ბოლო წლებია Front-End Development ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიად გვევლინება. ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა Angular Framework-მა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა Google-ის მიერ და რომლის გაუმჯობესება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. Angular Framework-ის გამოყენებით თქვენ შეძლებთ TypeScript-Based Responsive Single-Page აპლიკაციების (SPA) აწყობას. კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება Angular-ის მთავარი კონცეფციების ღრმად შესწავლაზე. დიდი დრო დაეთმობა TypeScript-ის და RxJS-ის სიღრმისეულ გარჩევას და ჩვენებას თუ რატომ არის ღირებული ტიპიზაცია (TS) და რეაქტიული პარადიგმა (RxJS)
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: TypeScript, RxJS, Angular
-
single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა
-
Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება
-
Angular-ის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება
-
TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა
-
TypeScript-ის ენის გამოყენება Angular-ის და სხვა ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიებზე
-
გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად
-
დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი Angular-ზე მუშაობით ან/და სხვა Front-End Framework-ის თუ ბიბლიოთეკის შესწავლით.
სამშ-პარას 20:00-23:00
ორშ-ხუთ 20:00-23:00
ვისთვის არის კურსი
Markup დეველოპერებისთვის
ვინც უკვე ფლობს HTML-სა და CSS-ს, იცის JavaScript -ის საწყისები და უნდა კონკრეტულად Angular Framework-ით გააგრძელოს Front-End Development-ის კარიერა
პროგრამისტებისთვის
ასევე დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობს და აინტერესებთ Angular.
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსდამთავრებულები
სილაბუსი
– WordPress
– Webflow
– Shopify
აარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
დავით გაბრიჩიძე
Angular
დავით გაბრიჩიძე
Angular
დავითს პროგრამირების 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. Angular-ის გამოყენება 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ ბეტა ვერსია იყო და დღემდე ჩაუნაცვლებლად იყენებს ამ ფრეიმვორკს სისტემების Front-end-ის შესაქმნელად. ტექნოლოგიურად მრავალფეროვან გამოცდილებასთან ერთად მას უმუშავია სხვადასხვა როლით, იქნებოდა ეს IT კონსულტანტი, პროექტების მენეჯერი, თუ ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი ისეთ კომპანიებში, როგორიცაა UGT, Tera Bank და საქართველოს რკინიგზა. დავითი ახლა წარმატებული ქართული სტარტაპის, Optio.ai-ს ტექნიკური დირექტორი და ბიზნეს პარტნიორია. ის ხელმძღვანელობს კომპანიის წამყვანი პროდუქტის პროგრამირებას, რომლის Front-end სრულად Angular-ზე იწერება.
Linkedinხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულადრატომ უნდა აირჩიო Angular ტექნოლოგია?
თუ ცდილობ, აირჩიო, ვებ-დეველოპმენტის რომელი მიმართულებით წახვიდე და თან HTML, CSS და JavaScript-საც უკვე კარგად იცნობ, Angular ტექნოლოგია შენთვის შესაძლოა საინტერესო იყოს: ის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა, რომლის პროფესიონალებზეც მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. Angular თანამედროვე front-end დეველოპმენტის ტექნოლოგიაა, რომელიც Google-ის მიერაა შექმნილი. შესაბამისად, დიდი მხარდაჭერაც აქვს - კორპორაცია Angular-ის განახლებასა და მისი ეკოსისტემის გაზრდაზე ძალიან დიდ ძალისხმევას დებს. აქვე პატარა ფაქტებსაც შემოგაშველებ: GitHub-ის გამოკითხვის მიხედვით, Angular ყველაზე მოთხოვნადი N3 მიმართულებაა front-end-ში და საშუალო ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი აქვს: საქართველოში Angular-ის დეველოპერების საშუალო ხელფასი 4300 ლარია, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე - კიდევ უფრო მაღალი. Statista-ს მონაცემების თანახმად, 2020 წელს დეველოპერების 25.1% ვებ-აპლიკაციების შესაქმნელად სწორედ Angular-ს იყენებდა, ხოლო W3Tech-ის მონაცემების მიხედვით, Angular-ზე არჩევანს ყველაზე მაღალი სწორედ traffic-ის მქონე საიტები აჩერებენ. მაგალითად, Angular არის გამოყენებული ისეთი საიტების შესაქმნელად, როგორიცაა: Google, Upwork, TBC, Adjarabet, PayPal, Bank Of Georgia, Forbes, Europebet, The Guardian.. ამჟამად Angular-ით 3 600 000 საიტია შექმნილი. საინტერესო მონაცემებია არა?! მგონი ნამდვილად ღირს რესურსის ჩადება Angular-ის შესასწავლად - თუ ამ აზრმა შენც დაგაფიქრა, გაეცანი თბილისის კომუნიკაციის სკოლის Angular-ის კურსს, სადაც 60 საათის განმავლობაში ისწავლი და გამოიყენებ Angular-ის ყველა ძირითად კონცეფციასა თუ არსებულ best practice-ებს. კურსის ბოლოს კი TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად შეძლებ კოდის წერას და მისი გამოყენება Angular-ის მიღმაც, ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიაში შეგეძლება. რა თქმა უნდა, თანამედროვე JavaScript-საც შეეხები და სიღრმისეულად გაარჩევ რეაქტიულ პარადიგმასაც(RxJS). კურსს ელენე კვარაცხელია წაიყვანს, რომელიც ამჟამად TBC-ში Chapter Lead-ის პოზიციას იკავებს რითეილ ინტერნეტ ბანკის გუნდში. ელენეს სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო და რთულ enterprise დონის აპლიკაციებს, ასევე სხვადასხვა Start-up-სა და უცხოურ კომპანიებს. ის ასევე წარმოადგენს Women Tech Makers-ის ელჩს საქართველოში.თუ უკვე არ იცი გეტყვი, რომ Angular-ის კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 3 კურსდამთავრებულიდან ერთ-ერთი გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას ფინტექ კომპანია Optio.ai-ში.ისღა დაგვრჩენია, გითხრათ, რომ Commschool-ის Angular-ის კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია, ადგილები კი - ლიმიტირებული. შემოგვიერთდი გაეცანი კურსის დეტალებსა და სილაბუსს ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი
გზამკვლევი პროფესიაში: ვებ დეველოპერი
ჩვენთვის, როგორც ციფრული პროდუქტის მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი თუ აპლიკაცია მარტივად გასაგები, გამოსაყენებელი და ფუნქციონირებადი იყოს. ამას ვებ-დეველოპერი უზრუნველყოფს - სწორედ იგია პასუხისმგებელი პროდუქტის ჩვენთვის ხილული ნაწილის შექმნაზე. ციფრული პროდუქტის დიზაინს იგი მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების გამოყენებით ქმნის. ამგვარად, ის აკავშირებს ანალიტიკურ და ტექნიკურ უნარებს შემოქმედებით ხელოვნებასა და დიზაინთან.ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით, ეს პროფესია მომავალშიც საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულება იქნება. ამიტომ, ამ ბლოგში მოგიყვები, თუ როგორ შეგიძლია გაიკვალო წარმატებული კარიერული გზა Web Development-ში. 1. ისწავლე Web Development-ის საფუძვლები გზა ვებ-დეველოპერობამდე Web Development-ის საფუძვლების შესწავლით იწყება, რომელიც მოიცავს სამ ძირითად ენას: HTML, CSS და JavaScript. ბოლო დროის ტენდენციებით დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია არა რაიმე ხარისხის დიპლომის, არამედ საჭირო უნარებისა და გამოცდილების ქონა. მთავარია, ვებ-დეველოპერმა მისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. ამიტომ, Web Development-ის საფუძვლების სწავლა სხვადასხვა კურსებით შეგიძლია, მათ შორის, Commschool-ის Intro to Front-end Development-ის პროგრამაზე. აქ ისწავლი პროგრამირების ენებსა და აპლიკაციის აწყობას, იმუშავებ ფინალურ პროექტზე და მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას.აქვე გეტყვი, რომ არასდროს უნდა შეწყვიტო განათლების მიღება - ამ სფეროში სწავლა უწყვეტი პროცესია. ეს კი დარგში მიმდინარე ცვლილებებისა და ტექნოლოგიური პროგრესით არის განპირობებული. იმისთვის, რომ ფლობდე ახალ და თანამედროვე ტექნიკებს, ხელსაწყოებს, პროგრამირების ენებს და კონკურენცია გაუწიო სხვებს, აუცილებელია თვალი ადევნო სფეროში მიმდინარე პროცესებს. 2. აირჩიე Development-ის სპეციალობა ცოდნისა და უნარების შეძენის პარალელურად, გადაწყვიტე, სპეციალიზაციის რომელ განხრას აირჩევ. ვებ-დეველოპერები ძირითადად სამი ტიპის კატეგორიად არიან დაჯგუფებულები:Front-end Developer - მუშაობს მომხმარებლისთვის ხილული ნაწილის შექმნასა და განვითარებაზე. ეს არის ის ელემენტები, რომლებსაც ვებ-გვერდისა თუ აპლიკაციის მოხმარებისას ვიყენებთ.Back-end Developer - მუშაობს Web Development-ის "სერვერების ნაწილზე". ეს მიმართულება ძირითადად ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს ვებ-გვერდი.Full Stack Developer - მუშაობს როგორც Front-end, ისე Back-end Development-ზე. 3. ისწავლე Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები რომელი მიმართულებაც არ უნდა აირჩიო, აუცილებლად უნდა ისწავლო კოდის წერა, თანაც სხვადასხვა პროგრამირების ენის გამოყენებით. ამ ცოდნას Web Development-სა და Web Design-ში გამოიყენებ.პროგრამირების სამი მთავარი ენა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ამ სფეროში, არის HTML, CSS და JavaScript. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა არაერთი ენა და ხელსაწყო, რომელიც განსხვავებულ შესაძლებლობებსა და პრობლემის გადაწყვეტის გზებს გთავაზობს. თუმცა, როგორც სპეციალისტს, შეგიძლია შენთვის ყველაზე მოსახერხებელი ენები აირჩიო და მასზე კონცენტრირდე. 4. იმუშავე პროექტებზე და გაიუმჯობესე შესაბამისი უნარები ახლა, როცა საბაზისო ცოდნა და პროგრამირების ფუნდამენტური უნარები გაქვს, დაიწყე მათი გამოყენება პრაქტიკაში და იმუშავე პროექტებზე. ეს საუკეთესო გზაა მათ დასახვეწად და გასაუმჯობესებლად. დამატებით გეტყვი, რომ ძალიან გამოგადგება Web Design-სთვის საჭირო უნარების შეძენა და განვითარებაც. ვებ-დეველოპერების მოვალეობები ამ ნაწილს ნაკლებად მოიცავს, თუმცა დიზაინის საბაზისო წესებისა და პრინციპების ცოდნა დაგეხმარება სამუშაოს წარმატებით შესრულებაში. ეს განსაკუთრებით Front-end Developer-ებს გამოადგებათ, რადგან სწორედ ისინი ზრუნავენ მომხმარებლებზე მორგებული ვებ-გვედრისა და აპლიკაციების შექმნაზე. 5. შექმენი პორტფოლიო პორტფოლიო შენი ცოდნის, უნარებისა და ძლიერი მხარეების საუკეთესო მაჩვენებელია. ის საუკეთესოდ წარმოადგენს შენს თავს დამსაქმებლებთან. ამიტომ, აუცილებლად შექმენი იგი, როცა ვაკანსიებზე განაცხადების გაგზავნას დაიწყებ. მე კი რამდენიმე რჩევას მოგცემ, თუ როგორ შექმნა ყველასგან გამორჩეული პორტფოლიო.შენი პროფესიული პორტფოლიო Web Development-ის განსხვავებული ტიპის პროექტებს უნდა მოიცავდეს. არ არის საჭირო, ყველა მათგანი გამოიყენო - იგი უნდა ასახავდეს შენს საუკეთესო ნამუშევრებსა და მრავალმხრივ გამოცდილებას. ასე რომ, აარჩიე ის პროექტები, რომლებიც ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და ამავდროულად, მრავალფეროვანია. გარდა ამისა, სანამ ვაკანსიაზე განაცხადს გააკეთებ, მოიძიე ინფორმაცია ამ კომპანიასა და პოზიციის როლზე. შემდეგ კი მოარგე მათ პორტფოლიო - შეიტანე მხოლოდ მათი შესაბამისი, რელევანტური პროექტები.იფიქრე იმაზე, თუ რა ქმნის შენ და შენს ნამუშევრებს უნიკალურს. გამოკვეთე ის უნარები, რომლებიც სხვებისგან გამოგარჩევს. ეს შეეხება არა მარტო წარდგენილ პროექტებს, არამედ თავად პორტფოლიოსაც. თუ დიზაინთან დაკავშირებულ ვაკანსიაზე აკეთებ განაცხადს, მაშინ შენს პორტფოლიოს სოლიდური Front-end და ლამაზი ინტერფეისი უნდა ჰქონდეს. ხოლო თუ Web Development-ის მიმართულებით გინდა დასაქმება, აარჩიე უნაკლო ვებ-გვერდი მის განსათავსებლად.პორტფოლიოში აღწერე და აჩვენე პროექტის მიმდინარეობის პროცესი. დამსაქმებლებს აინტერესებთ არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის, თუ როგორ უდგები და აგვარებ პრობლემებს. პროდუქტის შექმნის პროცესის გაცნობა მათ წარმოდგენას შეუქმნის შენი მუშაობის პრინციპებზე, ხედვებზე, კომუნიკაციის უნარებზე. დასასრულს კი მხოლოდ იმას გეტყვი, რომ თუ Web Development-ში აპირებ კარიერის გაგრძელებას, Commschool-ში საინტერესო კურსს აღმოაჩენ. Intro to Front-end Development-ის კურსზე ყველა მნიშვნელოვან უნარსა და გამოცდილებას შეიძენ. ამიტომ, შემოგვიერთდი! გაიგე მეტი კურსის შესახებ 1 600 ₾ რას იწავლი ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება პროტოტიპის შექმნა პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა ციფრული პროდუქტის გუნდში მუშაობა UX Research & Design პროგრამა გათვლილია დამწყები UX... 21 ლექცია 63 საათი 1 600 ₾ რას იწავლი ჯავას და კოტლინის პროგრამირების ენები პროგრამირების პარადიგმები Design pattern-ები აპლიკაციის UI-ის აწყობა როგორ იქმნება ფუნქციონალი აპლიკაციის არქიტექტურა მცირე და საშულო ზომის აპლიკაციის შექმნა Android Development როგორც დამწყები ასევე გამოცდილი... 24 ლექცია 72 საათი 1 500 ₾ რას იწავლი single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობას Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას Angular-ის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენებას TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობას TypeScript-ის ენის გამოყენებას Angular-ის და სხვა ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიებზე Angular ვინც უკვე რაღაც დონეზე შეისწავლა... 20 ლექცია 60 საათი 1 500 ₾ რას იწავლი JavaScript-ის ენის თავისებურებების გამოყენებას JavaScript-ის ასინქრონული ბუნების მუშაობის პრინციპების სწორად აღქმასა და გამოყენებას React ის მუშაობის მთავარი პრინციპების გარჩევას React-ის როგორც ხელსაწყოს ყველა ძირითადი კონცეფციის გააზრებასა და გამოყენებას React-ის ეკოსისტემის მთავარი ინსტრუმენტების გამოყენებას React -ის ძლიერი და სუსტი მხარეების გარჩევას პატარა და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნასა და მათ განთავსებას React პრაქტიკაში განვიხილავთ Javascript - ის... 20 ლექცია 50 საათი 1 500 ₾ რას იწავლი გააანალიზო ბიზნესური ამოცანა სწორად და თარგმნო ის ანალიტიკურ/ტექნიკურ ამოცანაში განსაზღვრო თუ რა ბიზნეს პრობლემის შემთხვევაში რა ტიპის და სირთულის ანალიტიკა არის საჭირო გაიგო სხვადასხვა ზომის და ტიპის ორგანიზაციებში როგორ ხდება მონაცემთა შენახვა, მართვა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობა განასხვავო ერთმანეთისგან სხვადასხვა ტიპის და ფორმატის მონაცემები მონაცემების დამოუკიდებლად ამოღება, გაწმენდა და დამუშავება SQL-ის გამოყენებით ეფექტური და ოპტიმიზირებული კოდის დაწერა SQL-ში მონაცემების ანალიზისთვის მომზადება Power BI-ს გამოყენებით მონაცემთა ვიზუალიზაცია და ბიზნეს მიზნებისთვის საჭირო ანალიტიკის გაკეთება Power BI-ს გამოყენებით მიღებული მიგნებების სტეიკჰოლდერებთან წარდგენა და ეფექტური პრეზენტირება Data Analytics კურსი განკუთვნილია ყველასთვის,... 14 ლექცია 42 საათი 2 500 ₾ რას იწავლი ისეთი ცნებების გააზრება, სწორად გამოყენება და ბიზნესისთვის გადმოცემა, როგორიც არის: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (Machine Learning), ღრმა სწავლება (Deep Learning), მონაცემთა მეცნიერება (Data Science) იმის განსაზღვრა, თუ რა შემთხვევებში არის საჭირო რთული მანქანური სწავლების (Machine Learning) ალგორითმების გამოყენება და რა შემთხვევაშია საკმარისი მარტივი მონაცემთა ანალიზი დიდი ზომის მონაცემების (Big Data) დამუშავება Python-ის გამოყენებით დიდი ზომის მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო ძირითადი Python-ის ბიბლიოთეკების გამოყენება: Numpy, Pandas, Matplotlib, Spark მანქანური დასწავლის ალგორითმების აგება, გაწვრთნა, გამოყენება და რეალურ ბიზნეს პრობლემებზე მორგება აგებული მოდელების პროდუქტად ქცევა Data Science კურსი განკუთვნილია მათთვის,... 32 ლექცია 96 საათი 12 Page 1 of 2
ამბები Angular-ის კურსიდან - ვახო სვანიძის კარიერული განვითარება
CommSchool-ში Angular-ის კურსამდე React-ის კურსი გავიარე და გადავწყვიტე, React-ზე მიღებულ გამოცდილებაზე კიდევ დამეშენებინა დამატებითი ცოდნა. ამ ბლოგში მინდა Angular-ის კურსდამთავრებულის, ვახო სვანიძის გამოცდილებაზე გიამბო, თუმცა მანამდე მინდა 1-2 სიტყვა Angular ტექნოლოგიის შესახებაც გითხრა. Angular Google-ის მიერ შექმნილი ვებ და მობილური აპლიკაციების Framework-ია, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად იცოდი, რომ Angular-ით 3 600 000 ვებ-გვერდია შექმნილი და რომ Angular-ის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა? მეტსაც გეტყვი, Angular დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში 4300 ლარია და GitHub-ის მიხედვით, Front-end-ში Angular მესამე ადგილზეა მოთხოვნად მიმართულებებს შორის. ამიტომ თუ შენც იცი HTML, CSS და JavaScript და გინდა, Front-End Development Angular-ის მიმართულებით შეისწავლო, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ვახოც ჩვენთან გარკვეული ცოდნით მოვიდა, დღეს კი უკვე Angular დეველოპერია. ვახო გვიზიარებს, რომ კურსის დაწყებამდე მოსწონდა Typescript და Angular-ის სტრუქტურა, რამაც მისი არჩევა გადააწყვეტინა. ვახოს მიაჩნია, რომ Angular-ის მუშაობის პრინციპი უკეთ აღსაქმელს და დეველოპმენტის პროცესს მეტად სტრუქტურულს ხდის React-თან შედარებით. კურსის განმავლობაში გავეცანი Javascript-ის მაღალი დონის კონცეპტებს, Typescript-ს (რომელსაც მანამდეც მეტ ნაკლებად კარგად ვიცნობდი) და რაც მთავარია ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს Typescript Framework-ით. ვახო აზრით, Angular-ის კურსის გავლამ მისთვის გაამარტივა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის პროცესი. იგი გიზიარებს, რომ პირველ ეტაპზე თეორიულ მასალას ეცნობოდნენ Javascript-სა და Typescript-ზე, რასაც მოჰყვა კოდის წერის ცოცხალი რეჟიმი, რაც მისი აზრით, სტუდენტების ჩართულობასა და აღქმის ხარისხს აუმჯობესებდა: დავალებების შესრულების პროცესი ყველაზე საინტერესო იყო, რადგან გვიწევდა გვეფიქრა და გამოგვეყენებინა ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც ლექციების განმავლობაში მივიღეთ. აქვე გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ვახომ წიგნების საძიებო გვერდზე იმუშავა. ვახო ფიქრობს, რომ ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესშიც დაეხმარა ლექციებსა და დავალებების შესრულებისას მიღებული გამოცდილება. ამიტომ თუ Front-end დეველოპმენტში განვითარება გსურს, ვახო გირჩევს: CommSchool-ში ჩაბარება ბევრ ნაცნობს ვურჩიე, რადგან პროგრამირების სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, გყავდეს მენტორი, რომელიც მოგცემს რჩევებს მაშინ, როცა დამოუკიდებლად ვერ ჭრი გარკვეულ პრობლემას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გარკვეულ სისტემაში მოექცევი, რომელიც მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდის შენს უნარებს აქვე გეტყვი რომ კურსის გავლის შემდეგ ვახოს მსგავსად შეგეძლება: single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება Angular-ის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა TypeScript-ის ენის გამოყენება Angular-ის და სხვა ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიებზე გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი Angular-ზე მუშაობით ან/და სხვა Front-End Framework-ის თუ ბიბლიოთეკის შესწავლით. ვფიქრობ, ვახოს ისტორია შენთვის საინტერესო და საკმარისი მოტივაციის მომცემია, დღევანდელ სწრაფად განვითარებად და ცვალებად სამყაროში გადაწყვეტილებების მიღება კი დაკვირვებულად და გააზრებულად გვმართებს, ამიტომ თუ Angular-ის შესწავლით Front-end-ში განვითარებაზე ერთხელ მაინც გიფიქრია, გირჩევ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩაეწერო უფასო კონსულტაციაზე კონსულტაციაზე ჩაწერა ავტორი: ნინიკო ბერიძე
Angular-ის კურსიდან Omedia-ში - კოტე კირკიტაძის კარიერული განვითარების გზა
“რომ არა Commschool, ალბათ, კიდევ დიდხანს არ მექნებოდა ამბიცია, სადმე გამეგზავნა რეზიუმე დეველოპერის პოზიციაზე. Commschool-მა მომცა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დამეხმარა, Omedia-ში მოვხვედრილიყავი.” - კოტე კირკიტაძემ Angular-ის კურსი წარმატებით დაასრულა და თავისი კარიერა Omedia-ში დაიწყო. კარიერული შესაძლებლობა Commschool-ის Alumni Club-მა უზრუნველყო. დასაქმების მსგავსი პერსპექტივა Commshool-ის ნებისმიერ წარმატებულ კურსდამთავრებულს აქვს. საქმე ისაა, რომ ისინი ავტომატურად ხდებიან ჩვენი Alumni Club-ის წევრები, კლუბის წევრებს კი ექსკლუზიური წვდომა უჩნდებათ Commschool-ის პარტნიორების ვაკანსიებზე, რომელთა შორისაც ისეთი კომპანიებია, როგორიც Space, Adjara Sport, Sweeft Digital, Omedia, ლიბერთი ბანკი და GPI Holding არიან. კოტეს ამბავი, აი, ასე მოხდა: “კურსის დასრულების შემდეგ ყველაფერი ისე მალე აეწყო, რომ ვერც გავიაზრე. მივიღე შემოთავაზება, მინდოდა თუ არა ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელება და თუ ვფიქრობდი სამსახურის შეცვლაზე(რადგან სხვაგან ვმუშაობდი). მალევე გაირკვა Omedia-სგან სამსახურის შემოთავაზების დეტალები და, რა თქმა უნდა, მეც დავთანხმდი.” კოტემ, გარდა იმისა, რომ კურსის დასრულებისთანავე დაიწყო დეველოპერის კარიერა, თავისი სწავლის საფასურიც სრულად დაიბრუნა - ის Angular-ის N1 კურსდამთავრებული გახდა! თუ არ გახსოვს, შეგახსენებთ, რომ Commschool-ის ტექნოლოგიური კურსების N1 სტუდენტებს კურსის საფასურს სრულად ვუბრუნებთ უკან ისევე, როგორც კოტეს შემთხვევაში მოხდა. “როცა კურსის შედეგები მივიღე და გავიგე, რომ N1 კურსდამთავრებული გავხდი, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.” - ამბობს კოტე კოტეს თქმით, Angular-ის კურსის გავლამდე, წინსვლა უჭირდა, რადგან ხელს დამწყებ დეველოპერთა მთავარი პრობლემა, დაბნეულობა უშლიდა: “ჩემი შემთხვევა, სხვა ბევრი დამწყები დეველოპერისას ჰგავდა - დავიწყებდი ერთი ტექნოლოგიის ან ენის სწავლას, ვისწავლიდი რაღაც დონეზე, შემდეგ ვანებებდი თავს და სხვა რამეზე გადავერთვებოდი.” გარკვეულ ეტაპზე კოტე სრულ გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მისი თქმით, სწორედ მაშინ გადაწყვიტა Commschool-ში მოსვლა: “ბევრ რამეს შევეხე. საბოლოოდ, მიმართულებაც დავკარგე და სრულიად დავიბენი. კურსის შესახებ რომ გავიგე, რაკი მასზე ჩარიცხვის ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, გადავწყვიტე, მომესინჯა - იქნებ ჩამოვყალიბდე-მეთქი საბოოლოოდ.” ლექტორის მიდგომამ კოტე მალევე დაარწმუნა თავისი ნაბიჯის სისწორეში: “კურსის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე: ლექტორი მთელი მონდომებით ცდილობდა თავისი ცოდნის გაზიარებას. თანაც, თავის გამოცდილებასაც გვაცნობდა რეალური პროექტების შესახებ და, ამ ყველაფრის ფონზე, კურსის ფარგლებშიც დავიწყეთ საინტერესო პროექტზე მუშაობა.” სამთვიანი შრომის დახმარებით, კოტე ცხადად გამოერკვა თავის სამომავლო სურვილებში, გახდა კურსის N1 სტუდენტი, დაიწყო კარიერა და სამომავლო განვითარებისთვის საკმარისი ცოდნაც მოაგროვა: “ეს სამი თვე ძალიან ინტენსიური იყო, დიდი ენერგია და შრომა წაიღო. საბოლოოდ, კი უკვე იმ დონემდე ავედი, რომ ჩამოვყალიბდი რა მინდა, მომცა მიმართულება და ყველანაირი ხელჩასაჭიდიც, რომ ამ ტექონლოგიას ბოლომდე გავყვე და განვაგრძო განვითარება, რადგან სასწავლი ჯერაც ძალიან ბევრია.” “ქომსქულელობა ჩემთვის ნიშნავს სიახლეს და დაუღალავ შრომას.” - აღნიშნავს კოტე და მათ, ვინც ისეთივე დაბნეულია, როგორც თავად იყო სულ მცირე ხნის წინ, ურჩევს: “ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება და არ იცის საით წავიდეს, ვურჩევდი, Commschool აირჩიოს, რადგან მიიღებენ ხარისხიან ცოდნასა და გამოცდილებას და დახვდებათ ძალიან მეგობრული გარემო.” თუ HTML, CSS და JavaScript-ში გარკვეული ხარ, მაშინ Commschool-ის Angular-ის კურსის გავლა თავისუფლად შეგიძლია. კურსის განმავლობაში ისწავლი და გამოიყენებ Angular-ის ყველა ძირითად კონცეფციასა თუ არსებულ best practice-ებს. ასევე, Angular რაკი TypeScript-based framework-ია, TypeScript-საც სიღრმისეულად გაეცნობი; კურსის ბოლოს TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად შეძლებ მუშაობას და მისი გამოყენება Angular-ის მიღმაც, ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიაში შეგეძლება. რა თქმა უნდა, თანამედროვე JavaScript-საც შეეხები და სიღრმისეულად გაარჩევ რეაქტიულ პარადიგმასაც(RxJS). საერთო ჯამში, კურსის ბოლოს Angular-ის გამოყენებით ვებ-აპლიკაციებს დამოუკიდებლად ააწყობ და Angular-ში დამოუკიდებლად განვითარების უნარებიც გექნება. ასე, რომ თუ Angular-ს მიმართულება გაინტერესებს და ამ მხრივ კარიერულად განვითარებაც გსურს, შემოგვიერთდი! პროგრამაზე ჩარიცხვა ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი
დავით გაბრიჩიძე commschool-ის ლექტორების გუნდს შეუერთდა - Angular
მეხუთე კლასში ყოფნისას ინფორმატიკის კლასში საბჭოთა კომპიუტერები იდგა, იქ შესვლა ძალიან მიყვარდა. სახლში ფურცელზე ვწერდი კოდს, რომელსაც რის ვაივაგლახით ვახერხებდი რომ შემდეგ სკოლაში შემეყვანა და რომელიც რა თქმა უნდა, არ მუშაობდა. იმ დროიდან იწყება ჩემი და ტექნოლოგიების ურთიერთობა. აქვე გეტყვი, რომ თუ Front-end Development-ში განვითარება ახალი მიმართულებით გსურს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Angular-ის ლექტორი დავით გაბრიჩიძე გაგაცნო.დავითს პროგრამირების 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. Angular-ის გამოყენება 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ ბეტა ვერსია იყო და დღემდე ჩაუნაცვლებლად იყენებს ამ ფრეიმვორკს სისტემების Front-end-ის შესაქმნელად. ტექნოლოგიურად მრავალფეროვან გამოცდილებასთან ერთად მას უმუშავია სხვადასხვა როლით, იქნებოდა ეს IT კონსულტანტი, პროექტების მენეჯერი, თუ ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი ისეთ კომპანიებში, როგორიცაა UGT, Tera Bank და საქართველოს რკინიგზა. დავითი ახლა წარმატებული ქართული სტარტაპის, Optio.ai-ს ტექნიკური დირექტორი და ბიზნეს პარტნიორია. ის ხელმძღვანელობს კომპანიის წამყვანი პროდუქტის პროგრამირებას, რომლის Front-end სრულად Angular-ზე იწერება. დავითი კარგად იცნობს პროგრამირების ისტორიას და იხსენებს, რომ წლების წინ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო Front-ის იმ ელემენტებზე საუბარი, რომელიც დღესდღეობით ყველა ოპერაციას ამარტივებს, რაც ბიზნესის საქმიანობას აფერხებდა, რადგან ბიზნესი ფუნქციონალობის დროულად დანერგვას მოითხოვდა. ვებ ფორმის გაცოცხლებას DOM-ის მანიპულაცია, ანუ JavaScript-ის ასობით ხაზის დაწერა სჭირდებოდა, რაც იმდენი ვარიანტი უნდა დაგეწერა, რამდენი ბრაუზერიც იყო ბაზარზე, რადგან Internet Explorer, FireFox, Opera თავისებურად ამუშავებდნენ CSS-ებსაც და JavaScript-საც. ბაზარზე მრავალფეროვანი ამოცანები, შესაძლებლობები და მოთხოვნებია, დავითის აზრით, კი მოცემულობებიდან გამომდინარე ზოგჯერ Angular-ია ხელსაყრელი, ზოგჯერ React, ზოგჯერ სულ სხვა რამ. შეფასება ყოველთვის სუბიექტურია და თანაც ცვალებადი. ჩემი არჩევანი დღემდე ანგულარზეა შეჩერებული, რადგან 4+ წევრიანი გუნდის პირობებში Enterprise აპლიკაციების კეთებისას Angular უფრო ხელსაყრელი მგონია. თუმცა თუ შენ ფიქრობ, რომ Angular არის ის ტექნოლოგია, რომლის შესწავლაც გსურს, დავითი Angular-ის უპირატესებობსაც გვიზიარებს:● Angular სრულად TypeScript-ზეა დაწერილი, ტიპიზირების მკაცრი წესები და დაცულობა საფუძველშივე უდევს● სრულყოფილი ფრეიმვორკია, რომელსაც Google წერს, რაც ნიშნავს ჩამოყალიბებულ მიდგომებს, სტანდარტებს, დოკუმენტაციას, სტაბილურ განვითარებას● მზად არის Enterprise პლატფორმების შესაქმნელად● მარტივია მხარდაჭერა, რადგან Software „მალფუჭებადი“ პროდუქტია, თუ არ მისდიე გამოყენებული ბიბლიოთეკების განახლებას, ერთ წელიწადში „დაგიძველდება“, Angular-ის შემთხვევაში მისი განვითარების კვალდაკვალ შენი აპლიკაციის განახლება უფრო მარტივია, რადგან გამოყენებული ბიბლიოთეკების უმეტესობას ერთი მომწოდებელი ჰყავს - Google, რომელიც აქტიურად იყენებს Angular-ს თავის პროდუქტებში (GMail, Google Cloud Platform, etc.) ამას ემატება ისიც, რომ ბექენდისთვის Nest.JS-ს ვიყენებთ (Node.JS-ის ერთერთ ფრეიმვორკს), რაც ძალიან ჰგავს Agnular-ს, შესაბამისად front-end დეველოპერის back-end-ში გადართვა 3-6 თვით უფრო სწრაფად გამოგვდის დავითი იმ 3 უნარ-ჩვევასაც გვიზიარებს, რომელიც Angular დეველოპერს უნდა ჰქონდეს:● გუნდურობა● შეუპოვრობა● თანმიმდევრულობააქვე გეტყვი, რომ პროგრამირება გარედან ჯადოსნურად გამოიყურება, კულისებში კი დიდი შრომა და უამრავი კოდი ტრიალებს, ამიტომ დავითი გირჩევს, რომ თუ ამ მიმართულებით განვითარება გსურს, წერო რაც შეიძლება მეტი კოდი. შედეგები მყისიერად არ დგება და საჭიროა თავგადადება (dedication), არ შეგეშინდეს, ეგ გზა გვაქვს გავლილი ყველა გამოცდილ პროგრამისტს. ამიტომ თუ შენც გინდა, რომ Front-end დეველოპმენტში განვითარება Angular ტექნოლოგიის შესწავლით განაგრძნო, შენგან მოტივაციასთან ერთად მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება, ფლობდე HTML, CSS და JavaScript-ს მინიმალურ დონეზე. აირჩიე Angular