დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში.
კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც მოგცემს საშუალებას დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებ
კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება
დამატებითი უნარები: Stable Diffusion, MidJourney, DaVinci, Photoshop,
-
ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგო შენზე მორგებული AI ხელსაწყოები, რომლებიც გაამარტივებენ და გააუმჯობესებენ შენს დიზაინს.
-
ავტომატიზირებული ინსტრუმენტების დახმარებით დაზოგო დრო და ენერგია, რაც საშუალებას მოგცემს, მეტი დრო დაუთმო შემოქმედებით ასპექტებს.
-
AI-ის გამოყენებას სხვადასხვა ვიზუალური ეფექტების შექმნაში, რაც გააუმჯობესებს შენი დიზაინის ხარისხს და ვიზუალს.
-
AI-ის ინსტრუმენტების გამოყენებას გუნდურ სამუშაო პროცესებში, რაც გაზრდის თანამშრომლობის ეფექტურობას და შედეგიანობას.
-
დამოუკიდებლად და ეფექტურად გამოიყენო Stable Diffusion შენი პროექტებისთვის.
-
იყო ინფორმირებული გენერაციული AI-ის მართვის ტენდენციებისა და ინოვაციების შესახებ
ორშ-ხუთ 20:00-23:00
ვისთვის არის კურსი
გრაფიკოს დიზაინერებისთვის
გრაფიკოსებისთვის, ილუსტრატორისთვის, რომლებიც ფლობენ დიზაინის თულებს და სურთ დაზოგონ დრო ყოველდღიურ ტექნიკურ დეტალებზე/ვიზუალებზე.
არტ დირექტორებისთვის
იმ ადამიანებისთვის, ვინც ფლობს დიზაინის უნარებს, მაგრამ ტექნიკურად არ იცის როგორ გამოიყენოს ფოტოშოფი და ილუსტრატორი პროფესიონალურ დონეზე.
ციფრული არტისტებისთვის
მოყვარულებისთვის და ციფრული არტისტებისთვის ვინც ფლობს დიზაინის უნარებს და სურთ ხელოვნური ინტელექტი დააინტეგრირონ საკუთარ საქმიანობაში
პროგრამა მოიცავს
კურსდამთავრებულთა კლუბი
ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.
პრაქტიკული პროექტები
პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება პრაქტიკული დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.
ორენოვანი სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
სილაბუსი
აარჩიე შენთვის სასურველი დრო
ლექტორები
ჯონი კვეზერელი
AI in Graphic Design
ჯონი კვეზერელი
AI in Graphic Design
ჯონი ციფრულ დიზაინში 7 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელიც მუდმივად ცდილობს თავისი უნარების გაუმჯობესებას. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ის აქტიურად ეუფლება სხვადასხვა AI ხელსაწყოს და მათი გამოყენებით ახალი მუშაობის მეთოდებს ნერგავს როგორც საკუთარ, ისე სააგენტო Redberry-ის ყოველდღიურობაში. წლების განმავლობაში ჯონი მუშაობდა ისეთ მოწინავე სარეკლამო სააგენტოებში, როგორებიცაა Kraken და სხვა, სადაც მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა და მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ შორისაა საქართველოს ფოსტის პირველი AI-ით შექმნილი საფოსტო მარკის პროექტი. ჯონის მთავარი მიზანია, ტრადიციული გრაფიკული დიზაინის მეთოდები და AI ხელსაწყოები ისე დააკავშიროს ერთმანეთთან, რომ შექმნას სრულიად ახალი მუშაობის მეთოდები. ის მიიჩნევს, რომ AI ტექნოლოგიების ინტეგრაცია დიზაინის სამუშაო პროცესებში არა მხოლოდ გაზრდის ეფექტურობას, არამედ გააფართოებს დიზაინერების შემოქმედებით შესაძლებლობებსაც. მას სჯერა, რომ AI არის მომავლის დიზაინის განუყოფელი ნაწილი და ის, ვისაც შეუძლია ამ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება, ყოველთვის იქნება ლიდერი ამ სწრაფად განვითარებად სფეროში.
Linkedinხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ
Your search Digital Designer did not match any documents
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზეშესაძლოა გაინტერესებდეს
რელევანტური რესურსები
იხილე სრულადAI გრაფიკულ დიზაინში - გაეცანი კურსის ლექტორის, ჯონი კვეზერელის პორტფოლიოს
ხელოვნური ინტელექტი (AI) თანდათან ყველა სფეროში იმკვიდრებს თავს და ადამიანებს მარტივი ოპერაციების სწრაფად გადაწყვეტაში ეხმარება. ეს კი მათ საშუალებას აძლევს, დაზოგილი დრო უფრო ეფექტიანად გამოიყენონ. ამიტომ შრომის ბაზარზე AI ხელსაწყოების ცოდნა უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ უნარად ითვლება. ხელოვნურმა ინტელექტმა კრეატიულ სფეროშიც შეაბიჯა და AI გრაფიკულ დიზაინში საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობებს აჩენს - შრომატევადი და რუტინული საქმისთვის დახარჯული დროის შემცირება და კრეატიული ფიქრისთვის დროის გაზრდა. არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე Commschool-ში ახალი კურსი შევიმუშავეთ - AI გრაფიკულ დიზაინში, რომელსაც ჯონი კვეზერელი გაუძღვება. გაეცანი ბლოგს და გაიგე, რა პერსპექტივები არსებობს ხელოვნური ინტელექტის გრაფიკულ დიზაინში ინტეგრირების მიმართულებით. ჯონის კარიერა კინორეჟისურით დაიწყო - მას ყოველთვის აინტერესებდა ვიზუალზე მუშაობა და დაკვირვება იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ხელოვნება ადამიანებზე. მისი პირველი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში იყო, სადაც უკეთ გაეცნო, თუ როგორ ხდება მომხმარებლის საჭიროებების და სურვილების გათვალისწინება და იდეების რეალიზაცია. უფრო მეტი დამოუკიდებლობისა და კრეატიული თავისუფლებისთვის ჯონიმ ფრილანსერის კარიერა დაიწყო. ამ გზით შესაძლებლობა ჰქონდა, ემუშავა სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც მისი უნარ-ჩვევების დახვეწასა და საკუთარი სტილის შექმნაში ეხმარებოდა. შემდგომ ჯონის ინტერესმა გრაფიკულ დიზაინში გადაინაცვლა.მას ბავშვობიდანვე ხიბლავდა ვიზუალური ხელოვნება და მისი შემოქმედებითი პროცესები. ყოველთვის ხატავდა, ქმნიდა და ეძებდა ახალ საშუალებებს მისი იდეების უკეთ გამოსახატად. ამჯერად იგი Redberry-ში მუშაობს. პარალელურად კი გატაცებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიზუალურ ხელოვნებაში. ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ საქმიანობაში მას შემდეგ, რაც 2018-2019 წლებში ვიზუალის დასაგენერირებლად ბაზარზე პრიმიტიული მოდელები გაჩნდა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯონის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდა. ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვიოცნებია ისეთ აბსტრაქტულ ხელსაწყოებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, ნაფიქრი ან გააზრებული ვიზუალი ფურცელზე მარტივად გადმოგვეტანა. სწორედ ეს ბავშვური ოცნება გახდა რეალობა, როდესაც პირველად დავაგენერირე ფოტო, რომელიც იყო 200 პიქსელი 200 პიქსელზე. თითქმის შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, თუ რა ეხატა ვიზუალზე. თუმცაღა, აშკარა იყო, რომ ცოტა მეტი დახვეწის შემდეგ ეს ხელსაწყოები გახდებოდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. პირველი რიგში, ჯონიმ დაიწყო Stable Diffusion-ის და სხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც შესაძლებელს ხდიდა ვიზუალური მასალების ავტომატურ გენერირებასა და მოდიფიკაციას. თავდაპირველად, ეს იყო მხოლოდ მცდელობა, გაეგო, რამდენად შეიძლებოდა ამ ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინში. დროთა განმავლობაში კი შეამჩნია, რომ AI ხელსაწყოები არა მხოლოდ ამარტივებდნენ მუშაობას, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებდნენ შედეგებს და ტოვებდნენ დიდ დროს კრეატიული ფიქრისთვის. ხელოვნური ინტელექტი მან წარმატებით გამოიყენა ერთ-ერთ საინტერესო ქართულ პროექტზე მუშაობისას. ჯონიმ საქართველოს ფოსტისთვის Stable Diffusion-ის გამოყენებით შექმნა AI-ის მიერ დაგენერირებული პირველი საფოსტო მარკა საქართველოში. პროექტის სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ საჭირო იყო უკვე არსებული ვიზუალების სინთეზი და რაღაც ახლის მიღება, რისი გაკეთებაც რთულია ბაზარზე არსებული ხელსაწყოებითაც კი. AI გრაფიკულ დიზაინში 8 ლექცია | 24 საათი | 4 კვირა იხილე სილაბუსი Reddit-ი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც AI ტექნოლოგიების შესახებ ვკითხულობ სიახლეებს და დისკუსიებს. იქიდან ხშირად ვიღებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მეხმარება, გავიგო, როგორ იყენებენ სხვები AI ტექნოლოგიებს და როგორ შეიძლება ეს მიდგომები ჩემს სამუშაო პროცესში გამოვიყენო. YouTube, Pinterest, Behance, Reddit - ეს იმ პლატფორმების ჩამონათვალია, რომლებსაც ჯონი შთაგონებისთვის მიმართავს. მისი აზრით, გარშემო უსაზღვრო რესურსები არსებობს, რის დანახვასაც ხანდახან ვერ ვახერხებთ. ინსპირაციის წყაროები კი უსაზღვროა, თუ მას სწორად ეძებ. მნიშვნელოვანია, რომ რეფერენსებს ეძებდე ყველგან, სადაც შესაძლებელია – იქნება ეს მუზეუმი, ბუნება, არქიტექტურა, თუ ყოველდღიური ცხოვრება. რატომ გახდა საჭირო AI-ის გამოყენება გრაფიკულ დიზაინში? როგორც ჯონი აღნიშნავს, გრაფიკული დიზაინერების საქმიანობაში AI-ის გამოყენების საჭიროება წარმოიშვა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო: დროის ეკონომია და ეფექტურობა: დიზაინის პროცესები ხშირად მოითხოვს დიდ დროსა და შრომას, განსაკუთრებით, დეტალური სამუშაოებისთვის. AI-ის ინსტრუმენტები ავტომატიზაციას უკეთებენ ამ პროცესებს, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს, დროისა და რესურსების ეკონომია გააკეთონ და უფრო ეფექტურად შეასრულონ დავალებები. ხარისხის გაუმჯობესება: AI-ის მეშვეობით შესაძლებელია ვიზუალური მასალების უფრო მაღალი ხარისხით შექმნა. AI ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ზუსტი და დეტალური ნამუშევრების წარმოებას, რაც ზრდის დიზაინერების ნამუშევრების პროფესიონალიზმსა და ხარისხს. კრეატიულობის გაფართოება: AI-ის ინსტრუმენტები დიზაინერებს საშუალებას აძლევს, შექმნან ახალი და უნიკალური ვიზუალური იდეები, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით, შესაძლოა, ძალიან რთული ან შრომატევადი იყოს; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრეინშტორმინგის პროცესში ხარ და გინდა დატესტო ყველა შესაძლო ვარიანტი. ეს ზრდის დიზაინერების შემოქმედებითობასა და ინოვაციურობას. შთაგონების წყარო: AI-ს შეუძლია შექმნას მრავალფეროვანი ვიზუალური კონტენტი, რომელიც დიზაინერებს აძლევს ინსპირაციასა და იდეებს ახალი პროექტებისთვის. ეს ტექნოლოგიები ხელს უწყობენ ახალი სტილებისა და ტექნიკების აღმოჩენას. უნდა გვახსოვდეს, რომ AI არის ხელსაწყო რომელიც ჩვენი იდეების გარეშე უბრალოდ ცარიელი კოდია. ამიტომაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისწავლო დიზაინის პრინციპები, მუშაობის მეთოდები და მათი სწორად შერჩევა. AI ხელსაწყოები გრაფიკულ დიზაინში Generative AI-ის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტი Stable Diffusion-ია, რომელიც სხვადასხვა ფუნქციონალით გამოირჩევა. Stable Diffusion-ი საშუალებას იძლევა, რომ ვიზუალური გამოსახულებები და ნიმუშები შექმნა მაღალი ხარისხითა და დეტალებით. ასევე გქონდეს უსაზღვროდ დიდი კონტროლი ვიზუალზე, რის შესაძლებლობასაც არ გაძლევს სხვა AI ხელსაწყოები. Stable Diffusion-ს შეუძლია დაამუშაოს როგორც ფოტოები, ასევე გრაფიკული გამოსახულებები. იგი გამოირჩევა სწრაფი და ეფექტური ალგორითმებით, რაც პროცესის ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. Stable Diffusion-ის გამოყენების დაწყება შეიძლება უმჯობესი იყოს მისი ძირითადი ფუნქციების შესწავლითა და პრაქტიკული მაგალითებით. ამ ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებისათვის საჭიროა გააცნობიერო მისი ინტერფეისი და შესაძლებლობები. რადგანაც Stable Diffusion-ი მრავალფეროვანი და მოქნილი ინსტრუმენტია, შეგიძლია დაიწყო ძირითადი ფუნქციების, როგორიცაა გამოსახულებების გენერირება, ხარისხის გაზრდა, კონცეფციების შექმნა, მანიპულაცია და სხვა. AI ინსტრუმენტები დიზაინერებს აძლევენ შესაძლებლობას, სცადონ ახალი ტექნიკები და სტილები, რითაც მათი პროფესიული განვითარება და კრეატიულობის ხარისხი იზრდება. კოლაბორაციული შესაძლებლობების გამარტივებით AI ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, რაც უფრო მრავალფეროვან და ინოვაციურ ნამუშევრებს ქმნის. ამგვარად, AI ხელსაწყოები არა მხოლოდ არ ზღუდავს, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს დიზაინერების შემოქმედებითობას, რაც მათ ნამუშევრებს უფრო მაღალ დონეზე აყენებს. AI ხელსაწყოები ნამდვილად ზრდის დიზაინერების შემოქმედებითობას. პირველ რიგში, ავტომატიზაციის საშუალებით ისინი ზოგავენ დროსა და რესურსებს, რაც დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო და ენერგია მოახმარონ კრეატიულ პროცესებს. AI ტექნოლოგიები ასევე უზრუნველყოფენ ინსპირაციის წყაროს, აგენერირებენ უნიკალურ იდეებს და ხელს უწყობენ ახალი მიმართულებების აღმოჩენას. ეს ტექნოლოგიები რთული და კომპლექსური დავალებების შესრულებასაც აადვილებენ, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს, უფრო თამამი და ამბიციური პროექტები განახორციელონ. AI გრაფიკულ დიზაინში - კურსის შესახებ როგორც უკვე გითხარი, Commschool-ში ახალი კურსის აღმოჩენა შეგიძლია, რომელიც იქნება ერთგვარი გზამკვლევი გრაფიკული დიზაინერებისთვის, თუ როგორ გამოიყენონ AI მათ საქმიანობაში. ჯონის თქმით, კურსი იქნება საკმაოდ პრაქტიკული და ინტენსიური, რათა სტუდენტებმა მაქსიმალურად აითვისონ AI ტექნოლოგიების გამოყენების უნარები გრაფიკულ დიზაინში. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს, რათა მონაწილეებმა შესწავლილი თეორიული საფუძვლები პრაქტიკულად გამოცადონ რეალურ პროექტებზე. კურსის ფარგლებში გაეცნობი ძირითად თეორიულ კონცეფციებს AI-ისა და გრაფიკული დიზაინის შესახებ. შეისწავლი AI ინსტრუმენტების მუშაობის პრინციპებს, მაგალითად, როგორ მუშაობს Stable Diffusion და როგორ შეგიძლია მისი გამოყენება დიზაინში. იმუშავებ რეალურ ბრიფებსა და პროექტებზე, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა დიზაინერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. შექმნი სხვადასხვა ვიზუალურ მასალებს, რომლებიც შეიძლება იყოს პოსტერი, ლოგო, სოციალური მედიის პოსტები და ა.შ. თითოეული პროექტი შემუშავებული იქნება რეალური ბრიფის მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემს, უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს AI ინსტრუმენტები პრაქტიკულ გარემოში. ჩემი აზრით, კურსის დასრულების შემდეგ ამ ადამიანებს ექნებათ უნარი, დამოუკიდებლად გაიკვლიონ გზა AI სამყაროში; მარტივად შეძლებენ მოსაწყენი და განმეორებადი დავალებების შესრულებას, რის გამოც მეტი დრო დარჩებათ სწავლისთვისა და კრეატიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. აქვე გაგიზიარებ ჯონის მიერ რეკომენდებულ YouTube არხებს, სადაც საინტერესო ინფორმაციებს გაეცნობი ხელოვნური ინტელექტისა და გრაფიკული დიზაინის შესახებ: "Two Minute Papers" - წარმოადგენს AI-ისა და ტექნოლოგიების უახლეს კვლევებსა და მიღწევებს მარტივი და გასაგები ფორმატით; "The Futur" - ფოკუსირებულია დიზაინზე, მარკეტინგსა და კრეატიულობაზე და ხშირად განიხილავს AI-ის გამოყენებას ამ სფეროებში. თუკი გრაფიკული დიზაინის სფეროში მოღვაწეობ და შენს საქმიანობაში AI-ის დანერგვა გსურს, ეს კურსი შენთვისაა. აუცილებლად გამოიყენე ეს შესაძლებლობა და შემოგვიერთდი Commschool-ში! დარეგისტრირდი კურსზე
რა არის Stable Diffusion და როგორ გამოიყენება გრაფიკულ დიზაინში?
Stable Diffusion არის Stability AI-ის მიერ 2022 წელს შექმნილი ღრმა დასწავლის ინსტრუმენტი, რომელიც ტექსტს ფოტოსურათად გარდაქმნის. უფრო კონკრეტულად კი, იგი მომხმარებლის მიერ მიწოდებულ სურათის დეტალურ აღწერილობას აგენერირებს. მისი გამოყენება შესაძლებელია უკვე არსებული ფოტოსურათების გრაფიკული დამუშავებისთვისაც. ეს ინსტრუმენტი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.ეს პროგრამა მუდმივად ვითარდება და მისი შესაძლებლობებიც უმჯობესდება - ტექსტის მიხედვით გენერირებული ფოტოსურათების უფრო და უფრო რეალისტური ხდება. ამ ბლოგში კი მოგიყვები, თუ როგორ მუშაობს Stable Diffusion, რა შესაძლებლობებს იძლევა იგი დიზაინერებისთვის და რა შეზღუდვები აქვს მას. Stable Diffusion-ის მნიშვნელობა Stable Diffusion არის საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის. მისი ჩამოტვირთვა და გამოყენება მარტივად შეგიძლია ამა თუ იმ მოწყობილობაზე. ამგვარად, აღარ არის საჭირო, დიდი ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენება, რათა ჩაატარო ექსპერიმენტები და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა ხელოვნების ნიმუში. როგორ მუშაობს Stable Diffusion? Stable Diffusion იყენებს კონვოლუციურ ავტომატური კოდირების ქსელს, რომელშიც ჩაშენებულია ტრანსფორმატორზე დაფუძნებული კოდირების სისტემა. ფოტოსურათებზე მანიპულაციების ჩატარება კი გაუსის ხმაურის გამოყენებით ხდება. გენერირების პროცესი კი ასე გამოიყურება: მშიფრავი იღებს X ფოტოსურათს და აკოდირებს მას ფარულ ვექტორად. შემდეგ მას ემატება გაუსის ხმაური, რის შედეგადაც იცვლება არსებული ვექტორი.შემდგომ მიმდინარეობს ვექტორის გაშიფვრა. გამშიფრავი ცდილობს, მოაშოროს გაუსის ხმაური და აღადგინოს თავდაპირველი X ფოტოსურათი. ტექსტის კოდირებისას პროგრამა მიწოდებულ ტექსტს გარდაქმნის ფარულ აღწერილობად, რაც შემდგომ ებმის ერთმანეთს და გარდაიქმნება შესაბამის განზომილებაში. შედეგად კი შესაძლებელი ხდება ტექსტზე დაყრდნობით რელევანტური ფოტოსურათის შექმნა. ნიმუშების შექმნის პროცესში ვექტორი კვებავს გამშიფრავი, რომელიც აშორებს ხმაურს თითოეულ მათგანს. ამგვარად კი იზრდება ფოტოსურათის ხარისხი და მისი რეზოლუცია 1024x1024 ხდება. რა შესაძლებლობები აქვს Stable Diffusion-ს? ამ პროგრამას შეუძლია ახალი ფოტოსურათების შექმნა მისთვის მიწოდებულ ტექსტზე დაყრდნობით. იგი მოიცავს აღწერილობას, თუ რა ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს ფოტოსურათი. ასევე შესაძლებელია უკვე არსებული ფოტოსურათების თავიდან შექმნა და აღწერილი ელემენტების დამატება. ამ პროცესს "გიდირებულ ფოტო სინთეზს" უწოდებენ. პროგრამა საშუალებას იძლევა, გააერთიანო ორი ან მეტი ფოტოსურათის ელემენტები ერთ ფოტოში. Stable Diffusion-ის გამოყენების მაგალითები მრავალმხრივი შესაძლებლობების გამო ამ პროგრამას არაერთ სფეროში შეხვდები:ციფრული მედია: სკეტჩების, ილუსტრაციებისა თუ storyboard-ების შესაქმნელად აქტიურად გამოიყენება. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება ხარჯების შემცირება კონტენტის შექმნის პროცესში.პროდუქტის დიზაინი: მოდის დიზაინერები პროგრამას ახალი პრინტების, სილუეტებისა თუ ფერების ვარიაციების შესაქმნელად იყენებენ. ისინი აღწერენ წარმოსახვით პროდუქტს და ქმნიან მის 3D მოდელებს. ეს აჩქარებს იდეების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებს.მარკეტინგი და რეკლამირება: მარკეტერები პროგრამას პროდუქტის ფოტოსურათების, ცხოვრებისეული სცენებისა და სოციალური მედიის პოსტების შესაქმნელად იყენებენ. AI გენერირებული ფოტოები ამცირებენ ფოტოგადაღების ხარჯებს და უზრუნველყოფს უსაზღვრო კონტენტის წარმოებას.მეცნიერება და მედიცინა: მკვლევრები AI-ის აწვდიან ქიმიური ნაერთების, გენომების, მოლეკულებისა და დაავადებების დეტალურ აღწერას, რათა მონაცემებისა და მოდელების ვიზუალიზაცია შეძლონ. ეს კი ეხმარებათ ახალი სამეცნიერო დასკვნების აღმოჩენაში. მედიცინაში კი იყენებენ პაციენტის დაავადების ამოცნობასა და მისთვის მკურნალობის ეტაპების დაგეგმვაში. AI გრაფიკულ დიზაინში: ახალი კურსის შესახებ როგორც ხედავ, AI ხელსაწყოების გამოყენება მრავალმხრივ შესაძლებლობებს გთავაზობს. დიზაინის სფეროში კი იგი საშუალებას გაძლევს, უსაზღვრო ფანტაზიის გამოყენებით წარმოსახვაში არსებული იდეები რეალობად აქციო. იმისთვის, რომ AI ინსტრუმენტები შემოქმედებით პროცესში წარმატებით დანერგო, საჭიროა, იცოდე მისი ეფექტურად გამოყენება. AI გრაფიკულ დიზაინში 8 ლექცია | 24 საათი | 4 კვირა იხილე სილაბუსი სწორედ ამიტომ Commschool-ში ახალი კურსი შევიმუშავეთ - AI გრაფიკულ დიზაინში. ამ პროგრამის ფარგლებში შეისწავლი, თუ როგორ დაიმეგობრო AI და გამოიყენო იგი ვიზუალური ეფექტების შექმნაში. დაეუფლები Stable Diffusion-ის გამოყენებას სხვადასხვა პროექტისთვის და დანერგავ AI-ის შენს საქმიანობაში, რითაც შეძლებ შენი დიზაინის გაუმჯობესებას და ამავდროულად, დროისა და ენერგიის დაზოგვას. ამიტომ, გრაფიკულ დიზაინერებს ახალი და საინტერესო თავგადასავლებისთვის Commschool-ში გელოდებით! დარეგისტრირდი კურსზე და დაიწყე AI-ის გამოყენება უკეთესი შედეგების მისაღწევად. დარეგისტრირდი კურსზე
ხელოვნური ინტელექტი დიზაინში: 2024 წლის ტოპ ტენდენციები
2023 წელს ხელოვნური ინტელექტის რენესანსი დაიწყო. თავდაპირველად ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის იყო, რომლებსაც მონაცემთა მეცნიერები ჰყავთ. თუმცა დღეს ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა თითქმის ყველა ბიზნესს აქვს. AI მათ მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება, ზოგავს დროს, ენერგიასა და ხარჯებს. მას შეუძლია საოცარი ვიზუალების, გენერირება, კონტენტის ოპტიმიზაცია და მომხმარებლის გამოცდილების ინდივიდზე მორგება, ამას კი მხოლოდ რამდენიმე წუთში ასრულებს. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იგი რევოლუციას ახდენს სოლოპრენერების, მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელებისთვის. იგი მუდმივად ვითარდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თვალი ადევნო მიმდინარე ცვლილებებს. ამ ბლოგში კი 2024 წლის ტენდენციებს გაგაცნობ, რომელიც AI-ის მცირე ბიზნესებისთვის უფრო ღირებულს და გამოსადეგს გახდის. Generative AI ეს ტექნოლოგია ახალ იდეებს დამოუკიდებლად ქმნის. შენ აწვდი მას არსებულ მონაცემებს (ტექსტი, სურათი, მუსიკა, დიზაინი), ხოლო იგი მათზე დაყრდნობით შემუშავებულ იდეებს გიბრუნებს. ძველი ვერსიებიდან განსხვავებით, რომელსაც უბრალოდ მიღებული მონაცემების გადაკეთება შეეძლო, Generative AI ორიგინალურ იდეებს ქმნის. მისი გამოყენება იდეალურია სხვადასხვა მიზნით: ბიზნესისთვის უნიკალური სახელწოდების შესაქმნელად; ვებ-გვერდის, მეილ კამპანიებისა და სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნის ავტომატიზაციისთვის; საძიებო სისტემაში ბლოგის კონტენტის ოპტიმიზაციისთვის. დიზაინის ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Adobe Express და Firefly, ხელოვნურ ინტელექტს მათ ხელსაწყოებში აინტეგრირებენ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივი ტექსტის აკრეფით, Firefly-ზე შეგიძლია სურათიდან ნებისმიერი ობიექტი ან ადამიანი მოაშორო ან ჩაანაცვლო. ასევე შეგიძლია უკვე არსებული ნამუშევრების ნიმუშებად ქცევა და ჩასწორება. ეს კი საბოლოოდ გაძლევს საშუალებას, დაზოგო უამრავი დრო და ენერგია დიზაინის შემუშავებისა და რედაქტირების მხრივ. პერსონალიზაცია მომხმარებლების საკმაოდ დიდ ნაწილს ბიზნესებისგან ინდივიდუალური გამოცდილების გაუმჯობესება სურს. კომპანიის ზომის მიუხედავად, ისინი მათგან მეტ პერსონალიზაციას ელიან. თუმცა თითქმის შეუძლებელია, თითოეულ მომხმარებელს მათზე მორგებული მომსახურება საკუთარი ხელით შესთავაზო. შესაბამისად, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად დიდი მოცულობის მონაცემები და მარკეტინგული ოპერაციები სჭირდებათ. სწორედ აქ ერთვება ხელოვნური ინტელექტი და მათთვის პერსონალიზაციის შესაძლებლობას ქმნის: მომხმარებელთა სეგმენტებად დაყოფა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით; AI რეკლამების გენერირება, რომელიც ინდივიდუალურ შეთავაზებებს აკეთებს მომხმარებლის მიერ დათვალიერებულ პროდუქტებზე დაყრდნობით; თითოეულ სეგმენტზე მორგებული მეილების დაწერა. თუკი შენი მცირე ბიზნესი პერსონალიზაციას არ იყენებს, ახლა კარგი დროა, დანერგო ეს გამოცდილება AI ხელსაწყოების დახმარებით. Adobe Fairfly-ის გამოყენებით შეგიძლია პერსონალიზებული გრაფიკული გამოსახულებების შედგენა მომხმარებლებისთვის. მიკროინტერაქცია ეს დიზაინის ის მცირე დეტალებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ციფრულ პროდუქტსა თუ ვებ-გვერდში არის ჩაშენებული. მიკროინტერაქციის მაგალითია შეკვეთის დასასრულს კონფეტის ამოყრა. ასევე AI ასისტენტის ჩაშენება, რომელსაც კითხვების შემთხვევაში მიმართავენ. მისი მიზანია, მომხმარებლის გამოცდილება უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აქციოს. მიკროინტერაქციას შეუძლია: გაზარდოს მომხმარებელთა ჩართულობა; ვებ-გვერდის მოხმარება და ხელმისაწვდომობა გააუმჯობესოს; წარმოაჩინოს ბრენდის უნიკალური იდენტობა; უბიძგო მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისკენ უფრო 'რბილი' ხერხებით, ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებით. ამ დრომდე ბიზნესებს მსგავსი მიკროინტერაქციების შესაქმნელად მრავალი IT პროფესიონალი და გრაფიკული დიზაინერი სჭირდებოდა. დღეს კი მისი შექმნა AI-ის გამოყენებითაა შესაძლებელი. Adobe Express ამაში დიდ დახმარებას გაგიწევს. მისი საშუალებით მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტს შექმნი. თუ შთაგონება გჭირდება, Adobe Firefly-ს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გამოცადე. აქ შეძლებ შენს ბრენდსა და მიზნებზე მორგებული დიზაინის მქონე ფოტო და ტექსტური ეფექტების გენერირებას. ხელმისაწვდომობა აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გათვალისწინებაც. ბრენდი უნდა ზრუნავდეს, მისი კონტენტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მათგანისთვის. ამისთვის საჭიროა Web Content Accessibility Guidelines (WCAG) სტანდარტების დანერგვა ვებ-გვერდზე მუშაობის პროცესში. იგი საშუალებას აძლევს დეველოპერებს, შეამოწმონ ციფრული პროდუქტის ხელმისაწვდომობა. WCAG სტანდარტები ამისთვის საუკეთესო გზად მიიჩნევა. 2024 წელს კომპანიებმა AI-ის გამოყენება მათი კონტენტის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად უნდა დაიწყონ. ამას კი შემდეგი გზებით მიაღწევენ: სურათების აღწერების დამატება. AI ხელსაწყოებს ავტომატურად შეუძლიათ კონტენტში გამოყენებული სურათებისთვის ალტერნატიული ტექსტის გენერირება. თუმცა ბრენდებმა აუცილებლად უნდა გადაამოწმონ მათი შესაბამისობა; ვიდეოების დასათაურება და სუბტიტრები - AI ამ შემთხვევაშიც წარმატებით გამოიყენება. თანაც სოციალურ მედიაში მისი პოპულარულობა თანდათან იზრდება; ხელმისაწვდომობის შემოწმება - AI ხელსაწყოები მის გაუმჯობესებაში დაგეხმარება; AI ჩატების შექმნა, რომელიც ძნელად მოსაძიებელ კონტენტს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. თუმცა, აქვე უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა მომხმარებლის საჭიროება ადამიანების ჩარევის გარეშე ვერ გადაიჭრება. AI-ის მიერ განხორციელებული ცვლილებები უნდა გადამოწმდეს, რათა სრულად აღმოიფხვრას ბარიერები ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის. როგორც ხედავ, დიზაინში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მრავალმხრივ შეგიძლია, რითაც დაზოგავ დროს, ენერგიას, იქნები მეტად კრეატიული და მომხმარებლებზე ორიენტირებული. ეს კი საბოლოოდ ბიზნესის წარმატებაშიც აისახება. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ იყენებ AI-ის შენს საქმიანობაში, გირჩევ, 2024 წელი სწორედ მისი დანერგვით დაიწყო.