კურსები

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი
საშუალო
1600₾
თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ციფრული პროდუქტი ან მომსახურება არ ითვლება სრულყოფილად, თუ მას მობილური აპლიკაცია არ აქვს. მსოფლიოს მობილური მომხმარებლების დაახლოებით 86% კი ანდროიდის მომხმარებელია,  რაც მას ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ხდის მობაილ დეველოპმენტში.მობილური აპლიკაციები პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეობაა, ამიტომაც კურსის საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება პროგრამირების ენებისა და მიდგომების შესწავლაზე. ამის შემდეგ გადავდივართ ანდროიდის სპეციფიკური ფრეიმვორკის, ინსტრუმენტებისა და აპლიკაციის შექმნის პროცესზე.
24 ლექცია
72 საათი
საშუალო
1500₾
ბოლო წლებია Front-End Development ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიად გვევლინება. ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა Angular Framework-მა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა Google-ის მიერ და რომლის გაუმჯობესება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.  Angular Framework-ის გამოყენებით თქვენ შეძლებთ TypeScript-Based Responsive Single-Page აპლიკაციების (SPA) აწყობას. კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება Angular-ის მთავარი კონცეფციების ღრმად შესწავლაზე. დიდი დრო დაეთმობა TypeScript-ის და RxJS-ის სიღრმისეულ გარჩევას და ჩვენებას თუ რატომ არის ღირებული ტიპიზაცია (TS) და რეაქტიული პარადიგმა (RxJS)
20 ლექცია
60 საათი
დამწყები
1100₾
რეკლამას ერთი უცნაურობა ახასიათებს, როგორც წესი ვცდილობთ თავი ავარიდოთ მას, დავბლოკოთ, “დავსკიპოთ”, მეორე მხრივ კი შეიძლება მოუთმენლად ველოდებოდეთ საყვარელი ბრენდის ახალ კამპანიას და სიამოვნებით ვუყურებდეთ მაგალითად Nike-ის რგოლებს, McDonald’s-ის და Burger King-ის ორთაბრძოლებს, Coca-Cola-ს საახალწლო ქარავანს. როდის ხდება რეკლამა გასართობი და არა შემაწუხებელი? როგორ ახერხებს ამას ზოგიერთი ბრენდი? რა დგას ეფექტური სარეკლამო კამპანიის უკან? კურსის ფარგლებში ვეცდებით ამ კითხვებზე პასუხების პოვნას. ლექციებზე მიმოვიხილავთ სარეკლამო კომუნიკაციის საფუძვლებს, ძირითად პრინციპებს, ინსტრუმენტებს. გავეცნობით კრეატიული სააგენტოს მუშაობის მექანიკას, მოვალეობებსა და დამკვეთთან ჰარმონიულად ურთიერთობის წესებს. გავაანალიზებთ და განვიხილავთ გლობალურ თუ ქართულ ქეისებს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიხედონ სარეკლამო ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში და გამოიმუშაონ კამპანიის დაგეგმვის, კრეატივის შეფასების და კრეატიულ გუნდთან მუშაობის მენეჯერული უნარ-ჩვევები.
11 ლექცია
33 საათი
საშუალო
1400₾
ციფრულ სივრცეში მომხმარებლის ნებისმიერი ქცევა მონაცემია, მისი სწორად გამოყენების უნარი კი – კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების უმთავრესი საშუალება, რადგან ის გვეხმარება, მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები, დაფუძნებული ფაქტებზე და არა ვარაუდებზე.ტრადიციული მარკეტინგული მიდგომებისგან განსხვავებით, მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი გეხმარება, უკეთ შეიცნო შენი მომხმარებლები, შეისწავლო მათი ქცევები, ესაუბრო მათთვისვე რელევანტური კომუნიკაციით, საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვრო, სად და როგორ „დახვდე“ მათ და გაზომო მარკეტინგული აქტივობების შედეგიანობა. კურსის განმავლობაში დეტალურად გავივლით მონაცემთა ანალიტიკას, მომხმარებელთა სეგმენტაციას, ატრიბუციის მოდელირებას, მარკეტინგის სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის შემუშავებას, სტრატეგიისა და ტაქტიკების შეფასებას, და სხვა.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1600₾
მობილური აპლიკაციები სულ უფრო პოპულარული ხდება, იზრდება cross-platform-ებზე მოთხოვნაც, რომლის საშუალებით ერთი კოდით აპლიკაციის შექმნა სხვადასხვა პლატფორმაზე არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი cross-platform Flutter-ია, რომელიც LinkedIn-ის მიხედვით N1 Software უნარია, ხოლო Statista-ს კვლევის თანახმად N1 მობაილ ფრეიმვორკია ბაზრის ყველაზე მაღალი წილით. Flutter Google-ის მიერ შექმნილი UI ფრეიმვორკია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მობაილ და Web / Desktop აპლიკაციები როგორც Android, ისე IOS პლატფორმისთვის – ამისთვის კი მხოლოდ ერთი კოდია საჭირო. ფრეიმვორკს იყენებენ ისეთი დიდი კომპანიები როგორიც არის Google, Alibaba, Ebay, და ა.შ.
18 ლექცია
54 საათი
დამწყები
1400₾
კურსი სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, მიიღოს რეალური პროექტის შექმნის გამოცდილება. პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება HTML-ისა და CSS-ის სიღრმისეულ შესწავლაზე, ხოლო მეორე ეტაპზე სტუდენტები ისწავლიან Javascript-ის ყველა ძირითადი კონცეფციის გააზრებას და პატარა და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნას. კურსი მოიცავს მენტორშიფს ლექტორისგან, რომელსაც Front-end Development-ის მიმართულებით 6 წლიანი გამოცდილება აქვს და ამჟამად ამერიკულ სტარტაპ Rad.inc-ში მუშაობს Senior Front-end Developer-ის პოზიციაზე.კურსის დასასრულს მონაწილეები შექმნიან ინდივიდუალურ პროექტს N1 ყველაზე მოთხოვნად ენაზე Javascript, გაივლიან გასაუბრების სიმულაციას ლაივ-კოდინგთან ერთად, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმსგავსებული შერჩევის რეალურ ეტაპებთან.
24 ლექცია
72 საათი
დამწყები
1400₾
ციფრული პროდუქტების შექმნაში IT ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ბიზნეს ანალიტიკოსი განსაზღვრავს და აღწერს ბიზნეს მოთხოვნებს – როგორ უნდა იფუნქციონიროს სისტემამ ან/და პროდუქტმა. ის აანალიზებს პროდუქტის დღევანდელ მდგომარეობას, განსაზღვრავს მის მომავალ განვითარებას, თითოეულ ბიზნეს მოთხოვნას თარგმნის ტექნიკური გუნდისთვის და აკონტროლებს მათ სრულ შესრულებამდე.  კურსის განმავლობაში თქვენ გაეცნობით ბიზნეს ანალიტიკოსის (BA) როლსა და პასუხისმგებლობებს – ეფექტურ კომუნიკაციას ყველა ბიზნეს სფეროს და პროექტის კრიტიკულ მოთამაშეს შორის. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით თქვენ ისწავლით სამუშაოს ფარგლების განსაზღვრას და დაეუფლეთ მოთხოვნების შეგროვების განსხვავებულ ტექნიკებსა და მიდგომებს, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა პროექტისა და აუდიტორიისთვის. განსაზღვრავთ კლიენტების, დაინტერესებული მხარეებისა და IT დეპარტამენტის უნიკალურ საჭიროებებს, მოთხოვნების შექმნის, დოკუმენტირების, კომუნიკაციისა და მართვის თითოეულ ეტაპზე.
14 ლექცია
42 საათი
დამწყები
1400₾
პროგრამა სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, შეისწავლოს პროექტის მართვის ის მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro), რომელიც ამჟამად გამოიყენება IT ინდუსტრიაში. კურსზე მიმოვიხილავთ პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომას, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება Agile მეთოდოლოგიის Scrum Framework-ზე. სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას სალექციო ვორქშოფებსა და სიმულაციებში, რომელიც მისცემთ საშუალებას, პრაქტიკაზე დაფუძნებით შეხვდნენ სამომავლო კარიერულ გამოწვევებს. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები დამოუკიდებლად იმუშავებენ ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც მოიცავს პროექტის მართვის სრულ ციკლს. ამავდროულად გაეცნობიან ინდუსტრიაში გავრცელებულ მიდგომებს, გასაუბრების ტექნიკებს და ისწავლიან პროექტზე მომუშავე გუნდებთან სწორ კომუნიკაციას.
13 ლექცია
39 საათი
საშუალო
1250₾
Motion Design ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც აქტიურად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში, სატელევიზიო შოუებსა თუ პრომო ვიდეოებში, მხატვრულ თუ დოკუმენტური ფილმებში. ასევე,  სოციალურ ქსელებში (ციფრული ბანერები, პოსტები, სთორი, ა.შ). კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება, არამხოლოდ After Effect-ის ტექნიკური ცოდნის მიღებაზე, არამედ ანიმაციის იმ პრინციპებზე, მეთოდებსა და ხელსაწყოებზე, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები სხვადასხვა სირთულის პროექტის შესაქმნელად. Პროგრამა სრულად დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის ანიმაციის შექმნა რეალური პროექტებიდან და ბრიფიდან გამომდინარე.  რაც ყველაზე მთავარია, მიიღებენ  ჯანსაღ კრიტიკასა და რჩევებს გაუმჯობესებისთვის.
15 ლექცია
45 საათი
საშუალო
1400₾
Javascript თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პროგრამირების ენაა, მისი საშუალებით შესაძლებელია თითქმის ყველა განხრით მუშაობა – იქნება ეს Web, Mobile თუ Cross პლატფორმული დესკტოპ-აპლიკაციები. Node-ის გარეშე კი თანამედროვე ჯავასრკიპტის ეკოსისტემაში მანევრირება თითქმის შეუძლებელია, სწორედ ამიტომ Node-ს სწორი შესწავლა ჯავასრკიპტის ინჟინერს სრულიად ახალ გზებს გაუხსნის განვითარებისკენ. Node-ს იყენებენ ისეთ წარმატებულ კომპანიებში, როგორებიცაა Linkedin, Uber, Netflix და სხვა.მოცემული კურსის მთავარი მიზანია, თანამედროვე Javascript ინჟინრებისთვის Node-ის ფუნდამენტური ნაწილების სწორი და თანმიმდევრული შესწავლა და მისი გამოყენების სფეროების სწორი იდენტიფიცირება. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ ჯავასკრიპტი სერვერის (Back-end) მხარეს, გაეცნობიან Node-ს მდიდარ ეკოსისტემას და მის ფუნდამენტურ თავისებურებებს, პრაქტიკაში ნახავენ როგორ ააწყონ, გამართონ და განათავსონ Node-ის აპლიკაციები.  
18 ლექცია
54 საათი
დამწყები
1400₾
დღესდღეობით Python ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული პროგრამირების ენაა. Google, Dropbox, Spotify, Amazon, Facebook, Instagram – იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სერვისების მნიშვნელოვანი კომპონენტები სწორედ Python-ის გამოყენებითაა შექმნილი. მას გააჩნია დეველოპერების აქტიური, გლობალური კომუნა და ერთ-ერთი ყველაზე მეტი ღია წყაროს ბიბლიოთეკა, რაც ხელს უწყობს ამ სფეროში გლობალურ მასშტაბზე საქმიანობასა და ენის განვითარებას.Python ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Back-end დეველოპმენტის, მანქანური სწავლების, მონაცემთა ინჟინერიისა და ღრუბლოვანი სერვისებისთვის. სწორედ ამიტომ, მისი შესწავლა კარგი სტარტია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნება აინტერესებს.კურსის განმავლობაში გავივლით კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს, შევისწავლით Python-ის პროგრამირების ენას და ავაწყობთ ვებ სერვისს Django-სა და Flask-ის framework-ებით, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს გადადგან შემდეგი კარიერული ნაბიჯები Back-end Development-ში, რადგან მათ Github პორტფოლიოში უკვე იქნება კურსის ფარგლებში შესრულებული ინდივიდუალური პროექტი.
20 ლექცია
60 საათი
საშუალო
1500₾
თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისები უზომოდ კომპლექსური და მრავლისმომცველი საკითხია. დროთა განმავლობაში გამოწვევათა რიცხვი იმატებს და შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტებიც იცვლება. React მოცემულ პრობლემებს უკვე მრავალი წელია აქტიურად უმკლავდება, ის Meta-ს მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მოქნილად შევქმნათ სამომხმარებლო ინტერფეისები. React-ის გამოყენებით შექმნილია ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: Facebook, Instagram, Netflix, X(twitter), Airbnb, Uber, Dropbox და მრავალი სხვა, შესაბამისად, ის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიაა.მოცემული კურსის ფარგლებში პრაქტიკაში განვიხილავთ Javascript-ის ყველა იმ ასპექტს, რომელიც დაგვჭირდება React-ის ფუნდამენტური შესწავლისთვის. გავარჩევთ და შევისწავლით React-ის უახლესი, მე-18 ვერსიის ყველა იმ ძირითად ნიუანსს, კონცეფციებს და არქიტექტურულ ნაწილებს, რომლებიც დაგვჭირდება თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისების შესაქმნელად და ამასთან ერთად, ვნახავთ, თუ საით ვითარდება თანამედროვე React Server Component-ების სახით.
20 ლექცია
50 საათი
ექსპერტი
1200₾
თანამედროვე ბრენდი წარმოადგენს რაღაც პოზიციას. ის არის განაცხადი. მას შეუძლია, ადამიანს თვალსაწიერი გაუფართოვოს, გარკვეული მიმართულებით გაახედოს, ყურადღება გაუმახვილოს, სურვილი აღუძრას. სტრატეგიული ბრენდინგი განსაზღვრავს ყველაფერ იმას, რაც ბრენდმა ცხოვრებაში უნდა დაგვმართოს.ქრეშ-კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება ბრენდის ელემენტებში გარკვევა და მათით მანიპულირება.შეხვედრები ჩატარდება D Block Workspace//@ Stamba-ში
4 ლექცია
20 საათი
ექსპერტი
1500₾
დიზაინის სფეროში ნიჭი და კრეატიული უნარები დღეს საკმარისი აღარ არის ფრილანს კარიერის დასაწყებად ან/და განსავითარებლად. რეალურად დაბრკოლებები მაშინ იწყება, როცა თითქოს ყველა საჭირო ტექნიკური უნარი გაქვს, მაგრამ არ იცი, როგორ შეადგინო ბიუჯეტი და თაიმლაინი, ააწყო პორტფოლიო, გქონდეს ინდივიდუალური ნიშა და რაც მთავარია, შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება. კონკურენცია ძალიან მაღალია, დამოუკიდებლად მუშაობა კი კიდევ უფრო რთული. ამ პირობებში საკმაოდ ბუნდოვანია ილუსტრატორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციაც. Sense of (Freelance) Illustration-ის ქრეშ-კურსიც სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო გზამკვლევია, რომელიც წლების განმავლობაში მიღებულ ანანოს პირად გამოცდილებას ეფუძნება. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ილუსტრაციის შექმნის სრულ ციკლს – ინსპირაციის პოვნის, ბრიფის ანალიზის, სკეჩების დახატვისა და დახვეწის ჩათვლით. რაც მთავარია, შეეძლებათ ბრიფზე დაყრდნობით იმუშაონ პროექტზე/სავარჯიშოებზე, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც დაეხმარებათ გადალახონ ცარიელი ფურცლის შიში. კურსს ფრილანს ილუსტრატორი, ანანო მიმინოშვილი გაუძღვება. მისი პორტფოლიო 200-მდე ფრილანს პროექტს და ისეთ კლიენტებს მოიცავს, როგორებიც არიან: The New York Times, Chanel, BAFTA, FILA, Adobe, Meta, Airbnb, The Washington Post, The New Yorker, The Hollywood Reporter და მრავალი სხვა. შეხვედრებს უმასპინძლებს სასტუმრო Stamba.
4 ლექცია
20 საათი
დამწყები
1300₾
SEO
SEO-ს მიზანია, მომხმარებლებს პროდუქტის ან სერვისის მოძებნისას ჩვენი ბიზნესი მოხვდეს პირველი თვალში, რადგან ტერმინი Top of Mind ციფრულ ერაში Top of Search-ს ნიშნავს. სწორ ორგანულ ტრეფიკს 10-ჯერ მეტი ღირებულების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვა არხით შემოსულ მომხმარებლებს. დღეს, გლობალურად, ელექტრონული კომერციები ტრეფიკის  39%-ს სწორედ საძიებო სისტემებით აგენერირებენ და ადამიანები მხოლოდ Google-ის საძიებო სისტემაში 3.5 მილიარდ ფრაზას ეძებენ ყოველდღიურად.კურსის განმავლობაში ვისწავლით ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე გამოჩენაში დაგვეხმარება. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შევაფასებთ საიტების მდგომარეობას, გამოვასწორებთ შეცდომებს, ვისწავლით საიტის ავტორიტეტის ამაღლებას საძიებო სისტემაში და პრაქტიკაში გავიღრმავებთ ცოდნას შედეგების სწორად და ეფექტურად გაზომვისთვის.
16 ლექცია
48 საათი
დამწყები
1400₾
დიზაინის აქტიური გაციფრულების ერაში ჩნდება მზარდი და გადაუდებელი საჭიროება ისეთი პროდუქტების, სისტემებისა და სერვისების შექმნის, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან ინტერაქციას გაუმარტივებს.ინტერფეისის დიზაინი, როგორც დისციპლინა, შეისწავლის ადამიანის ქცევას და უნივერსალური გამოსახულების მეთოდებს, რათა შეიმუშაოს ინტერაქციის ისეთი პრაქტიკები, რომლებიც უკეთ მოერგება მომხმარებლის ინტუიციას, პრინციპებს, საჭიროებებსა და გადაწყვეტილებებს.კურსის ფარგლებში სრულად განვიხილავთ და გავივლით ყველა იმ ეტაპს და მეთოდს, რასაც ინტერფეისის დიზაინერის მოვალეობა და სამუშაოს სპეციფიკა ითვალისწინებს: ბრიფისა და კონცეფციის ანალიზიდან დაწყებული, კომპლექსური wireframe-ის, დიზაინ სისტემის, flow-ს, სტრუქტურის შემუშავებით, ტესტინგით და პროტოტაიპის პრეზენტაციით დასრულებული.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1600₾
მას შემდეგ, რაც ციფრულმა პროდუქტებმა ბევრი ყოველდღიური საქმე ჩაანაცვლა, გაჩნდა საჭიროება, რომ ეს პროდუქტები მაქსიმალურად მორგებული იყოს ადამიანების მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. პროდუქტებიდან მიღებული გამოცდილება(UX) ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სფეროში კომპეტენტური კადრის ყოლა.კურსი დაფუძნებულია მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (HCD), კერძოდ, კი Design Thinking-ის პროცესზე (Framework-ზე) და იძლევა ცოდნას ყველა იმ მეთოდზე, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნაში გამოიყენება.
21 ლექცია
63 საათი
დამწყები
1200₾
ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში. პროგრამა სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებსა და დიზაინის მიმართულებებს; 0-დან შეისწავლიან გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ. Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ტექნიკური ცოდნის მიღებით, ისწავლიან ვიზუალების შექმნას სხვადასხვა მედია არხისთვის, ბრიფის სწორად გაანალიზებას, მუდბორდების შექმნას და დიზაინ-პროექტების დაგეგმვას.პროგრამის განმავლობაში თითოეული ლექციის შემდეგ სტუდენტები დამოუკიდებლად შეასრულებენ შესაბამის პრაქტიკულ სავარჯიშოს. ასევე,  მიიღებენ რჩევებს/კონსულტაციებს კარიერული განვითარების კუთხით, კურსის დასასრულს კი შექმნიან ინდივიდუალურ პროექტს, რომლითაც შეკრავენ კურსის განმავლობაში შექმნილ პორტფოლიოს.
14 ლექცია
48 საათი
დამწყები
1200₾
ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოებიდან ერთ-ერთში.Content – /kənˈtɛnt/ – არაა ქართული სიტყვა, თუმცა არ ჟღერს ურიგოდ.  კონტენტი ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, შეიძლება გაიგო, შეხედო და აღიქვა მრავალფეროვნად, ამიტომაც კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან. შესაბამისად დაგეგმილი კონტენტით ბევრი დიადი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია მიზანს მოახვედრო.კონტენტია ის, რაც უხარია თვალს და არ აკლია ყურს. ეს კურსიც ერთი დიდი კონტენტი იქნება. სავსე პრაქტიკული სამუშაოებით, სადაც  ვნახავთ, შევქმნით, შევცვლით, მერე ისევ შევქმნით საკუთარი ხელით, სხვადასხვა ციფრულ არხში, სხვადასხვა საშუალებით, რესურსით და იდეით.
14 ლექცია
42 საათი
ექსპერტი
1400₾
მარკეტინგის სფერო ხშირ შემთხვევაში მოიაზრება მარტივ, „რომანტიკულ“ და სახალისო სამუშაო გარემოდ. სინამდვილეში იმისთვის, რომ მარკეტინგის მენეჯერისთვის სამუშაო პროცესი გახდეს მარტივი და მრავალფეროვანი, საკმაოდ ბევრი, სისტემური და თანმიმდევრული ნაბიჯებია გადასადგმელი. კურსი სწორედ ამ ნაბიჯებს ეხება.პროგრამა შექმნილია მარკეტერებისთვის, ვისაც სურთ ჩაუღრმავდნენ სტრატეგიულ მარკეტინგს და ლიდერობას მარკეტინგში. კურსი აგებულია პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ ინსაითებზე – იმაზე, რასაც ვერსად წაიკითხავ, თუ პრაქტიკაში არ გამოცდი – რეალურ პროცესზე, მიმდინარე გამოწვევების მიღებასა და გადალახვაზე.ინტერაქციულ სესიებზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კომპანიის ბიზნეს პროცესებს შეხედონ განსხვავებული პრიზმიდან, მიიღონ შთაგონება და მოტივაცია, რათა მათი ყოველდღიური სამუშაო გამოცდილება გახდეს საინტერესო. ისინი შეძლებენ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენონ რეალურ სამუშაო გარემოში.
13 ლექცია
39 საათი
საშუალო
1500₾
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სამყარო მონაცემებზე დგას. კომპანიების უმეტესობისთვის ისინი უმნიშვნელოვანესი აქტივია, თუმცა მონაცემები ანალიტიკის გარეშე არის მხოლოდ რიცხვები, რომელთაც არანაირი დამატებითი ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ. მონაცემთა ანალიტიკოსის როლი სწორედ ის არის, რომ დიდი რაოდენობის ნედლი ინფორმაცია თარგმნოს ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ. კურსის ფარგლებში შევეხებით მონაცემთა ანალიზის სრულ ციკლს: ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას.
14 ლექცია
36 საათი
საშუალო
2500₾
მონაცემთა ინჟინერია არის ფუნდამენტი, რომელზეც თანამედროვე Data ეკოსისტემა დგას. თავისი არსით, მონაცემთა ინჟინერიის მიზანია ისეთი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის დიზაინის შემუშავება და დაპროექტება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში შეაგროვებს, შეინახავს და გააანალიზებს მათ. ასევე მისი მთავარი მიზაინია უზრუნველყოს ინფორმაციის მდგრადობა და სანდოობა. ფუნდამენტურ ცნებებსა და კონცეფციებთან ერთად, კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მონაცემთა ინჟინერიისთვის ისეთი საკვანძო ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების გამოყენებას, როგორებიცაა Apache Airflow, Apache Kafka, მონაცემთა დროებითი და მდგრადი სანახი სისტემები (SQL, PostgreSQL, Redis), მონაცემებისთვის ვებ სერვისების დაპროექტება (FastAPI) და Python-ის სხვადასხვა ბიბლიოთეკა. გაიაზრებენ, თუ როგორ ურთიეთქმედებენ ერთმანეთში სხვადასხვა ტექნოლოგია/ხელსაწყოები და როგორ გვეხმარება თეორიული კონცეფტები პრაქტიკის სრულყოფაში
33 ლექცია
99 საათი
საშუალო
2500₾
მონაცემთა მეცნიერება შეიძლება განვმარტოთ, როგორც მათემატიკის, ბიზნესის, ალგორითმებისა და მანქანური სწავლების (Machine Learning) ტექნიკების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება, ვიპოვოთ მონაცემებში არსებული კანონზომიერებები და გავაკეთოთ აღმოჩენები, რომელიც ორგანიზაციებისთვის გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ეფექტურს გახდის.კურსის ფარგლებში შევეხებით მონაცემთა მეცნიერების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. მონაცემთა ანალიზისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამირების ენის, Python-ის გამოყენებით დავფარავთ მონაცემთა მეცნიერების სრულ ციკლს - მონაცემთა პირველადი დამუშავება, მოდელირებისთვის მომზადება, მანქანური და ღრმა დასწავლის ალგორითმების აგება, გაწვრთნა, გამოყენება და პროდუქტად ქცევა. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები დამოუკიდებლად იმუშავებენ ინდივიდუალურ პროექტზე.  
32 ლექცია
96 საათი
დამწყები
7080₾
ჩვენ გვწამს, რომ ლიდერებმა უნდა იცოდნენ მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტი, ამიტომ 6 თვიანი ინტენსიური პროგრამის შედეგად, ჩვენ ვეცნობით აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის. ინდუსტრიის მიუხედავად, ნებისმიერი ბრენდისთვის ღირებულებების ჩამოყალიბებას, მომხარებლის ლოიალურობის მოპოვებასა და ბიზნესის გაზრდას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენი ხედვა ამ კურსთან მიმართებაში შემდეგია – ღრმად ჩავწვდეთ მარკეტინგული სტრატეგიის ინოვაციებს და გადავცეთ დამსწრე პროფესიონალებს მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინსტრუმენტები. სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა მოიცავს 8 მოდულს: შესავალი მარკეტინგში პროდუქტის ინოვაცია სტრატეგიული კომუნიკაცია Data & Insights ბრენდ მენეჯმენტი დიჯითალი ივენთები გადაწყვეტილების მიღება გადაწყვეტილების მიღება– სტრატეგიული კომუნიკაციის დამატებითი მოდულია, რომლის  ფარგლებშიც  მსხვილი ქართული კომპანიების ლიდერები და არამარტო, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. შეხვედრების დროს სტუდენტებს საშუალება აქვთ მოწვეულ სპიკერებს დაუსვან კითხვები მათი პროფესიული ცხოვრების შესახებ. ასევე განსხვავებული გამოცდილების მქონე სამი უცხოელი სპიკერი ატარებს პროგრამაში ჩაშენებულ ლექციებს – Jennifer Wong, Peter Hamilton და Siby Thomas.
80 ლექცია
240 საათი
დამწყები
1400₾
პროგრამა სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, მიიღოს რეალური პროექტის შექმნის გამოცდილება. კურსის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ ავტორიზაციის მოდულებთან, მონაცემთა ბაზებთან, გაეცნობიან OOP-ის ოთხივე პრინციპსა და Clean Code-ის წერის პრაქტიკებს დიზაინ პატერნებსა და solid პრინციპებთან ერთად. პროგრამა მოიცავს მენტორშიფსა და Knowledge transfer სესიებს, რომელიც აგებული იქნება C#-ის ბაზაზე, Linkedin-ის მიხედვით, Back-end-ის TOP ხუთეულში შემავალ პროგრამირების ენაზე.კურსის დასასრულს მონაწილეები შექმნიან ინდივიდუალურ პროექტს .Net Framework-ზე, გაივლიან გასაუბრების სიმულაციას ლაივ-კოდინგთან ერთად, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმსგავსებული შერჩევის რეალურ ეტაპებთან. საბოლოოდ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი მზად იქნებიან, კარიერა დაიწყონ Junior .Net Developer-ის პოზიციაზე.
24 ლექცია
72 საათი
დამწყები
1400₾
კურსი სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, ისწავლოს ტესტ ქეისების სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით შედგენა და ვებ და მობაილ აპლიკაციების გატესტვა. კურსის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხის მართვის სრულ პროცესზე, ტესტირებაში დამხმარე სხვადასხვა ინსტრუმენტზე და ტესტერის როლზე პროდუქტის დეველოპმენტის პროცესში. პროგრამა მოიცავს მენტორშიფს ლექტორისგან, რომელთან ერთადაც სტუდენტები სხვადასხვა რეალურ ქეისებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით გამოიმუშავებენ manual ტესტერისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ უნარ-ჩვევას ხარვეზების დროულად აღმოჩენისა და გამოსწორებისთვის. კურსის განმავლობაში თითოეული ლექციის შემდეგ სტუდენტები დამოუკიდებლად შეასრულებენ შესაბამის პრაქტიკულ დავალებას, ასევე მიიღებენ რჩევებს/კონსულტაციებს კარიერული განვითარების კუთხით, კურსის დასასრულს კი შექმნიან ინდივიდუალურ პროექტს.
14 ლექცია
42 საათი
დამწყები
1300₾
ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში.ციფრული არხები საშუალებას გვაძლევს, სამიზნე აუდიტორიისთვის ვიყოთ მაქსიმალურად საინტერესოები, დროულები და სასარგებლოები, სწორ დროს და სწორ ადგილას, რადგან კრეატივი ვერ იქნება სრულფასოვანი, თუკი მისი განთავსება ხდება არასწორად.ციფრული მიგრაციის ეპოქაში რეკლამირების მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა – შესაძლებელია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და ბიზნეს შედეგებში თარგმნა,  სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით.პროგრამის ფარგლებში განიხილავთ, როგორ უნდა გახდეს ციფრული რეკლამირება ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შემადგენელი ნაწილი. აითვისებთ იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ბაზისს, რომელიც სჭირდება ეფექტური რეკლამის დაგეგმვას, გაშვებას, მონიტორინგს, ანალიტიკასა და ოპტიმიზაციას.
14 ლექცია
42 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება