კურსები

ექსპერტი
1200₾
თანამედროვე ბრენდი წარმოადგენს რაღაც პოზიციას. ის არის განაცხადი. მას შეუძლია, ადამიანს თვალსაწიერი გაუფართოვოს, გარკვეული მიმართულებით გაახედოს, ყურადღება გაუმახვილოს, სურვილი აღუძრას. სტრატეგიული ბრენდინგი განსაზღვრავს ყველაფერ იმას, რაც ბრენდმა ცხოვრებაში უნდა დაგვმართოს.ქრეშ-კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება ბრენდის ელემენტებში გარკვევა და მათით მანიპულირება.შეხვედრები ჩატარდება D Block Workspace//@ Stamba-ში
4 ლექცია
20 საათი
ექსპერტი
1500₾
დიზაინის სფეროში ნიჭი და კრეატიული უნარები დღეს საკმარისი აღარ არის ფრილანს კარიერის დასაწყებად ან/და განსავითარებლად. რეალურად დაბრკოლებები მაშინ იწყება, როცა თითქოს ყველა საჭირო ტექნიკური უნარი გაქვს, მაგრამ არ იცი, როგორ შეადგინო ბიუჯეტი და თაიმლაინი, ააწყო პორტფოლიო, გქონდეს ინდივიდუალური ნიშა და რაც მთავარია, შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება. კონკურენცია ძალიან მაღალია, დამოუკიდებლად მუშაობა კი კიდევ უფრო რთული. ამ პირობებში საკმაოდ ბუნდოვანია ილუსტრატორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციაც. Sense of (Freelance) Illustration-ის ქრეშ-კურსიც სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო გზამკვლევია, რომელიც წლების განმავლობაში მიღებულ ანანოს პირად გამოცდილებას ეფუძნება. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ილუსტრაციის შექმნის სრულ ციკლს – ინსპირაციის პოვნის, ბრიფის ანალიზის, სკეჩების დახატვისა და დახვეწის ჩათვლით. რაც მთავარია, შეეძლებათ ბრიფზე დაყრდნობით იმუშაონ პროექტზე/სავარჯიშოებზე, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც დაეხმარებათ გადალახონ ცარიელი ფურცლის შიში. კურსს ფრილანს ილუსტრატორი, ანანო მიმინოშვილი გაუძღვება. მისი პორტფოლიო 200-მდე ფრილანს პროექტს და ისეთ კლიენტებს მოიცავს, როგორებიც არიან: The New York Times, Chanel, BAFTA, FILA, Adobe, Meta, Airbnb, The Washington Post, The New Yorker, The Hollywood Reporter და მრავალი სხვა. შეხვედრებს უმასპინძლებს სასტუმრო Stamba.
4 ლექცია
20 საათი
ექსპერტი
1400₾
მარკეტინგის სფერო ხშირ შემთხვევაში მოიაზრება მარტივ, „რომანტიკულ“ და სახალისო სამუშაო გარემოდ. სინამდვილეში იმისთვის, რომ მარკეტინგის მენეჯერისთვის სამუშაო პროცესი გახდეს მარტივი და მრავალფეროვანი, საკმაოდ ბევრი, სისტემური და თანმიმდევრული ნაბიჯებია გადასადგმელი. კურსი სწორედ ამ ნაბიჯებს ეხება.პროგრამა შექმნილია მარკეტერებისთვის, ვისაც სურთ ჩაუღრმავდნენ სტრატეგიულ მარკეტინგს და ლიდერობას მარკეტინგში. კურსი აგებულია პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ ინსაითებზე – იმაზე, რასაც ვერსად წაიკითხავ, თუ პრაქტიკაში არ გამოცდი – რეალურ პროცესზე, მიმდინარე გამოწვევების მიღებასა და გადალახვაზე.ინტერაქციულ სესიებზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კომპანიის ბიზნეს პროცესებს შეხედონ განსხვავებული პრიზმიდან, მიიღონ შთაგონება და მოტივაცია, რათა მათი ყოველდღიური სამუშაო გამოცდილება გახდეს საინტერესო. ისინი შეძლებენ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენონ რეალურ სამუშაო გარემოში.
13 ლექცია
39 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება