მონაცემთა ინჟინერია

  • 5.0 შეფასება

  • 33 ლექცია

  • 99 საათი

  • 17 კვირა

მონაცემთა ინჟინერია არის ფუნდამენტი, რომელზეც თანამედროვე Data ეკოსისტემა დგას. თავისი არსით, მონაცემთა ინჟინერიის მიზანია ისეთი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის დიზაინის შემუშავება და დაპროექტება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში შეაგროვებს, შეინახავს და გააანალიზებს მათ. ასევე მისი მთავარი მიზაინია უზრუნველყოს ინფორმაციის მდგრადობა და სანდოობა.

ფუნდამენტურ ცნებებსა და კონცეფციებთან ერთად, კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მონაცემთა ინჟინერიისთვის ისეთი საკვანძო ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების გამოყენებას, როგორებიცაა Apache Airflow, Apache Kafka, მონაცემთა დროებითი და მდგრადი სანახი სისტემები (SQL, PostgreSQL, Redis), მონაცემებისთვის ვებ სერვისების დაპროექტება (FastAPI) და Python-ის სხვადასხვა ბიბლიოთეკა. გაიაზრებენ, თუ როგორ ურთიეთქმედებენ ერთმანეთში სხვადასხვა ტექნოლოგია/ხელსაწყოები და როგორ გვეხმარება თეორიული კონცეფტები პრაქტიკის სრულყოფაში

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: Python, FastAPI, ETL, ELT, Apache Airflow, Data Workflow , Apache Kafka, Data Warehousing, Data Marting.

  • მონაცემებისა და მათი მნიშვნელობის ფუნდამენტური კონცეფციების გააზრება;

  • Python-ის გამოყენება მონაცემთა ტრანსფორმაციისთვისა და მანიპულაციისთვის;

  • Python-ის მონაცემთა ინჟინერიისა და მონაცემთა ბაზების ბიბლიოთეკების პრაქტიკული გამოყენება;

  • მაღალი წარმადობისა და მდგრადობის პროექტების არქიტექტურული დიზაინის დაპროექტება;

  • მაღალი წარმადობის ვებ სერვისების გამართვა (FastAPI) და დაპროექტება;

  • მონაცემთა მდგრადობისა და ხარისხის უზრუნველყოფა;

  • ETL და ELT პროცესების დიფერენციაცია და იმპლემენტაცია სხვადასხვა Data პროექტში;

  • მონაცემთა ტრანსფორმაციის პროცესების გამართვა, ორკესტრაცია, დაპროექტება და ანალიზი;

  • მონაცემთა დროებით და მდგრად სანახ სისტემებთან მუშაობა (Redis and postgres);

  • მონაცემთა ნაკადების ორკესტრაციისა და დაპროექტების სისტემა, Apache Airflow-ს პრაქტიკული გამოყენება;

  • DAG-ებისა და Scheduler-ების ცნებების გააზრება;

  • Data Workflow სისტემების ანალიზი და დაპროექტება;

  • Apache Kafka-ს ფუნდამენტური კონცეფციების გააზრება;

  • პრაქტიკული მუშაობის უნარი Data Stream-ებსა და Message Broker-ებთან;

  • მონაცემთა შორის დამოკიდებულებებისა და კავშირების ანალიზი/დაპროექტება;

  • მონაცემთა სხვადასხვა შენახვის კონცეფციების პრინციპების გააზრება და მათთან მუშაობა (Data Warehousing, Data Marting)

19 ნოემბერი 2500₾

სამ-ხუთ 20:00-22:00

15 აპრილი 2500₾

სამშ 20:00-23:00, შაბ 12:00-15:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

დეველოპერებისთვის

ვისაც უკვე დაწყებული აქვს Python-ის შესწავლა და აქვს ანალიტიკური, დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება

მონაცემთა ანალიტიკოსებისთვის

მონაცემთა ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც ფლობენ Python-ის ბაზისებს და აქვთ კარიერული განვითარების სურვილი

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

რა არის მონაცემთა ინჟინერია
მონაცემთა ინჟინერის პასუხიმსგებლობები
მონაცემებზე ორიენტირებული აზროვნება
პერფექციონიზმი
მონაცემთა კლასები (Dataclasses)
ფუნქციური პროგრამირება (Functional Programming) და “Sequential code”
გენერატორები
Lab სესია / სალექციო და პრაქტიკული დავალება
კონტექსტუალური მენეჯერები (Context managers)
Error handling
მოდულები და პაკეტები
Higher-order functions
Lab სესია / სალექციო და პრაქტიკული დავალება
Ბილბიოთეკა pandas-ის მიმოხილვა
Რა არის DataFrame
Python და pandas
Მარტივი DataFrame ოპერაციები (selection, filtering, indexing)
Lab სესია
Pandas DataFrame-ში მონაცემთა დაჯგუფება
Მონაცემთა აგრეგაცია
Data Cleaning and Handling
Merge, Join ოპერაციები

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

ლევან ალიბეგაშვილი

Data Engineering

ლევან ალიბეგაშვილი

Data Engineering

ლევანს მონაცემთა ინჟინრად და მეცნიერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად Senior Data Engineer-ის პოზიციას იკავებს DataArt-ში, სადაც SnowFlake საცავის გამართვასა და მონაცემთა შეყვანის ავტომატიზაციაზე მუშაობს. მანამდე ლევანი EPAM Systems-ში Data Lead-ის პოზიციას იკავებდა, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა მონაცემთა მიგრაციას, ETL/ELT პროცესების შემუშავებას და ბიზნეს ანალიტიკას მოიცავდა. ლევანს მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში (FedEx Ground Services, Betsson Group), ისე საჯარო სექტორში (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი). მისი კარიერა მოიცავს მრავალფეროვან პოზიციებს - Big Data Unit Head-იდან Policy Advisor-მდე, რაც მას უნიკალურ პერსპექტივას აძლევს მონაცემთა მეცნიერების სფეროში. ლევანი ასევე აქტიურად მუშაობდა ფრილანსერად, სადაც იგი Microsoft Excel-ისა და Power BI-ს ექსპერტის როლში გვევლინებოდა. მას ფართო გამოცდილება აქვს ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა Python, SQL, Snowflake, ასევე მანქანური სწავლების მოდელების შემუშავებასა და დანერგვაში.

Linkedin

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: მონაცემთა ინჟინერია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ციფრულ სამყაროში. ის ხიდს დებს დაუმუშავებელ მონაცემებსა და პრაქტიკულ ინსაითებს შორის, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. მონაცემთა ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფრასტრუქტურას, რომელიც ამუშავებს უზარმაზარი მოცულობის მონაცემებს, ხდის მათ ხელმისაწვდომს და სასარგებლოს ანალიზისთვის. ეს სფერო გთავაზობთ კარიერული განვითარების შესანიშნავ პერსპექტივებს, კონკურენტულ ანაზღაურებას და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას, რთული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის პროცესში.
A: კურსზე დაშვებისთვის აუცილებელია Python-ის საბაზისო ცოდნა, ანალიტიკური და დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება, ასევე ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა. მნიშვნელოვანია მონაცემებთან მუშაობის ინტერესი და მოტივაცია.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს