Node JS

  • 4.5 შეფასება

  • 18 ლექცია

  • 54 საათი

  • 9 კვირა

Javascript თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პროგრამირების ენაა, მისი საშუალებით შესაძლებელია თითქმის ყველა განხრით მუშაობა – იქნება ეს Web, Mobile თუ Cross პლატფორმული დესკტოპ-აპლიკაციები. Node-ის გარეშე კი თანამედროვე ჯავასრკიპტის ეკოსისტემაში მანევრირება თითქმის შეუძლებელია, სწორედ ამიტომ Node-ს სწორი შესწავლა ჯავასრკიპტის ინჟინერს სრულიად ახალ გზებს გაუხსნის განვითარებისკენ. Node-ს იყენებენ ისეთ წარმატებულ კომპანიებში, როგორებიცაა Linkedin, Uber, Netflix და სხვა.

მოცემული კურსის მთავარი მიზანია, თანამედროვე Javascript ინჟინრებისთვის Node-ის ფუნდამენტური ნაწილების სწორი და თანმიმდევრული შესწავლა და მისი გამოყენების სფეროების სწორი იდენტიფიცირება. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ ჯავასკრიპტი სერვერის (Back-end) მხარეს, გაეცნობიან Node-ს მდიდარ ეკოსისტემას და მის ფუნდამენტურ თავისებურებებს, პრაქტიკაში ნახავენ როგორ ააწყონ, გამართონ და განათავსონ Node-ის აპლიკაციები.

 

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება

დამატებითი უნარები: Node, JavaScript.

  • Node-ის როგორც ინსტრუმენტის სწორედ მოხმარება

  • Node-ის ძლიერი და სუსტი მხარეების გარჩევა

  • Node-ის ეკოსისტემის ძირითადი ხელსაწყოების გამოყენება

  • თანამედროვე Back-end დეველოპმენტის ძირითადი კონცეფციებისა და პრინციპების გამოყენება

  • Node-ის აპლიკაციების გამართვა და განთავსება

18 იანვარი 1400₾

ოთხშ-შაბ 20:00-23:00

24 სექტემბერი 1400₾

ოთხშ-შაბ 20:00-23:00

გადაანაწილე გადასახადი
TBC განვადება
BOG განვადება

ვისთვის არის კურსი

Front-end დეველოპერებისთვის

აინტერესებს თანამედროვე Back-end დეველოპმენტი და სურს გაეცნოს Back-end-ის გამოწვევებს

პროგრამისტებისთვის

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საწყის დონეზე მაინც ფლობს Javascript-ს.

პროგრამა მოიცავს

კურსდამთავრებულთა კლუბი

ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება Alumni Club-ში, შემდეგ კი იღებს წვდომას ექსკლუზიურ ივენთებზე, კონტენტზე და შემოთავაზებებზე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან.

პრაქტიკული პროექტები

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლება, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

ორენოვანი სერტიფიკატი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

სილაბუსი

Story of Javascript
Where Node Fits
Environment & Tools
Primitive Types
Operators
Coercion
Equality
Complex Types
Scopes
Declarations
Functions
Arrays
სინქრონული კოდი და მისი შესრულების მოდელი
ასინქრონულობის იდეა
Browser Implementation
Event Loop
Node Implementation
Promises
Node & Computer
Understanding Servers
Node Core Concepts
Modules
CommonJS
ES Modules

აარჩიე შენთვის სასურველი დრო

ლექტორები

გიორგი კაპანაძე

React

გიორგი კაპანაძე

React

გიორგი ბოლო 5 წელია Software Developer-ის პოზიციაზე მუშაობს, Ამჟამად კი React Chapter Lead -ის პოზიციას იკავებს Omedia -ში. Მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ვებ დეველოპმენტია. ამ დროის განმავლობაში უმუშავია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე, ძირითადად, ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე, ისეთი პროდუქტების შესაქმნელად რომელიც მოიცავს: დაჯავშნის სისტემებს, საფონდო ბირჟის ანალიზის ხელსაწყოებს, სატრანსპორტო/მარშრუტის დამგეგმავ აპლიკაციებსა და საბანკო/ფინანსურ სერვისებს.

Linkedin

ხშირად დასმული კითხვები კურსის შესახებ

A: Node.js მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს გვთავაზობს, განსაკუთრებით ვებ დეველოპმენტის მიმართულებით. შეგიძლიათ იმუშაოთ ბექ-ენდ დეველოპერად, სერვერის მხარის აპლიკაციებისა და API-ების შექმნაზე, ან ფულ-სტეკ დეველოპერად, რომელიც პასუხისმგებელია როგორც ფრონტ-ენდის, ისე ბექ-ენდის ამოცანებზე. სხვა პოზიციებს შორისაა ვებ დეველოპერი, რომელიც ფოკუსირებულია დინამიურ და რეალურ დროში მომუშავე აპლიკაციებზე, და DevOps ინჟინერი, რომელიც აუმჯობესებს დეპლოიმენტის პროცესებს. გარდა ამისა, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ქმნიან მასშტაბირებად გადაწყვეტილებებს, ხოლო მიკროსერვისების დეველოპერები ავითარებენ ეფექტურ არქიტექტურას. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მზარდი მოთხოვნის გამო, Node.js-ის ცოდნა მაღალად ფასდება წარმატებული კარიერისთვის.
A: Node.js პოპულარული არჩევანია მასშტაბირებადი და მაღალპროდუქტიული აპლიკაციების შესაქმნელად, განსაკუთრებით რეალურ დროში მომუშავე ვებ აპლიკაციებისთვის. მისი event-driven, არაბლოკირებადი არქიტექტურა დეველოპერებს საშუალებას აძლევს ერთდროულად მართონ მრავალი კავშირი, რაც მას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის I/O-ინტენსიური ოპერაციებისთვის. ამასთან, Node.js იყენებს JavaScript-ს, რაც ნიშნავს, რომ დეველოპერებს შეუძლიათ ერთი და იგივე ენა გამოიყენონ როგორც კლიენტის, ისე სერვერის მხარეს, რაც ამარტივებს დეველოპმენტის პროცესს. მდიდარი ბიბლიოთეკებისა და ფრეიმვორკების ეკოსისტემის წყალობით, Node.js ასევე უზრუნველყოფს აპლიკაციების სწრაფ შემუშავებას, რაც მას შესანიშნავ არჩევანად აქცევს როგორც სტარტაპებისთვის, ისე მსხვილი კომპანიებისთვის.

Your search Digital Designer did not match any documents

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?

ჩაეწერე უფასო კონსულტაციაზე

შესაძლოა გაინტერესებდეს

რელევანტური რესურსები

იხილე სრულად