პროგრამა სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, შეისწავლოს პროექტის მართვის ის მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro), რომელიც ამჟამად გამოიყენება IT ინდუსტრიაში. კურსზე მიმოვიხილავთ პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომას, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება Agile მეთოდოლოგიის Scrum Framework-ზე. სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას სალექციო ვორქშოფებსა და სიმულაციებში, რომელიც მისცემთ საშუალებას, პრაქტიკაზე დაფუძნებით შეხვდნენ სამომავლო კარიერულ გამოწვევებს.
პროგრამის განმავლობაში სტუდენტები დამოუკიდებლად იმუშავებენ ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც მოიცავს პროექტის მართვის სრულ ციკლს. ამავდროულად გაეცნობიან ინდუსტრიაში გავრცელებულ მიდგომებს, გასაუბრების ტექნიკებს და ისწავლიან პროექტზე მომუშავე გუნდებთან სწორ კომუნიკაციას.
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: Jira, Confluence, Clickup, Miro, Agile, Scrum
-
IT ინდუსტრიაში შემავალი კომპონენტების გარჩევა
-
IT პროექტების Agile მეთოდოლოგიით მართვა
-
პროექტის მართვისთვის საჭირო აქტუალური ხელსაწყოების გამოყენება (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro)
-
პროექტის ფარგლებში კომუნიკაციების და ურთიერთობების მართვა
-
Scrum Framework-ის გამოყენება
-
პროექტზე მომუშავე გუნდებთან სწორი კომუნიკაცია
-
პროექტის რისკების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის შედგენა
ორშ-ხუთშ 20:00-23:00
სამ-ხუთ 19:30-22:30
ორშ-ხუთ 19:30-22:30
ვისთვის არის კურსი
დამწყები პირებისთვის
კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს IT პროექტების მენეჯმენტი, ახლა იწყებს IT ინდუსტრიაში შემოსვლას და სურს მეტი გაიგოს Agile-მართვის მეთოდოლოგიაზე
მენეჯერებისთვის
ვისაც სურს სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინო ციფრული პროდუქტების მართვის მიმართულებით
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსდამთავრებულები
სილაბუსი
აარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
ნინო კუჭაშვილი
IT Project Management
ნინო კუჭაშვილი
IT Project Management
ნინოს 10 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც hardware, ისე software პროექტების მართვაში. მისთვის კარიერის გამორჩეული პერიოდი Nokia-ში მუშაობაა, სადაც ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მართავდა პროექტებს. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ასევე იკავებდა Product Owner-ის როლს და უძღვებოდა სხვადასხვა რეგულაციურ და საკანონმდებლო ცვლილების დანერგვას საქართველოს წამყვან ტექნოლოგიურ ორგანიზაციებში, ამჟამად კი საქართველოს ბანკში IT პროგრამ მენეჯერის პოზიციას იკავებს. ნინო PMP, PMI-ACP, PSM1 და PSPO1 სერთიფიკატებს ფლობს.
Linkedinგაგი ნინოშვილი
IT Project Management
გაგი ნინოშვილი
IT Project Management
გაგის ციფრულ პროექტებსა და პროდუქტებზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში იკავებდა როგორც Project, ისე Product Manager-ის პოზიციას ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა Space International, Setanta Sports, EPAM Systems, Singular (Flutter). უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა სპორტის სტრიმინგი 15 ქვეყანაში, 4 მილიონიანი საერთაშორისო ბანკის გადარიცხვები/გადახდები/ფულადი გზავნილები, შიდა კორპორატიული გამოყენების პროდუქტები. ამჟამად მუშაობს სტარტაპზე, Moiispro AI, რომელიც ჩვენს რეგიონში კომპანიებისთვის AI გადაწყვეტების ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დანერგვას ისახავს მიზნად. მომხმარებლებისთვის ახალი გამოცდილებების შექმნა არის ის, რასაც გაგი Project/Product Manager-ის როლში უმნიშვნელოვანესად მიიჩნვს. ფიქრობს, რომ ნებისმიერ პროექტში მნიშვნელოვანია ადამიანების მოწადინებულობა და დამოკიდებულება (Drive & Attitude) საქმის მიმართ. სწორედ ამ ორის იდეალური სინთეზით, უმცირესი რესურსითაც კი, შეიძლება საინტერესო ციფრული პროექტების შექმნა.
Linkedinმარიამ ბაქრაძე
IT Project Management
მარიამ ბაქრაძე
IT Project Management
მარიამს IT სფეროში 6 წლიანი გამოცდილება აქვს, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა დროს იკავებდა Product Owner-ის, პროექტ მენეჯერის, პროგრამ და პორტფოლიო მენეჯერის პოზიციებს. პროექტის მართვის მიმართულებით მარიამი საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროფესიონალია (PMP). კარიერა თიბისი დაზღვევის დეველოპმენტ გუნდში დაიწყო. 2019 წლიდან მართავდა პროექტებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა Software & Database Development, მომხმარებელთა და IT ოპერატიციები, გეიმინგი, მარკეტინგი, ფინანსები. 2021 წლიდან კომპანია აჭარაბეთში ხელმძღვანელობს პორტფოლიოების მართვის მიმართულებას. ის ასევე ფლობს PMI ინსტიტუტის The Complete Agile Project Manager-ისა და Bizpro Project Management Consultancy-ის Advanced Project Management-ის საერთაშორისო სერტიფიკატებს.
Linkedinხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულად5 მიზეზი რატომ უნდა გახდე IT პროექტების მენეჯერი
არსებობს სიტყვა, რომელსაც დღევანდელ შრომით ბაზარზე თითქმის ყველა დახურული კარის გაღება შეუძლია: მოთხოვნადი. და როგორც აღმოჩნდა, ციფრულ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალი არის IT პროექტების მენეჯერი.Project Management გულისხმობს გუნდის მუშაობის პროცესის წარმართვას დასახული მიზნის მისაღწევად. როდესაც ამ ფრაზას წინ „ინფორმაციულ ტექნოლოგიებს“ მივუმატებთ, ცხადი ხდება, რომ ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სფეროზე - IT პროექტების მართვასა და მათ მენეჯერებზე.ზოგად საუბარს რომ ავარიდოთ თავი, მოდი, პირდაპირ გადავიდეთ იმაზე, თუ რა გელის IT Project Management-ის არჩევის შემთხვევაში:1. გაიგებ, რას ნიშნავს, იყო შეუცვლელი:ელექტრონული ფოსტა, აპლიკაციები, მონაცემთა დამუშავება, ლოჯისტიკა... ტექნოლოგიის ეს და სხვა მრავალი სახე გადამწყვეტია ბიზნესის სფეროს ფუნქციონირებისათვის. ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი კი ამ პროცესის ინტეგრალური ნაწილია. ამას კვლევებიც ასახავს: PMI-ს გამოკითხვის მიხედვით, IT Project Management N1 პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება (33%-იანი მაჩვენებლით). Emsi Burning Glass-ის მიხედვით, პროექტის მენეჯმენტის უნარები პირველი ფაქტორია, რომელსაც IT სფეროს დამსაქმებლები პერსონალში ეძიებენ.2. ცხადად დაინახავ ჩადებული შრომის ფასს:საქართველოში IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000 ₾-ია. Salaryexpert.com-ის მიხედვით, საწყისი დონის IT პროექტის მენეჯერი (1-3 წლიანი გამოცდილებით) იღებს საშუალო წლიურ ხელფასს 51 160 ₾-ის სახით. ხოლო პროექტის უფროსი დონის მენეჯერისათვის (8+ წლიანი გამოცდილება) ეს მაჩვენებელი 91 608 ₾-საც აღწევს. IT პროექტების მენეჯმენტი დაიწყე სწავლა 3 ივნისიდან გაეცანი სილაბუსს 3. შეინარჩუნებ რელევანტურობას კრიზისის პერიოდშიც კი:COVID-19 კრიზისმა გარკვეულწილად უარყოფითი გავლენა მოახდინა ბევრ ბიზნეს სფეროზე. მიუხედავად ამისა, Project Management Institute-ის მონაცემების თანახმად, პროექტის მენეჯერების მხოლოდ 6% დარჩა უმუშევარი პანდემიის გამო, 20%-ს კი არც უგრძვნია პანდემიის უარყოფითი გავლენა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმ პროფესიონალთა უმეტესობა, რომელთა მონაცემებიც იყო განხილული, IT/IS ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ.4. გექნება სივრცე კრეატიული ცოდნის გამოხატვისა და დაგროვებისთვის:თითოეული პროექტი, რომლის წარმართვაც ამ სფეროში გევალება, უნიკალურია. IT Project Manager-ის მოვალეობაა გუნდის წევრების შრომისა და საერთო შედეგის მიმართვა კონკრეტული განხრით, რათა პროგრესი შესამჩნევი გახდეს. ეს კი კონტექსტზე ორიენტირებულ მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, შესაძლებლობა გექნება, იხელმძღვანელო განსხვავებული ინიციატივებითა და მიდგომებით ყოველ ჯერზე.5. აღმოაჩენ შესაძლებლობების უსაზღვრო მრავალფეროვნებას:გამოცდილებით, შესაბამისი განათლებითა და განვითარებისაკენ სწრაფვის სურვილით აღჭურვილი ადამიანისათვის, ციფრული პროექტების მენეჯმენტში წინსვლის შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია. მეტიც, უნარები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობისას ყალიბდება, მოერგება უამრავ სხვა ინდურსტრიასა თუ სექტორს. ესაა საქმე, რომელიც არასდროს არ დაგიტოვებს ერთ ადგილას გაჩერების საბაბს.IT Project Management-ის შესწავლა ჩვენთანაც შეგიძლია, Commschool-ში. ჩვენი კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი. აქცენტი გაკეთდება Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე Scrum Framework-ის მიხედვით, რომელსაც იყენებენ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე წამყვანი კომპანიები. კურსი დატვირთულია უამრავი თეორიული თუ პრაქტიკული მასალებით, რაც დაგეხმარება ახალი უნარების გამომუშავებაში. მათ შორისაა:თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება IT პროექტების წარმატებულ მენეჯერად ჩამოყალიბებისთვის;პროექტის მენეჯმენტის ფუნდამენტური საკითხების პრაქტიკაში გამოყენება;პროექტის მენეჯერის როლის და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;Agile პროექტების Scrum Framework-ის მიხედვით მართვა;პროექტის ყველა სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელობის განსაზღვრა;ორგანიზაციული სტრუქტურისა / კულტურის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მისი გავლენის ანალიზი პროექტის მენეჯმენტზე;იმ უნარების განვითარება, რომელიც გამოგადგება ახლანდელ ან მომავალ დამსაქმებელთან.კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს IT პროექტების მენეჯმენტი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებ/აპირებ IT ინდუსტრიაში შემოსვლას, თუ უკვე დასაქმებული ხარ და გსურს უფრო სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება დააგროვო ამ მიმართულებით. პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი რაც მთავარია, გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში. გახდი IT პროექტების მენეჯერი ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, იმედია დაგარწმუნე, რომ IT Project Manager-ი შეუცვლელი ხიდია ნებისმიერ ორგანიზაციასა და ციფრულ სამყაროს შორის. ახლა, ისღა დამრჩენია, შენსა და IT Project Manager-ობას შორის გადებული ხიდისკენ მიგასწავლო გზა: ქვემოთ ბმულს გიტოვებ. წარმატებები! შემოიტანე განაცხადი
IT პროექტების მენეჯმენტი: მარიამ ჩხოლარია კურსის შესახებ
ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში კომპანიები ცდილობენ, არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტენდენციებს და მათ მომხმარებლებს ციფრული პროდუქტები და სერვისები შესთავაზონ. ახალი იდეების წარმატებით განსახორციელებლად თუ არსებულის გასაუმჯობესებლად მათ IT პროექტების მენეჯმენტი ეხმარება. ეს მიმართულება ციფრული პროექტების ეფექტურად დაგეგმვასა და აღსრულებას უზრუნველყოფს. თუ ციფრული პროდუქტების შექმნისა და განვითარების პროცესებით ხარ დაინტერესებული, ამ ბლოგს გაეცანი. მარიამ ჩხოლარია, ჩვენი კურსდამთავრებული, საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებს IT პროექტების მართვის პროგრამის შესახებ. მარიამი IT პროექტების მენეჯმენტის კურსით დიდი ხანია, რაც დაინტერესებული იყო. რეკომენდაცია მისი მეგობრისგან მიიღო და თავადაც გაუჩნდა სურვილი, რომ ეს სფერო შეესწავლა. "მახსოვს, როცა პირველად გავიგე ეჯაილ მეთოდოლოგიის შესახებ, აღფრთოვანებული ვიყავი, მომწონდა მისი ფილოსოფია და მინდოდა ამის ნაწილი მეც ვყოფილიყავი. უბრალოდ სფეროს შეცვლა ხომ ასეთი მარტივი ამბავი არ არის? ბიზნესის ბაკალავრი და მაგისტრი ვარ, მეექვსე წელია მარკეტინგში ვარ და უცებ ჰოპ და სრულიად ახალ ინდუსტრიაში, არ არის მარტივი ნაბიჯი. მაგრამ ისიც მახსოვდა, რომ თანამედროვე ადამიანს არ უჭირს სფეროს შეცვლა, ის არ მიუძღვნის თავს ერთადერთ პროფესიას და უფრო მარტივად ლავირებადი იქნება, გაივლის ადაპტაციას, შეელევა კონკრეტული მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას და ახალ საქმეში გადაეშვება თავით. ამიტომ მაინტერესებდა, რომელი პროფესია შეესაბამებოდა ამ სფეროში ჩემს უნარებსა და გამოცდილებას და დავიწყე ფიქრი, ინფორმაციის მოძიება. იქიდან გამომდინარე, რომ ექაუნთ მენეჯერი ვიყავი და ჩემი მთავარი ძალა კომუნიკაციის უნარი იყო, IT პროექტების მენეჯერის როლით დავინტერესდი. მივხვდი, რომ ბევრი აქვს საერთო ამ ორ პროფესიას, თითქოს ორივეში გჭირდება ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები, ლიდერობა, გუნდებს შორის კოლაბორაცია, მონიტორინგი, შედეგების ანალიზის უნარი. ალბათ სხვა ბევრი საერთოც აქვს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა." კურსის განმავლობაში ვიყენებდით ისეთ პლატფორმებსა და აპლიკაციებს, რომლებიც დღემდე მიმარტივებს ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტას. IT პროექტების მენეჯმენტი: რას მოიცავს კურსი? კურსის მიმართ მარიამის მოლოდინები ნამდვილად გამართლდა და იმაზე მეტად საინტერესო გამოცდილება მიიღო კურსის განმავლობაში, ვიდრე ელოდა. მისი აზრით, ეს განაპირობა ყოველი ლექციის შემდეგ შესასრულებელმა დავალებებმა, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყო განვლილ თეორიულ მასალასთან. აღნიშნული სავარჯიშოებით სტუდენტები ცოდნას პრაქტიკაში ცდიდნენ და ხვეწავდნენ. მისი თქმით, ეს კურსი საკმაოდ თანმიმდევრული იყო და აქ დაგროვებული ცოდნა უკვე შეუძლია გამოიყენოს არა მხოლოდ IT პროექტების ჭრილში, არამედ ნებისმიერ საკითხში. IT პროექტების მართვა 13 ლექცია | 39 საათი | 7 კვირა იხილე კურსი მახსოვს პირველი სიმულაციური პროექტი, სადაც ყველას სხვადასხვა როლი გვქონდა განაწილებული. შეხვედრებს ისე რეალურად ვატარებდით და სიმულაციურ პროექტსაც ისე სერიოზულად ვუდგებოდით, მგონია, რომ უკვე სამუშაო გამოცდილებაც კი მაქვს ამ სფეროში. საინტერესო იყო სილაბუსიც და ლექტორიც. მარიამი აღნიშნავს, რომ შეიძლება ბევრი რამ წიგნებშიც და სხვა ელექტრონული წყაროებიდან ამოიკითხო, მაგრამ შეუფასებელია ის გამოცდილება, რომელსაც ლექტორი სტუდენტების უზიარებდა. ეს ცოდნა მხოლოდ მუშაობის პროცესში მოდის. მარიამისთვის სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენაც, რომ კურსის ფარგლებში ნასწავლი ტექნიკებისა და მიდგომების გამოყენება ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად არის შესაძლებელი, იქნება ეს რისკების გაზომვა, თუ წინასწარი პროგნოზირება. ფინალური პროექტი ფინალურ ინდივიდუალურ პროექტზე სტუდენტების პროგრამის დასასრულს მუშაობენ, რომელიც მიღებული ცოდნის ერთგვარი შეჯამებაა. მარიამი აღნიშნავს, რომ საკმაოდ მოცულობითი დავალების მიუხედავად, მასზე მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. პროექტს დიდ დროს უთმობდა, საათების განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობდა, ვერ შორდებოდა და ამავდროულად, პროცესში დიდ სიამოვნებას იღებდა. ვფიქრობ უკვე ბევრი რამ აღმოვაჩინე ამ სფეროშიც და საკუთარ თავშიც. არასდროსაა გვიან, ვიპოვოთ საყვარელი საქმე, შესაფერისი ინდუსტრია და გარემო. და არც ის არის პრობლემა, მივატოვოთ მას შემდეგ, რაც მოვიწყენთ. ძალიან მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ, განუსაზღვრელი შესაძლებლობებით და არასდროს უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის სხვადასხვა პერსპექტივიდან აღმოჩენა. ვისაც სფეროს სრულად შეცვლა უნდა და ფიქრობს, ღირს თუ არა ყველაფრის თავიდან დაწყება, მარიამი ამ ნაბიჯის გადადგმას აუცილებლად გირჩევთ. ჩვენ კი ახალი გამოწვევებისთვის Commschool-ში გელით! შემოგვიერთდი და დაიწყე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა პროფესიონალ ლექტორთან ერთად! დარეგისტრირდი კურსები მენეჯმენტის მიმართულებით: 1 400 ₾ რას იწავლი IT ინდუსტრიაში შემავალი კომპონენტების გარჩევა IT პროექტების Agile მეთოდოლოგიით მართვა პროექტის მართვისთვის საჭირო აქტუალური ხელსაწყოების გამოყენება (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro) პროექტის ფარგლებში კომუნიკაციების და ურთიერთობების მართვა Scrum Framework-ის გამოყენება პროექტზე მომუშავე გუნდებთან სწორი კომუნიკაცია პროექტის რისკების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის შედგენა IT პროექტების მენეჯმენტი კურსი განკუთვნილია ყველა იმ... 13 ლექცია 39 საათი 1 400 ₾ რას იწავლი ბიზნეს ანალიზის პროცესის დაგეგმვა ბიზნეს მოთხოვნების და საჭიროებების განსაზღვრა და მათი დამუშავება დეველოპმენტ გუნდის და სტეიკჰოლდერების მენეჯმენტი და მათთან ეფექტური კომუნიკაცია ბიზნეს ამოცანის ჩამოყალიბება / user story-ს შექმნა და ყველა საჭირო ტექნიკის შემუშავება ტექნიკური დოკუმენტის მომზადება აღსრულებისთვის, მონიტორინგი და გაშვება ფუნქციონალური და არაფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა პროდუქტის ამჟამინდელი და სამომავლო მდგომარეობის ანალიზი და რისკების შეფასება IT ბიზნეს ანალიტიკა კურსი განკუთვნილია ყველა იმ... 14 ლექცია 42 საათი 1 350 ₾ რას იწავლი ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური ბაზრის აღქმა და ტენდენციებისთვის თვალის მიდევნება; ტექნოლოგიური ორგანიზაციის სტრუქტურების და დიზაინის გაგება; ორგანიზაციებში გამოყენებადი ტერმინების სრულად გაზრება და “ტექ ენაზე” საუბარი; ტექნოლოგიურ სივრცეში არსებული პროფილებისა და პრეფერენციების მოძიება და სწორად წაკითხვა; პროგრამული ენების, ჩარჩოების და მათი გამოყენების სივრცეების სიღრმისეული ცოდნა; ტექნიკური სამუშაო აღწერილობის შექმნა; “360 გრადუსიანი” რეკრუტინგის პროცესის წარმართვა: სტრატეგიის დაგეგმვა, წარდგენა და განხორციელება; რეკრუტირების პროცესის მეტრიკების დადგენა და გამოყენება; დამსაქმებლის ბრენდის შექმნა და მენეჯმენტი, რეკრუტმენტ მარკეტინგის წარმოება; ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი კანონმდებლობის და ტრენდების აღქმა; Hiring Manager-ებთან მუშაობა, კონსულტირება, მოლოდინების მართვა და პარტნიორობა. [Tech] რეკრუტირება კურსი განკუთვნილია მათთვის,... 14 ლექცია 35 საათი
IT პროექტების მენეჯმენტი: შთაბეჭდილებები კურსიდან
IT ინდუსტრია დინამიკური სფეროა, სადაც მუდმივად ახალი ტექნოლოგიები იქმნება და სწრაფად ვითარდება. ეს ტენდენცია კი ბიზნესებს ტექნოლოგიური მიმართულების გაუმჯობესებისკენ უბიძგებენ. წარმატებული ციფრული პროდუქტების უკან კი ეფექტური IT პროექტების მენეჯმენტი დგას, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის დაგეგმარებას, ბიუჯეტის გაწერასა და მართვას.თუ მენეჯერული უნარ-ჩვევებით გამოირჩევი და თანამედროვე ტექნოლოგიები გიზიდავს, ეს სფერო აუცილებლად დაგაინტერესებს. ამ ბლოგში ჩვენ კურსდამთავრებულებს, ანა ასლანიშვილსა და ქრისტინე ჩხაიძეა გაგაცნობ. ისინი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ მოგიყვებიან. ანას პროექტების მართვის სამ წლიანი გამოცდილება ჰქონდა, რომლის ფარგლებში დეველოპერებთან თანამშრომლობდა. ამის მიუხედავად, მიიჩნევდა, რომ მის გამოცდილებას თეორიული ცოდნა აკლდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, პროფესიისთვის უფრო კონკრეტული მიმართულება მიეცა და ტექნოლოგიებთან დაეკავშირებინა. ამის შემდეგ კურსების ძიება დაიწყო და სილაბუსის გათვალისწინებით, Commschool-ის პროგრამა გამოარჩია. სილაბუსი დეტალურ თეორიულ მასალას, პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა და კურსის ინტენსივობის გათვალისწინებითაც ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო. IT პროექტების მენეჯმენტი: რას ისწავლი კურსზე? ანა აღნიშნავს, რომ კურსი ინტენსიური და ინფორმატიული იყო. მისი მოლოდინი, უკეთ შეესწავლა IT სფერო და პროექტების მართვა, გარკვეულიყო ტერმინებში და სხვადასხვა ხელსაწყოს დაუფლებოდა, სრულად გამართლდა. რაც შეეხება ლექტორს, ყოველ თემას დეტალურად ხსნიდა, კითხვებზე ამომწურავ პასუხებს სცემდა და სტუდენტებს კლასგარეშე მასალასაც აწვდიდა. ამასთანავე, საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების მოძიებაში აქტიურად ეხმარებოდა. IT პროექტების მართვა 13 ლექცია | 39 საათი | 7 კვირა იხილე კურსი პროგრამის დასრულების შემდგომ ანას უკვე შეუძლია IT პროექტების Agile მეთოდოლოგიით მართვა შესაბამისი ხელსაწყოების (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro) დახმარებით. ასევე, გუნდთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, რისკების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის შედგენა. სამომავლოდ ჩემს თავს ამ სფეროში ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ამ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა აუცილებლად გამომადგება. ფინალური ინდივიდუალური პროექტის შესრულება ანასთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. მაგრამ მონდომებითა და ბევრი შრომით წარმატებულ შედეგს მაინც მიაღწია და დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვა. სამომავლოდ კი საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას აპირებს, რომელიც გაზრდის მის კომპეტენციას IT სფეროში. რაც შეეხება ქრისტინეს, მას კურსის გავლამდე გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა. ის ხერხები თუ ხელსაწყოები, რომლებიც IT პროექტების მართვის განუყოფელი ნაწილია, რამდენიმე წელია მისი პროფესიული საქმიანობის ყოველდღიურობას შეადგენს. ზუსტად ისეთი საინტერესო, მრავლისმომცველი და ლოგიკური სფერო აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. ეს კი ძალიან მახარებს. ფინალური პროექტი პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება Commschool-ს კურსების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქრისტინესთვის სწორედ პრაქტიკული დავალებები წარმოადგენდა პროგრამის ყველაზე ღირებულ კომპონენტს. მან შეძლო, რომ მისთვის საინტერესო არაერთი საკითხი და საჭირო ხელსაწყოები პრაქტიკულად შეესწავლა. მისი აზრით, ყველა საკითხი ბევრად უფრო გასაგები და ლოგიკურია, როცა პრაქტიკული თვალსაზრისით სფეროსთან უშუალო შეხება გაქვს, რადგან უფრო მეტი სწორი და საჭირო კითხვაც ჩნდება. ასევე დიდი როლი ითამაშა ლექტორმაც, რომელიც მისივე პროფესიული გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითებით თეორიულ მასალას ბევრად უფრო ნათელსა და გასაგებს ხდიდა. ფინალური პროექტი, ქრისტინეს აზრით, კურსის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო. მის ფარგლებში სტუდენტებმა IT პროექტის მართვაზე იმუშავეს. მიუხედავად გაწერილი გეგმისა და სტრუქტურისა, თითოეულ მათგანს მისი შექმნისას სრული თავისუფლება ჰქონდა. თავდაპირველად ჩამოაყალიბა პროექტის მიზანი და განსაზღვრა, თუ რა შედეგი უნდა მოეტანა მას. ამის შემდეგ კი მთელი დანარჩენი პროცესი გამარტივდა. პროექტი უნდა ყოფილიყო მარტივად აღსაქმელი, მოწესრიგებული სტრუქტურით, ყველასთვის გასაგები და შედეგზე ორიენტირებული. კურსმა ძალიან კარგი გამოცდილება მომცა და უკეთესად მომამზადა ამ მიმართულებით კარიერული წინსვლისთვის ნაბიჯების გადასადგმელად და საინტერესო ინიციატივებისთვის ახლანდელ სამსახურში. ქრისტინეს სამომავლო გეგმებიც საერთაშორისო სერტიფიკატებს და ახალ პროფესიულ გამოწვევებს უკავშირდება. თუ შენც მზად ხარ თვითგანვითარებისთვის და გსურს IT სფეროში შენი შესაძლებლობების გამოცდა, Commschool-ში შემოგვიერთდი! გაიგე მეტი კურსის შესახებ