მარკეტინგის სფერო ხშირ შემთხვევაში მოიაზრება მარტივ, „რომანტიკულ“ და სახალისო სამუშაო გარემოდ. სინამდვილეში იმისთვის, რომ მარკეტინგის მენეჯერისთვის სამუშაო პროცესი გახდეს მარტივი და მრავალფეროვანი, საკმაოდ ბევრი, სისტემური და თანმიმდევრული ნაბიჯებია გადასადგმელი. კურსი სწორედ ამ ნაბიჯებს ეხება.
პროგრამა შექმნილია მარკეტერებისთვის, ვისაც სურთ ჩაუღრმავდნენ სტრატეგიულ მარკეტინგს და ლიდერობას მარკეტინგში. კურსი აგებულია პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ ინსაითებზე – იმაზე, რასაც ვერსად წაიკითხავ, თუ პრაქტიკაში არ გამოცდი – რეალურ პროცესზე, მიმდინარე გამოწვევების მიღებასა და გადალახვაზე.
ინტერაქციულ სესიებზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კომპანიის ბიზნეს პროცესებს შეხედონ განსხვავებული პრიზმიდან, მიიღონ შთაგონება და მოტივაცია, რათა მათი ყოველდღიური სამუშაო გამოცდილება გახდეს საინტერესო. ისინი შეძლებენ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენონ რეალურ სამუშაო გარემოში.
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: ბრენდინგი, ბიუჯეტირება, სააგენტოს მენეჯმენტი.
-
სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
-
ბრენდის იდენტობის განსაზღვრა და მართვა, რებრენდინგი;
-
ბაზრის კვლევის შედეგების რეალურ სცენარებში გამოყენება - კვლევის დაგეგმვა და მიღებული ინსაითების თარგმნა ეფექტური შედეგების მისაღებად;
-
მარკეტინგის ძირითადი მეტრიკების გამოყენება;
-
სააგენტოს შერჩევის პროცესის ჩატარება და კრეატიულ გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია
-
კამპანიის დაგეგმვა და მისი შეფასება;
-
ბიუჯეტის მენეჯმენტი და რესურსების ეფექტურად გადანაწილება;
-
გუნდის წევრებთან, სხვა დეპარტამენტებთან და მენეჯმენტთან სწორი კომუნიკაცია;
ორშ-ხუთშ 20:00-23:00
ორშ-ხუთშ 20:00-23:00
ვისთვის არის კურსი
მარკეტერებისთვის
კურსი განკუთვნილია მოქმედი მარკეტერებისთვის, ვინც უკვე მართავს ან მონაწილეობს კომპანიის საკომუნიკაციო მიმართულების და მარკეტინგული რესურსების მენეჯმენტში.
საშუალო რგოლის მარკეტინგის მენეჯერებისთვის
კურსი განკუთვნილია უმცროსი ან/და საშუალო რგოლის მარკეტინგის მენეჯერებისთვის, ვისი მიზანიცაა, გაიუმჯობესონ სტრატეგიული ხედვა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსდამთავრებულები
სილაბუსი
აარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
ეთო მერებაშვილი
Marketing Management
ეთო მერებაშვილი
Marketing Management
ეთოს მარკეტინგის სფეროში მუშაობის 13+ წლიანი გამოცდილება აქვს, რა დროის განმავლობაშიც მისი უშუალო ხელმძღვანელობით 40-ზე მეტი კამპანია განხორციელდა. მისი კარიერა დაიწყო თეგეტა მოტორსში, სადაც სხვადასხვა დროს იკავებდა განსხვავებულ პოზიციას - სოციალური მედიის სპეციალისტიდან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციამდე. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც რითეილის, ასევე B2B მარკეტინგს ქართულ და გლობალურ ბრენდებთან. კარიერის უდიდესი ნაწილი უკავშირდება კომპანია zoommer-ს, მის რებრენდინგსა და ყველაზე ხმაურიან კამპანიებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც მარკეტინგ კონსულტანტი და კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში უწევდა დახმარებას. სულ ახლახან კი ეთო შეუერთდა კავკასიის ავტო იმპორტის გუნდს CMO-ს პოზიციაზე და საქართველოს გარდა, უხელმძღვანელებს არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და უკრაინის ბაზრების მარკეტინგს.
Linkedinხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულად"მარკეტინგის 70% უხილავი შრომაა" - ეთო მერებაშვილი
მარკეტინგის სფერო მრავალი ადამიანისთვის მხოლოდ კრეატიულ რეკლამებთან ასოცირდება. სინამდვილეში მარკეტინგის მენეჯმენტი ბევრად კომპლექსური პროცესია. იგი მოიცავს ბაზრის კვლევას, ბიუჯეტის სწორად გაწერას, კამპანიის ეფექტურად დაგეგმვას, ექსელთან მუშაობას, გუნდის მართვას. კამპანიის წარმატებისთვის კი აუცილებელია სისტემურობა და თანმიმდევრულობა. თუ გაინტერესებს, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს ლამაზი და შთამბეჭდავი რეკლამების ფარდებს მიღმა, ამ ბლოგს გაეცანი. ეთო მერებაშვილი, მარკეტინგის მენეჯმენტის ლექტორი, მოგიყვება, რატომ არის საჭირო მარკეტინგული კამპანიები და რა განაპირობებს მის ეფექტურობას. ეთოს მარკეტინგის სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს, რა დროის განმავლობაშიც მისი უშუალო ხელმძღვანელობით 40-ზე მეტი კამპანია განხორციელდა. მისი კარიერა თეგეტა მოტორსში დაიწყო, სადაც სხვადასხვა დროს იკავებდა განსხვავებულ პოზიციას სოციალური მედიის სპეციალისტიდან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციამდე. ეთოს გამოცდილება მოიცავს როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე B2B მარკეტინგს ქართულ და გლობალურ ბრენდებთან. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი კომპანია zoommer-ს უკავშირდება, მის რებრენდინგსა და ყველაზე ხმაურიან კამპანიებს. ზუმერის რებრენდინგი, ზუმერის ადმინის ფენომენი, ზუმერული ახალი წლები - ეს არის პროექტების ჩამონათვალი, რომლებსაც 2015-დან 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეთო მუშაობდა როგორც მარკეტინგ კონსულტანტი და კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში დახმარებას უწევდა. სულ ახლახან კი კავკასიის ავტო იმპორტის გუნდს CMO-ს პოზიციაზე შეუერთდა. საქართველოს გარდა ეთო არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და უკრაინის ბაზრების მარკეტინგს უხელმძღვანელებს. საქმისადმი მთავარი მიდგომა, ალბათ, ისაა, რომ ძალიან მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ და არ ვუდგები მას, როგორც “დავალებას”. ვცდილობ, რომ იმ პროექტიდან, რაზეც ვმუშაობ მაქსიმალური სარგებელი და ეფექტი მივიღო რეალურად რას მოიცავს მარკეტინგის მენეჯმენტი? "მარკეტინგი პრობლემის გააზრებისა და პრობლემიდან ამოსვლის საკითხია და არა უბრალოდ ლამაზი ვიდეოები და კარგი პოსტები სოციალურ მედიაში", - ამბობს ეთო. მისი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი შთაბეჭდილება მარკეტინგის სფეროს შესახებ არის ის, რომ იგი მხოლოდ რეკლამაა. რეალურად კი მარკეტინგი ბაზრის კვლევას, პროდუქტის განვითარებას, მომხმარებელთა ქცევის ანალიზსა და სხვა მრავალ შრომატევად პროცესს მოიცავს. როგორც წესი, მარკეტინგს გარედან აღიქვამენ როგორც რეკლამების სამჭედლოს, რაც ასე არ არის. სინამდვილეში მის უკან ძალიან დიდი შრომა იმალება გაყიდვების, პროდუქტებისა და სხვა დეპარტამენტებთან. ჩვენი საქმის 70% უხილავი შრომაა. როგორ ეთო ამბობს, მარკეტინგული კამპანიების უკან დიდი შრომა დგას. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მარკეტინგული აქტივობების ციკლი სრულად დაგეგმილი იყოს. საჭიროა წლის კალენდრის, კონტენტ კალენდრის არსებობა. ამის გარეშე ბიუჯეტს ვერ განსაზღვრავ, დედლაინებს ვერ დაალაგებ, პროექტის ვადაში ჩატევა გართულდება. შესაბამისად, ეფექტურად მუშობა გამორიცხულია. მარკეტინგული კომუნიკაცია კი მაშინ არის წარმატებული, როდესაც: სწორად არის შერჩეული სამიზნე აუდიტორია, რათა მათი საჭიროებები სწორად დადგინდეს; გზავნილი მკაფიო და თანმიმდევრულია; ხდება ემოციური კავშირის დამყარება აუდიტორიასთან; კამპანია დროული და შესაბამისია - გზავნილი სწორად ეხმიანება დღევანდელ საჭიროებებს; საკომუნიკაციო არხების სწორად არის გამოყენებული - მომხმარებელს სწვდება იქ, სადაც მათი ყველაზე დიდი კონცენტრაციაა; არის გაზომვადი. https://www.youtube.com/watch?v=3OGNEus8GQs გარდა ამისა, ეთო მიიჩნევს, რომ მარკეტინგი პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. მარკეტინგისა და პროდუქტების გუნდების კოორდინაცია ბაზარზე პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობასა და წარმატებას განაპირობებს: მომხმარებლების ინსაითები გავლენას ახდენს პროდუქტის დიზაინზე. შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტს ქმნი; ცდილობ, ბაზარს მიაწოდო ისეთი პროდუქტი, რომელიც ბრენდის გზავნილსა და ღირებულებებს ეხმიანება; ბაზარზე გასვლის ეფექტური სტრატეგიები - უკუკავშირების შეგროვება და პროდუქტის განვითარების პროცესში გამოყენება; მარკეტინგის დახმარებით პროდუქტზე ინტერესი ჩნდება. მარკეტინგის როლი ბიზნესის წარმატებაში მარკეტინგი კრეატიულობის, მონაცემთა ანალიზისა და ფსიქოლოგიის გამოყენებით ცდილობს, გავლენა მოახდინოს მომხმარებლის არჩევანზე; ცდილობს შექმნას ისეთი დამაჯერებელი ნარატივები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელთან ურთიერთობას მარტივად დაამყარებს და მათ საჭიროებებს მოერგება. სტრატეგიული კამპანიები ამბის თხრობითა და მომხმარებლის ჩართულობით კი ბრენდის ღირებულებასა და მისდამი ნდობას ქმნის. ამიტომ, ეთოს აზრით, სწორად დაგეგმილ სტრატეგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მარკეტინგი სტრატეგიით და სტრატეგიის გარეშე - ეს იგივე, რაც ლაბირინთში რუკით და რუკის გარეშე სიარული. ალბათ, ხშირად გსმენია მოსაზრება იმის შესახებ, რომ კარგ პროდუქტს მარკეტინგი არ სჭირდება. ეთოს თქმით, ეს შეხედულება მცდარია, რადგან საუკეთესო პროდუქტი მარკეტინგის გარეშე შესაძლოა ყველასგან შეუმჩნეველი დარჩეს. მარკეტინგი საჭიროა ხილვადობისთვის. იგი ბაზარს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის უპირატესობაზე. ზოგისთვის მარკეტინგი მანიპულაციაა - ატყუებს ადამიანებს იყიდონ ის, რაც არ ჭირდება. თუმცა ეთიკური მარკეტინგი ორიენტირებულია მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათ დაკმაყოფილებაზე, ღირებულებების შექმნაზე. მსგავსი მიდგომა კი ნამდვილად აუმჯობესებს მომხმარებლების ყოველდღიურობას, ან ჭრის მათ პრობლემებს. მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი 13 ლექცია | 39 საათი |6 კვირა იხილე სილაბუსი როდის დგება რებრენდინგის საჭიროება? რაც შეეხება რებრენდინგს, ეთოს აზრით, კომპანიისთვის მისი საჭიროება დგება, როდესაც: ბრენდის იდენტობა მოძველებულია - ბრენდი ვერ მიყვება ბაზრის დინამიკას, მომხმარებლის პრეფერენციებს, ან შეიცვალა კომპანიის ხედვა, მისია და ღირებულებები; რეპოზიციონირება - როდესაც კომპანიას სურს ბაზრის ახალი სეგმენტის ათვისება და ბაზარზე მისი პოზიციონირების ცვლილება; ნეგატიური ასოციაცია - ბრენდის დისტანცირება უარყოფითი წარსულისგან; შერწყმა - როდესაც ორი კომპანია ერთიანდება; რებრენდინგის პროცესი მოიცავს: ვიზუალური იდენტობის ახალი დიზაინის შექმნას - ლოგოს, ფერთა გამის, ტიპოგრაფიის, ვიზუალური სტილის ცვლილებას; ბრენდის გზავნილი, დაპირება, Tone of voice - რომლებიც ეხმიანება ბრენდის განახლებულ ღირებულებებს და მიზნებს; ყველა მარკეტინგული მასალის განახლება. მისი ეფექტურობა კი შემდეგი კრიტერიუმებით იზომება: ბრენდის ცნობადობა და აღქმა - როგორ შეიცვალა რებრენდინგის შემდგომ მომხმარებლის განწყობა; მომხმარებლის ჩართულობა - მისი გაზომვა სოციალურ მედიაში, ვებ-გვერდებზე; გაყიდვებისა და ბაზრის წილის გაანალიზება; თანამშრომლების უკუკავშირი და განწყობა; ბრენდის იდენტობის გაძლიერება, ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესება. მარკეტინგის მენეჯერი - საჭირო უნარები და კვალიფიკაცია მარკეტინგში გადაწყვეტილების მიმღები პირის საჭირო უნარებზე საუბრისას ეთომ რამდენიმე ფაქტორი გამოყო: მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები; ადაპტაცია და სისწრაფე - თუ უმალვე ცვლილებებს ალღოს ვერ აუღებ, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გამოტოვო და ვეღარასდროს დაეწიო; ექსპერიმენტები - თუ არ სცადე, ვერასდროს გაიგებ, რა იმუშავებს და რა - არა. ლიდერობა მარკეტინგის დირექტორისთვის ნიშნავს სტრუქტურის სწორად წარმართვას. ლიდერობა მოიცავს გუნდების შთაგონებას, მოტივაციას და მართვას საერთო მიზნების მისაღწევად. რატომ გვჭირდება ლიდერობა? რამდენიმე მიზეზის გამო: მარკეტინგული სტრატეგიების ბიზნესის მიზნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; ინოვაციისა და ზრდისთვის - ბრენდის ევოლუციისა და ბაზარზე გაფართოებისთვის; გუნდის ერთიანობისა და მორალისთვის - მოტივირებული, ერთგული და ეფექტური გუნდის შესაქმნელად. ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები: Visionary thinking - ბაზრის ტენდენციების განჭვრეტა და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; ეფექტური კომუნიკაცია - სტრატეგიების მოლოდინებისა და უკუკავშირების მკაფიოდ ჩამოყალიბება; გაძლიერება და დელეგირება - გუნდში ლიდერობის ჩამოყალიბება, ავტონომიურობისა და პროფესიული ზრდის წახალისება. ამ უნარების გასავითარებლად ეთო გირჩევს, რომ სწავლის უწყვეტ რეჟიმში იყო. თვალყური ადევნე ინდუსტრიის ტენდენციებსა და ინოვაციებს მსოფლიოს მასშტაბით. დაესწარი საინტერესო სემინარებსა და ვებინარებს. მოითხოვე უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელისგან, თანამშრომლებისა და დაქვემდებარებულებისგან. ინფორმაციისა და გამოცდილებების გაცვლის მიზნით დაამყარე მუდმივი კავშირი შენი სფეროს წარმომადგენლებთან. ახლა კი კურსის შესახებ მოგიყვები. მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამის განმავლობაში შესაძლებლობა გექნება, ეთოსგან მიიღო საინტერესო ინფორმაცია ბევრ ისეთ პრაქტიკულ საკითხზე, რომლებიც წიგნებში არ წერია. არამედ უნდა გადაგხდეს, გამოცადო, რომ შემდეგ უკვე მზად იყო მსგავსი შემთხვევებისთვის. პროგრამის ფარგლებში სწორედ ამ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და სტრატეგიულ ხედვას გაიუმჯობესებ. კურსის განმავლობაში ეთო მრავალ დაუწერელ ამბავს გაგანდობს. ამიტომ, თუ მზად ხარ ახალი თავგადასავლებისთვის, დეტალურად გაეცანი სილაბუსს და Commschool-ში შემოგვიერთდი! დარეგისტრირდი
ამბები Marketing Management-ის კურსიდან - სოფიკო ბერიძე
Commschool ძალიან საინტერესო კურსის სილაბუსს მთავაზობდა, რაც ბაზარზე ჯერ არავის შეუთავაზებია. ეს იყო პრაქტიკული მარკეტინგი ციფრებში, რაც ყველაზე მთავარია ამ სფეროს სხვა მხრიდან შესწავლის შესაძლებლობას მაძლევდა. მარკეტინგის მენეჯმენტი გულისხმობს სტრატეგიული მარკეტინგის პროგრამების, პროცესებისა და აქტივობების შემუშავებას და განხორციელებას, რომლებიც ემსახურება უფრო ფართო ბიზნეს მიზნების განხორციელებას. წარმატების მისაღწევად ყალიბდება მომხმარებელთა შეხედულებები და ხდება შიდა პროცესების ოპტიმიზაცია. მსგავსი პროცესები ნებისმიერი მზარდი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც თუ გსურს პროგრესის ნაწილი გახდე და დაინტერესებული ხარ მარკეტინგის მენეჯმენტით, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში Marketing Management-ის კურსდამთავრებულს, სოფიკო ბერიძეს გაგაცნობ. სოფიკო უკვე 8 წელია მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს, მისი უმეტესი ნაწილი კი საინტერესო და ენერგიულ ავტოინდუსტრიას დაუთმო. თუმცა, ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი მარკეტინგში, საჭიროა სხვა სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარება და მათი ისტორიებისა და მიდგომების მოსმენაც. ამისთვის კი სოფიკომ Commschool აირჩია! ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები მჭირებოდა, ვგრძნობდი და ვაანალიზებდი რომ ჩემთვის მნიშვენელოვანი იყო სხვა დარგში მომუშავე ადამიანების გამოცდილების გაზიარება. სოფიკოს თქმით, პირველ ლექციაზე მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ლექტორთან ინტერაქციისას მიხვდა, რომ კურსის არჩევა ყველაზე დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო მისი კარიერისთვის. მისი აზრით, შთამბეჭდავი იყო, თუ რამდენად თანაბარი ყურადღება ეთმობოდა ანალიტიკასა და კრეატიულობას. კურსის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით მარკეტინგში ბიუჯეტირებების სწორად დაგეგმვასა და ანალიზზე, მაგრამ შემოქმედებითი ნაწილი და საზღვრებს მიღმა ფიქრი უყურაღებოდ არ გვრჩებოდა. კურსის მიმდინარეობისას სოფიკომ ახალი შემოთავაზება მიიღო ერთ-ერთი საინეტერსო გუნდისგან, რომლებიც აქტიურად ოპერირებდნენ უკრაინაში და საქართველში იწყებდნენ დამკვიდრებას. სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა მან ფინალურ პროექტზე მუშაობისას და ის საავტომობილო ინდუსტრიას მოარგო. პროექტზე მუშაობა თავიდან ძალიან რთული იყო, უნდა გამეცნო ახალი ბრენდი, ციფრებში დამნენახა ჩემი ყველა გადაწყვეტილება და სტრატეგიები ამის მიხევით დამეგემა, მიუხედავად იმისა რომ ამ ინდუსტრიაში დიდი ხანია ვარ, ამ პროექტმა ბევრი ახალი შესაძლებლობა მომცა, რასაც დღეს პარქტიკაში უკვე აქტიურად ვიყენებ. კურსის გავლის შემდეგ, სოფიკომ ბევრად უფრო სიღრმისეულად და საინეტერსოდ დაინახა მარკეტინგის სფერო. ხოლო, დღესდღეობით, ის 2mcars-ის გუნდის წევრია, სადაც კურსზე შეძენილ გამოცდილებას იყენებს ბრენდის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. მათ კი, ვინც მარკეტინგის სფეროთია დაინტერესებული სოფიკო ურჩევს: ეს არის კურსი, რომელიც უნდა გაიაროს ყველა მარკეტინგზე შეყვარებულმა ადამიანმა, კურსი - რომელიც უსაზღვროდ განსხვავებულ ხედვებს და გამოცდილებას გაძლევს, კურსი - რომელიც გეხმარება სწორად გათვალო ყველა აქტივობა და მისი შედეგების გაზომვა შეძლო მე კი, გეტყვი, რომ თუ გსურს უფრო სიღრმისეულად, მოკლე დროში, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით დაეუფლო მარკეტერის პროფესიას, ქომსქულში Marketing Management-ის კურსს 30 მაისს ვიწყებთ, შემოგვიერთდი! გაიგე მეტი Marketing Management-ის კრუსის შესახებ
"მნიშვნელობა არ აქვს, რამხელაა შენი ბიუჯეტი, რადგან მიზანი, ხარჯო ეფექტურად, უცვლელია" - სულხან ლაცაბიძე
როდესაც მარკეტინგს გვიხსენებენ, ჩვენს უმრავლესობას თვალწინ კრეტიული კამპანიებისა და რეკლამების დასაგეგმავ ორომტრიალში ჩაბმული ხალხი წარმოგვიდგება; აქვე ჩნდება კითხვაც - მაშინ რა არის მარკეტინგი?როგორც ჩანს, მარკეტინგი მხოლოდ და მხოლოდ “catchy” რეკლამების შექმნასა და გადასაღებ მოედანზე ღამის გათენებას არ გულისხმობს. სულხან ლაცაბიძე, მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის ლექტორი პროგრამის განმავლობაში თავის განსხვავებულ გამოცდილებას გაგვიზიარებს. სულხანმა მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა კომპანიაში მიიღო: ალდაგი, ბანკი “რესპუბლიკა”, ბილაინი, საქართველოს ლატარიის კომპანია, კავკასუს ონლაინი, ვისოლი, ჯეოსელი – ეს იმ კომპანიათა არასრული ჩამონათვალია, რომელთათვისაც სულხანს მარკეტინგის ან/და გაყიდვების განხრით უმუშავია. გაყიდვებსა და მარკეტინგში 18 წლის განმავლობაში გამოცვლილმა მრავალმა სამსახურმა მას მარკეტინგის პრაქტიკაში დანერგვის მთავარი პრინციპები დაანახა.მისთვის მარკეტინგი მომხმარებელთან რეგულარულ პოლემიკას, მისთვის “ნერვების მოშლას”, ე.ი. გამუდმებით მისი თვალთახედვის არეში ყოფნას ნიშნავს. მისი აზრით, მიუხედავად ბიუჯეტის ზომისა, მთავარია, რაღაც ფორმით მაინც, რეგულარულად იქცევდე მომხმარებლის ყურადღებას, ამისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი მძიმე ან გრძელვადიანი კომუნიკაციები. “მარკეტინგული კამპანიის მთავარი კომპონენტი კრეატიულად დაგეგმილი კამპანია ან/და ლამაზი რეკლამა არ არის, არამედ მთავარია, სწორად განსაზღვრო შენი რესურსი და მასზე დაყრდნობით გადაწყვიტო, რისი გაკეთება შეგიძლია” სწორედ ამის გამოა, რომ უშუალოდ მარკეტინგულ იარაღად სულხანი ფინანსებს, ექსელს, ციფრებს მიიჩნევს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტზე გიწევს მუშაობა; მთავარია, რაც შეიძლება, მალე ადაპტირდე და შენი უწინდელი გამოცდილება ახალ პროდუქტს მოარგო. მნიშვნელობა არც იმას აქვს, რამხელაა შენი ბიუჯეტი, რადგან მიზანი, ხარჯო ეფექტურად, უცვლელია. თუმცა, ვიდრე საქმე კამპანიების დაგეგმვა-წარმართვამდე მივიდოდეს, როგორც ის ამბობს, უმნიშვნელოვანესია, მარკეტინგული დეპარტამენტის შექმნა და მისი სტრუქტურული გამართვა: “ჯერ კონვეირი უნდა გამართო; მხოლოდ შემდეგ შეგიძლია, შეუდგე რამის კეთებას.”https://www.youtube.com/watch?v=zagq22PIP4A როგორც ვხვდებით, მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის უდიდესი ნაწილი პრაქტიკულ მეცადინეობას ეფუძნება, სულხანი საკუთარ მრავალფეროვან გამოწვევებსა და ქეისებს გაგიზიარებთ. მანამდე კი ჩვენ გაგიზიარებთ კურსდამთავრებულების შეფასებებს: "ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ლექტორთან გამოცდილების და აზრების გაცვლა. ვფიქრობ ის, რომ კურსი აწყობილია პრაქტიკულ გამოცდილებაზე ძალიან ბევრს ნიშნავს, ასევე თეორიული კუთხით იღებ ზუსტად იმ კონკრეტულ და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რასაც ყოველდღიურად გამოიყენებ და დაგჭირდება მუშაობის პროცესში." თამთა ხარაიშვილიBrand Manager at Askaneli "ძალიან რთულია დაინახო მარკეტინგის რეალური სახე მაშინ, როდესაც გარშემო არის ლამაზი რეკლამები და ყველა იმაზე საუბრობს, თუ რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი, სულხანის ლექცია კი გხსნის ამ ვარდისფერ სათვალეს, გაჩვენებს რეალურ სახეს, გიჩვენებს დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია." გოგა ჯამაგიძეBrand Manager at Adjarabet "მე პირადად ძალიან დამეხმარა რაღაც საკითხებზე პრაქტიკული მაგალითების გარჩევა ლექტორის მხრიდან და რაღაცები უფრო სიღრმისეულად გავიგე, ვიდრე აქამდე მესმოდა - ვინც ამ მიმართულებით მუშაობს ან აპირებს მუშაობას, ძალიან გამოადგება ეს კურსი." ანი მაჭავარიანიHead Of Marketing & PR Department at Enterprise Georgia "კურსმა ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს იმ კუთხით, რომ პირველივე ლექციებიდან მივხვდი როგორ გავიზარდე და ძალიან ბევრი განხილული საკითხი რეალურად გამოვიყენე პრაქტიკულ საქმიანობაში, განსაკუთრებით ტექნიკური “down to earth” საკითხები, ბიუჯეტური და მენეჯერული მიდგომები." თათია ჯიქიაMarketing Manager at MarTV Previous Next კურსის ფარგლებში გასწავლით, როგორ უნდა გაიწეროს და დაიხარჯოს ბიუჯეტი, როდის არის ოპტიმალური უშუალოდ ექსელზე დაყრდნობა და როდის შეგიძლიათ, “იხალისოთ” კრეატივით, როგორ უნდა იურთიერთოთ კრეატიულ სააგენტოსთან, როგორ აჯობებს სხვადასხვა პროდუქტის გაშვება (“დალონჩვა”), როგორ უნდა შეაფასოთ ჩატარებული კამპანიის ეფექტურობა და ა.შ. კურსით დაინტერესდებით – ნებისმიერ სფეროში მოღვაწე მარკეტინგის მენეჯერები, ექაუნთ თუ ბრენდ მენეჯერები, აგრეთვე – მარკეტინგის დირექტორები და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მარკეტინგის პრაქტიკული მხარის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება გინდათ. ამდენად, თუკი Marketing Management-ის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გინდა, შემოგვიერთდი, პროგრამას 30 მაისს ვიწყებთ! გაიგე მეტი Marketing Management-ის კურსის შესახებ