თანამედროვე ბრენდი წარმოადგენს რაღაც პოზიციას. ის არის განაცხადი. მას შეუძლია, ადამიანს თვალსაწიერი გაუფართოვოს, გარკვეული მიმართულებით გაახედოს, ყურადღება გაუმახვილოს, სურვილი აღუძრას. სტრატეგიული ბრენდინგი განსაზღვრავს ყველაფერ იმას, რაც ბრენდმა ცხოვრებაში უნდა დაგვმართოს.
ქრეშ-კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება ბრენდის ელემენტებში გარკვევა და მათით მანიპულირება.
შეხვედრები ჩატარდება D Block Workspace//@ Stamba-ში
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: Brand Storytelling, Brand Experience and Activation.
-
"ჩათვალეთ, რომ მიდიხართ სამოგზაუროდ საინტერესო ხალხთან ერთად და გყავთ ლიდერი, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს შეხედულებას ბრენდებზე და გასწავლით მათით მანიპულირებას"
-
"მიუხედავად ჩემი არსებული ცოდნისა და გამოცდილებისა ამ სფეროში, ვფიქრობ, ყველაფერი ახალი იყო, რაც ამ კურსიდან წავიღე"
-
"რა გამოცდილებაც 4 შეხვედრის ლექციებითა და ვორქშოფებით მივიღეთ, რა მოლოდინიც არ უნდა გვქონოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ალბათ, იმასაც გადააჭარბებდა."
-
"არათუ ეჭვქვეშ დააყენა ჩემი წარმოდგენები, არამედ სრულიად ამოტრიალა, დაანგრია აქამდე არსებული შეხედულებები და ჩემში ჩამოაყალიბა ბრენდის განცდა"
-
"ყველაზე ღირებული ის დამიტოვა, რომ ახლებულად დავუწყე ბრენდებსა და კომპანიებს ყურება - ახლა სულ მათი გადაწყობა და კონსტრუირება მიტრიალებს თავში"
-
"ყველაფერი ამოატრიალა და თავდაყირა დააყენა, გვასწავლა, თუ რამდენი მხრიდან შეგვიძლია დავინახოთ ნებისმიერი რამ"
-
"შეძლო, რომ ჩემში არსებული აუხსნელი შეგრძნებები ბრენდების მიმართ გასაგები, არგუმენტირებული და სისტემატიზებული ყოფილიყო."
-
"ბევრ რამეს დაგანახებთ არაორდინალური რაკურსით და დაგეხმარებათ, აბსურდშიც შეამჩნიოთ კანონზომიერება, რაც ბრენდინგშიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ცხოვრებაში"
-
"იმის მიუხედავად, რომ Sense of Branding თითქოსდა ძალიან აბსტრაქტული რამ უნდა იყოს, მის შესახებ საუბარს მაინც ძალიან სისტემატიზებული და თანმიმდევრული სახე ჰქონდა"
-
"Sense of Branding იყო კარგი მოგზაურობა - თემის ახლებურად გააზრება, ტვინის ჭყლეტვა და გამოცოცხლება"
-
"ეს პროექტი სხვებს არ ჰგავდა, რადგან აშკარად უჩა ურუშაძის სამყაროში მოვხვდით, რომელსაც კომუნიკაციის სკოლის მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი ხელიც ემჩნეოდა"
შაბ-კვი 14:00-19:00
შაბ-კვი 14:00-19:00
ვისთვის არის კურსი
მარკეტინგის სპეციალისტებისთვის
კურსი გათვლილია მარკეტინგის სპეციალისტებზე/მენეჯერებზე, რომელთაც უკვე აქვთ საბაზისო ცოდნა მარკეტინგში, სურთ პროფესიული უნარების გაღრმავება და სურთ, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს დარგში.
ბიზნეს პროფესიონალებისთვის
ბიზნეს პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ მარკეტინგთან დაკავშირებულ სფეროებში და ფლობენ მარკეტინგის ძირითად კონცეფციებს.
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსდამთავრებულები
სილაბუსი
გაზაფხული, ცეცხლი, აღმოსავლეთი, გამარჯობა
14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია16:00-17:00 Networking / Coffee Break17:00-19:00 Workshopზაფხული, მიწა, სამხრეთი, მადლობა
14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია16:00-17:00 Networking / Coffee Break17:00-19:00 Workshopშემოდგომა, წყალი, დასავლეთი, ნახვამდის
14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია16:00-17:00 Networking / Coffee Break17:00-19:00 Workshopზამთარი, ჰაერი, ჩრდილოეთი, ბოდიში
14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია16:00-17:00 Networking / Coffee Break17:00-19:00 Workshopაარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
უჩა ურუშაძე
Sense of Branding
უჩა ურუშაძე
Sense of Branding
უჩა არის ფილოსოფოსი, რომელიც ქმნის ბრენდებს. 2011 წელს უჩას სტრატეგიული ხელმძღვანელობით WINDFOR’S-ის სარეკლამო კამპანიამ Gold Eurobest, Silver Drum და Bronze Drum მოიპოვა. 2014 წლიდან უჩა HOLMES&WATSON-ში სტრატეგიას ხელმძღვანელობს, სადაც მან არაერთი გავლენიანი პროექტი განახორციელა, როგორიცაა “თიბისი”-ს ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანიები „გამარჯობა“ და „შენ“, ასევე – “თიბისი დაზღვევის” კამპანია “შეცდომები მოსულა”.
Linkedinხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულად"ადამიანი, რომელიც ბრენდის მართვას აპირებს, უნდა იყოს რადიკალური, სულსწრაფი და ცოტა არანორმალურიც" - უჩა ურუშაძე, SENSE OF BRANDING-ის ლექტორი
უჩა ურუშაძე Commschool-ში “Sense of Branding”-ის ქრეშ-კურსს წაიყვანს. უჩა ფილოსოფოსია, რომელიც ქმნის ბრენდებს, დანარჩენზე კი ბლოგში თავად მოგვიყვება: "ჩემი კომპეტენციის სფეროებია სტრატეგიული ბრენდინგი და მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია. პირველი გულისხმობს ბრენდების მარკეტინგული კონცეფციების შექმნასა და მათი სამოქმედო გეგმების დასახვას, ხოლო მეორე - კომერციული ინტერესით მოტივირებული მხარის მიერ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისადმი ხმის მიწვდენის ტექნოლოგიას" - ამბობს უჩა. თუ Spotlight-ზე არ ყოფილხარ, მაშინ მინდა ერთი საინტერესო კითხვა დაგისვა უჩას გამოსვლიდან - "თაფლი ბოსტნეულია?". უცნაურად ჟღერს არა? უჩას თქმით სწორედ ასე იწყება ბრენდინგი "რაც არ ვიცით, სწორედ იმისგან შეიძლება მაგარი ბრენდის გაკეთება “ ფოტო - რეზი ყენია უჩა 2014 წლიდან HOLMES&WATSON-ში სტრატეგიებს უძღვება, სადაც მან სხვადასხვა ისეთი წარმატებული პროექტი განახორციელა, როგორებიცაა “თიბისი”-ს ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანიები „გამარჯობა“ და „შენ“, ასევე – “თიბისი დაზღვევის” კამპანია - “შეცდომები მოსულა”. და მაინც, რა არის ბრენდინგი? - უჩა განმარტავს: "ბრენდინგი არის პროცესი იმის აღმოჩენისა, თუ რა არის ადამიანურობა. კარგია ბრენდი, რომელიც ცდილობს შემოაღწიოს ჩემს სამყაროში - მე უნდა ვგრძნობდე, რომ ბრენდი ცდილობს გამიგოს." ხოლო ვინ არის სტრატეგი, უჩა ამბობს: "რამდენადაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანს აქვს წარმოსახვისა და კომუნიკაციის უნარი, ხალხს მიაჩნია, რომ რასაც გააკეთებს ან იტყვის, ყველასათვის მისაღები და გასაგები იქნება. სტრატეგი არის პროფესიონალი, რომელიც აუდიტორიის თვალით და ყურით აღიქვამს კონკრეტულ მოქმედებას თუ განაცხადს. ის განსაზღვრავს, თუ რა იქნებოდა საზოგადოდ საინტერესო, ორიგინალური და რელევანტური და არა - უბრალოდ, რა მოუხდებოდა, მაგალითად, რომელიმე ბრენდს". როგორც ვთქვით, უჩას არაერთ პროექტზე უმუშავია, რომელთაგან თავად რამდენიმეს გამოარჩევს: "პირველი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი იყო ‘თელია სონერას’ მიერ ‘ჯეოსელის’ რებრენდინგის შედეგად მისი ლოკალიზაციის პლატფორმის შექმნა და მასთან დაკავშირებული ხანგრძლივი საკომუნიკაციო აქტივობის შთაგონება. რეალურად, ‘ჯეოსელი’ იყო პირველი გამბედავი ბრენდი, რომელმაც დაარღვია ჩვენთვის ჩვეული მეტყველების წესი. ამას მოჰყვა კიდევ უფრო გამბედავი ‘თიბისი’, რომელმაც უკვე პარადიგმატულად შეცვალა ბრენდის მხრიდან ადამიანისადმი დამოკიდებულების დამკვიდრებული კულტურა. ასევე საინტერესო იყო ‘ელიტ ელექტრონიქსთან’ და ‘ნიკორასთან’ ურთიერთობა, თუმცა, ვფიქრობ, მათთან მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ფორმალურად, მეამაყება, რომ ‘სილქნეტის’ ბრენდის კონცეფცია თავის დროზე ჩემი შექმნილია. არ შემიძლია, არ ვახსენო შინაარსობრივად ჩემთვის ყველაზე საინტერესო - ‘სულაკაურის გამომცემლობა’, რომლისადმი სიყვარულის გამო, მზად ვარ, წიგნებში გავუცვალო გამოცდილება". უჩა თვლის, რომ ქრეშ-კურსის ფარგლებში სტუდენტების მაქსიმალურ დაბუსტვაზე იქნება ორიენტირებული, თანაც მინიმალურ დროში: "რადგან ჩვენს ქვეყანაში ხალხს, ზოგადად, ეზარება წერა-კითხვა, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, ისეთი პროფესიულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზება, სადაც მათ არაფრის წაკითხვა არ მოუწევთ და მაინც შეიძენენ სიღრმისეულ წარმოდგენას იმაზე, თუ მართლა, რა არის ბრენდი და რა შესაძლებლობები აქვს მას. ამას გარდა, იქვე შეძლებენ, გაგებულის გათავისებას და საბოლოო ჯამში, ჩამოუყალიბდებათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბრენდინგის განცდა. როგორც იტყვიან, ვიღაცა დაგიღეჭავს, თავში ჩაგიდებს და სადაც გაგიხარდება, იქ გამოიყენებ". უჩას თქმით, ბრენდინგის სფეროში განვითარებისთვის და ბრენდის წარმატებულად მართვისთვის მთავარი თვისება რადიკალურობაა და არამარტო: "ადამიანისთვის, რომელიც ბრენდის მართვას აპირებს, უპირველეს ყოვლისა, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ტრადიცია. ის უნდა იყოს რადიკალური, სულსწრაფი და ცოტა არანორმალურიც. ეს თვისებები შეძენადია". Sense of Branding-ის ქრეშ-კურსის მესამე მიღებაზე რეგისტრაცია დაწყებულია. კურსი ოთხ შეხვედრას მოიცავს და თითოეული მათგანი ხუთსაათიანია. უჩა ამ ოთხი შეხვედრის განმავლობაში სიღრმისეულად განიხილავს ბრენდინგს ოთხი მიმართულებით, როგორიცაა: ბრენდისა და პროდუქტის/სერვისის/კომპანიის თვისობრივი განსხვავება, ბრენდის ჰუმანიზაცია, ბრენდის კომუნიკაცია და ბრენდის ინოვაცია. კურსზე სწავლისთვის კი მარკეტინგის საფუძვლებზე ზოგადი წარმოდგენაც საკმარისია. https://youtu.be/kRW0EEwZjhg მაშ ასე, თუ შენც გაინტერესებს Sense of Branding, გაითვალისწინე, რომ პროგრამაზე ადგილები ლიმიტირებულია, რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო. გაიგე მეტი ქრეშ-კურსის შესახებ ავტორი: მარიამ ჯაფარიძე
"ბრენდინგი არის პროცესი იმის აღმოჩენისა, თუ რა არის ადამიანურობა" - გაიცანი უჩა ურუშაძე, SENSE OF BRANDING-ის ლექტორი
უჩა ურუშაძე Commschool-ში “Sense of Branding”-ის ქრეშ-კურსს წაიყვანს. უჩა ფილოსოფოსია, რომელიც ქმნის ბრენდებს, დანარჩენზე კი ბლოგში თავად მოგვიყვება:"ჩემი კომპეტენციის სფეროებია სტრატეგიული ბრენდინგი და მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია. პირველი გულისხმობს ბრენდების მარკეტინგული კონცეფციების შექმნასა და მათი სამოქმედო გეგმების დასახვას, ხოლო მეორე - კომერციული ინტერესით მოტივირებული მხარის მიერ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისადმი ხმის მიწვდენის ტექნოლოგიას" - ამბობს უჩა.თუ წელს Spotlight-ზე არ ყოფილხარ, მაშინ მინდა ერთი საინტერესო კითხვა დაგისვა უჩას გამოსვლიდან - "თაფლი ბოსტნეულია?". უცნაურად ჟღერს არა? უჩას თქმით სწორედ ასე იწყება ბრენდინგი "რაც არ ვიცით, სწორედ იმისგან შეიძლება მაგარი ბრენდის გაკეთება “ ფოტო - რეზი ყენია უჩა 2014 წლიდან HOLMES&WATSON-ში სტრატეგიებს უძღვება, სადაც მან სხვადასხვა ისეთი წარმატებული პროექტი განახორციელა, როგორებიცაა “თიბისი”-ს ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანიები „გამარჯობა“ და „შენ“, ასევე – “თიბისი დაზღვევის” კამპანია - “შეცდომები მოსულა”. და მაინც, რა არის ბრენდინგი? - უჩა განმარტავს:"ბრენდინგი არის პროცესი იმის აღმოჩენისა, თუ რა არის ადამიანურობა. კარგია ბრენდი, რომელიც ცდილობს შემოაღწიოს ჩემს სამყაროში - მე უნდა ვგრძნობდე, რომ ბრენდი ცდილობს გამიგოს." ხოლო ვინ არის სტრატეგი, უჩა ამბობს:"რამდენადაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანს აქვს წარმოსახვისა და კომუნიკაციის უნარი, ხალხს მიაჩნია, რომ რასაც გააკეთებს ან იტყვის, ყველასათვის მისაღები და გასაგები იქნება. სტრატეგი არის პროფესიონალი, რომელიც აუდიტორიის თვალით და ყურით აღიქვამს კონკრეტულ მოქმედებას თუ განაცხადს. ის განსაზღვრავს, თუ რა იქნებოდა საზოგადოდ საინტერესო, ორიგინალური და რელევანტური და არა - უბრალოდ, რა მოუხდებოდა, მაგალითად, რომელიმე ბრენდს". როგორც ვთქვით, უჩას არაერთ პროექტზე უმუშავია, რომელთაგან თავად რამდენიმეს გამოარჩევს:"პირველი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი იყო ‘თელია სონერას’ მიერ ‘ჯეოსელის’ რებრენდინგის შედეგად მისი ლოკალიზაციის პლატფორმის შექმნა და მასთან დაკავშირებული ხანგრძლივი საკომუნიკაციო აქტივობის შთაგონება. რეალურად, ‘ჯეოსელი’ იყო პირველი გამბედავი ბრენდი, რომელმაც დაარღვია ჩვენთვის ჩვეული მეტყველების წესი. ამას მოჰყვა კიდევ უფრო გამბედავი ‘თიბისი’, რომელმაც უკვე პარადიგმატულად შეცვალა ბრენდის მხრიდან ადამიანისადმი დამოკიდებულების დამკვიდრებული კულტურა. ასევე საინტერესო იყო ‘ელიტ ელექტრონიქსთან’ და ‘ნიკორასთან’ ურთიერთობა, თუმცა, ვფიქრობ, მათთან მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ფორმალურად, მეამაყება, რომ ‘სილქნეტის’ ბრენდის კონცეფცია თავის დროზე ჩემი შექმნილია. არ შემიძლია, არ ვახსენო შინაარსობრივად ჩემთვის ყველაზე საინტერესო - ‘სულაკაურის გამომცემლობა’, რომლისადმი სიყვარულის გამო, მზად ვარ, წიგნებში გავუცვალო გამოცდილება". უჩა თვლის, რომ ქრეშ-კურსის ფარგლებში სტუდენტების მაქსიმალურ დაბუსტვაზე იქნება ორიენტირებული, თანაც მინიმალურ დროში:"რადგან ჩვენს ქვეყანაში ხალხს, ზოგადად, ეზარება წერა-კითხვა, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, ისეთი პროფესიულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზება, სადაც მათ არაფრის წაკითხვა არ მოუწევთ და მაინც შეიძენენ სიღრმისეულ წარმოდგენას იმაზე, თუ მართლა, რა არის ბრენდი და რა შესაძლებლობები აქვს მას. ამას გარდა, იქვე შეძლებენ, გაგებულის გათავისებას და საბოლოო ჯამში, ჩამოუყალიბდებათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბრენდინგის განცდა. როგორც იტყვიან, ვიღაცა დაგიღეჭავს, თავში ჩაგიდებს და სადაც გაგიხარდება, იქ გამოიყენებ". უჩას თქმით, ბრენდინგის სფეროში განვითარებისთვის და ბრენდის წარმატებულად მართვისთვის მთავარი თვისება რადიკალურობაა და არამარტო:"ადამიანისთვის, რომელიც ბრენდის მართვას აპირებს, უპირველეს ყოვლისა, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ტრადიცია. ის უნდა იყოს რადიკალური, სულსწრაფი და ცოტა არანორმალურიც. ეს თვისებები შეძენადია".Sense of Branding-ის ქრეშ-კურსი 18 მარტს იწყება და ჩატარდება შაბათ-კვირას, 18-19 + 25-26 რიცხვებში. კურსი ოთხ შეხვედრას მოიცავს და თითოეული მათგანი ხუთსაათიანია. უჩა ამ ოთხი შეხვედრის განმავლობაში სიღრმისეულად განიხილავს ბრენდინგს ოთხი მიმართულებით, როგორიცაა: ბრენდისა და პროდუქტის/სერვისის/კომპანიის თვისობრივი განსხვავება, ბრენდის ჰუმანიზაცია, ბრენდის კომუნიკაცია და ბრენდის ინოვაცია. კურსზე სწავლისთვის კი მარკეტინგის საფუძვლებზე ზოგადი წარმოდგენაც საკმარისია.https://youtu.be/kRW0EEwZjhg მაშ ასე, თუ შენც გაინტერესებს Sense of Branding, გაითვალისწინე, რომ პროგრამაზე ადგილები ლიმიტირებულია, რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო. ქრეშ-კურსზე ჩარიცხვა ავტორი: მარიამ ჯაფარიძე
ამბები Sense of Branding-ის ქრეშ-კურსიდან - ანანო ციცვიძე
ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება Sense of Branding-ის ქრეშ-კურსის შესახებ ასეთია - ხედვის ტრანსფორმაცია, რომელიც უნდა “დაიმართო”. თანამედროვე ბრენდი წარმოადგენს რაღაც პოზიციას. ის არის განაცხადი, რომელსაც შეუძლია, ადამიანს თვალსაწიერი გაუფართოვოს, გარკვეული მიმართულებით გაახედოს, ყურადღება გაუმახვილოს, სურვილი აღუძრას. სტრატეგიული ბრენდინგი განსაზღვრავს ყველაფერ იმას, რაც ბრენდმა ცხოვრებაში უნდა დაგვმართოს. თუ დაინტერესებული ხარ ბრენდინგით, მაშინ Sense of Branding-ის ქრეშ-კურსი სწორედ ისაა, რაც უდიდეს გამოცდილებასა და ცოდნას მოგცემს ამ სფეროში. ამ ბლოგში გაგაცნობ ქომსქულის კურსდამთავრებულს, ანანო ციცვიძეს, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსისა და ლექტორის შესახებ. ანანო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერია, რომელსაც მარკეტინგის სფეროში უკვე 8 წლიანი გამოცდილება აქვს. სფეროში მის მრავალფეროვან ხედვას კი Liberal Arts-ის 4 წლიან პროგრამაზე სწავლა და საინტერესო ადამინებთან მუშაობა განაპირობებს. ჩემს ხედვას, ჩემთვის მარკეტინგი გაყავს “იყიდე-გაყიდეს” სტანდარტული წრიდან და აქცევს ამ სფეროს შემოქმედებითი წვის საუკეთესო ასპარეზად. ანანოს თქმით, ბრენდინგი შემოქმედებითი წვის საუკეთესო ასპარეზის ნაწილია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მარკეტინგი და კომუნიკაციები. ამიტომაც, თითოეული აქტივობა, რომელიც თავისი პროფესიის მანძილზე განუხორციელებია, ბრენდის სულისკვეთების გამოძახილი იყო, რადგან ბრენდის აღქმაა ის, რაც ბადებს საკომუნიკაციო სტრატეგიას. მე მჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, ამიტომ ბრენდიც უნიკალური უნდა იყოს, თუ ეს ასე არ არის, ჩავთვლი, რომ უბრალოდ არასწორად ვმუშაობ. ანანოსთვის ახალი და სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა ქრეშ-კურსის მიმდინარეობა, როცა სფეროს პროფესიონალებთან 20 წუთის კვლევა-ძიების შემდეგ უნდა წარადგინო თემის პრეზენტაცია, რაც საკმაოდ ლაკონიურად უნდა მოხდეს. თუმცა, ლექტორის დახმარებითა და მის სამყაროში შებიჯებით, ანანოსთვის კურსმა მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მისი თქმით, სტანდარტი დააწესა ყველა კურსისა და ლექტორის მიმართ. კურსი Საკმაოდ მარტივად ავირჩიე, რადგან ალტერნატივა არ აქვს საქართველოში და ჩემი აზრით, უჩა ურუშაძეც უალტერნატივოა. Მისი აზროვნების დიაპაზონი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია მასთან პროფესიული ურთიერთობის შემდეგ იგივედ დარჩე, რაც იყავი. კურსმა ანანოს ცოდნასთან ერთად თავდაჯერებულობაც შემატა და დარწმუნებულია, რომ ლექტორის გაზიარებული ცოდნისა და ხედვების დახმარებით, ახლო მომავალში აუცილებლად აღმოაჩენს ახალს და ღირებულს, რადგან, მისი თქმით: "უჩასეული ხედვა ბრენდიგის ხელოვნებას ჰგავს, ბევრი შრე აქვს და რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო მეტი შრე გხვდება ინტერპრეტაციისთვის, რომელსაც საბოლოოდ მნიშვნელოვან, შენეულ დასკვნამდე მიჰყავხარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, კი რაც კურსიდან ისწავლა არის, რომ: "ბრენდი, რომელსაც ახლა ვემუშავები და ყველა ის ბრენდი, რომელიც ჩემს პროფესიულ პორტფელს მომავალში შეემატება ჩემთვის ადამიანია. ამაზე ღირებულს, ვერსად, ვერავინ ვერ მასწავლიდა." ყველას, ვისაც კი რაიმე ტიპის კავშირი აქვს მარკერტინგის და კომუნიკაციების სფეროსთან, ანანო ურჩევს, გამოიყენონ Sense of Branding-ის კურსის გავლის შესაძლებლობა. Მათ, კი ვინც მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და კურსის გავლას გადაწყვეტს, ურჩევს, რომ ლექციებზე დაივიწყონ რეგალიები, ვინ არიან და აქამდე რა უკეთებიათ მარკეტინში, უბრალოდ იყვნენ სტუდენტები, მაქსიმალურად ღია არაორდინალური ხედვის, აზრების და ინტერპრეტაციების მოსასმენად, აღსაქმელად და გასააზრებლად. რადგან, ასეთი მიდგომა კურსის ეფექტს მხოლოდ გააორგმაგებს. მოკლედ, სხარტად და ჭკვიანურად. თუ არ გამოგდის, კიდევ სცადე, უჩა დაგეხმარება, ოღონდ დაიხმარე. ბოლოს აუცილებლად უნდა გამოგივიდეს, კურსი ისე არ უნდა დაამთავრო, რომ ერთხელ მაინც არ გაიფიქრო “ეგ არის!”. ასე რომ, თუ გსურს ბრენდინგის შემოქმედებით წვას ეზიარო და მოახდინო მარკეტინგის სფეროში საკუთარი ხედვების ტრანსფორმაცია, შემოგვიერთდი! "დაიმართე" Sense of Branding, რომლის კურსსაც 1-2 ივლისს ვიწყებთ! გაიგე მეტი Sense of Branding-ის ქრეშ-კურსის შესახებ