Creative Advertising

  • 5.0 შეფასება

  • 11 ლექცია

  • 33 საათი

  • 6 კვირა

რეკლამას ერთი უცნაურობა ახასიათებს, როგორც წესი ვცდილობთ თავი ავარიდოთ მას, დავბლოკოთ, “დავსკიპოთ”, მეორე მხრივ კი შეიძლება მოუთმენლად ველოდებოდეთ საყვარელი ბრენდის ახალ კამპანიას და სიამოვნებით ვუყურებდეთ მაგალითად Nike-ის რგოლებს, McDonald’s-ის და Burger King-ის ორთაბრძოლებს, Coca-Cola-ს საახალწლო ქარავანს. როდის ხდება რეკლამა გასართობი და არა შემაწუხებელი? როგორ ახერხებს ამას ზოგიერთი ბრენდი? რა დგას ეფექტური სარეკლამო კამპანიის უკან? კურსის ფარგლებში ვეცდებით ამ კითხვებზე პასუხების პოვნას. 

ლექციებზე მიმოვიხილავთ სარეკლამო კომუნიკაციის საფუძვლებს, ძირითად პრინციპებს, ინსტრუმენტებს. გავეცნობით კრეატიული სააგენტოს მუშაობის მექანიკას, მოვალეობებსა და დამკვეთთან ჰარმონიულად ურთიერთობის წესებს. გავაანალიზებთ და განვიხილავთ გლობალურ თუ ქართულ ქეისებს. 

სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიხედონ სარეკლამო ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში და გამოიმუშაონ კამპანიის დაგეგმვის, კრეატივის შეფასების და კრეატიულ გუნდთან მუშაობის მენეჯერული უნარ-ჩვევები.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: სარეკლამო კამპანია, ბრიფი.

  • ბრიფის შედგენა

  • სარეკლამო კამპანიის მიზნების დასმა და დაგეგმვა (ბიუჯეტი, თაიმლაინი)

  • საკომუნიკაციო არხების შერჩევა კამპანიის მიზნებიდან და სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე

  • კრეატიულ, მედია და ფროდაქშენ სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია

  • ბრენდინგისთვის საჭირო რესურსის განსაზღვრა და პროცესის მართვა

  • კამპანიების ეფექტურობის შეფასება

  • ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკების გამოყენება

16 მაისი 1100₾

სამშ-ხუთშ 20:00-23:00

3 ივნისი 1100₾

სამშ-ხუთშ 20:00-23:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

დამწყები მარკეტერებისთვის

კურსი განკუთვნილია დამწყები მარკეტერებისთვის ვისაც ინტერესებს სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობა და ამ მიმარტულებით სურს კარიერის გაგრძელება

მენეჯერებისთვის

ბრენდ მენეჯერებისთვის ან ექაუნთ/პროექტის მენეჯერისთვის, რომლებსაც სურთ კრეატიული სააგენტოს მართვის და მათთან კომუნიკაციის ეფექტური ტაქტიკების შემუშავება

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

კურსის მიმოხილვა
რეკლამის მოკლე ისტორია: რეკლამა მაშინ და დღეს
სარეკლამო ინდუსტრია საქართველოში
ბრენდი და პროდუქტი
ბრენდის სტრატეგია
სამიზნე აუდიტორია
ვიზუალური და ვერბალური ბრენდინგი
პრაქტიკული სავარჯიშო + საშინაო დავალება
Როგორ ხდება კრეატიული გადაწყვეტის მორგება კამპანიის მიზნებზე?
კრეატიულ იდეებზე მუშაობის ინსტრუმენტები
რეკლამის რაციონალურ-ემოციური მიდგომები
პრაქტიკული სავარჯიშო + საშინაო დავალება
ტრადიციული და არატრადიციული მედიის განსაზღვრება
საკუთარი, ფასიანი და უფასო მედია (Owned, Paid, Earned Media)
განვიხილავთ სხვადასხვა მედია არხს და მათი საუკეთესოდ გამოყენების ქეისებს
Buzz, Word-of-mouth, Teaser, Celebrity endorsement, Product placement, etc. - ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკები
საშინაო დავალება

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

თამარ ცინცაძე

თამარ ცინცაძე

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: როცა მომხმარებელი ყოველდღიურად ასობით რეკლამას ხედავს, მხოლოდ კრეატიულ და განსხვავებულ მესიჯებს შეუძლიათ მათი ყურადღების მიპყრობა. ჩვენს კურსზე თქვენ ისწავლით როგორ შექმნათ რეკლამები, რომლებიც გამოირჩევა, აღძრავს ემოციებს და რჩება ადამიანების მეხსიერებაში. ეს არის ხელოვნება, რომელიც აერთიანებს სტრატეგიულ აზროვნებას და შემოქმედებით თავისუფლებას.
A: თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ხშირად მოსდის იდეები, გიზიდავთ ვიზუალური კომუნიკაცია და გსურთ შექმნათ რეკლამები, რომლებზეც ყველა ისაუბრებს - ეს კურსი თქვენთვისაა. აქ თქვენ აღმოაჩენთ საკუთარ კრეატიულ ხმას და ისწავლით როგორ გადააქციოთ ჩვეულებრივი პროდუქტი საინტერესო ამბად.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად