სტრატეგიული კომუნიკაცია

  • 5.0 შეფასება

  • 80 ლექცია

  • 240 საათი

  • 24 კვირა

ჩვენ გვწამს, რომ ლიდერებმა უნდა იცოდნენ მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტი, ამიტომ 6 თვიანი ინტენსიური პროგრამის შედეგად, ჩვენ ვეცნობით აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის.

ინდუსტრიის მიუხედავად, ნებისმიერი ბრენდისთვის ღირებულებების ჩამოყალიბებას, მომხარებლის ლოიალურობის მოპოვებასა და ბიზნესის გაზრდას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენი ხედვა ამ კურსთან მიმართებაში შემდეგია – ღრმად ჩავწვდეთ მარკეტინგული სტრატეგიის ინოვაციებს და გადავცეთ დამსწრე პროფესიონალებს მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინსტრუმენტები.

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა მოიცავს 8 მოდულს:

  • შესავალი მარკეტინგში
  • პროდუქტის ინოვაცია
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • Data & Insights
  • ბრენდ მენეჯმენტი
  • დიჯითალი
  • ივენთები
  • გადაწყვეტილების მიღება

გადაწყვეტილების მიღება– სტრატეგიული კომუნიკაციის დამატებითი მოდულია, რომლის  ფარგლებშიც  მსხვილი ქართული კომპანიების ლიდერები და არამარტო, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. შეხვედრების დროს სტუდენტებს საშუალება აქვთ მოწვეულ სპიკერებს დაუსვან კითხვები მათი პროფესიული ცხოვრების შესახებ.

ასევე განსხვავებული გამოცდილების მქონე სამი უცხოელი სპიკერი ატარებს პროგრამაში ჩაშენებულ ლექციებს – Jennifer Wong, Peter Hamilton და Siby Thomas.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა, ციფრული პროდუქტები ბიუჯეტირება, ბრენდინგი, ედვერთაიზინგი, ივენთები,

  • პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის და პოზიციონირების განსაზღვრა

  • პროდუქტის ინოვაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები

  • მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და ინსაიტების გენერირება

  • სტრატეგიული ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტები

  • დეპარტამენტის სტრუქტურის შედგენა

  • სარეკლამო სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია

  • საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა

  • ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება

  • digital-first strategy-ს შექმნა

  • ციფრულ არხებში ბრენდის გაშლა

  • ედვერთაიზინგი

  • კონტენტის გენერირება და კალენდრის შედგენა

  • ივენთების დაგეგმა და აღსრულება

7080₾

კვირაში 3/4ჯერ

7080₾

კვირაში 3/4ჯერ

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

მარკეტერებისთვის

ჩვენი მიზანია შევქმნათ „უნივერსალური მარკეტერი“, რომელიც მრავალ სხვადასხვა უნარს ფლობს.

დამფუძნებლებისთვის

დამფუძნებლებისთვის, რომლებიც საკუთარი ბიზნესის ზრდასა და მართვას ისახავენ მიზნად.

საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის

საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მარკეტინგის გამოყენებას საჭიროებენ.

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

ჯენიფერ ვონგი

Guest Lecturer

ჯენიფერ ვონგი

Guest Lecturer

ჯენიფერი 2018 წელს Forbes-ის 30 წლამდე 30 მარკეტერს შორის საუკეთესოდ დასახელდა. 2015 წლიდან ის იყო TUNE- ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. 2018 წელს იგი გახდა Convoy-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ამავე წელს Convoy Business Insider-ის 51 საუკეთესო სტარტაპში შევიდა. ასევე, LinkedIn-ის 50 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა. ჯენიფერი არის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფოსტერის ბიზნესის სკოლის მოწვეული პროფესორი.

Linkedin

ირინა ეგაძე

Strategic Communication

ირინა ეგაძე

Strategic Communication

სანამ თავის კუთვნილ კომპანიას Alice Q.-ს შექმნიდა, ირინა Mozaika-ში მუშაობდა ღონისძიებების განყოფილების უფროსად. ის 12 წელია მოღვაწეობს ღონისძებების მენეჯმენტის სფეროში და მას 350-ზე მეტი ივენთი აქვს გამართული.

Linkedin

პიტერ ჰამილტონი

Guest Lecturer

პიტერ ჰამილტონი

Guest Lecturer

პიტერი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, 2014 წლიდან დღემდე იკავებს TUNE-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. მისი ხელმძღვანელობით Tune-მა მოიპოვა $36.4 მლნ-ის დაფინანსება martech-ის კატეგორიაში, გახსნა მსოფლიოს მასშტაბით 9 ოფისი და გაზარდა გუნდი 350 ადამიანამდე.

ლადო მალაზონია

Strategic Communication

ლადო მალაზონია

Strategic Communication

ევროპის არტ დირექტორთა კლუბის სპიკერი, ლადო მალაზონია, ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა Windfor-ის მთავარ სტრატეგად, სადაც მან ითანამშრომლა წამყვან ქართულ კომპანიებთან. მან 2017 წელს კანის ვერცხლის ლომი მოიგო. ცოტა ხნის წინ ლადო შეუერთდა მსოფლიო მარკეტინგული კომუნიკაციების ბრენდს ჯეი ვალტერ ტომპსონის ქართულ ოფისს – JWT Metro-ს და იკავებს სტრატეგიის ხელმძღვანელის თანამდებობას.

Linkedin

გიორგი მირზიკაშვილი

Strategic Communication

გიორგი მირზიკაშვილი

Strategic Communication

გიორგის საბანკო სივრცეში 7 წელზე მეტი მუშაობდა, სადაც ის ძირითადად პროდუქტების შექმნით და განვითარებით იყო დაკავებული. 2016 წელს ის გახდა Optio.ai-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი – ფინტექ სტარტაპის, რომელიც ეხმარება ბანკებს გადაიტანოს მომხმარებლის ფინანური ოპერაციები დიალოგის რეჟიმში. ასევე, Optio.ai პირადი ფინანსების მენეჯმენტში ეხმარება მომხმარებელს. მან 2019 წელს Gita-ს 100 000 გრანტი მოიპოვა. გიორგი 2 სტარტაპ აქსელერატორის კურსდამთავრებულია.

Linkedin

სიბი ტომასი

Guest Lecturer

სიბი ტომასი

Guest Lecturer

სიბი სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია Dubai Opera-ში 2016 წლიდან. მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მან $5.000.000-ის ღირებულების კონტრაქტები დადო სპონსორებთან. ის მუშაობდა Apple-სთან, Jaguar-თან, MasterCard- თან გრძელვადიან პროექტებზე. ასევე მონაწილეობდა Christian Dior-ის, Bvlgari-ის, Hermes-ის და Pandora-ს მოკლევადიან პროექტებში Dubai Opera-სთან.

ნათია სვანიძე

Strategic Communication

ნათია სვანიძე

Strategic Communication

2018 წლის ახალგაზრდა მარკეტერების გამარჯვებული, ნათია სვანიძე საკომუნიკაციო სივრცეში ერთერთი ყველაზე აქტიური ბრენდის – Giovanni Morra-ს დამფუძნებელია. ნათია ასევე “თიბისი“-ს პროგრამა სტარტაპერის ერთერთი შემქმნელია. ამჟამად ნათია ნეობანკ „სფეისი“-ს „მომხმარებლის გამოცდილების“ გუნდის ლიდერია.

Linkedin

უჩა ურუშაძე

Sense of Branding

უჩა ურუშაძე

Sense of Branding

უჩა არის ფილოსოფოსი, რომელიც ქმნის ბრენდებს. 2011 წელს უჩას სტრატეგიული ხელმძღვანელობით WINDFOR’S-ის სარეკლამო კამპანიამ Gold Eurobest, Silver Drum და Bronze Drum მოიპოვა. 2014 წლიდან უჩა HOLMES&WATSON-ში სტრატეგიას ხელმძღვანელობს, სადაც მან არაერთი გავლენიანი პროექტი განახორციელა, როგორიცაა “თიბისი”-ს ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანიები „გამარჯობა“ და „შენ“, ასევე – “თიბისი დაზღვევის” კამპანია “შეცდომები მოსულა”.

Linkedin

გაგა დარსალია

Startup Design

გაგა დარსალია

Startup Design

2018 წელს, გაგა ფორბსის 30 წლამდე 30 საუკეთესო მარკეტერს შორის მოხვდა. გაგა დიჯითალ სააგენტო „Redberry”-ს დამფუძნებელია. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 70-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა საკომუნიკაციო ფესტივალებზე. 2019 წელს რედბერიმ მოიზიდა 3.2$ მლნ – ის ინვესტიცია, იმისთვის რომ შეექმნათ სტარტაპ სტუდია. სწორედ ამის ფარგლებში შექმნეს სტარტაპი “Lanchoba”.

Linkedin

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელიც 8 მოდულში აერთიანებს მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. თქვენ ისწავლით არა მხოლოდ თეორიას, არამედ მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას წამყვანი ქართული კომპანიების ლიდერებისგან და საერთაშორისო სპიკერებისგან. ეს არის შანსი გახდეთ "უნივერსალური მარკეტერი", რომელსაც შეუძლია როგორც სტრატეგიის შემუშავება, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება.
A: პროგრამა განკუთვნილია არა მხოლოდ მარკეტერებისთვის, არამედ ბიზნესის დამფუძნებლების, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ვისაც სურს სრულად დაეუფლოს თანამედროვე მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტს - პროდუქტის ინოვაციიდან დაწყებული, ციფრული სტრატეგიებითა და ივენთ მენეჯმენტით დამთავრებული.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად