ციფრული პროდუქტის ტესტირება (QA)

  • 5.0 შეფასება

  • 14 ლექცია

  • 42 საათი

  • 7 კვირა

კურსი სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, ისწავლოს ტესტ ქეისების სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით შედგენა და ვებ და მობაილ აპლიკაციების გატესტვა. კურსის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხის მართვის სრულ პროცესზე, ტესტირებაში დამხმარე სხვადასხვა ინსტრუმენტზე და ტესტერის როლზე პროდუქტის დეველოპმენტის პროცესში. პროგრამა მოიცავს მენტორშიფს ლექტორისგან, რომელთან ერთადაც სტუდენტები სხვადასხვა რეალურ ქეისებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით გამოიმუშავებენ manual ტესტერისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ უნარ-ჩვევას ხარვეზების დროულად აღმოჩენისა და გამოსწორებისთვის.

კურსის განმავლობაში თითოეული ლექციის შემდეგ სტუდენტები დამოუკიდებლად შეასრულებენ შესაბამის პრაქტიკულ დავალებას, ასევე მიიღებენ რჩევებს/კონსულტაციებს კარიერული განვითარების კუთხით, კურსის დასასრულს კი შექმნიან ინდივიდუალურ პროექტს.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: API, Codeless UI, Manual Testing,

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება

  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით

  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API

  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის

  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში

  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა

  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება

  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

11 სექტემბერი 1400₾

ოთხ-პარ 20:00-23:00

27 ნოემბერი 1400₾

სამშ-ხუთ 20:00-23:00

19 მაისი 1400₾

ორშ-ოთხ 20:00-23:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

ნულიდან დამწყებებისთვის

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან შეისწავლოს ან/და გაიღრმავოს არსებული ცოდნა ამ სფეროში.

IT სფეროთი დაინტერესებულებისთვის

ვისაც აქვს მოტივაცია, პირველი ნაბიჯები გადადგას IT ინდუსტრიაში ან უკვე საქმიანობს ამ მიმართულებით და სურს ახალი უნარები შეიძინოს.

Markup დეველოპერებისთვის

ვისაც სურს ამ მიმართულებით ცოდნის გამოყენება და ახალი პროფესიის შესწავლა

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

რა არის ტესტირება?
რატომ არის ტესტირება აუცილებელი?
ტესტირების პრინციპები
ტესტირების პროცესი
QM, QA, QC და ტესტირება.
ტესტირება და დებაგი
STLC და SDLC მოდელები
რა არის ტესტ ქეისი?
ტესტ ქეისის ტიპები
ტესტირების პაკეტები
ხარვეზების ანგარიშგება
ხარვეზის სასიცოცხლო ციკლი.
ხარვეზების ტიპები
ტესტირების დონეები
ტესტირების ტიპები
სმოუქ, სანითი და რეგრესიის ტესტირება
შავი ყუთის ტესტირება.
თეთრი ყუთის ტესტირება.

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

ბექა საზუაშვილი

Digital Product Testing

ბექა საზუაშვილი

Digital Product Testing

ბექას IT ინდუსტრიაში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და აქედან 4 წელზე მეტია, რაც ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არის დასაქმებული. უმუშავია სხვადასხვა სტილისა და სპეციფიკის პროექტებზე, როგორიც არის საბანკო ბიზნესი, გემბლინგი, ელ-კომერცია, მარაგების აღრიცხვის სისტემა, სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური სისტემები, ასევე საერთაშორისო საინტეგრაციო სისტემები და პლატფორმები. ბექა ამჟამად Digital Area-ს ტესტირების გუნდის ხელმძღვანელია.

Linkedin

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: QA ტესტერი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხს და ტესტირებას. მისი მთავარი მოვალეობაა აღმოაჩინოს პროგრამული ხარვეზები, შეამოწმოს პროდუქტის ფუნქციონალი და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება. ეს კარიერა განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც აქვს დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება და სიღრმისეული ანალიზის უნარი.
A: QA ტესტერის პოზიცია ძალიან მოთხოვნადია საქართველოს IT ბაზარზე. ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, აუცილებლად სჭირდება QA სპეციალისტები ხარისხის უზრუნველსაყოფად. ეს პროფესია განსაკუთრებით მიმზიდველია იმით, რომ წარმოადგენს IT სფეროში შესვლის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზას და არ მოითხოვს პროგრამირების სიღრმისეულ ცოდნას დასაწყისში.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად