ჩვენ გვწამს, რომ ლიდერებმა უნდა იცოდნენ მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტი, ამიტომ 6 თვიანი ინტენსიური პროგრამის შედეგად, ჩვენ ვეცნობით აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის.
ინდუსტრიის მიუხედავად, ნებისმიერი ბრენდისთვის ღირებულებების ჩამოყალიბებას, მომხარებლის ლოიალურობის მოპოვებასა და ბიზნესის გაზრდას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენი ხედვა ამ კურსთან მიმართებაში შემდეგია – ღრმად ჩავწვდეთ მარკეტინგული სტრატეგიის ინოვაციებს და გადავცეთ დამსწრე პროფესიონალებს მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინსტრუმენტები.
სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა მოიცავს 8 მოდულს:
- შესავალი მარკეტინგში
- პროდუქტის ინოვაცია
- სტრატეგიული კომუნიკაცია
- Data & Insights
- ბრენდ მენეჯმენტი
- დიჯითალი
- ივენთები
- გადაწყვეტილების მიღება
გადაწყვეტილების მიღება– სტრატეგიული კომუნიკაციის დამატებითი მოდულია, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ქართული კომპანიების ლიდერები და არამარტო, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. შეხვედრების დროს სტუდენტებს საშუალება აქვთ მოწვეულ სპიკერებს დაუსვან კითხვები მათი პროფესიული ცხოვრების შესახებ.
ასევე განსხვავებული გამოცდილების მქონე სამი უცხოელი სპიკერი ატარებს პროგრამაში ჩაშენებულ ლექციებს – Jennifer Wong, Peter Hamilton და Siby Thomas.
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა, ციფრული პროდუქტები ბიუჯეტირება, ბრენდინგი, ედვერთაიზინგი, ივენთები,
-
პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის და პოზიციონირების განსაზღვრა
-
პროდუქტის ინოვაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები
-
მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და ინსაიტების გენერირება
-
სტრატეგიული ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტები
-
დეპარტამენტის სტრუქტურის შედგენა
-
სარეკლამო სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია
-
საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა
-
ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება
-
digital-first strategy-ს შექმნა
-
ციფრულ არხებში ბრენდის გაშლა
-
ედვერთაიზინგი
-
კონტენტის გენერირება და კალენდრის შედგენა
-
ივენთების დაგეგმა და აღსრულება
კვირაში 3/4ჯერ
კვირაში 3/4ჯერ
ვისთვის არის კურსი
მარკეტერებისთვის
ჩვენი მიზანია შევქმნათ „უნივერსალური მარკეტერი“, რომელიც მრავალ სხვადასხვა უნარს ფლობს.
დამფუძნებლებისთვის
დამფუძნებლებისთვის, რომლებიც საკუთარი ბიზნესის ზრდასა და მართვას ისახავენ მიზნად.
საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის
საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მარკეტინგის გამოყენებას საჭიროებენ.
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსდამთავრებულები
აარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
ჯენიფერ ვონგი
Guest Lecturer
ჯენიფერ ვონგი
Guest Lecturer
ჯენიფერი 2018 წელს Forbes-ის 30 წლამდე 30 მარკეტერს შორის საუკეთესოდ დასახელდა. 2015 წლიდან ის იყო TUNE- ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. 2018 წელს იგი გახდა Convoy-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ამავე წელს Convoy Business Insider-ის 51 საუკეთესო სტარტაპში შევიდა. ასევე, LinkedIn-ის 50 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა. ჯენიფერი არის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფოსტერის ბიზნესის სკოლის მოწვეული პროფესორი.
Linkedinირინა ეგაძე
Strategic Communication
ირინა ეგაძე
Strategic Communication
სანამ თავის კუთვნილ კომპანიას Alice Q.-ს შექმნიდა, ირინა Mozaika-ში მუშაობდა ღონისძიებების განყოფილების უფროსად. ის 12 წელია მოღვაწეობს ღონისძებების მენეჯმენტის სფეროში და მას 350-ზე მეტი ივენთი აქვს გამართული.
Linkedinპიტერ ჰამილტონი
Guest Lecturer
ლადო მალაზონია
Strategic Communication
ლადო მალაზონია
Strategic Communication
ევროპის არტ დირექტორთა კლუბის სპიკერი, ლადო მალაზონია, ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა Windfor-ის მთავარ სტრატეგად, სადაც მან ითანამშრომლა წამყვან ქართულ კომპანიებთან. მან 2017 წელს კანის ვერცხლის ლომი მოიგო. ცოტა ხნის წინ ლადო შეუერთდა მსოფლიო მარკეტინგული კომუნიკაციების ბრენდს ჯეი ვალტერ ტომპსონის ქართულ ოფისს – JWT Metro-ს და იკავებს სტრატეგიის ხელმძღვანელის თანამდებობას.
Linkedinგიორგი მირზიკაშვილი
Strategic Communication
გიორგი მირზიკაშვილი
Strategic Communication
გიორგის საბანკო სივრცეში 7 წელზე მეტი მუშაობდა, სადაც ის ძირითადად პროდუქტების შექმნით და განვითარებით იყო დაკავებული. 2016 წელს ის გახდა Optio.ai-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი – ფინტექ სტარტაპის, რომელიც ეხმარება ბანკებს გადაიტანოს მომხმარებლის ფინანური ოპერაციები დიალოგის რეჟიმში. ასევე, Optio.ai პირადი ფინანსების მენეჯმენტში ეხმარება მომხმარებელს. მან 2019 წელს Gita-ს 100 000 გრანტი მოიპოვა. გიორგი 2 სტარტაპ აქსელერატორის კურსდამთავრებულია.
Linkedinსიბი ტომასი
Guest Lecturer
სიბი ტომასი
Guest Lecturer
სიბი სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია Dubai Opera-ში 2016 წლიდან. მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მან $5.000.000-ის ღირებულების კონტრაქტები დადო სპონსორებთან. ის მუშაობდა Apple-სთან, Jaguar-თან, MasterCard- თან გრძელვადიან პროექტებზე. ასევე მონაწილეობდა Christian Dior-ის, Bvlgari-ის, Hermes-ის და Pandora-ს მოკლევადიან პროექტებში Dubai Opera-სთან.
ნათია სვანიძე
Strategic Communication
ნათია სვანიძე
Strategic Communication
2018 წლის ახალგაზრდა მარკეტერების გამარჯვებული, ნათია სვანიძე საკომუნიკაციო სივრცეში ერთერთი ყველაზე აქტიური ბრენდის – Giovanni Morra-ს დამფუძნებელია. ნათია ასევე “თიბისი“-ს პროგრამა სტარტაპერის ერთერთი შემქმნელია. ამჟამად ნათია ნეობანკ „სფეისი“-ს „მომხმარებლის გამოცდილების“ გუნდის ლიდერია.
Linkedinუჩა ურუშაძე
Sense of Branding
უჩა ურუშაძე
Sense of Branding
უჩა არის ფილოსოფოსი, რომელიც ქმნის ბრენდებს. 2011 წელს უჩას სტრატეგიული ხელმძღვანელობით WINDFOR’S-ის სარეკლამო კამპანიამ Gold Eurobest, Silver Drum და Bronze Drum მოიპოვა. 2014 წლიდან უჩა HOLMES&WATSON-ში სტრატეგიას ხელმძღვანელობს, სადაც მან არაერთი გავლენიანი პროექტი განახორციელა, როგორიცაა “თიბისი”-ს ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანიები „გამარჯობა“ და „შენ“, ასევე – “თიბისი დაზღვევის” კამპანია “შეცდომები მოსულა”.
Linkedinგაგა დარსალია
Startup Design
გაგა დარსალია
Startup Design
2018 წელს, გაგა ფორბსის 30 წლამდე 30 საუკეთესო მარკეტერს შორის მოხვდა. გაგა დიჯითალ სააგენტო „Redberry”-ს დამფუძნებელია. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 70-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა საკომუნიკაციო ფესტივალებზე. 2019 წელს რედბერიმ მოიზიდა 3.2$ მლნ – ის ინვესტიცია, იმისთვის რომ შეექმნათ სტარტაპ სტუდია. სწორედ ამის ფარგლებში შექმნეს სტარტაპი “Lanchoba”.
Linkedinხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულადდიმიტრი ვაჩნაძე სტუმრად თბილისის კომუნიკაციის სკოლაში
დიმიტრი ვაჩნაძე , EuropeBet-ის ბრენდის განვითარების მენეჯერი , თბილისის კომუნიკაციის სკოლას გადაწყვეტილების მიღების მოდულის ფარგლებში ეწვია. გადაწყვეტილების მიღება, სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის მერვე მოდულია, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ დაუსვან კითხვები მსხვილი ქართული კომპანიის ლიდერებს. https://www.youtube.com/watch?v=u4jhxIyMIr4&t=229s დიმიტრი ვაჩნაძე - EuropeBet-ის ბრენდის განვითარების მენეჯერი სამედიცინო სფეროდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოხვედრილი დიმიტრი ვაჩნაძე გვესაუბრება თავის კარიერული მოღვაწეობზე - თუ რა გზა გაიარა სააგენტო კონტრასტიდან Europabet -ის ბრენდის მენეჯერობამდე . დიმიტრი ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა ექაუნთ მენეჯერის პოზიციას Windfor's - ში, მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის თიბისი, ჯეოსელი, ალდაგი ა.შ. ამ დროის განმავლობაში მას არაერთი საინტერესო პროექტი განუხორციელებია მაგალითად ისეთი, როგორიც არის "კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს". საინტერესოა ისიც, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართული სარეკლამო ნამუშევარი პირველად მოხვდა საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მოიპოვეს Eurobest-ის პრიზი. ასევე, 2015 წელს გახდა ახალგაზრდა კანის ლომების გამარჯვებული. დიმიტრი ასევე გვესაუბრება გადაწყვეტილების მიღების მისეულ ტექნიკებზე და გვირჩევს რამდენიმე საინტერესო წიგნს, როგორიც არის: Rory Sutherland -Alchemy Kahneman - thinking fast and slow Richard Thaler; Cass Sunstein -Nudge
მარკეტინგის წამყვანი როლი ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში
კორონავირუსი დააჩქარებს განსაკუთრებით მოწყვლადი, ტრადიციულად მართული სამომხმარებლო პროდუქციით მოვაჭრე კომპანიების ციფრულ ტრანსფორმაციას. საზოგადოებაზე ორიენტირებულმა, სოციალურმა სადისტრიბუციო სტრატეგიამ ლუდის მწარმოებელ „ცინტაოს“ საკარანტინო ზომებით და მიწოდების ჯაჭვის ჩამოშლით განპირობებული გაურკვევლობის დაძლევა და სრული რეგენერაცია შეაძლებინა. ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების პირობებში, რთული წარმოსადგენია, მარკეტერები გრძელვადიანი ციფრული ტრანსფორმაციის საკითხისადმი გულგრილნი დარჩნენ — ამ პროცესზე პასუხისმგებლობა დეპარტმენტმა სრული შემადგენლობით უნდა იტვირთოს. PwC-ის სქემა ხუთ მნიშვნელოვან კომპონენტს ეფუძნება: ინოვაციური პროდუქცია, მიწოდების ჯაჭვი, მარაგები და წარმოება, გაყიდვების არხები და მარკეტინგი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რიგი კომპანიები კორონავირუსს „სილოს“ პრინციპით (მაგალითად, შესყიდვების გუნდი ხელმძღვანელობს მიწოდების ჯაჭვს, გაყიდვების და მარკეტინგის გუნდები მომხმარებლებთან კომუნიკაციის საკითხებზე მუშაობენ და ა.შ.) უმკლავდებიან. კომპანიებს, რომელთათვისაც ამ დრომდე არ ყოფილა პრიორიტეტული ციფრული მიმართულებით განვითარება, ახლა რთული გზით უხდებათ „გაკვეთილის სწავლა“. გაკვეთილები ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისათვის აუცილებელი ხუთი კომპონენტის განსავითარებლად უფრო მეტი ძალისხმევა მართებთ. ეს გადამწყვეტი მომენტი მარკეტინგის ხელმძღვანელებს საოპერაციო რესურსების ხანგრძლივი დროით გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. TsingTao-ს დაგეგმარების ძლიერმა სტრატეგიამ COVID-19-ით გამოწვეული საბაზრო ცვლილებების პირობებში ლუდსახარშის მხრიდან მყისიერი რეაგირება განაპირობა. დაკვირვებას იმსახურებს Anta, HaiDiLao, Nestle, JD, Suning, Jiang Xiao Bai, Walmart, Chanel, Tik Tok, Kwai, Hema, H&M, Alibaba, K11, Luckin და Uniqlo. 2020 სხვადასხვა სფეროში მოქმედი უამრავი ბრენდისა თუ ბიზნესისასთვის — განსაკუთრებით კი, სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელთათვის ურთულესი წელი იქნება. ეპიდემიამ უმძიმესად იმოქმედა ტურიზმის, ავიახაზების, სასტუმროების, რესტორნების, საცალო სავაჭრო ქსელების, ავტომობილების თუ სხვა სექტორებზე. ამ უპრეცენდენტო დროს ციფრული არხებით მართული პროდუქცია თუ სერვისები მაქსიმალურად მოსახერხებელი, ეფექტიანი და ზუსტია—როგორც ემპირიული, ისე ემოციური თვალსაზრისით. ტრადიციული საცალო ვაჭრობით დაკავებული ბიზნესებისგან განსხვავებით, აპლიკაციები და ციფრული პლატფორმები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. მაგალითად, მხოლოდ თებერვალში, ჯანსაღი საკვები პროდუქტებისა და ზოგადად, სურსათის ბაზარი 250%-დან 300%-მდე გაიზარდა. საგრძნობლად მოიმატა ეგრეთწოდებულ “ქლაუდებზე“ დაფუძნებული სწავლების, სამეწარმეო საქმიანობისა და ონლაინ გართობისათვის განკუთვნილი პლატფორმების მომხმარებელთა რაოდენობაც. სამედიცინო საკონსულტაციო აპლიკაციას სულ რაღაც ერთი დღის მანძილზე 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. უამრავ კომპანიას, რომელიც საცალო მომსახურების მეტწილად ტრადიციულ მოდელს ეყრდნობა, დაუსრულებლად უხდება ხარჯების, სავაჭრო ობიექტების, თანამშრომლებისა და მათი ხელფასებს შემცირება. თუმცა, რიგი მწარმოებლები ახერხებენ კიდეც კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ დროულად რეაგირებას. მაგალითად, ლუდის მწარმოებელმა TsingTao-მ 10 თებერვლიდან განაახლა წარმოება და 22 თებერვალს უკვე ციფრული გაყიდვების ახალი პროგრამა—"Be a Distributor” აამოქმედა. TsingTao-ს პროგრამა WeChat-ის არხის დახმარებით 10,000 დამოუკიდებელი დისტრიბუტორის ერთი კვირის ვადაში შესწყიდვას ისახავდა მიზნად. თუმცა, სულ რაღაც სამი დღის შემდეგ მასში 40,000 ადამიანი გაწევრიანდა. ამ დამოუკიდებელმა დისტრიბუტორებმა სულ რაღაც 30 წუთში შეაძლებინეს მეგობრებს ბრენდის ოფიციალური WeChat პლატფორმიდან ლუდის უამრავი ყუთის შეკვეთა და პირდაპირ სახლში გაგზავნა. დისტრიბუტორებმა გაყიდვებიდან საკომისიოები მიიღეს, სმის მოყვარულებმა კი—პროდუქცია. შედეგად კი ყველა კმაყოფილი დარჩა. ლოგისტიკას TsingTao-ს შიდა გუნდი ხელმძღვანელობს, რომელიც 28 პროვინციას და 324 ქალაქს აერთიანებს და მართვის უზუსტეს სისტემას ეფუძნება. დისტრიბუციაში თანამშრომლებისა და ფართო აუდიტორიების ჩართვა ბრწყვინვალე იდეა იყო. საზოგადოებაზე ორიენტირებული სტრატეგიის დახმარებით, კომპანიამ წარმატებით გამოიყენა სამეგობრო წრეები ტრადიციული სადისტრიბუციო არხებისათვის დამახასიათებელი გარდაუვალი დანაკარგის შესამცირებლად. „აქტიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის უპირველესია და მუდმივად ვეძებთ ახლებურ ხერხებს ეპიდემიით განპირობებული ზარალის შესამცირებლად,“ განაცხადა ზან ფანმა, Tsingtao-ს ლუდსახარშის დირექტორის მოადგილემ გაყიდვების ოპერაციების მართვის მიმართულებით. მან ისიც აღნიშნა, რომ Tsingtao ეგრეთწოდებული საზოგადოებრივი კომერციის სისტემას წინასწარ გეგმავდა. Tsingtao-ს სწრაფი რეაგირების უნარი უბრალო შემთხვევითობა როდია. ეს არის სულ ცოტა ორწლიანი ევოლუციის შედეგი. ახლებური, O2O[1] საცალო ვაჭრობის ძლიერი სტრატეგიის, დახვეწილი ციფრული სქემის, ინოვაციის პროცესის სრულყოფილი ხედვისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის უნარის გარეშე, ლუდის ბრენდს არ ექნებოდა კორონავირუსის გავრცელების პირობებში წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავების რესურსი. ციფრული ტრანსფორმაცია გრძელვადიანი სტრატეგიაა ეპიდემიამდეც კი, ჩინეთის საცალო სამომხმარებლო ბაზრის ფორმატი ბევრად უფრო რაციონალური, ხარჯების მინიმიზაციაზე ორიენტირებული და დახვეწილი გახდა და მთლიანად გამოცდილებაზე გადაერთო, რაც სტრატეგიების შესაბამის ცვლილებასაც საჭიროებს. სამყაროში, სადაც ზომიერი ზრდა ახალ სტანდარტად იქცა, აუცილებელია, ინდუსტრია საფუძვლებს დაუბრუნდეს და ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებზე კონცენტრირდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური და საბაზრო ფაქტორების პირობებში ბრენდები და საცალო მოვაჭრეები ფრთხილობენ, რადგან ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად არსებული შესაძლებლობების კონსოლიდაციასა და სტრატეგიულ ინვესტიციებს შორის ბალანსის პოვნა მართებთ. კონკურენტული უპირატესობების სათანადოდ წარმოსაჩენად კომპანიებმა ბევრად უფრო კრიტიკულად უნდა შეაფასონ ციფრული ტრანსფორმაციის ფორმები—განსაკუთრებით კი, „ახლებური საცალო ვაჭრობის“ დარგში. ნაკლებად პრაქტიკული ინოვაციების მიმართულებით ექსპერიმენტების (სადაც პროდუქტის რეალური გამოყენება ბევრად უფრო რთულად შეიმჩნევა) ჩატარების ნაცვლად, საცალო მოვაჭრეებმა სტრატეგიასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ რეფორმები და ცვლილების ხარისხზე კონცენტრირდნენ. ასეთი მიდგომა მათ ჩინეთის „ახლებური საცალო ვაჭრობის“ დარგში დაწყებულ რევოლუციაში ჩართვასაც და უფრო პრაგმატული და უსაფრთხო გზით სვლასაც შეაძლებინებს. გასულ წელს, ჩინეთის მომხმარებლების შესახებ მომზადებულ ანგარიშში ჩვენ წარმოვადგინეთ ციფრული ტრანსფორმაციისა და ხუთი მნიშვნელოვანი კომპონენტის — პროდუქტის ინოვაციის, მიწოდების ჯაჭვის, მარაგებისა და წარმოების, გაყიდვების არხებისა და მარკეტინგის ვიზუალური სქემა. ჩვენი რჩევაა, ნებისმიერი სახის ტრანსფორმაციისათვის ბიზნესის სრული პროცესი და საოპერაციო მოდელი გაითვალისწინოთ. სქემაში წარმოდგენილია ბრენდის გამოცდილების ტექნოლოგიასა და მეგამონაცემებზე დაყრდნობით გაუმჯობესებისათვის აუცილებელი მომხმარებელზე ორიენტირებული მეთოდებიც. პანდემიით განპირობებული დროებითი ეკონომიკური კრიზისი ცხადია. თუმცა, კომპანიებს აქვთ უამრავი შანსი იმისა, რომ რეგენერაციის სტრატეგია ციფრულ ტრანსფორმაციაზე შეიმუშავონ. 2003 წელს აზიაში SARS-ის გავრცელებამ ჩინებს ელექტრონული კომერციის განვითარებისაკენ უბიძგა. ელექტრონული კომერციის B2C პლატფორმები, როგორიცაა Taobao და JD, სწორედ იმ პერიოდში ამოქმედდნენ და დღეს ისინი ჩინეთის მასშტაბით ორ უდიდეს სავაჭრო სივრცეს წარმოადგენენ. მჯერა, რომ ბიზნესებს მეტი ძალისხმევა მართებთ ციფრული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით და მათ ნამდვილად ნებისმიერ ეპიდემიასა თუ პანდემიასთან გამკლავება უნდა მოახერხონ.ავტორი: კლემენტ იპი PwC -ის პარტნიორი და გამოცდილების ცენტრის ლიდერი ჩინეთისა და ჰონგ კონგში [1] Online-to-Offline
„ახლა ლექტორის მიერ შემოთავაზებულ სამსახურში ვმუშაობ“- კურსდამთავრებულის კარიერული განვითარება
ბიზნესის მიმართულების სტუდენტი, სტარტაპ "ბითუსისა" და სააგენტო ALTER WAYS-ის ციფრული მარკეტერი და ახლა უკვე აჭარასპორტის ედვერთაიზერი - ამ პორტფოლიოს მიღმა 22 წლის ნიკა რომანაძე დგას. თავის ასაკში ასეთ კარიერულ მიღწევებს მიზანდასახულობას მიაწერს და ამბობს, რომ მიზანი დიდი ხნის წინ დაისახა, რომლის მისაღწევადაც ენერგიას არ ზოგავს: „დიდი ხანია ვიცი, რისი მიღწევა მინდა და ეფექტიანად ვიყენებ დროს , რათა ჩემი ორიენტირისკენ წავიწიო. ნაკლებ დროს ვუთმობ ისეთ გავრცელებულ რაღაცებს, რაც დიდ შრომას მოითხოვს და რეალურად არაფერს მაძლევს" მისი პირველი სამსახური სტარტაპ „ბითუსიში“ იყო, სწორედ აქ მიხვდა, რომ „ის რისი მიღწევაც“ უნდოდა მარკეტინგთან უნდა ყოფილიყო კავშირში. ასე დაიწყო ყველაფერი - მიზანი უკვე დასახული ჰქონდა და იქამდე მისასვლელი გზის ძებნაც შორეულ პერსპექტივად აღარ აღიქვამდა. როგორც ახლა იხსნებს, განვითარების იმდენად ძლიერი სურვილი გაუჩნდა, რომ უნივერსიტეტისა და სამსახურის პარალელურად ახალი გამოწვევებისთვისაც მზად იყო. ძიებამ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში მოიყვანა, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის კურსი გაიარა. „COMM SCHOOL-ის შესახებ, ჩემმა ძმამ მითხრა და ისეთი კარგი რეკომენდაცია გაუწია, მაშინვე დავინტერესდი , დავიწყე ინფორმაციის მოძიება. სკოლისა და ლექტორების შესახებ წარმატებულ მარკეტერებსაც ვკითხე და ყველამ კურსის გავლა მირჩია. ისეთ ეტაპზე ვიყავი, რომ უდიდესი მოტივაცია მქონდა განვვითარებულიყავი, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლის გარდა უნივერსიტეტიც და სამსახურიც მქონდა, არ გამჭირვებია გადაწყვეტილების მიღება - მზად ვიყავი განვითარებისთვის დიდი ძალისხმევა გამეწია. „COMM SCHOOL ჩემთვის კარიერულად უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, გამოვიმუშავე აუცილებელი პროფესიული უნარები. ის რჩევები და რეკომენდაციები, რაც თბილისის კომუნიკაციის სკოლაში ლექტორებისა თუ კურსელებისგან მივიღე, ყოველდღიურ ცხოვრებაში დღემდე მადგება და მანვითარებს." “ასევე, ამ სკოლის დახმარებით მივიღე რამდენიმე შემოთავაზება და ახლა COMM SCHOOL-ის ლექტორთან ერთად მის მიერ შემოთავაზებულ სამსახურში - Adjarasport-ში ედვერტაიზერად ვმუშაობ“, - გვეუბნება ნიკა და ახლა რჩევებს თავადაც თამამად გასცემს . საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ყველას, ვინც კარიერის აწყობას, მასავით, მარკეტინგის მიმართულებით გეგმავს: „თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ მარკეტინგი არის ის სფერო, სადაც მუშაობა გსიამოვნებს და მზად ხარ გადალახო ყველა ბარიერი, რათა გახდე პირველი შენს საქმეში, თბილისის კომუნიკაციის სკოლა შენთვის საუკეთესო ადგილია. ეს არ არის მხოლოდ თეორიული კურსი, თითოეული თეორია და რჩევა, რომელსაც წარმატებული ლექტორები თუ კურსელები გაძლევენ, გამყარებულია უდიდესი გამოცდილებით" - გვიზიარებს ნიკა რომანაძე. ავტორი: მარიამ ელიაშვილი