რა არის Stable Diffusion და როგორ გამოიყენება გრაფიკულ დიზაინში?

blog-detail-img

Stable Diffusion არის Stability AI-ის მიერ 2022 წელს შექმნილი ღრმა დასწავლის ინსტრუმენტი, რომელიც ტექსტს ფოტოსურათად გარდაქმნის. უფრო კონკრეტულად კი, იგი მომხმარებლის მიერ მიწოდებულ სურათის დეტალურ აღწერილობას აგენერირებს. მისი გამოყენება შესაძლებელია უკვე არსებული ფოტოსურათების გრაფიკული დამუშავებისთვისაც. ეს ინსტრუმენტი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ეს პროგრამა მუდმივად ვითარდება და მისი შესაძლებლობებიც უმჯობესდება – ტექსტის მიხედვით გენერირებული ფოტოსურათების უფრო და უფრო რეალისტური ხდება. ამ ბლოგში კი მოგიყვები, თუ როგორ მუშაობს Stable Diffusion, რა შესაძლებლობებს იძლევა იგი დიზაინერებისთვის და რა შეზღუდვები აქვს მას.

Stable Diffusion-ის მნიშვნელობა

Stable Diffusion არის საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის. მისი ჩამოტვირთვა და გამოყენება მარტივად შეგიძლია ამა თუ იმ მოწყობილობაზე. ამგვარად, აღარ არის საჭირო, დიდი ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენება, რათა ჩაატარო ექსპერიმენტები და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა ხელოვნების ნიმუში.

როგორ მუშაობს Stable Diffusion?

Stable Diffusion იყენებს კონვოლუციურ ავტომატური კოდირების ქსელს, რომელშიც ჩაშენებულია ტრანსფორმატორზე დაფუძნებული კოდირების სისტემა. ფოტოსურათებზე მანიპულაციების ჩატარება კი გაუსის ხმაურის გამოყენებით ხდება. გენერირების პროცესი კი ასე გამოიყურება: მშიფრავი იღებს X ფოტოსურათს და აკოდირებს მას ფარულ ვექტორად. შემდეგ მას ემატება გაუსის ხმაური, რის შედეგადაც იცვლება არსებული ვექტორი.

შემდგომ მიმდინარეობს ვექტორის გაშიფვრა. გამშიფრავი ცდილობს, მოაშოროს გაუსის ხმაური და აღადგინოს თავდაპირველი X ფოტოსურათი. ტექსტის კოდირებისას პროგრამა მიწოდებულ ტექსტს გარდაქმნის ფარულ აღწერილობად, რაც შემდგომ ებმის ერთმანეთს და გარდაიქმნება შესაბამის განზომილებაში. შედეგად კი შესაძლებელი ხდება ტექსტზე დაყრდნობით რელევანტური ფოტოსურათის შექმნა.

ნიმუშების შექმნის პროცესში ვექტორი კვებავს გამშიფრავი, რომელიც აშორებს ხმაურს თითოეულ მათგანს. ამგვარად კი იზრდება ფოტოსურათის ხარისხი და მისი რეზოლუცია 1024×1024 ხდება.

რა შესაძლებლობები აქვს Stable Diffusion-ს?

ამ პროგრამას შეუძლია ახალი ფოტოსურათების შექმნა მისთვის მიწოდებულ ტექსტზე დაყრდნობით. იგი მოიცავს აღწერილობას, თუ რა ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს ფოტოსურათი. ასევე შესაძლებელია უკვე არსებული ფოტოსურათების თავიდან შექმნა და აღწერილი ელემენტების დამატება. ამ პროცესს “გიდირებულ ფოტო სინთეზს” უწოდებენ. პროგრამა საშუალებას იძლევა, გააერთიანო ორი ან მეტი ფოტოსურათის ელემენტები ერთ ფოტოში.

Stable Diffusion-ის გამოყენების მაგალითები

მრავალმხრივი შესაძლებლობების გამო ამ პროგრამას არაერთ სფეროში შეხვდები:

  • ციფრული მედია: სკეტჩების, ილუსტრაციებისა თუ storyboard-ების შესაქმნელად აქტიურად გამოიყენება. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება ხარჯების შემცირება კონტენტის შექმნის პროცესში.
  • პროდუქტის დიზაინი: მოდის დიზაინერები პროგრამას ახალი პრინტების, სილუეტებისა თუ ფერების ვარიაციების შესაქმნელად იყენებენ. ისინი აღწერენ წარმოსახვით პროდუქტს და ქმნიან მის 3D მოდელებს. ეს აჩქარებს იდეების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებს.
  • მარკეტინგი და რეკლამირება: მარკეტერები პროგრამას პროდუქტის ფოტოსურათების, ცხოვრებისეული სცენებისა და სოციალური მედიის პოსტების შესაქმნელად იყენებენ. AI გენერირებული ფოტოები ამცირებენ ფოტოგადაღების ხარჯებს და უზრუნველყოფს უსაზღვრო კონტენტის წარმოებას.
  • მეცნიერება და მედიცინა: მკვლევრები AI-ის აწვდიან ქიმიური ნაერთების, გენომების, მოლეკულებისა და დაავადებების დეტალურ აღწერას, რათა მონაცემებისა და მოდელების ვიზუალიზაცია შეძლონ. ეს კი ეხმარებათ ახალი სამეცნიერო დასკვნების აღმოჩენაში. მედიცინაში კი იყენებენ პაციენტის დაავადების ამოცნობასა და მისთვის მკურნალობის ეტაპების დაგეგმვაში.

AI გრაფიკულ დიზაინში: ახალი კურსის შესახებ

როგორც ხედავ, AI ხელსაწყოების გამოყენება მრავალმხრივ შესაძლებლობებს გთავაზობს. დიზაინის სფეროში კი იგი საშუალებას გაძლევს, უსაზღვრო ფანტაზიის გამოყენებით წარმოსახვაში არსებული იდეები რეალობად აქციო. იმისთვის, რომ AI ინსტრუმენტები შემოქმედებით პროცესში წარმატებით დანერგო, საჭიროა, იცოდე მისი ეფექტურად გამოყენება.

AI გრაფიკულ დიზაინში

8 ლექცია | 24 საათი | 4 კვირა

სწორედ ამიტომ Commschool-ში ახალი კურსი შევიმუშავეთ – AI გრაფიკულ დიზაინში. ამ პროგრამის ფარგლებში შეისწავლი, თუ როგორ დაიმეგობრო AI და გამოიყენო იგი ვიზუალური ეფექტების შექმნაში. დაეუფლები Stable Diffusion-ის გამოყენებას სხვადასხვა პროექტისთვის და დანერგავ AI-ის შენს საქმიანობაში, რითაც შეძლებ შენი დიზაინის გაუმჯობესებას და ამავდროულად, დროისა და ენერგიის დაზოგვას. 

ამიტომ, გრაფიკულ დიზაინერებს ახალი და საინტერესო თავგადასავლებისთვის Commschool-ში გელოდებით! დარეგისტრირდი კურსზე და დაიწყე AI-ის გამოყენება უკეთესი შედეგების მისაღწევად.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება