Sense of Illustration

  • 5.0 შეფასება

  • 4 ლექცია

  • 20 საათი

  • 2 კვირა

დიზაინის სფეროში ნიჭი და კრეატიული უნარები დღეს საკმარისი აღარ არის ფრილანს კარიერის დასაწყებად ან/და განსავითარებლად. რეალურად დაბრკოლებები მაშინ იწყება, როცა თითქოს ყველა საჭირო ტექნიკური უნარი გაქვს, მაგრამ არ იცი, როგორ შეადგინო ბიუჯეტი და თაიმლაინი, ააწყო პორტფოლიო, გქონდეს ინდივიდუალური ნიშა და რაც მთავარია, შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება. კონკურენცია ძალიან მაღალია, დამოუკიდებლად მუშაობა კი კიდევ უფრო რთული. ამ პირობებში საკმაოდ ბუნდოვანია ილუსტრატორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციაც. Sense of (Freelance) Illustration-ის ქრეშ-კურსიც სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო გზამკვლევია, რომელიც წლების განმავლობაში მიღებულ ანანოს პირად გამოცდილებას ეფუძნება. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ილუსტრაციის შექმნის სრულ ციკლს – ინსპირაციის პოვნის, ბრიფის ანალიზის, სკეჩების დახატვისა და დახვეწის ჩათვლით. რაც მთავარია, შეეძლებათ ბრიფზე დაყრდნობით იმუშაონ პროექტზე/სავარჯიშოებზე, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც დაეხმარებათ გადალახონ ცარიელი ფურცლის შიში. კურსს ფრილანს ილუსტრატორი, ანანო მიმინოშვილი გაუძღვება. მისი პორტფოლიო 200-მდე ფრილანს პროექტს და ისეთ კლიენტებს მოიცავს, როგორებიც არიან: The New York Times, Chanel, BAFTA, FILA, Adobe, Meta, Airbnb, The Washington Post, The New Yorker, The Hollywood Reporter და მრავალი სხვა. შეხვედრებს უმასპინძლებს სასტუმრო Stamba.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: Conceptual Thinking, Freelancing, Client Relationship.

  • "2 weekend-ის შემდეგ, თითქოს ბევრად მიზანდასახული და მოტივირებული გავხდი, ზუსტად ვიცი, ჩემი მომავალი 1 წლის გეგმები და მიზნები და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქრეშ-კურსს"

  • "სანამ ამ კურსს გავივლიდი, ყოველთვის ვწვალობდი ილუსტრაციებისთვის კონცეპტების და იდეების მოფიქრებაში, მაგრამ ნასწავლი ხერხების სამადლობლოდ, ვიცი, მომავალში მსგავსი პრობლემა როგორ გადავჭრა."

  • "მთლიანად კურსზე მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ სულ ახლიდან დამმუხტა და მომცა ხედვა, თუ როგორ წავწიო წინ ჩემი, როგორც ილუსტრატორის კარიერა."

  • "ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ თანამოაზრეები აღმოვაჩინე საკმაოდ ბევრი და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო"

  • "კურსმა გააფართოვა ჩემი ცნობიერება ილუსტრაციაზე, მის გამოყენებაზე, კლიენტთან ურთიერთობაზე და ბიუჯეტირებაზე"

  • "მადლობა, რომ ცოტა ხალისი და უფრო მეტი მოტივაცია მომეცით, გავაგრძელო საკუთარ ნამუშევრებზე მუშაობა"

  • "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის ხელით ხატვა იყო. ბრიფზე მუშაობის პროცესი დავიწყეთ იდეების გენერირებით, შემდეგ იყო სკეჩი, რეფერენსების მოძებნა და დიჯითალ ნამუშევრის შექმნა. "

  • "გავიარეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საკუთარი თავის, როგორც დიზაინერის/ილუსტრატორის პრეზენტაბელურობა, შენი თავის სწორად პოზიციონირება, სამუშაო პროცესის ოპტიმიზირება"

  • "ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღე სამუშაო ანაზღაურების, პორტფოლიოს მნიშვნელობის შესახებ, რაც დამეხმარება მომავალში სწორად განვსაზღვრო, თუ რაზე მსურს ვიმუშაო და რა მიმართულებით გავხადო ჩემი სტილი მოთხოვნადი."

13 მაისი 1500₾

შაბ-კვი 14:00-19:00

4 მარტი 1500₾

შაბ-კვი 14:00-19:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

პროფესიონალებისთვის

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მინიმალური გამოცდილება აქვს დიზაინის ან/და ილუსტრაციის სფეროში და სურთ ახალი ტექნიკების აღმოჩენა და დიზაინერული უნარების განვითარება.

ფრილანსერებისთვის

მათთვის, ვისაც აინტერესებს ინდუსტრიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და ფრილანსერობის სფეროში მუშაობის სტრატეგიები.

დამწყებებისთვის

პირებისთვის, ვისაც სჭირდება გამბედაობის მოკრება და ახალი ნაბიჯების გადადგმა დიზაინისა და ილუსტრაციის მიმართულებით.

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

წარმოსახვის განვითარება | ინსპირაცია | სფეროს მიმოხილვა


14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
16:00-17:00 Networking / Coffee Break
17:00-19:00 Workshop

ბრიფის ამოხსნა | ჩანახატი | კომპოზიცია | შინაარსი


14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
16:00-17:00 Networking / Coffee Break
17:00-19:00 Workshop

ილუსტრაციის ტექნიკურად გამართვა | ესთეტიკა | ხარისხი


14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
16:00-17:00 Networking / Coffee Break
17:00-19:00 Workshop

პლატფორმები | კლიენტებთან ურთიერთობა | ბიუჯეტის განსაზღვრა | ილუსტრაციის ლიცენზია


14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
16:00-17:00 Networking / Coffee Break
17:00-19:00 Workshop

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

ანანო მიმინოშვილი

Sense of Illustration

ანანო მიმინოშვილი

Sense of Illustration

ანანო უკვე მე-5 წელია ფრილანს ილუსტრატორია და მუშაობს ისეთ კლიენტებთან, როგორიცაა: The New York Times, Chanel, BAFTA, FILA, Adobe, Meta, Airbnb, The Washington Post, The New Yorker, The Hollywood Reporter და მრავალი სხვა. კომერციული პროექტების გარდა, ანანო დიდ დროს უთმობს პერსონალურ ნამუშევრებსა და ჩანახატებს. ის არის Young Guns 19-ის ფინალისტი და Communication Arts Excellence Award 2022-ისა და Communication Arts Excellence Award 2023-ის მფლობელი. პორტფოლიოს ბმული: anamiminoshvili.com

Linkedin

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: Sense of Illustration არის უნიკალური შესაძლებლობა განავითაროთ თქვენი მხატვრული უნარები და შექმნათ გამორჩეული ილუსტრაციები. ეს კურსი გასწავლით როგორც ტრადიციულ, ისე ციფრულ ტექნიკებს, რაც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ სხვადასხვა პროექტზე - წიგნების ილუსტრაციებიდან დაწყებული, ციფრული კონტენტით დამთავრებული.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად