"ციფრული მარკეტინგის სფერო არის გასაოცრად დინამიკური, ვერტიკალური და თან სქროლვადი" - გაიცანი Digital Advertising-ის ლექტორი, ტატიანა ბაშელეიშვილი

blog-detail-img

რა ვიცით, რამდენჯერ მოგიწევს თითით ჩასქროლო მობილურის ეკრანი, რათა ტატიანა ბაშელეიშვილის სამუშაო გამოცდილებაზე ინფორმაცია ბოლომდე ჩაიკითხო? ალბათ, იკითხავ – რატომ უნდა დაგაინტერესოს მისმა გამოცდილებამ.

ვიდრე გიპასუხებდე, ჯერ ჩვენ გკითხავთ: გიყვარს სიახლეები, ექსპერიმენტები და რიცხვები? შეგიძლია დეტალებზე კონცენტრირება, მიზნის მისაღწევად სტრატეგიული გეგმების შემუშავება და თანაც ამ ყველაფერს კრეატივით აკეთებ? თუ ესეა, მაშინ, მოგვყევი. ის, რასაც Digital Advertising-ის ლექტორ ტატიანა ბაშელეიშვილზე გაიგებ, ალბათ დაგაინტერესებს.

ხომ გსმენია ZARA-ზე, Sheraton-ზე, Lavazza-ზე, Lenovo-ზე, Galleria Tbilisi-ზე, Avon-ზე, Wolt-ზე, KFC-სა და Miniso-ზე, მათ შორის ქართულ სტარტაპებზე Carfest, Lunchoba? ეს ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომელთანაც ტატიანას უთანამშრომლია. იგი Redberry-ში ციფრული მედია დამგეგმავის პოზიციასაც იკავებდა, ასევე ხელმძღვანელობდა  Growth Marketing-ის დეპარტამენტს. ამჟამად კი თავისსავე დაარსებული კომპანია HURO-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. 

გამოცდილების შეძენა, კარიერული განვითარება პროცესია, რომელიც ერთი წერტილით იწყება, რაც შემდეგ შედეგად გარდაიქმნება ხოლმე. პასუხი კითხვაზე, თუ საიდან დაიწყო ეს ტატიანას შემთხვევაში, ერთისტყვიანი და მარტივია: “აღფრთოვანება”

ყველაფერი დაიწყო აღფრთოვანებით იმ ადამიანებისადმი, ვისაც უბრალოდ თავისი საქმე უყვარდა. 

უნივერსიტეტის პერიოდშიც ჩემში ყოველთვის უდიდეს აღფრთოვანებას იწვევდა იმ პრაქტიკოსი ლექტორების მოსმენა, ვინც შეყვარებულია საკუთარ საქმეზე და თან არ იშურებს ძალისხმევას ამ საქმისთვის აუცილებელი ფუნდამენტური ცოდნის გაზიარებით სიყვარულის გაბევრებაზე.

არ ვიცით, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა ეს მარტივი მიზეზი გახდა საფუძველი იმის, თავადაც მიეღო მონაწილეობა ისეთ პროგრამაში, როგორიცაა Digital Advertising.

Digital Advertising-ის პროგრამა

14 ლექცია | 42 საათი | 7 კვირა

ციფრული მარკეტინგის სფერო არის გასაოცრად დინამიკური, ვერტიკალური და თან სქროლვადი. ციფრული მარკეტერების მიზანია, ციფრული აუქციონერების წითელ ოკეანეში, ყოველდღიური ვერტიკალური სქროლვის პროცესში ადამიანებს თითი რამდენიმე წამით მაინც შეაჩერებინონ. სწორედ ეს რამდენიმე წამი არის კრიტიკული მომხმარებლისა და ბრენდის ურთიერთობაში და განსაზღვრავს მოვლენების სამომავლო განვითარებას.

შენი ინტერესი, სიყვარული ამ სფეროსადმი ფუნდამენტურია, მაგრამ არა საკმარისი – შესაძლოა კრეატიული, ინოვაციური ხარ და გაქვს ბიუჯეტიც, მაგრამ, დაგვეთანხმები, ყოველი ტიპის რესურსს ეფექტური მართვა სჭირდება.

კრეატივი ვერ იქნება სრულფასოვანი, თუკი მისი განთავსება ხდება არასწორად, და ასევე კრეატივის წყაროც ხშირად სწორედ განთავსების შესაძლებლობებშია.

ტატიანა ხსნის, რომ რეკლამირება არაა თვითმიზანი – იგი მექანიზმია თავისებური შინაარსითა და კონტექსტით, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ და შენ სწორედ ამ მიზნამდე მისასვლელი სტრატეგია გჭირდება. 

 

Digital Advertising არის კურსი, რომელიც მოგცემს ყველა საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც დაგეხმარება ეფექტური რეკლამის დაგეგმვაში, გაშვებაში, მონიტორინგში, ანალიტიკასა და ოპტიმიზაციაში. კურსი შედგება თეორიული ნაწილისგან, რაც ასევე პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რომელიც საბოლოოდ შენი ცოდნის პრაქტიკაში გარდაქმნისა და გამოცილების მიღების საშუალებას მოგცემს. 

მეტიც. თბილისის კომუნიკაციის სკოლაში მოქმედებს Alumni Club, რომელშიც ყოველი კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება პროგრამის დასრულების შემდეგ. კლუბი  უზრუნველყოფს ყოველი კურსდამთავრებულის კარიერულ განვითარებაში მხარდაჭერას. იგი სთავაზობს მათ ექსკლუზიურ სამუშაო შესაძლებლობებსა და სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში.

მსოფლიოში 5.7 მილიარდი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, შესაბამისად, უხეშად რომ ვთქვათ, მოცემულ სფეროში 4 მილიარდ 660 მილიონი პოტენციური მომხმარებელი არსებობს. ტატიანას მიხედვით, ესაა საასპარეზო სივრცე, სადაც მუშაობს ისეთი პრინციპი, როგორიცაა განთავსებული რეკლამის გაზომვადობა – რიცხვებზე დაყრდნობით შეგიძლია თითოეული მარკეტინგული ინიციატივა შეაფასო და ბიზნეს შედეგებში თარგმნო. შეიმუშავო და დახვეწო საკუთარი სტრატეგია და ტაქტიკა, ხელწერასავით, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.

სწორედ ციფრული განმთავსებელი ხედავს ამ, ერთი შეხედვით, მცირე განსხვავებებს და პოულობს შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვა ვერასოდეს დაინახავს. ოპტიმალური მიგნება არის ფორმატებზე, პლატფორმებზე, აუდიტორიებზე ექსპერიმენტების შედეგი.

საინტერესოა, არა? Digital Advertising-ის პროგრამაზე შეძენილი უნარები საშუალებას მოგცემს გასაქანი მისცე შენს კრეატივს და მისი რეალიზებისთვის ჩადებული რესურსები  ეფექტურად გამოიყენო. შემოგვიერთდი Digital Advertising-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება