Motion გრაფიკოსისთვის საჭირო უნარები

blog-detail-img

ალბათ დაუკვირვებელ თვალსაც კი არ გამორჩებოდა, რომ თანამედროვე ციფრული სამყარო სავსეა ხარისხიანი მოძრავი ეფექტებით, რომელზეც სწორედ მოუშენ დიზაინერი ზრუნავს.

მოუშენ დიზაინერი პასუხისმგებელია გააცოცხლოს გრაფიკული ელემენტი და ფლობდეს საკმარის კრეატიულობას იმისთვის, რომ მარტივი თეორიული იდეა კომპიტერის ეკრანზე მომხიბვლელ მოძრავ ელემენტად აქციოს.

თუმცა საკმარისია კი კრეატიული აზროვნება იმისთვის, რომ წარმატებული მოუშენ დიზაინერი გახდე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მინდა გესაუბრო 5 ძირითად უნარზე, რომელიც მოუშენ დიზაინერს გამოარჩევს!

1.გრაფიკული დიზაინის ცოდნა

იმისათვის, რომ კარგი მოუშენ გრაფიკოსი გახდე მნიშვნელოვანია კარგად ერკვეოდე გრაფიკული დიზაინის ისეთ ხელსაწყოებში, როგორებიცაა:

 Adobe Photoshop

 Adobe Illustrator

მათი ცოდნა დაგეხმარება, თავად შექმნა შენთვის მომხიბვლელი გრაფიკები, რომელთა გაცოცხლებასაც After Effects-ში შეძლებ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანიმაციის აწყობის პროცესში ფერების და მიმზიდველი დიზაინის  შექმნაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ.

2.ტიპოგრაფია - მიმზიდველი ბეჭდური ტექსტი

ალბათ დამეთანხმები, რომ კონტენტს მიმზიდველს არამხოლოდ ლამაზი გრაფიკების ანიმაცია, არამედ ტექსტის შრიფტი და სწორად განაწილებაც ხდის. 

ამიტომ მნიშვნელოვანია დამკვეთისგან, მაგალითად მარკეტერისგან მოწოდებული საკვანძო სიტყვები (სლოგანი, კამპანიის სახელი და სხვა) სწორად და ლამაზად გადაანაწილო და აამოძრავო, ამგვარად შეძლებ მომხმარებლამდე ადვილად მიიტანო სათქმელი.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოუშენ დიზაინერს ჰქონდეს უნარი შექმნას მარტივი, უნიკალური და თვალისთვის მიმზიდველი ბეჭდური ტექსტი.

3. კრეატიული აზროვნება

რადაგან ამდენი ვისაუბრეთ მიმზიდველ კონტენტეზე, ვფიქრობ, არ გაგიკვრიდება თუ გეტყვი, რომ მოუშენ დიზაინერისთვის აუცილებელია კრეატიული აზროვნების უნარი.

კრეატივი მოუშენ გრაფიკოსს ეხმარება:

შექმნას ახალი ვიზუალი

უჩვენოს მას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები

შესძინოს  ინდივიდუალიზმი,რაც ნამდვილად არის დიდი წარმატების საწინდარი ამ სფეროში!

4. 3D დიზაინისა და ფერების ცოდნა

ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად 3D დიზაინი უფრო და უფრო ექცევა ყურადღების ცენტრში, რადგან მას აქვს ისეთი უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს/

სწორედ ამიტომ მოუშენ გრაფიკოსმა უნდა იცოდეს: 

როგორ გადაადგილდებიან ობიექტები 3D განზომილებაში

როგორ უკავშირდებიან ობიექტები ერთმანეთს

ფერების თეორია, რათა შექმნას დადებითი განწყობა მომხმარებელში

5. კარგი კომუნიკაციის უნარი

დღევანდელ სამყაროში გასაკვირი არ არის, რომ ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა აუცილებლად მოითხოვს კარგი კომუნიკაციის ქონას და მათ რიცხვში ბუნებრივია, მოუშენ გრაფიკოსიც შედის.

ეფექტიანი კომუნიკაციის არსებობა განსაკუთრებით მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც დიზაინერს უწევს ტექნიკურად “არადიზაინერ” დამკვეთთან საუბარი, რა დროსაც მისი ვალდებულებაა მარტივად და გასაგებად მიიტანოს დამკვეთამდე შესაბამისი კონტენტ ვიზუალი.

Motion Design-ის პროგრამა

15 ლექცია I 45 საათი I 8 კვირა

ასე და ამგვარად, იმედი მაქვს შენთვის სრულად ამოვწურეთ ინფორმაცია Motion გრაფიკოსისა და მისთვის საჭირო უნარების შესახებ.

აქვე გეტყვი, რომ თუ Motion Design-ის სწავლა გსურს, შემოგვიერთდი, კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. წარმატებული კურსდამთავრებულები კი Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირებას გაივლიან ჩვენს პარტნიორ კომპანიებში: Maverik, Burtula, Redberry.

 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება