"70% of Marketing is Invisible Work" - Eto Merebashvili

blog-detail-img
მარკეტინგის მენეჯმენტი ეთო მერებაშვილი

მარკეტინგის სფერო მრავალი ადამიანისთვის მხოლოდ კრეატიულ რეკლამებთან ასოცირდება. სინამდვილეში მარკეტინგის მენეჯმენტი ბევრად კომპლექსური პროცესია. იგი მოიცავს ბაზრის კვლევას, ბიუჯეტის სწორად გაწერას, კამპანიის ეფექტურად დაგეგმვას, ექსელთან მუშაობას, გუნდის მართვას. კამპანიის წარმატებისთვის კი აუცილებელია სისტემურობა და თანმიმდევრულობა.

თუ გაინტერესებს, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს ლამაზი და შთამბეჭდავი რეკლამების ფარდებს მიღმა, ამ ბლოგს გაეცანი. ეთო მერებაშვილი, მარკეტინგის მენეჯმენტის ლექტორი, მოგიყვება, რატომ არის საჭირო მარკეტინგული კამპანიები და რა განაპირობებს მის ეფექტურობას.

მარკეტინგის მენეჯმენტი ეთო მერებაშვილი

ეთოს მარკეტინგის სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს, რა დროის განმავლობაშიც მისი უშუალო ხელმძღვანელობით 40-ზე მეტი კამპანია განხორციელდა. მისი კარიერა თეგეტა მოტორსში დაიწყო, სადაც სხვადასხვა დროს იკავებდა განსხვავებულ პოზიციას სოციალური მედიის სპეციალისტიდან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციამდე. 

ეთოს გამოცდილება მოიცავს როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე B2B მარკეტინგს ქართულ და გლობალურ ბრენდებთან. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი კომპანია zoommer-ს უკავშირდება, მის რებრენდინგსა და ყველაზე ხმაურიან კამპანიებს. ზუმერის რებრენდინგი, ზუმერის ადმინის ფენომენი, ზუმერული ახალი წლები – ეს არის პროექტების ჩამონათვალი, რომლებსაც 2015-დან 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეთო მუშაობდა როგორც მარკეტინგ კონსულტანტი და კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში დახმარებას უწევდა. სულ ახლახან კი კავკასიის ავტო იმპორტის გუნდს CMO-ს პოზიციაზე შეუერთდა. საქართველოს გარდა ეთო არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და უკრაინის ბაზრების მარკეტინგს უხელმძღვანელებს.

საქმისადმი მთავარი მიდგომა, ალბათ, ისაა, რომ ძალიან მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ და არ ვუდგები მას, როგორც “დავალებას”. ვცდილობ, რომ იმ პროექტიდან, რაზეც ვმუშაობ მაქსიმალური სარგებელი და ეფექტი მივიღო

რეალურად რას მოიცავს მარკეტინგის მენეჯმენტი?

“მარკეტინგი პრობლემის გააზრებისა და პრობლემიდან ამოსვლის საკითხია და არა უბრალოდ ლამაზი ვიდეოები და კარგი პოსტები სოციალურ მედიაში”, – ამბობს ეთო. მისი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი შთაბეჭდილება მარკეტინგის სფეროს შესახებ არის ის, რომ იგი მხოლოდ რეკლამაა. რეალურად კი მარკეტინგი ბაზრის კვლევას, პროდუქტის განვითარებას, მომხმარებელთა ქცევის ანალიზსა და სხვა მრავალ შრომატევად პროცესს მოიცავს.

როგორც წესი, მარკეტინგს გარედან აღიქვამენ როგორც რეკლამების სამჭედლოს, რაც ასე არ არის. სინამდვილეში მის უკან ძალიან დიდი შრომა იმალება გაყიდვების, პროდუქტებისა და სხვა დეპარტამენტებთან. ჩვენი საქმის 70% უხილავი შრომაა.

როგორ ეთო ამბობს, მარკეტინგული კამპანიების უკან დიდი შრომა დგას. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მარკეტინგული აქტივობების ციკლი სრულად დაგეგმილი იყოს. საჭიროა წლის კალენდრის, კონტენტ კალენდრის არსებობა. ამის გარეშე  ბიუჯეტს ვერ განსაზღვრავდედლაინებს ვერ დაალაგებ, პროექტის ვადაში ჩატევა გართულდება. შესაბამისად, ეფექტურად მუშობა გამორიცხულიამარკეტინგული კომუნიკაცია კი მაშინ არის წარმატებული, როდესაც:

  • სწორად არის შერჩეული სამიზნე აუდიტორია, რათა მათი საჭიროებები სწორად დადგინდეს;
  • გზავნილი მკაფიო და თანმიმდევრულია;
  • ხდება ემოციური კავშირის დამყარება აუდიტორიასთან;
  • კამპანია დროული და შესაბამისია – გზავნილი სწორად ეხმიანება დღევანდელ საჭიროებებს;
  • საკომუნიკაციო არხების სწორად არის გამოყენებული – მომხმარებელს სწვდება იქ, სადაც მათი ყველაზე დიდი კონცენტრაციაა;
  • არის გაზომვადი.

გარდა ამისა, ეთო მიიჩნევს, რომ მარკეტინგი პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. მარკეტინგისა და პროდუქტების გუნდების კოორდინაცია ბაზარზე პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობასა და წარმატებას განაპირობებს:

  • მომხმარებლების ინსაითები გავლენას ახდენს პროდუქტის დიზაინზე. შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტს ქმნი;
  • ცდილობ, ბაზარს მიაწოდო ისეთი პროდუქტი, რომელიც ბრენდის გზავნილსა და ღირებულებებს ეხმიანება;
  • ბაზარზე გასვლის ეფექტური სტრატეგიები – უკუკავშირების შეგროვება და პროდუქტის განვითარების პროცესში გამოყენება;
  • მარკეტინგის დახმარებით პროდუქტზე ინტერესი ჩნდება.

მარკეტინგის როლი ბიზნესის წარმატებაში

მარკეტინგი კრეატიულობის, მონაცემთა ანალიზისა და ფსიქოლოგიის გამოყენებით ცდილობს, გავლენა მოახდინოს მომხმარებლის არჩევანზე; ცდილობს შექმნას ისეთი დამაჯერებელი ნარატივები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელთან ურთიერთობას მარტივად დაამყარებს და მათ საჭიროებებს მოერგება. სტრატეგიული კამპანიები ამბის თხრობითა და მომხმარებლის ჩართულობით კი ბრენდის ღირებულებასა და მისდამი ნდობას ქმნის. ამიტომ, ეთოს აზრით, სწორად დაგეგმილ სტრატეგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მარკეტინგი სტრატეგიით და სტრატეგიის გარეშე – ეს იგივე, რაც ლაბირინთში რუკით და რუკის გარეშე სიარული.

ალბათ, ხშირად გსმენია მოსაზრება იმის შესახებ, რომ კარგ პროდუქტს მარკეტინგი არ სჭირდება. ეთოს თქმით, ეს შეხედულება მცდარია, რადგან საუკეთესო პროდუქტი მარკეტინგის გარეშე შესაძლოა ყველასგან შეუმჩნეველი დარჩეს. მარკეტინგი საჭიროა ხილვადობისთვის. იგი ბაზარს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის უპირატესობაზე.

ზოგისთვის მარკეტინგი მანიპულაციაა - ატყუებს ადამიანებს იყიდონ ის, რაც არ ჭირდება. თუმცა ეთიკური მარკეტინგი ორიენტირებულია მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათ დაკმაყოფილებაზე, ღირებულებების შექმნაზე. მსგავსი მიდგომა კი ნამდვილად აუმჯობესებს მომხმარებლების ყოველდღიურობას, ან ჭრის მათ პრობლემებს.

მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი

13 ლექცია | 39 საათი |6 კვირა

როდის დგება რებრენდინგის საჭიროება?

რაც შეეხება რებრენდინგს, ეთოს აზრით, კომპანიისთვის მისი საჭიროება დგება, როდესაც:

  • ბრენდის იდენტობა მოძველებულია – ბრენდი ვერ მიყვება ბაზრის დინამიკას, მომხმარებლის პრეფერენციებს, ან შეიცვალა კომპანიის ხედვა, მისია და ღირებულებები;
  • რეპოზიციონირება – როდესაც კომპანიას სურს ბაზრის ახალი სეგმენტის ათვისება და ბაზარზე მისი პოზიციონირების ცვლილება;
  • ნეგატიური ასოციაცია – ბრენდის დისტანცირება უარყოფითი წარსულისგან;
  • შერწყმა – როდესაც ორი კომპანია ერთიანდება;
რებრენდინგის პროცესი მოიცავს: 
  • ვიზუალური იდენტობის ახალი დიზაინის შექმნას – ლოგოს, ფერთა გამის, ტიპოგრაფიის, ვიზუალური სტილის ცვლილებას;
  • ბრენდის გზავნილი, დაპირება, Tone of voice – რომლებიც ეხმიანება ბრენდის განახლებულ
    ღირებულებებს და მიზნებს;
  • ყველა მარკეტინგული მასალის განახლება.

მისი ეფექტურობა კი შემდეგი კრიტერიუმებით იზომება:

  • ბრენდის ცნობადობა და აღქმა – როგორ შეიცვალა რებრენდინგის შემდგომ მომხმარებლის განწყობა;
  • მომხმარებლის ჩართულობა – მისი გაზომვა სოციალურ მედიაში, ვებ-გვერდებზე;
  • გაყიდვებისა და ბაზრის წილის გაანალიზება;
  • თანამშრომლების უკუკავშირი და განწყობა;
  • ბრენდის იდენტობის გაძლიერება, ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესება.

მარკეტინგის მენეჯერი - საჭირო უნარები და კვალიფიკაცია

მარკეტინგში გადაწყვეტილების მიმღები პირის საჭირო უნარებზე საუბრისას ეთომ რამდენიმე ფაქტორი გამოყო:

  • მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები;
  • ადაპტაცია და სისწრაფე – თუ უმალვე ცვლილებებს ალღოს ვერ აუღებ, შეიძლება ძალიან
    მნიშვნელოვანი მოვლენები გამოტოვო და ვეღარასდროს დაეწიო;
  • ექსპერიმენტები – თუ არ სცადე, ვერასდროს გაიგებ, რა იმუშავებს და რა – არა.

ლიდერობა მარკეტინგის დირექტორისთვის ნიშნავს სტრუქტურის სწორად წარმართვას. ლიდერობა მოიცავს გუნდების შთაგონებას, მოტივაციას და მართვას საერთო მიზნების მისაღწევად. რატომ გვჭირდება ლიდერობა? რამდენიმე მიზეზის გამო:

  • მარკეტინგული სტრატეგიების ბიზნესის მიზნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
  • ინოვაციისა და ზრდისთვის – ბრენდის ევოლუციისა და ბაზარზე გაფართოებისთვის;
  • გუნდის ერთიანობისა და მორალისთვის – მოტივირებული, ერთგული და ეფექტური გუნდის შესაქმნელად.

ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები:

  • Visionary thinking – ბაზრის ტენდენციების განჭვრეტა და გრძელვადიანი მიზნების დასახვა;
  • ეფექტური კომუნიკაცია – სტრატეგიების მოლოდინებისა და უკუკავშირების მკაფიოდ ჩამოყალიბება;
  • გაძლიერება და დელეგირება – გუნდში ლიდერობის ჩამოყალიბება, ავტონომიურობისა და
    პროფესიული ზრდის წახალისება.

ამ უნარების გასავითარებლად ეთო გირჩევს, რომ სწავლის უწყვეტ რეჟიმში იყო. თვალყური ადევნე ინდუსტრიის ტენდენციებსა და ინოვაციებს მსოფლიოს მასშტაბით. დაესწარი საინტერესო სემინარებსა და ვებინარებს. მოითხოვე უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელისგან, თანამშრომლებისა და დაქვემდებარებულებისგან. ინფორმაციისა და გამოცდილებების გაცვლის მიზნით დაამყარე მუდმივი კავშირი შენი სფეროს წარმომადგენლებთან.

ახლა კი კურსის შესახებ მოგიყვები. მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამის განმავლობაში შესაძლებლობა გექნება, ეთოსგან მიიღო საინტერესო ინფორმაცია ბევრ ისეთ პრაქტიკულ საკითხზე, რომლებიც წიგნებში არ წერია. არამედ უნდა გადაგხდეს, გამოცადო, რომ შემდეგ უკვე მზად იყო მსგავსი შემთხვევებისთვის. პროგრამის ფარგლებში სწორედ ამ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და სტრატეგიულ ხედვას გაიუმჯობესებ.

კურსის განმავლობაში ეთო მრავალ დაუწერელ ამბავს გაგანდობს. ამიტომ, თუ მზად ხარ ახალი თავგადასავლებისთვის, დეტალურად გაეცანი სილაბუსს და Commschool-ში შემოგვიერთდი!

Tell your Friends

You may interest

Beginner
1350₾
The demand for tech talent has never been higher, making it increasingly challenging for companies to find and attract the best human resources. In this competitive environment, recruiters need not only a deep understanding of the tech industry but also practical expertise in how to find, onboard, and retain A+ tech professionals. This course is packed with practical work and designed to provide a detailed understanding of current trends, platforms, and qualifications - it's a mini MBA in human resource recruitment for the technology sector. Throughout the course, students will learn the complete 360-degree process of [Tech] recruiting.
14 Lectures
42 hours
Intermediate
1000₾
The course includes Practice-based learning, which includes assignments/exercises and an individual project. During the program, you will receive advice and consultations on career planning. Upon successful completion, you will have career support from Commschool's partner companies, which includes exclusive job offers and internships. Upon successful completion of the course, the student will receive a bilingual certificate.
8 Lectures
24 hours hours
Beginner
950₾
Artificial Intelligence has become an integral part of the modern manager's role. Therefore, the better we understand what language to use and how to communicate with artificial intelligence, the easier it becomes to integrate it into our daily lives. Most importantly, artificial intelligence enables efficient time use and helps avoid routine tasks. Throughout the lectures, we will study how to use popular AI systems such as ChatGPT, Claude.ai, and Gemini. Working on practical assignments and the final project will help us gain in-depth knowledge about using AI tools and 'taming' them to our needs.
6 Lectures
18 hours

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება