მონაცემთა ანალიტიკა

  • 5.0 შეფასება

  • 14 ლექცია

  • 36 საათი

  • 7 კვირა

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სამყარო მონაცემებზე დგას. კომპანიების უმეტესობისთვის ისინი უმნიშვნელოვანესი აქტივია, თუმცა მონაცემები ანალიტიკის გარეშე არის მხოლოდ რიცხვები, რომელთაც არანაირი დამატებითი ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ. მონაცემთა ანალიტიკოსის როლი სწორედ ის არის, რომ დიდი რაოდენობის ნედლი ინფორმაცია თარგმნოს ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ.

კურსის ფარგლებში შევეხებით მონაცემთა ანალიზის სრულ ციკლს: ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: Power BI, SQL,

  • გააანალიზო ბიზნესური ამოცანა სწორად და თარგმნო ის ანალიტიკურ/ტექნიკურ ამოცანაში

  • განსაზღვრო თუ რა ბიზნეს პრობლემის შემთხვევაში რა ტიპის და სირთულის ანალიტიკა არის საჭირო

  • გაიგო სხვადასხვა ზომის და ტიპის ორგანიზაციებში როგორ ხდება მონაცემთა შენახვა, მართვა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობა

  • განასხვავო ერთმანეთისგან სხვადასხვა ტიპის და ფორმატის მონაცემები

  • მონაცემების დამოუკიდებლად ამოღება, გაწმენდა და დამუშავება SQL-ის გამოყენებით

  • ეფექტური და ოპტიმიზირებული კოდის დაწერა SQL-ში

  • მონაცემების ანალიზისთვის მომზადება Power BI-ს გამოყენებით

  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და ბიზნეს მიზნებისთვის საჭირო ანალიტიკის გაკეთება Power BI-ს გამოყენებით

  • მიღებული მიგნებების სტეიკჰოლდერებთან წარდგენა და ეფექტური პრეზენტირება

7 ოქტომბერი 1500₾

ოთხ 20:00-22:00, შაბ 12:00-14:00

26 ნოემბერი 1500₾

სამ 20:00-22:00, შაბ 12:00-14:00

7 თებერვალი 1500₾

სამ 20:00-22:00, შაბ 12:00-14:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

თუ გაქვს შეხება მონაცემებთან

ვისაც სურს საკუთარ მიმდინარე საქმიანობაში მონაცემთა ანალიტიკის ინტეგრაცია – ეს შეიძლება იყოს მარკეტერი, Product Owner, Product Manager, ან ის, ვისაც რაიმე სახით შეხება აქვს მონაცემებთან და სურს ამ მხრივ განვითარება;

თუ აქტიურად ამუშავებ მონაცემებს

ვინც მუშაობს რეპორტინგში, ფინანსურ ან ბიზნეს ანალიტიკაში, აქტიურად ამუშავებს მონაცემებს Excel-ის გამოყენებით და სურს აითვისოს ახალი ხელსაწყოები მონაცემებთან უფრო ეფექტურად და სწრაფად სამუშაოდ;

თუ გაქვს ანალიტიკური აზროვნება

ვისაც აქამდე საერთოდ არ ჰქონია მონაცემებთან შეხება, თუმცა აქვს კარგად განვითარებული ანალიტიკური აზროვნება და სურს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით კარიერის დაწყება;

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

პრაქტიკული პროექტები

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

რა არის მონაცემთა ანალიტიკა
რატომ არის მონაცემთა ანალიტიკა მნიშვნელოვანი
რა როლი უჭირავს სხვადასხვა ზომის ორგანიზაციებში ანალიტიკას და როგორ არის გუნდები მოწყობილი
მონაცემთა ანალიზის ციკლი
ბიზნესური ამოცანის სწორად გაანალიზება და ანალიტიკურ/ტექნიკურ ამოცანაში თარგმნა
მონაცემთა წყაროები, ფორმატები და ტიპები
რა ხელსაწყოები არსებობს მონაცემების დასამუშავებლად
რატომ SQL და POWER BI?
რა პროგრამებში ვიყენებთ SQL ენას?
SQL ინსტალაცია და გარემოს გამართვა
Primary key და Foreign key
Რელაციის ტიპები და კავშირი ცხრილებს შორის
SQL გარემოს ახსნა (მონაცემთა ბაზა, ობიექტები, ცხრილები, ცხრილის ჩანაწერები)
DECLARE Statement
მონაცემთა ტიპები
Alias
პრაქტიკული დავალება
SQL-ის სინტაქსი
SQL -ის წერის სტილი
ლოგიკური პირობები (AND / OR)
SELECT
Where statement
ოპერატორები და WildCard-ები
ORDER BY
პრაქტიკული დავალება
Inner join
Left join
Right join
Union
UNION ALL
GROUP BY
HAVING
პრაქტიკული დავალება
SQL String Functions
SQL Numeric Functions
SQL Date Functions
ISNULL
CAST
CASE WHEN
COALESCE
SQL Window Functions
პრაქტიკული დავალება

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

ხატია შაკაია

Data Analytics

ხატია შაკაია

Data Analytics

ხატიას მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდში ის მუშაობდა ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა სარეკომენდაციო სისტემის განვითარება, Big data მონაცემების ინტერპრეტაცია და მოდელების მონიტორინგის სქემის შემუშავება. ბოლო რამდენიმე წელია ხატია საბანკო სფეროში მანქანური დასწავლის გუნდში მუშაობს. ფლობს Microsoft-ის Power Bi-ს მონაცემთა ანალიტიკოსის და Azure-ის მონაცემთა მეცნიერის სერტიფიკატებს. ამჟამად იგი საქართველოს ბანკში მონაცემთა ანალიტიკის განყოფილებაში მონაცემთა მეცნიერის პოზიციას იკავებს.

Linkedin

ნატა ჯავახიშვილი

Data Analytics

ნატა ჯავახიშვილი

Data Analytics

ნატა Microsoft-ის სერტიფიცირებული Power BI მონაცემთა ანალიტიკოსია, რომელსაც საბანკო სფეროში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. უმუშავია რამდენიმე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს დაკავებული იყო ისეთი ამოცანების გადაჭრით, როგორებიცაა DWH-ის ასაშენებლად მოსამზადებელი ანალიტიკური სამუშაოები, ინფორმაციის მიგრაციისა და რეპორტინგის პროცესის შეუფერხებლად მუშაობის ანალიზის პროცესი, მნიშვნელოვანი რეპორტების მომზადება და წარდგენა; ამჟამად საქართველოს ბანკში იკავებს Senior მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას მონაცემთა ანალიტიკის განყოფილებაში.

Linkedin

ნინი მოდებაძე

Data Analytics

ნინი მოდებაძე

Data Analytics

ნინის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში ის მუშაობდა როგორც ქართულ კომპანიებში ფინ ტექ და საფინანსო მიმართულებით, ასევე საერთაშორისო პლატფორმა Upwork-ზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან - სპორტი, ჯანდაცვა, ლოჯისტიკა და სხვა. მას მონაცემთა ანალიტიკოსის როლში 30-ზე მეტ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც მუშაობდა მრავალფეროვანი ბაზების დამუშავებაზე, კომპლექსური მონაცემების ინტერპრეტაციასა და insight-ების იდეტიფიკაციაზე, რომელიც საბოლოოდ კომპანიებს ბიზნეს სტრატეგიის განსაზღვრასა და ეფექტურად მუშაობაში ეხმარება. ნინი ამჟამად TBC ბანკში იკავებს კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის მონაცემთა ანალიტიკის ჯგუფის უფროსის პოზიციას.

Linkedin

ლელა გაიხარაშვილი

Data Analytics

ლელა გაიხარაშვილი

Data Analytics

ლელა 2015 წლიდან მუშაობს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით და უმუშავია ისეთ კომპანიებში როგორიცაა ორი ნაბიჯი, მაგთიკომი, აჭარაბეთი. ამჟამად, ის არის TNET-ის უფროსი რეპორტინგ დეველოპერი, სადაც 2022 წლიდან მუშაობს. გარდა ბაკალავრის ხარისხისა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, ლელა ფლობს ისეთი ხელსაწყოების სერთიფიკატებს, როგორიცაა Power BI, MySQL და ა.შ.

Linkedin

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: ჩვენს საიტზე უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა, ამისათვის კი დაგჭირდებათ განახლებული რეზიუმე და მოკლე აღწერა, თუ რატომ გინდათ ამ კურსზე ჩარიცხვა. თითოეულ კურსს გააჩნია წინაპირობა, რომელიც მოცემულია პროგრამის აღწერაში
A: ჩვენთან განაცხადის შემოტანა ორი სახის საგრანტო პროგრამაზეა შესაძლებელი – ნიკა გუჯეჯიანის 50% გრანტი სტარტაპერებისთვის, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებში მოქმედებს და გრანტი სოციალურად დაუცველი ტალანტებისთვის. ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, გაეცნოთ თქვენი კომპანიის პოლიტიკას კადრების განვითარების კუთხით.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად