გრაფიკული დიზაინი

  • 5.0 შეფასება

  • 14 ლექცია

  • 48 საათი

  • 7 კვირა

ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში.

პროგრამა სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებსა და დიზაინის მიმართულებებს; 0-დან შეისწავლიან გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ. Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ტექნიკური ცოდნის მიღებით, ისწავლიან ვიზუალების შექმნას სხვადასხვა მედია არხისთვის, ბრიფის სწორად გაანალიზებას, მუდბორდების შექმნას და დიზაინ-პროექტების დაგეგმვას.

პროგრამის განმავლობაში თითოეული ლექციის შემდეგ სტუდენტები დამოუკიდებლად შეასრულებენ შესაბამის პრაქტიკულ სავარჯიშოს. ასევე,  მიიღებენ რჩევებს/კონსულტაციებს კარიერული განვითარების კუთხით, კურსის დასასრულს კი შექმნიან ინდივიდუალურ პროექტს, რომლითაც შეკრავენ კურსის განმავლობაში შექმნილ პორტფოლიოს.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: Adobe Photoshop, Adobe Illustrator.

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობა

  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვა

  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნა

  • ბრიფის ანალიზი და მუდბორდების შექმნა

  • ლოგოს სკეჩების და დრაფტ ვერსიების გაკეთება

  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგება

  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა

  • ბრიფის სწორად გაანალიზება

  • დავალების მარტივი და მოკლე გზებით შესრულება სხვადასხვა პრინციპის გამოყენებით

17 სექტემბერი 1200₾

სამ-ხუთ 20:00-23:00

28 ოქტომბერი 1200₾

სამ-ხუთ, 20:00-23:00

13 თებერვალი 1200₾

სამ-ხუთ, 20:00-23:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

ნულიდან დამწყებებისთვის

მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება.

შემოქმედებითი ადამიანებისთვის

მათთვის ვინც ხატავს და სურს ეს უნარი აქციოს შემოსავლის წყაროდ

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან. ასევე გრაფიკული დიზაინის კურსის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც გულისხმობს გარანტირებულ სტაჟირებებსა და გასაუბრებებს.

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

რა არის გრაფიკული დიზაინი
გრაფიკული დიზაინერის როლი კომუნიკაციაში
დიზაინის მიმართულებები & მოკლე ისტორია
დიზაინი ჩვენ გარშემო
დიზაინის პრინციპები
რასტრული და ვექტორული გრაფიკა
გრაფიკული რედაქტორები
ფოტოშოპის ინტერფეისი და საბაზისო ხელსაწყოები დავალება
ინსპირაცია
ფერთა თეორიის შესავალი და გამოყენების პრაქტიკული მაგალითები
კონტრასტის მნიშვნელობა ფერში
ფერების პროფილები (RGB და CMYK)
მარტივი გეომეტრიული ობიექტების შექმნა და მათი მანიპულირება
ტექსტის ხელსაწყო
მონიშვნის ხელსაწყოების გამოყენება
შრეები და მათი შერევის მეთოდები
ტრანსფორმაციის ხელსაწყო
დავალება
ინსპირაცია
სურათის შემოტანა და მარტივი მანიპულაციები
Layer Mask-ის გამოყენება და რედაქტირება
ფერებზე მუშაობა/კორექტირება
Pen tool ხელსაწყოს გამოყენება
დავალება
Smart object-ების უპირატესობები
Artboard-ები
Brush tool-ის რედაქტირება
შრეების ეფექტები
ფილტრები
დავალება
რეტუშის მეთოდები
პორტრეტის რეტუში
პროდუქტის რეტუში
რეტუშის ტექნიკის გამოყენების სტანდარტული და საინტერესო მაგალითები
დავალება

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

ოთო მიქაძე

Graphic Design for Beginners

ოთო მიქაძე

Graphic Design for Beginners

ოთოს გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. კარიერა Holmes & Watson-ში დიჯითალ დიზაინერად დაიწყო და მალევე კრეატივის გუნდს შეუერთდა ბრენდინგისა და კამპანიების მიმართულებით. შემდეგ საქართველოს ბანკის Senior Graphic Designer-ის პოზიცია დაიკავა. ამჟამად მუშაობს ფრილანსზე და ფოკუსირებულია ლოგოსა და ბრენდინგის მიმართულებით. მას ასევე უმუშავია ისეთი პროექტებისთვის, როგორებიცაა საქართველოს ბანკის “გავშლით ფრთებს”, “Update”, “არ გაჩერდე”, “500 Startups Georgia”, თიბისის “შენ”, “ახალი წელი მოსულა”, ასევე “GBF” რებრენდინგსა და “Tbilisi School of Communication” ბრენდინგზე

Web

დავით მსახურაძე

Graphic Design

დავით მსახურაძე

Graphic Design

დათო გრაფიკოს-დიზაინერი და ილუსტრატორია, რომელსაც ამ სფეროში უკვე 8 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში უმუშავია ისეთ კომპანიებსა და სააგენტოებში, როგორებიცაა Leavingstone, McCann, GIPA, ხოლო ამჟამად სენიორ გრაფიკოს-დიზაინერის როლს იკავებს კრეატიულ სააგენტო Windfor’s-ში. მის დამკვეთებს შორის არიან საერთაშორისო კრეატივის ფესტივალი Ad Black Sea, Coca-Cola, EU for Energy, Canada Fund for Local Initiatives, Bank of Georgia, Terabank, Tbilisi Mall, Veli.Store და ა.შ. დათო ორიენტირებულია, ნამუშევრები გრაფიკული დიზაინისა და ილუსტრაციის ერთობლივი გამოყენებით შექმნას, სადაც ილუსტრაცია არა დამხმარე, არამედ ნამუშევრის ძირითადი ნაწილია. მთავარი მიმართულებები, რომელზეც დათო აქტიურად მუშაობს არის ლოგო, გრაფიკული ილუსტრაცია, პერსონაჟების დიზაინი, ვიზუალური იდენტობა, ლეთერინგი და პოსტერის დიზაინი.

მარიამ გოგიაშვილი

Graphic Design for Beginners

მარიამ გოგიაშვილი

Graphic Design for Beginners

მარიამი ილუსტრატორი & გრაფიკოს დიზაინერია და ამ მიმართულებით მას ექვსწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. კარიერა წლების წინ სხვადასხვა მედიუმში ფრილანს მოღვაწეობით დაიწყო – გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია, ასევე ფოტოგრაფია, ვიდეო, კედლის მხატვრობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა In-House დიზაინერად და ილუსტრატორად Adjara Group-ში ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: Stamba, Rooms, Holiday Inn, Shio, Milk, Udabno, Lolita, DBlock, Fabrika, TheShop AG, Shukura, ამჟამად კი კვლავ ფრილანს პროექტებზე მუშაობს. ბოლო დროს განხორციელებულ პროექტებს შორისაა: The Pearl Club ბრენდინგი, Art Direction, ფოტო, ვიდეო; Cord Brunch & Bar – ბრენდინგი, ილუსტრაცია, კონტენტი; Coda Story – Editorial illustration; ილუსტრაციები გამოფენისთვის – United for Georgia’s European Way. მარიამის პორტფოლიოს გამოარჩევს სხვადახვა მედიუმის სინთეზით შექმნილი ნამუშევრები

Behance

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: გრაფიკული დიზაინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული მიმართულებაა. ის საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ როგორც დამოუკიდებლად (ფრილანსერად), ისე კომპანიებში, შექმნათ ვიზუალური მასალები სხვადასხვა სფეროსთვის (რეკლამა, სოციალური მედია, ბრენდინგი), გამოიყენოთ თქვენი კრეატიული უნარები და გამოიმუშავოთ სტაბილური შემოსავალი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით.
A: სამწუხაროდ, პროგრამებზე წვდომას ვერ უზრუნველვყოფთ. სტუდენტებმა თავად უნდა უზრუნველყონ Photoshop-ისა და Illustrator-ის ლიცენზიები.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად