ლარია, ხოლო უცხოურ ბაზარზე - კიდევ უფრო მაღალი. კარგი ამბავია ის, რომ მოუშენ დიზაინის შესწავლა Commshool-ში უკვე შეგიძლია. კურსი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვისაა: დაწყებული შემოქმედებით სფეროში ან/და დიზაინის სხვა მიმართულებებში სპეციალიზებული ადამიანებით, დამთავრებული ნებისმიერი პირით, ვისაც სფეროს ინტერესი აქვს და ერთხელ მაინც უცდია, თუნდაც ტელეფონში, ამ მხრივ მასალის დამუშავება. Კურსის განმავლობაში სტუდენტები Adobe After Effect-ის ტექნიკურ ცოდნასთან ერთად სხვადასხვა სირთულის პროექტების შესაქმნელად საჭირო მეთოდებსა და ხელსაწყოებსაც გაეცნობიან. მნიშვნელოვანია, რომ კურსი სრულიად პრაქტიკულ სამუშაოებზეა დაფუძნებული: სტუდენტები რეალური პროექტებისა და ბრიფების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ანიმაციების შექმნაზე იმუშავებენ. კურსის გავლის შემდეგ ბევრ ახალ უნარს შეიძენ: ნებისმიერი ვიზუალური მასალის გაცოცხლება, სარეკლამო რგოლების, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, მობილური აპლიკაციის UI ანიმაციისა თუ HUD ელემენტების ანიმაციიის შექმნა. მათი გამოყენება კი გადაცემების ქუდებისა და გრაფიკული შეფუთვის, ფილმების ტიტრებისა თუ ანიმაციების შესაქმნელად შეგეძლება. ამასთან, კურსის განმავლობაში Დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებისა და პროექტის სირთულის/ბიუჯეტის განსაზღვრის უნარებსაც განივითარებ. ბექა იჩქითი, Motion Design-ის ლექტორი ამ ყველაფერთან ერთად ლექტორის რჩევები და ობიექტური კრიტიკაც არ მოგაკლდება. ლექტორი კი, კომპიუტერული გრაფიკის სფეროში 11 წლიანი გამოცდილების მქონე ბექა იჩქითი იქნება. წლების განმავლობაში მას ნამუშევარი აქვს წამყვანი ტელევიზიებისა და კრეატიული სააგენტოების, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მსხვილი ბრენდების პროექტებზე, მათ შორის: TBC, GPI , Beeline, Subway, Toyota, Lenovo, Alta, Metromart, Smiley, Kia UK, Tumblr, Paramount Pictures, Srixon Golf, Fluke corporation და ა.შ. Საერთო ჯამში, ბექას 500-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტზე აქვს ნამუშევარი. წინასწარ გეტყვი, რომ მომდევნო ბლოგში ლექტორზე კიდევ უფრო ცხად წარმოდგენას შეგიქმნი. კურსზე მიღება უკვე გამოცხადებულია და ის თავის პირველ სტუდენტებს ელის. შემოგვიერთდი კურსზე ჩარიცხვა ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი