კურსები

დამწყები
1100₾
რეკლამას ერთი უცნაურობა ახასიათებს, როგორც წესი ვცდილობთ თავი ავარიდოთ მას, დავბლოკოთ, “დავსკიპოთ”, მეორე მხრივ კი შეიძლება მოუთმენლად ველოდებოდეთ საყვარელი ბრენდის ახალ კამპანიას და სიამოვნებით ვუყურებდეთ მაგალითად Nike-ის რგოლებს, McDonald’s-ის და Burger King-ის ორთაბრძოლებს, Coca-Cola-ს საახალწლო ქარავანს. როდის ხდება რეკლამა გასართობი და არა შემაწუხებელი? როგორ ახერხებს ამას ზოგიერთი ბრენდი? რა დგას ეფექტური სარეკლამო კამპანიის უკან? კურსის ფარგლებში ვეცდებით ამ კითხვებზე პასუხების პოვნას. ლექციებზე მიმოვიხილავთ სარეკლამო კომუნიკაციის საფუძვლებს, ძირითად პრინციპებს, ინსტრუმენტებს. გავეცნობით კრეატიული სააგენტოს მუშაობის მექანიკას, მოვალეობებსა და დამკვეთთან ჰარმონიულად ურთიერთობის წესებს. გავაანალიზებთ და განვიხილავთ გლობალურ თუ ქართულ ქეისებს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიხედონ სარეკლამო ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში და გამოიმუშაონ კამპანიის დაგეგმვის, კრეატივის შეფასების და კრეატიულ გუნდთან მუშაობის მენეჯერული უნარ-ჩვევები.
11 ლექცია
33 საათი
საშუალო
1400₾
ციფრულ სივრცეში მომხმარებლის ნებისმიერი ქცევა მონაცემია, მისი სწორად გამოყენების უნარი კი – კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების უმთავრესი საშუალება, რადგან ის გვეხმარება, მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები, დაფუძნებული ფაქტებზე და არა ვარაუდებზე.ტრადიციული მარკეტინგული მიდგომებისგან განსხვავებით, მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი გეხმარება, უკეთ შეიცნო შენი მომხმარებლები, შეისწავლო მათი ქცევები, ესაუბრო მათთვისვე რელევანტური კომუნიკაციით, საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვრო, სად და როგორ „დახვდე“ მათ და გაზომო მარკეტინგული აქტივობების შედეგიანობა. კურსის განმავლობაში დეტალურად გავივლით მონაცემთა ანალიტიკას, მომხმარებელთა სეგმენტაციას, ატრიბუციის მოდელირებას, მარკეტინგის სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის შემუშავებას, სტრატეგიისა და ტაქტიკების შეფასებას, და სხვა.
14 ლექცია
42 საათი
ექსპერტი
1200₾
თანამედროვე ბრენდი წარმოადგენს რაღაც პოზიციას. ის არის განაცხადი. მას შეუძლია, ადამიანს თვალსაწიერი გაუფართოვოს, გარკვეული მიმართულებით გაახედოს, ყურადღება გაუმახვილოს, სურვილი აღუძრას. სტრატეგიული ბრენდინგი განსაზღვრავს ყველაფერ იმას, რაც ბრენდმა ცხოვრებაში უნდა დაგვმართოს.ქრეშ-კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება ბრენდის ელემენტებში გარკვევა და მათით მანიპულირება.შეხვედრები ჩატარდება D Block Workspace//@ Stamba-ში
4 ლექცია
20 საათი
დამწყები
1300₾
SEO
SEO-ს მიზანია, მომხმარებლებს პროდუქტის ან სერვისის მოძებნისას ჩვენი ბიზნესი მოხვდეს პირველი თვალში, რადგან ტერმინი Top of Mind ციფრულ ერაში Top of Search-ს ნიშნავს. სწორ ორგანულ ტრეფიკს 10-ჯერ მეტი ღირებულების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვა არხით შემოსულ მომხმარებლებს. დღეს, გლობალურად, ელექტრონული კომერციები ტრეფიკის  39%-ს სწორედ საძიებო სისტემებით აგენერირებენ და ადამიანები მხოლოდ Google-ის საძიებო სისტემაში 3.5 მილიარდ ფრაზას ეძებენ ყოველდღიურად.კურსის განმავლობაში ვისწავლით ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე გამოჩენაში დაგვეხმარება. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შევაფასებთ საიტების მდგომარეობას, გამოვასწორებთ შეცდომებს, ვისწავლით საიტის ავტორიტეტის ამაღლებას საძიებო სისტემაში და პრაქტიკაში გავიღრმავებთ ცოდნას შედეგების სწორად და ეფექტურად გაზომვისთვის.
16 ლექცია
48 საათი
დამწყები
1200₾
ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოებიდან ერთ-ერთში.Content – /kənˈtɛnt/ – არაა ქართული სიტყვა, თუმცა არ ჟღერს ურიგოდ.  კონტენტი ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, შეიძლება გაიგო, შეხედო და აღიქვა მრავალფეროვნად, ამიტომაც კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან. შესაბამისად დაგეგმილი კონტენტით ბევრი დიადი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია მიზანს მოახვედრო.კონტენტია ის, რაც უხარია თვალს და არ აკლია ყურს. ეს კურსიც ერთი დიდი კონტენტი იქნება. სავსე პრაქტიკული სამუშაოებით, სადაც  ვნახავთ, შევქმნით, შევცვლით, მერე ისევ შევქმნით საკუთარი ხელით, სხვადასხვა ციფრულ არხში, სხვადასხვა საშუალებით, რესურსით და იდეით.
14 ლექცია
42 საათი
ექსპერტი
1400₾
მარკეტინგის სფერო ხშირ შემთხვევაში მოიაზრება მარტივ, „რომანტიკულ“ და სახალისო სამუშაო გარემოდ. სინამდვილეში იმისთვის, რომ მარკეტინგის მენეჯერისთვის სამუშაო პროცესი გახდეს მარტივი და მრავალფეროვანი, საკმაოდ ბევრი, სისტემური და თანმიმდევრული ნაბიჯებია გადასადგმელი. კურსი სწორედ ამ ნაბიჯებს ეხება.პროგრამა შექმნილია მარკეტერებისთვის, ვისაც სურთ ჩაუღრმავდნენ სტრატეგიულ მარკეტინგს და ლიდერობას მარკეტინგში. კურსი აგებულია პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ ინსაითებზე – იმაზე, რასაც ვერსად წაიკითხავ, თუ პრაქტიკაში არ გამოცდი – რეალურ პროცესზე, მიმდინარე გამოწვევების მიღებასა და გადალახვაზე.ინტერაქციულ სესიებზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კომპანიის ბიზნეს პროცესებს შეხედონ განსხვავებული პრიზმიდან, მიიღონ შთაგონება და მოტივაცია, რათა მათი ყოველდღიური სამუშაო გამოცდილება გახდეს საინტერესო. ისინი შეძლებენ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენონ რეალურ სამუშაო გარემოში.
13 ლექცია
39 საათი
დამწყები
7080₾
ჩვენ გვწამს, რომ ლიდერებმა უნდა იცოდნენ მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტი, ამიტომ 6 თვიანი ინტენსიური პროგრამის შედეგად, ჩვენ ვეცნობით აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის. ინდუსტრიის მიუხედავად, ნებისმიერი ბრენდისთვის ღირებულებების ჩამოყალიბებას, მომხარებლის ლოიალურობის მოპოვებასა და ბიზნესის გაზრდას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენი ხედვა ამ კურსთან მიმართებაში შემდეგია – ღრმად ჩავწვდეთ მარკეტინგული სტრატეგიის ინოვაციებს და გადავცეთ დამსწრე პროფესიონალებს მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინსტრუმენტები. სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა მოიცავს 8 მოდულს: შესავალი მარკეტინგში პროდუქტის ინოვაცია სტრატეგიული კომუნიკაცია Data & Insights ბრენდ მენეჯმენტი დიჯითალი ივენთები გადაწყვეტილების მიღება გადაწყვეტილების მიღება– სტრატეგიული კომუნიკაციის დამატებითი მოდულია, რომლის  ფარგლებშიც  მსხვილი ქართული კომპანიების ლიდერები და არამარტო, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. შეხვედრების დროს სტუდენტებს საშუალება აქვთ მოწვეულ სპიკერებს დაუსვან კითხვები მათი პროფესიული ცხოვრების შესახებ. ასევე განსხვავებული გამოცდილების მქონე სამი უცხოელი სპიკერი ატარებს პროგრამაში ჩაშენებულ ლექციებს – Jennifer Wong, Peter Hamilton და Siby Thomas.
80 ლექცია
240 საათი
დამწყები
1300₾
ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში.ციფრული არხები საშუალებას გვაძლევს, სამიზნე აუდიტორიისთვის ვიყოთ მაქსიმალურად საინტერესოები, დროულები და სასარგებლოები, სწორ დროს და სწორ ადგილას, რადგან კრეატივი ვერ იქნება სრულფასოვანი, თუკი მისი განთავსება ხდება არასწორად.ციფრული მიგრაციის ეპოქაში რეკლამირების მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა – შესაძლებელია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და ბიზნეს შედეგებში თარგმნა,  სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით.პროგრამის ფარგლებში განიხილავთ, როგორ უნდა გახდეს ციფრული რეკლამირება ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შემადგენელი ნაწილი. აითვისებთ იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ბაზისს, რომელიც სჭირდება ეფექტური რეკლამის დაგეგმვას, გაშვებას, მონიტორინგს, ანალიტიკასა და ოპტიმიზაციას.
14 ლექცია
42 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება