შესავალი პროგრამირებაში (C# & .Net)

  • 5.0 შეფასება

  • 24 ლექცია

  • 72 საათი

  • 12 კვირა

პროგრამა სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტს საშუალება ექნება, მიიღოს რეალური პროექტის შექმნის გამოცდილება. კურსის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ ავტორიზაციის მოდულებთან, მონაცემთა ბაზებთან, გაეცნობიან OOP-ის ოთხივე პრინციპსა და Clean Code-ის წერის პრაქტიკებს დიზაინ პატერნებსა და solid პრინციპებთან ერთად. პროგრამა მოიცავს მენტორშიფსა და Knowledge transfer სესიებს, რომელიც აგებული იქნება C#-ის ბაზაზე, Linkedin-ის მიხედვით, Back-end-ის TOP ხუთეულში შემავალ პროგრამირების ენაზე.

კურსის დასასრულს მონაწილეები შექმნიან ინდივიდუალურ პროექტს .Net Framework-ზე, გაივლიან გასაუბრების სიმულაციას ლაივ-კოდინგთან ერთად, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმსგავსებული შერჩევის რეალურ ეტაპებთან. საბოლოოდ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი მზად იქნებიან, კარიერა დაიწყონ Junior .Net Developer-ის პოზიციაზე.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: C#, .Net, MS Visual Studio, MS SQL Server.

  • კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება

  • Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება

  • C# -ის როგორც პროგრამირების ენის დამოუკიდებლად გამოყენება

  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 7-ზე

  • მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა

  • Microsoft Visual Studio-ს გამოყენება

  • Microsoft SQL Server-ის გამოყენება

  • WEB API-ს შექმნა და მასთან მუშაობა

  • აპლიკაციის შემუშავებისას საუკეთესო მიდგომების და სტანდარტების არჩევა

16 სექტემბერი 1400₾

ორშ-ხუთ 20:00-23:00

18 თებერვალი 1400₾

ორშ-ხუთშ 20:00-23:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

ნულიდან დამწყებებისთვის

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ პროგრამირება და Back-end Development C# ბაზაზე.

დამწყები დეველოპერებისთვის

დამწყები დეველოპერებისთვის, რომელთაც მინიმალური ცოდნა აქვთ პროგრამირებაში და სურთ განვითარება.

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

რეალური პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსდამთავრებულები

5.0 Rate

სილაბუსი

მეხსიერება
0 და 1
ორობითი, ათობითი და
თექვსმეტობითი სისტემა
რა არის პროგრამირება
რა არის პროგრამირების ენა
როგორ იგებს კომპიუტერი დაწერილ კოდს
პროგრამირების ენების მიმოხილვა
რა არის C#
პრაქტიკული დავალება
DNS Resolution
კომპიუტერის ტიპები
TCP/IP
HTTP
HTTP მეთოდები
HTTP Status Codes
HTTP VS HTTPS
სხვა პროტოკოლები (FTP)
პრაქტიკული დავალება
რა არის GIT და რისთვის გამოიყენება
ინსტალაცია
რეპოზიტორიის შექმნა
CLI-სთან მუშაობა
GIT Basic Commands
GITHUB და სხვაობა GIT შორის
დავალებების მიღების მექანიზმი
პრაქტიკული დავალება
პირველი პროგრამა
Visual Studio ინსტალაცია
კომპილატორი
პროექტის შექმნა
პირველი პროგრამის შექმნა, გაშვება
გაშვების პროგრამა (exe ფაილი)
ტიპების სისტემა
ცვლადები
Implicit /Explicit casting
Enum
ლოგიკური ოპერატორები
If/else
Switch case
ტერნერი ოპერაციები
ციკლები
პრაქტიკული დავალება
Array
List
Generics
Hashtable
LINQ
რა არის LINQ
გამოყენების მაგალითები
პრაქტიკული დავალება

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

არტურ ზახარიანი

Introduction to Programming

არტურ ზახარიანი

Introduction to Programming

არტურს WEB Development-ში 5 წლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი DataArt-ის .Net დეველოპერის პოზიციას იკავებს. მოცემული პერიოდის განმავლობაში უმუშავია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პროექტებზე ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა TBC Pay და Credo Bank. არტურის გამოცდილება მოიცავს საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო და ERP აპლიკაციების შექმნას. კარიერის განმავლობაში ძირითადად დაკავებული იყო Back-end ნაწილის დეველოპმენტით .Net Framework-ის გამოყენებით, ბოლო რამდენიმე წელია კი მუშაობას განაგრძობს როგორც Full Stack დეველოპერი და Back-end-თან ერთად პასუხისმგებელია Front-end-ის გამართულ მუშაობაზე. არტური ასევე მუშაობს Cloud Native აპლიკაციაზე და ითავსებს DevOps-ის მიმართულებას, რომელიც მოიცავს AWS სერვისების და დოკერის კონტეინერების შემქნას, ოპტიმიზაციასა და გამართვას.

Linkedin

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: C# და .NET საუკეთესო საფუძველს ქმნის პროგრამირების სფეროში პირველი ნაბიჯებისთვის. ეს მძლავრი კომბინაცია ფართოდ გამოიყენება კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, რაც მაღალ დასაქმების შესაძლებლობებსა და კარიერული ზრდის პერსპექტივებს გთავაზობთ. C# ცნობილია თავისი მკაფიო სინტაქსით, რაც მას იდეალურს ხდის დამწყებთათვის, ხოლო .NET-ის ყოვლისმომცველი ფრეიმვორკი საშუალებას გაძლევთ შექმნათ როგორც ვებ აპლიკაციები, ასევე სამაგიდო პროგრამული უზრუნველყოფა. C# და .NET-ის შესწავლა გიხსნით გზას სხვადასხვა ტექნიკურ პოზიციებზე და გიქმნით მყარ საფუძველს სხვა პროგრამირების ენების შესასწავლად.
A: კურსს არ აქვს განსაკუთრებული წინაპირობები. ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც სურთ 0-დან ისწავლონ პროგრამირება და Back-end Development C#-ის ბაზაზე. თუ კომპიუტერულ მეცნიერებასთან საერთოდ არ გქონიათ შეხება ან ამ მიმართულებით მინიმალური ცოდნა გაქვთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და სწავლა დაიწყოთ.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად