ციფრულ სივრცეში მომხმარებლის ნებისმიერი ქცევა მონაცემია, მისი სწორად გამოყენების უნარი კი – კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების უმთავრესი საშუალება, რადგან ის გვეხმარება, მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები, დაფუძნებული ფაქტებზე და არა ვარაუდებზე.
ტრადიციული მარკეტინგული მიდგომებისგან განსხვავებით, მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი გეხმარება, უკეთ შეიცნო შენი მომხმარებლები, შეისწავლო მათი ქცევები, ესაუბრო მათთვისვე რელევანტური კომუნიკაციით, საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვრო, სად და როგორ „დახვდე“ მათ და გაზომო მარკეტინგული აქტივობების შედეგიანობა.
კურსის განმავლობაში დეტალურად გავივლით მონაცემთა ანალიტიკას, მომხმარებელთა სეგმენტაციას, ატრიბუციის მოდელირებას, მარკეტინგის სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის შემუშავებას, სტრატეგიისა და ტაქტიკების შეფასებას, და სხვა.
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: ROI, Meta, Google ads, Display 360.
-
მონაცემების ინტერპრეტაცია სწორი დასკვნების გამოსატანად;
-
მონაცემების გამოყენება მარკეტინგული სტრატეგიებისა და ტაქტიკების შემუშავებისას;
-
ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და მარკეტინგული პროცესების უფრო ეფექტურად წარმართვა;
-
პერსონალიზებული მარკეტინგული კომუნიკაცია და ეფექტური საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
-
მარკეტინგული კამპანიების ROI-ს გაზომვა და ოპტიმიზაცია;
-
კონკურენტებზე დაკვირვება და ანალიზი;
-
მონაცემების დამუშავების სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენება უკეთესი ვიზუალიზაციისთვის;
-
ეფექტური კომუნიკაცია და კოლაბორაცია ანალიტიკოსების, დეველოპერების და ორგანიზაციის სხვა გუნდებთან ერთად მარკეტინგული მიზნების უკეთ მისაღწევად.
ორშ-ხუთშ 19:30-22:30
ორშ-ოთხშ 19:30-22:30
ვისთვის არის კურსი
მარკეტერებისთვის
კურსი განკუთვნილია მარკეტერებისთვის ან მარკეტინგის დარგში განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ საბაზისო ცოდნას ციფრულ მარკეტინგში; მარკეტინგის კონსულტანტებისთვის, ვისაც სურს, გააფართოვოს უნარები და შესთავაზოს მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული სერვისები კლიენტებს.
მარკეტინგის აღმასრულებელი მენეჯერებისთვის
მარკეტინგის აღმასრულებელი მენეჯერი, ვისაც სურს გამოიყენოს მონაცემები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და ბიზნესის ზრდისთვის; ასევე დაფუძნებელი თუ აღმასრულებელი მენეჯერი, ვისაც სურს, გაზარდოს საკუთარი ბიზნესი ძალიან სწრაფად და ეფექტურად, ციფრული არხების გამოყენებით;
ციფრული, სოც.მედია და კონტენტ მარკეტერებისთვის
ციფრული, სოც.მედია და კონტენტ მარკეტერისთვის, ვისაც სურს კონტენტის, კამპანიების ოპტიმიზაცია;ელექტრონული კომერციის მენეჯერისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გაყიდვების გაზრდა ეფექტური მარკეტინგის საშუალებით;
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსდამთავრებულები
სილაბუსი
აარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
გიორგი ბერეჩიკიძე
Data Driven Marketing
გიორგი ბერეჩიკიძე
Data Driven Marketing
გიორგის 10 წლიანი გამოცდილება აქვს ციფრულ მარკეტინგში, ციფრულ ანალიტიკასა და ციფრული პროექტების მართვაში, ბოლო რამდენიმე წელი აღმასრულებელ პოზიციებზე. მას უმუშავია ციფრული პროდუქტების, ორგანიზაციული დიჯიტალიზაციის და ციფრული მარკეტინგის კონსულტანტად და ტრენერად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტებში, როგორიცაა UNDP BIOFIN, PMCG, EBRD, USAID Zrda activity in Georgia. 2021 წლიდან გიორგი შეუერთდა ქართული e-commerce სტარტაპის, VELI.store-ის გუნდს, როგორც ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი და აქტიურად არის ჩართული კომპანიის ზრდისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს პროცესებში.
Linkedinხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულადრატომ არის Data Driven მარკეტინგი მნიშვნელოვანი?
2020 წელს World Federation of Advertisers-მა მარკეტერების მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ხარვეზების აღმოფხვრის გზების ძიება იყო. კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მარკეტერები 3 მთავარი გამოწვევის წინაშე დგანან: ეკონომიკური წნეხი, ტექნოლოგიური მოთხოვნები, მომხმარებლის მაღალი მოლოდინები. გამოწვევები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებულია, გადაჭრის გზა კი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია - Data driven მარკეტინგი. ეს უკანასკნელი მონაცემების სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული სტრატეგიაა, რომელიც მომხმარებლის ქცევის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. Მიღებული ინფორმაცია მარკეტერებს ინსაითებისა და ტრენდების მიგნებაში ეხმარება. ანალიტიკა კომპანიისთვის ბაზარზე საკუთარი ადგილის დაკავებისთვის განკუთვნილი იარაღია. ის მნიშვნელოვან მოვლენებზე სწრაფად რეაგირების საშუალებას იძლევა. ანალიტიკის შედეგად მიღებული ცოდნა ბიზნესს მოგების ზრდაში, ხარჯების შემცირებასა და მომხმარებლების შეძენასა თუ შენარჩუნებაში ეხმარება. Invespcro- ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მარკეტერთა 64% მტკიცედ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი გადამწყვეტია ეკონომიკისთვის. Data driven მარკეტინგი გადამწყვეტია თავად კომპანიებისთვისაც და ბუნებრივია, მარკეტერებისთვისაც. დღეს თუ გინდა, მარკეტინგის სამყაროში გადარჩე, data driven მარკეტინგი შენი ბრძოლის იარაღი უნდა იყოს. მარკეტინგის ეს მიმართულება ნელ-ნელა მყარად იკიდებს ფეხს საქართველოშიც და მარკეტერებიც უფრო სიღრმისეულად ერკვევიან data driven მარკეტინგში. ეს კი მარტივი საქმე როდია. Data driven მარკეტინგი არა მხოლოდ ანალიზი, არამედ ანალიზის საფუძველზე სწორი სტრატეგიის შემუშავება და ნაბიჯების დაგეგმვა/განხორციელებაა. ამ ყველაფერს შესწავლა კი commschool-ის data driven მარკეტინგის კურსზე შეგიძლიათ. ინფორმაციულად დატვირთული 14 ლექციის შემდეგ გექნებათ ცოდნა და უნარები დამოუკიდებლად გააანალიზოთ ბიზნესში არსებული შიდა თუ გარე მონაცემები და ფაქტებზე დაყრდნობით შეიმუშაოთ მარკეტინგის სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს. კურსი განკუთვნილია გამოცდილი მარკეტერებისთვის ან/და მარკეტინგის დარგში განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ საბაზისო ცოდნას ციფრულ მარკეტინგში და აქვთ სურვილი დამოუკიდებლად, სხვა ადამიანებისა თუ კომპანიების ჩართვის გარეშე შეძლონ, როგორც კომპანიის მარკეტინგული პოტენციალის კვლევა და ანალიზი, ასევე, არსებული მარკეტინგული აქტივობების შეფასება, სწორი ქმედებების განხორციელება და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება. კურსს თამარ ბადაშვილი წაიყვანს, რომელსაც მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობის უდიდესი ნაწილი ონლაინ ბიზნესის მარკეტინგისა და გაყიდვების მართვას უკავშირდება.თამარი სხვადასხვა დროს უძღვებოდა აჭარაბეთის მულტი-ჩენელ და ციფრული მარკეტინგის გუნდს. ასევე, კრედო ბანკის, ვივუსისა და ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგს. ახლა კი მარკეტინგის დირექტორის პოზიციას იკავებს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გემბლინგ კომპანიაში. თამარი არის ლუვენის უნივერსიტეტის MBA და აქვს Digital Marketing Institute-ის მასტერის წოდება. კურსზე მიღება უკვე დაწყებულია, ჯგუფში კი ადგილები ნაწილობრივ შევსებულია.ავტორი: მარიამ ელიაშვილი
Data-Driven მარკეტინგის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
დღეს მარკეტინგის სპეციალისტები ინფორმაციას ეძებენ ყველაზე სანდო წყაროდან: მომხმარებელთა მონაცემებიდან, თუმცა, ამ პროცესს შეიძლება გარკვეული გამოწვევები ახლდეს თან. ამ ბლოგში სწორედ ამ გამოწვევების შესახებ მოგიყვები და შემოგთავაზებ მათი გადალახვის გზებს 1. მონაცემთა შეგროვება მომხმარებელთა მონაცემების შეგროვება შეიძლება რთული აღმოჩნდეს და ბევრ მარკეტერს უჩნდება კითხვა თუ სად უნდა ვიპოვოთ ეს მონაცემები. მონაცემთა ინტეგრაციის ყველაზე დახვეწილ ინსტრუმენტებსაც კი აქვთ მონაცემთა შეგროვების წყაროების შეზღუდული რაოდენობა, რის შედეგადაც სამუშაო გუნდს უწევს მონაცემთა ხელით შეყვანა. ამ შიშის გამო, მარკეტოლოგები ბევრს ფიქრობენ სანამ data-driven მარკეტინგს დაიწყებენ. როგორ გადავლახოთ ეს გამოწვევა: ანალიტიკის ინსტრუმენტებს, სარეკლამო ხელსაწყოებს, სოციალური მედიის პროგრამულ უზრუნველყოფას და CRM-ს შეუძლია მოგაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელთა ურთიერთქმედების შესახებ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილო ზედმეტი ინფორმაცია, სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენება დაგეხმარება რეალური მონაცემების მისაღებად. Semrush-ის Traffic Analytics ინსტრუმენტი კი კარგი ადგილია დასაწყებად. 2. მონაცემთა მართვა მონაცემების საფუძველზე მარკეტინგის სარგებლის შესანარჩუნებლად, საჭიროა უზრუნველყო შენი მონაცემების მაქსიმალურად განახლება. უნდა დარწმუნდე, რომ იყენებ რეალურ დროში არსებულ მონაცემებს. თუმცა, ხშირად მონაცემების ხელით ამოღება დამღლელია და შეიძლება რთული გახდეს კომპანიებისთვის ამის შენარჩუნება. როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას: მარკეტინგული დაფის შექმნა შესანიშნავი გზაა მონაცემების განახლებისთვის. მარკეტინგის დაფები გამოიყენება ძირითადი მეტრიკისა და შესრულების ინდიკატორების (KPI) ვიზუალიზაციისთვის, რეალურ დროში. მრავალი წყაროდან მიღებული მონაცემების გაერთიანება საშუალებას გაძლევს წარმოადგინო ისინი ვიზუალურად მიმზიდველად, დამაჯერებლად და ადვილად გასაგებად. მარკეტინგული ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის პლატფორმებით, როგორიცაა Semrush, მონაცემთა ყველა წყაროს წვდომა შესაძლებელია ერთ ადგილას. 3. ყველაფრის გაერთიანება მარკეტინგში მონაცემების ეფექტურად გამოყენება მოითხოვს მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და სინქრონიზაციის უნარს. მთავარი მიზანია ყველა სისტემისა და პლატფორმის ინტეგრირება. ხოლო იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ეს მონაცემები და შემდეგ იმის გარკვევა, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი მარკეტინგულ სტრატეგიაში, შეიძლება ძალიან რთული იყოს. როგორ შეიძლება ამის გადალახვა? ამ გამოწვევის დასაძლევად, საჭიროა შეიმუშაო მეთოდი, რომელიც მუშაობს ნებისმიერი ტიპის მონაცემებისთვის. ამისათვის კი საკმაოდ ეფექტურია მეცნიერული მეთოდი. პირველ რიგში, ჰკითხე საკუთარ თავს, რა კითხვაზე გსურს პასუხის გაცემა ან რა პრობლემის გადაჭრა გსურს. მაგალითისთვის გამოვიყენოთ სამიზნე აუდიტორიის პოვნა. შემდეგ, გააკეთე პროგნოზები. ეცადე გამოიცნო გარკვეული დეტალები შენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ მონაცემების შეგროვების გარეშე. მაგალითად: როგორია მათი ტიპიური დღე? რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ მათ? ამის შემდეგ, საჭიროა შეაგროვო რეალური მონაცემები. აქ მოქმედებს შენი ანალიტიკური ინსტრუმენტები, სარეკლამო ინსტრუმენტები, სოციალური მედიის პროგრამული უზრუნველყოფა და CRM. მონაცემების შეგროვების შემდეგ, დაგჭირდება მისი ანალიზი. Რას ნიშნავს? არის ის, რასაც ელოდი? რა ნიმუშებს ხედავ? რამე გამოირჩეოდა? ბოლო ნაბიჯი არის დასკვნის გაკეთება. ჰკითხე საკუთარ თავს, შეესაბამება თუ არა შენს მიერ შეგროვებული მონაცემები შენს პროგნოზს. ახლა, როდესაც ყველა ეს მონაცემი გაქვს, რას ნიშნავს ის შენი ბრენდისთვის ან აუდიტორიისთვის? საბოლოოდ, ზუსტად გეცოდინება ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია, რაც საშუალებას მოგცემს შექმნა კონტენტი სპეციალურად მათთვის და მოაგვარო მათი პრობლემები. გექნება ყველა ინფორმაცია, რაც გჭირდება მათთან კავშირის გასავითარებლად და მათთვის უნიკალური ბრენდის გამოცდილების შესაქმნელად. რატომ უნდა იყოს Data-Driven მარკეტინგი შენი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი Data-driven მარკეტინგი უნდა იყოს შენი მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი, რადგან: ის საშუალებას გაძლევს მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილებები რეალურ სამყაროში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით; ის უზრუნველყოფს შექმნას უაღრესად მიზნობრივი ჩართულობა და უკეთესი კონვერტაციის მაჩვენებლები; მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს, მიმართონ სწორ აუდიტორიას, მიიპყრონ მათი ყურადღება და მიაწოდონ ის, რაც სურთ - საჭირო დროს; შეჯამებისთვის, data-driven მარკეტინგი ეხმარება ბიზნესს გააცნობიეროს რას ყიდულობენ მომხმარებლები, როდის ყიდულობენ, სად ყიდულობენ, რატომ ყიდულობენ და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს ბრენდთან პირველი ურთიერთობიდან დაწყებული - საბოლოო შეძენამდე. გაიგე მეტი Data-Driven Marketing-ის კურსის შესახებ
Data-Driven მარკეტინგის მოგზაურობა: როგორ შეიძინა სანდრომ ახალი უნარები და გამოცდილება
თანამედროვე სამყაროში წარმატებული მარკეტინგული კამპანიების შესამუშავებლად ყველაზე ღირებულ მასალას თავად მომხმარებლებისგან მიღებული მონაცემები წარმოადგენს. ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, Data-Driven მარკეტინგი ეფუძნება ფაქტებს და არა ვარაუდებს. მომხმარებელთა ქცევის ანალიზი მარკეტერებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება მათ შეუძლიათ, სწორად განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია და მათთვის შესაბამის სტრატეგიები შეიმუშაონ. თუ გაინტერესებს, როგორ უნდა მიიღო საუკეთესო მარკეტინგული გადაწყვეტილებები, ამ ბლოგს გაეცანი. სანდრო ბაბუნაშვილი, Data-Driven მარკეტინგის კურსდამთავრებული, საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებს. სანდრო Tsur Group-ში ციფრული მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელია. მისი ძირითადი საქმიანობა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება და შესრულებაა. ყოველდღიური ამოცანები და მოვალეობები კი მოიცავს მონაცემთა ანალიზს, შინაარსის შექმნას, სოციალური მედიის მართვას, SEO ოპტიმიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას ჰოლდინგში შემავალი 7 ბრენდის განსავითარებლად. თანამედროვე მარკეტინგის სფეროში მონაცემთა ღირებულების აღიარება და ანალიზი მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. სწორედ მსგავსი ასპექტების გამო გამიჩნდა Data-Driven მარკეტინგისადმი ინტერესი. კურსის გავლა სწორედ მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტა. სანდროს თქმით, Commschool-ში სწავლის პროცესი გამორჩეულად საინტერესო და ინფორმაციული იყო. ლექტორის მხრიდან საკუთარი გამოცდილებისა და უახლესი ტენდენციების გაზიარება კი განსაკუთრებულად ფასეული და უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. Data-Driven მარკეტინგი - კურსის შესახებ როგორც სანდრო აღნიშნავს, კურსმა მის მოლოდინებს გადააჭარბა. პროგრამის ფარგლებში თეორიული ცოდნის გამდიდრებასთან ერთად პრაქტიკული უნარების განვითარებაც შეძლო. კურსის განმავლობაში შეიძინა მონაცემთა ანალიზის, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და შედეგების ეფექტურად შეფასების უნარები. ასევე უფრო მეტად გაიუმჯობესა კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. Data-Driven მარკეტინგის კურსი 14 ლექცია | 42 საათი | 7 კვირა გაიგე მეტი ყველაზე ღირებული ნაწილი მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული პრაქტიკული დავალებები იყო, რამაც რეალური მონაცემების გამოყენებით მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის უნარი გამიძლიერა. Data-Driven მარკეტინგის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ სწორად გაანალიზო მონაცემები და გამოიყენო ისინი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისას. ასევე შეიძენ ბიუჯეტის ოპტიმიზაციისა და მარკეტინგული პროცესების უფრო ეფექტურად წარმართვის უნარებს. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით გაიუმჯობესებ რბილ უნარებსაც, რომელიც არანაკლებ საჭიროა ამ სფეროში პროფესიული წარმატებისთვის. ფინალური პროექტი ფინალური პროექტი Commschool-ის კურსების ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია. მის ფარგლებში სანდრომ Pea.nut Store-ზე იმუშავა. ეს კომპანია წარმოადგენს მისი ოჯახის სტარტაპს და მისი მარკეტინგული და ფინანსური ანალიტიკის მხარე მთლიანად სანდროს აქვს ჩაბარებული. Pea.nut Store აწარმოებს ქართული მიწის თხილისა და ნუშის კარაქს. აღნიშნული პროექტის განვითარების პროცესში დიდი თეორიული და სტატისტიკური ინფორმაციის ბაზა ჰქონდა დაგროვებული, რაც ფინალური პროექტის ასაგებად ყველაზე საინტერესო მასალად ჩათვალა. პრეზენტაციის შექმნის პროცესში საკმაოდ გამოადგა ის ხელსაწყოები და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც კურსის განმავლობაში შეიძინა და გაიუმჯობესა. მიღებული ცოდნის შედეგად შევძლებ, რომ ანალიტიკური ხელსაწყოები კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენო მიზანმიმართული და მომგებიანი მარკეტინგული კამპანიების საწარმოებლად. მიღებული ცოდნასა და გამოცდილებას სანდრო უკვე წარმატებით იყენებს რამდენიმე მარკეტინგულ კამპანიაში. შედეგად, უფრო მეტად გააუმჯობესა რეკლამების ხარისხი და რაც მთავარია, მონაცემების დამუშავება სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.მათ, ვინც Data-Driven მიდგომით და მისი შესწავლით ხართ დაინტერესებული, სანდრო გირჩევთ, ყოველთვის იყოთ ცნობისმოყვარეები და არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა. ეს მიმართულება მუდმივად ახალი უნარების შეძენასა და ტექნოლოგიების ათვისებას მოითხოვს. ამისთვის კი გიზიარებთ სანდროს რეკომენდაციებს:პოდკასტები:Marketing Over CoffeeThe Data Skeptic Podcastბლოგები:Neil Patel's BlogHubSpot Blog ასე რომ, თუ გსურს, მეტი შეიტყო თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების პროცესზე, ეს კურსი შენთვისაა. დეტალურად გაეცანი პროგრამის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში! გაიგე მეტი კურსის შესახებ